პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი" - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს
"ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი" - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს

ახლა რომ მქონ­დეს ია­რა­ღი, პირ­და­პირ გეს­რო­დი, - ასე მი­მარ­თა ამი­რან (ბუტა) რო­ბა­ქი­ძის მა­მამ, სოსო რო­ბა­ქი­ძემ შს ყო­ფილ მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს მას შემ­დეგ, რაც სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში ოქ­რუ­აშ­ვი­ლის და­კი­თხვა დას­რულ­და.

და­კი­თხვის შემ­დეგ ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და რო­ბა­ქი­ძეს შო­რის სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში სი­ტყვი­ე­რი შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და.

„რო­გორც თქვენ თქვით, ოპო­ზი­ცი­ა­ში იმი­ტომ გა­და­დი­ო­დით, რომ გახ­შირ­და კაც­თა კვლა პარ­ტი­ა­შიო. რა­ღაც არ მოგ­წონ­დათ აშ­კა­რად. თქვენ შე­საძ­ლოა ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრო­ბი­დან მალე გა­დახ­ვე­დით თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, მაგ­რამ შენ და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ერთი გუნ­დი იყა­ვით. პატ­რუ­ლის სა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე „იჩა­ლი­ჩეთ“ ყვე­ლამ. ნა­ხე­ვა­რი თქვენს ხელ­ში არის და­ნიშ­ნუ­ლი, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა მოკ­ლან? იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი გა­ა­უ­ბე­დუ­რეს, შენც მო­საკ­ლა­ვი იქ­ნე­ბი. მე ერთ რა­ღა­ცას გე­კი­თხე­ბი: ია­რა­ღი ჩა­დე­ბუ­ლი იყო თუ არა?“, - მი­მარ­თა სოსო რო­ბა­ქი­ძემ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს.

ოქ­რუ­აშ­ვილ­მა რო­ბა­ქი­ძის შე­კი­თხვას შემ­დეგ­ნა­ი­რად უპა­სუ­ხა:

„სოსო, შვი­ლი და­გე­ღუ­პა. შენ კონ­კრე­ტუ­ლი ადა­მი­ა­ნი იცი, ვის გა­მოც შვი­ლი და­გე­ღუ­პა, მოგ­ცემ ია­რაღს და მოს­თხო­ვე პა­სუ­ხი“, - უპა­სუ­ხა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა რო­ბა­ქი­ძეს.

ამის შემ­დეგ რო­ბა­ქი­ძემ ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილს მი­მარ­თა რეპ­ლი­კით: „შენ ვერც ოპო­ზი­ცი­ა­ში იქ­ნე­ბი და ვერც მთავ­რო­ბა­ში, სა­ნამ მე ცო­ცხა­ლი ვარ. ახლა რომ მქონ­დეს ია­რა­ღი, პირ­და­პირ გეს­რო­დი“, - გა­ნა­ცხა­და რო­ბა­ქი­ძემ.

წა­ი­კი­თხეთ: რო­ბა­ქი­ძის საქ­მე - რას ვერ იხ­სე­ნებს ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი და რას პა­სუ­ხობს მას მოკ­ლუ­ლის მამა

"ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი" - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს

"ახლა რომ იარაღი მქონდეს, პირდაპირ გესროდი" - სოსო რობაქიძე ირაკლი ოქრუაშვილს

ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი, - ასე მიმართა ამირან (ბუტა) რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში ოქრუაშვილის დაკითხვა დასრულდა.

დაკითხვის შემდეგ ოქრუაშვილსა და რობაქიძეს შორის სასამართლოს ეზოში სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.

„როგორც თქვენ თქვით, ოპოზიციაში იმიტომ გადადიოდით, რომ გახშირდა კაცთა კვლა პარტიაშიო. რაღაც არ მოგწონდათ აშკარად. თქვენ შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრობიდან მალე გადახვედით თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ შენ და მიხეილ სააკაშვილი ერთი გუნდი იყავით. პატრულის სახის შენარჩუნებაზე „იჩალიჩეთ“ ყველამ. ნახევარი თქვენს ხელში არის დანიშნული, რამდენი ადამიანი უნდა მოკლან? იმდენი ადამიანი გააუბედურეს, შენც მოსაკლავი იქნები. მე ერთ რაღაცას გეკითხები: იარაღი ჩადებული იყო თუ არა?“, - მიმართა სოსო რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს.

ოქრუაშვილმა რობაქიძის შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა:

„სოსო, შვილი დაგეღუპა. შენ კონკრეტული ადამიანი იცი, ვის გამოც შვილი დაგეღუპა, მოგცემ იარაღს და მოსთხოვე პასუხი“, - უპასუხა ირაკლი ოქრუაშვილმა რობაქიძეს.

ამის შემდეგ რობაქიძემ ირაკლი ოქრუაშვილს მიმართა რეპლიკით: „შენ ვერც ოპოზიციაში იქნები და ვერც მთავრობაში, სანამ მე ცოცხალი ვარ. ახლა რომ მქონდეს იარაღი, პირდაპირ გესროდი“, - განაცხადა რობაქიძემ.

წაიკითხეთ: რობაქიძის საქმე - რას ვერ იხსენებს ირაკლი ოქრუაშვილი და რას პასუხობს მას მოკლულის მამა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს