პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა სოფელ ნატახტარში საავტომობილო გზა გადაკეტეს
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა სოფელ ნატახტარში საავტომობილო გზა გადაკეტეს

სო­ფელ ნა­ტახ­ტარ­ში არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას მარ­თა­ვენ. მათ სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა აქვთ გა­და­კე­ტი­ლი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მო­ცე­მას მო­ი­თხო­ვენ და აცხა­დე­ბენ, რომ ცხედ­რის გა­და­ცე­მამ­დე არ და­იშ­ლე­ბი­ან.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა, გან­სახ­ლე­ბი­სა და ლტოლ­ვილ­თა მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი და მცხე­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი დი­მიტ­რი ხუნ­და­ძე. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, მათი გან­ცხა­დე­ბე­ბი არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რია და ისი­ნი მო­ი­თხო­ვენ მთავ­რო­ბის იმ წევ­რე­ბის მის­ვლას, რომ­ლე­ბიც კომ­პე­ტენ­ტურ პა­სუხს გას­ცე­მენ. მა­თი­ვე თქმით, გუ­ში­ნაც მი­ი­ღეს და­პი­რე­ბა, რომ ცხე­დარს დღეს გა­დას­ცემ­დნენ, თუმ­ცა პი­რო­ბა არ შეს­რულ­და. აქ­ცია მას შემ­დეგ იმარ­თე­ბა, რაც ცხინ­ვალ­მა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მო­ცე­მა­ზე ამ ეტაპ­ზე უარი გა­ნა­ცხა­და.

22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ჯგუ­ფის არა­გეგ­მუ­რი შეხ­ვედ­რა დღეს გა­ი­მარ­თა. შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კახა ქე­მოკ­ლი­ძემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე დე-ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მო­ცე­მა­ზე ამ ეტაპ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. მათი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ირ­კვა, რომ ცხედ­რის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზა ვერ ჩა­ტარ­და, რის გა­მოც, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს მი­მარ­თეს და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­დუ­რებს და ექ­სპერ­ტი­ზას რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა სოფელ ნატახტარში საავტომობილო გზა გადაკეტეს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებმა სოფელ ნატახტარში საავტომობილო გზა გადაკეტეს

სოფელ ნატახტარში არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ საავტომობილო გზა აქვთ გადაკეტილი. ოჯახის წევრები ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ცხედრის გადაცემამდე არ დაიშლებიან.

ადგილზე იმყოფებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე. აქციის მონაწილეების თქმით, მათი განცხადებები არაკომპეტენტურია და ისინი მოითხოვენ მთავრობის იმ წევრების მისვლას, რომლებიც კომპეტენტურ პასუხს გასცემენ. მათივე თქმით, გუშინაც მიიღეს დაპირება, რომ ცხედარს დღეს გადასცემდნენ, თუმცა პირობა არ შესრულდა. აქცია მას შემდეგ იმართება, რაც ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა.

22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა დღეს გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს. მათი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ