პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა
ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა

ერგნეთ­ში, ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ის და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ჯგუ­ფის არა­გეგ­მუ­რი შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მო­თხოვ­ნით გა­ი­მარ­თა, რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ დას­რულ­და.

შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ დე ფაქ­ტო სამ­ხრეთ ოსე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ქარ­თულ მე­დი­ას­თან კო­მენ­ტარ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კახა ქე­მოკ­ლი­ძემ კი აღ­ნიშ­ნა, რომ შეხ­ვედ­რა­ზე დე-ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გარ­დაც­ვლი­ლი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მო­ცე­მა­ზე ამ ეტაპ­ზე უარი გა­ნა­ცხა­დეს.

მათი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე გა­ირ­კვა, რომ ცხედ­რის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ექ­სპერ­ტი­ზა ვერ ჩა­ტარ­და, რის გა­მოც, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­ექ­სპერ­ტო ბი­უ­როს მი­მარ­თეს და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცე­დუ­რებს და ექ­სპერ­ტი­ზას რამ­დე­ნი­მე დღე დას­ჭირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა ტა­ტუ­ნაშ­ვილ­თან ერ­თად და­კა­ვე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს ორ მო­ქა­ლა­ქეს, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვილს და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვილს, რომ­ლე­ბიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ახალ­გო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გად­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ, ქარ­თულ­მა მხა­რემ ერგნეთ­ში გა­მარ­თულ არა­გეგ­მურ შეხ­ვედ­რა­ზე კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ვერც ამ ორი პი­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მი­ი­ღო. თუმ­ცა, სუს-ის წარ­მო­მად­გენ­ლის, კახა ქე­მოკ­ლი­ძის თქმით, დე ფაქ­ტო ცხინ­ვა­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია დღის ბო­ლომ­დე კი­დევ შედ­გე­ბა და ქარ­თულ მხა­რეს იმე­დი აქვს, რომ უფრო კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს მი­ი­ღე­ბენ.

ერგნეთ­ში ცოტა ხნის წინ გარ­დაც­ვლი­ლი ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის და მას­თან ერ­თად და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის ახ­ლობ­ლე­ბიც გა­მოჩ­ნდნენ. ისი­ნი ცხედ­რის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გად­მო­ცე­მას, ასე­ვე ქუ­ტაშ­ვი­ლი­სა და პავ­ლი­აშ­ვი­ლის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხო­ვენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა

ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადა

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით გაიმართა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე უარი განაცხადეს.

მათი თქმით, შეხვედრაზე გაირკვა, რომ ცხედრის საფუძვლიანი ექსპერტიზა ვერ ჩატარდა, რის გამოც, რუსეთის ფედერაციის საექსპერტო ბიუროს მიმართეს და აღნიშნულ პროცედურებს და ექსპერტიზას რამდენიმე დღე დასჭირდება. 

რაც შეეხება ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ საქართველოს ორ მოქალაქეს, ლევან ქუტაშვილს და იოსებ პავლიაშვილს, რომლებიც ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ვერ ახერხებენ, ქართულმა მხარემ ერგნეთში გამართულ არაგეგმურ შეხვედრაზე კონკრეტული პასუხი ვერც ამ ორი პირის გათავისუფლებაზე მიიღო. თუმცა, სუს-ის წარმომადგენლის, კახა ქემოკლიძის თქმით, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია დღის ბოლომდე კიდევ შედგება და ქართულ მხარეს იმედი აქვს, რომ უფრო კონკრეტულ პასუხებს მიიღებენ. 

ერგნეთში ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ტატუნაშვილის და მასთან ერთად დაკავებულების ახლობლებიც გამოჩნდნენ. ისინი ცხედრის დაუყოვნებლივ გადმოცემას, ასევე ქუტაშვილისა და პავლიაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები