თავდასხმა სკოლაზე - 110 მოსწავლე უკვალოდ გაქრა, მათ ნიგერიის ჯარი და ავიაცია ეძებს

თავდასხმა სკოლაზე - 110 მოსწავლე უკვალოდ გაქრა, მათ ნიგერიის ჯარი და ავიაცია ეძებს

ნიგერიაში, ქალაქ დაფჩის სკოლიდან 110 გოგონა გაიტაცეს. BBC -ს ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები ტერორისტულმა ორგანიზაცია ბოკო ჰარამმა გაიტაცა.

ერთ-ერთი გატაცებულის, 14 წლის გოგონას მამა კაჩალა ბუკარი "ბიბისისთან" ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბავშვები რაც შეიძლება მალე უნდა გაათავისუფლოს ტერორისტებისგან, რადგან "არავინ იცის, რა ელით".

ჯიჰადისტები სკოლას 19 თებერვალს დაესხნენ თავს.

ქვეყნის პრეზიდენტი, მუჰამადუ ბუჰარი აცხადებს, რომ ეს "ეროვნული მარცხია" და გოგონების ოჯახებს ბოდიშს უხდის.

ნიგერიამ ბავშვების საძიებლად ჯარი და ავიაცია ჩართო.

"გვინდა, დავარწმუნოთ ნიგერიელები, რომ ქვა არ დარჩება გადაუბრუნებელი, ყველგან მოვძებნით გოგონებს და მათ გადასარჩენად ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა ნიგერიის ინფორმაციის მინისტრმა ლაი მოჰამედმა.

თავდაპირველად ხელისუფლება 100-ზე მეტი მოსწავლის გატაცებას უარყოფდა და ამბობდა, რომ გოგონები თავდამსხმელებს ემალებოდნენ, მოგვიანებით კი იძულებულები გახდნენ ეღიარებინათ, რომ თავდასხმის შემდეგ 110 გოგონა გაუჩინარდა.

 

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"