მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ შეიცვლები, მოკვდები!"- "Afterlove" ჯეიმს ბლანტისთვის ახალ დასაწყისად იქცა
"თუ არ შეიცვლები, მოკვდები!"- "Afterlove" ჯეიმს ბლანტისთვის ახალ დასაწყისად იქცა

ბრი­ტან­ლი ვარ­სკვლა­ვი ჯე­იმს ბლან­ტი თი­თე­უ­ლი ალ­ბო­მის შექ­მნა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მის წარ­დგე­ნას დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ეკი­დე­ბა. ამი­ტო­მაც იყო, რომ ახა­ლი ალ­ბო­მის, "Afterlove"-ის გა­მოს­ვლამ­დე მომ­ღე­რა­ლი ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და. ჯე­იმ­სი თვლის, რომ ეს ალ­ბო­მი მის­თვის ახა­ლი და­სა­წყი­სია. "ნათ­ქვა­მია, თუ არ შე­იც­ვლე­ბი, მოკ­ვდე­ბი. ეს ჩემი მე­ხუ­თე ალ­ბო­მია და არ შე­მეძ­ლო იგი­ვე შე­მე­თა­ვა­ზე­ბი­ნა მსმე­ნე­ლის­თვის, რაც ადრე. თუმ­ცა, არ ვიცი რა გა­მო­ვა," - გა­ნა­ცხა­და ბრი­ტა­ნელ­მა ვარ­სკვლავ­მა.

ის სიმ­ღე­რებს მუ­დამ "ვი­ღა­ცას" ან გარ­კვე­ულ გა­რე­მო­ე­ბას უძღვნის. მის­თვის მე­ლო­დი­ნებს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დატ­ვირ­თვა აქვს და „მო­გო­ნე­ბე­ბის სუნი“ ას­დის. მის ახალ ალ­ბომ­ში შე­სუ­ლია 2 სიმ­ღე­რა - "Make Me Better" და "Time of Our Lives," რო­მე­ლიც ედ ში­რან­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ის შე­დე­გად შე­იქ­მნა. მნიშ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ორი­ვე სინ­გლი ჯე­იმს ბლან­ტის ცოლ­სა და შვილს ეძღვნე­ბა. თუ მას კარ­გად მო­უს­მენთ, მი­სამ­ღე­რებ­ში ფო­ნად ედის ხმა­საც მოკ­რავთ ყურს.

ჯე­იმს ბლან­ტი თბი­ლისს 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე გარ­და ახა­ლი ალ­ბო­მის წარ­დგე­ნი­სა, უკვე გა­ჰი­ტე­ბულ და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რებს "goodbuy my lover" , "You’re Beautiful" და ბოლო სინ­გლის "Love Me Better" ჩათ­ვლით შე­ას­რუ­ლებს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია tkt.ge-ზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია Black Pearl Live, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია Black Pearl Live სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. კომ­პა­ნი­ას ქარ­თულ ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი აქვს. Black Pearl Live მი­ზა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დიდი მას­შტა­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და შო­უ­ე­ბი, რათა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძელ ქვეყ­ნად იქ­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"თუ არ შეიცვლები, მოკვდები!"- "Afterlove" ჯეიმს ბლანტისთვის ახალ დასაწყისად იქცა

"თუ არ შეიცვლები, მოკვდები!"- "Afterlove" ჯეიმს ბლანტისთვის ახალ დასაწყისად იქცა

ბრიტანლი ვარსკვლავი ჯეიმს ბლანტი თითეული ალბომის შექმნასა და საზოგადოებისთვის მის წარდგენას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება. ამიტომაც იყო, რომ ახალი ალბომის, "Afterlove"-ის გამოსვლამდე მომღერალი ძალიან ნერვიულობდა. ჯეიმსი თვლის, რომ ეს ალბომი მისთვის ახალი დასაწყისია. "ნათქვამია, თუ არ შეიცვლები, მოკვდები. ეს ჩემი მეხუთე ალბომია და არ შემეძლო იგივე შემეთავაზებინა მსმენელისთვის, რაც ადრე. თუმცა, არ ვიცი რა გამოვა," - განაცხადა ბრიტანელმა ვარსკვლავმა.

ის  სიმღერებს მუდამ "ვიღაცას" ან გარკვეულ გარემოებას უძღვნის. მისთვის მელოდინებს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და „მოგონებების სუნი“ ასდის. მის ახალ ალბომში შესულია 2 სიმღერა -  "Make Me Better" და "Time of Our Lives," რომელიც ედ შირანთან კოლაბორაციის შედეგად შეიქმნა. მნიშნელოვანია, რომ ორივე სინგლი ჯეიმს ბლანტის ცოლსა და შვილს ეძღვნება. თუ მას  კარგად მოუსმენთ, მისამღერებში ფონად ედის ხმასაც მოკრავთ ყურს. 

ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს "goodbuy my lover" , "You’re Beautiful" და ბოლო სინგლის  "Love Me Better" ჩათვლით შეასრულებს.

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. 

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live  მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

 

 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება