პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი, როდესაც ის ძებნილია" - რა ცვლილებები შედის კანონში
"პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი, როდესაც ის ძებნილია" - რა ცვლილებები შედის კანონში

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ალექ­სან­დრე ბა­რა­მი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მთავ­რო­ბის მო­მა­ვალ სხდო­მა­ზე გავა.

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის გარ­კვე­ულ დე­ტა­ლებ­ზეც სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც გვა­რის გა­მოც­ვლას უკავ­შირ­დე­ბა.

"რამ­დე­ნი­მე კვი­რაა მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ გერ­მა­ნი­ა­შიც, ევ­რო­კავ­ში­რის სხვა ქვეყ­ნებ­შიც შეშ­ფო­თე­ბით უყუ­რებ­დნენ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ზრდას, რომ­ლე­ბიც ითხო­ვენ თავ­შე­სა­ფარს. აგ­რეთ­ვე იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც არ­ღვე­ვენ უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟიმს. გა­ის­მა გარ­კვე­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, ხომ არ უნდა გა­უქ­მდეს უვი­ზო რე­ჟი­მი და ა.შ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩვენ ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან დიდი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბით, რად­გან ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და მთელ ქვე­ყა­ნას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას იმი­სათ­ვის, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ვი­ლე­გია მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­რო იქ­ნე­ბა, თუ გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის, რომ­ლე­ბიც ამ შე­ღა­ვა­თით არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად სარ­გებ­ლო­ბენ, მსხვერ­პლი გახ­დე­ბა და­ნარ­ჩე­ნი ქვე­ყა­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა. ერთი ასე­თი ცვლი­ლე­ბაა გვა­რის შეც­ვლის რე­ჟიმ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ გვა­რის შეც­ვლა არა­ვის შე­ეძ­ლე­ბა არას­დროს, უბ­რა­ლოდ მე­ტის­მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კა ამ კუ­თხით უნდა შე­იც­ვა­ლოს ზო­მი­ე­რად მკაც­რი პო­ლი­ტი­კით. მა­გა­ლი­თად იმით, რომ პირს არ შე­ეძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს გვა­რი იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ის ძებ­ნი­ლია, მათ შო­რის ინ­ტერ­პო­ლის არ­ხე­ბით. ასე­ვე, პირს დას­ჭირ­დე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად თა­ვად გა­მო­ცხად­დეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ ორ­გა­ნო­ში და არა წარ­მო­მად­გენ­ლის მეშ­ვე­ო­ბით. სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, სა­კონ­სუ­ლო­ში კვლა­ვაც ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა, შე­ი­ტა­ნოს გან­ცხა­დე­ბა გვა­რის შეც­ვლის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ რო­დე­საც საქ­მე მიდ­გე­ბა უშუ­ა­ლოდ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ზე, ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­მო­ვი­დეს სა­ქარ­თვე­ლო­ში",- გა­ნა­ცხა­და ბა­რა­მი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი, როდესაც ის ძებნილია" - რა ცვლილებები შედის კანონში

"პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი, როდესაც ის ძებნილია" - რა ცვლილებები შედის კანონში

იუსტიციის მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, ვიზალიბერალიზაციის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები, სავარაუდოდ, მთავრობის მომავალ სხდომაზე გავა.

მინისტრის მოადგილე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის გარკვეულ დეტალებზეც საუბრობს, რომელიც გვარის გამოცვლას უკავშირდება. 

"რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ გერმანიაშიც, ევროკავშირის სხვა ქვეყნებშიც შეშფოთებით უყურებდნენ ჩვენი მოქალაქეების რაოდენობის ზრდას, რომლებიც ითხოვენ თავშესაფარს. აგრეთვე იმ მოქალაქეებისა, რომლებიც არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. გაისმა გარკვეული განცხადებები იმის თაობაზე, ხომ არ უნდა გაუქმდეს უვიზო რეჟიმი და ა.შ. რასაკვირველია, ჩვენ ამ ყველაფერს ძალიან დიდი სერიოზულობით ვეკიდებით, რადგან ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა მთელ ქვეყანას, ხელისუფლებას იმისათვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრივილეგია მოგვეპოვებინა. სამწუხარო იქნება, თუ გარკვეული პირების, რომლებიც ამ შეღავათით არაკეთილსინდისიერად სარგებლობენ, მსხვერპლი გახდება დანარჩენი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვლილებების შემუშავება დაგვჭირდება. ერთი ასეთი ცვლილებაა გვარის შეცვლის რეჟიმში ცვლილებები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გვარის შეცვლა არავის შეეძლება არასდროს, უბრალოდ მეტისმეტად ლიბერალური პოლიტიკა ამ კუთხით უნდა შეიცვალოს ზომიერად მკაცრი პოლიტიკით. მაგალითად იმით, რომ პირს არ შეეძლება შეიცვალოს გვარი იმ პირობებში, როდესაც ის ძებნილია, მათ შორის ინტერპოლის არხებით. ასევე, პირს დასჭირდება აუცილებლად თავად გამოცხადდეს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოში და არა წარმომადგენლის მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ პირს, რა თქმა უნდა, საკონსულოში კვლავაც ექნება უფლება, შეიტანოს განცხადება გვარის შეცვლის თაობაზე, მაგრამ როდესაც საქმე მიდგება უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაზე, ის აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს საქართველოში",- განაცხადა ბარამიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ