პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფხაზეთში რუსულ ინვესტიციას ტაიმ-აუტი ელოდება? - რას წერს რუსული და აფხაზური მედია რუს ბიზნესმენებზე
აფხაზეთში რუსულ ინვესტიციას ტაიმ-აუტი ელოდება? - რას წერს რუსული და აფხაზური მედია რუს ბიზნესმენებზე

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბამ ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის კი­დევ ერთი უკონ­ტრო­ლო ბიზ­ნე­სის შე­დე­გე­ბი მო­იმ­კო. კომ­პა­ნია “ჩერ­ნო­მო­რე­ნერ­გოს”, მიერ მდი­ნა­რე კე­ლა­სურ­თან წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბის შე­დე­გად მდი­ნა­რე ნა­პი­რი­დან გად­მო­ვი­და, გა­და­რე­ცხა გზე­ბი და საფრ­თხე შე­უქ­მნა ელექტრო­სა­დე­ნებს, რის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, შე­საძ­ლოა, მთე­ლი რე­გი­ო­ნი რამ­დე­ნი­მე თვე უშუ­ქოდ დარ­ჩეს...

“ჩერ­ნო­მო­რე­ნერ­გომ” “გა­მო­სა­ვა­ლი” იპო­ვა და “აფხა­ზე­თის სამ­თო მრეწ­ვე­ლო­ბის კომ­პა­ნი­ის­თვის” მუ­შა­ო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად, მდი­ნა­რე კე­ლა­სუ­რის­თვის კა­ლა­პო­ტის შეც­ვლა და­ი­წყო... აფხა­ზუ­რი მე­დი­ის თქმით, აფხა­ზი ეკო­ლო­გე­ბის­თვის რჩე­ვა არა­ვის უკი­თხავს. ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის პრო­ტეს­ტის მი­უ­ხე­და­ვად, - “ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბი არც ად­გი­ლობ­რივ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას გა­და­უდ­გამს”...

“აფხა­ზე­თის სამ­თო მრეწ­ვე­ლო­ბის კომ­პა­ნი­ის” დამ­ფუძ­ნებ­ლე­ბი მოს­კო­ვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ტუჟ­ბა და ე.წ პრე­ზი­დენ­ტის, სერ­გეი ბა­ღაფ­შის შვი­ლი ზუ­რაბ ბა­ღაფ­ში არი­ან, რომ­ლე­ბიც კე­ლა­სუ­რის ნა­პირ­ზე, სო­ფელ ძი­გუ­ტას მიმ­დე­ბა­რედ, უკვე წლე­ბია, ხრეშ­სა და ქვა-ღორღს მო­ი­პო­ვებს.

ჯერ კი­დევ 2013 წელს, ად­გი­ლობ­რი­ვი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი წერ­დნენ, რომ ე.წ. რა­ი­ო­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ “აფხა­ზურ სამ­თო მომ­პო­ვე­ბელ­მა კომ­პა­ნი­ას”, მდი­ნა­რე კე­ლა­სუ­რის კა­ლა­პო­ტის გა­მაგ­რე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თა; რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, ერთი ხრე­შით სავ­სე თვითმცლე­ლი სა­ნა­პი­როს გა­სა­მაგ­რებ­ლად მო­იყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი, იქი­დან ოცზე მეტი ხრე­შით სავ­სე მან­ქა­ნა გა­ვი­და...

მა­შინ, სო­ფელ ძი­გუ­ტას მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ნა­პი­როს კა­ლა­პო­ტის რღვე­ვის ფაქ­ტზე, ხელ­მო­წე­რებ­საც აგ­რო­ვებ­და და გრუნ­ტის უკონ­ტრო­ლო ამო­ღე­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­და... ე.წ. ად­მი­ნის­ტრა­ცია, საპ­რო­ტეს­ტო წე­რი­ლებს იღებ­და, მაგ­რამ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბის მოძ­რა­ო­ბა და მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტის რღვე­ვა, უწყვეტ რე­ჟიმ­ში გრძელ­დე­ბო­და. ასეა ახ­ლაც - კომ­პა­ნი­ე­ბი ისევ ეზი­დე­ბი­ან ქვის ლო­დებს და სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლებს, ჩე­ხა­ვენ ხე­ებს და ან­გრე­ვენ საბ­ჭო­თა დრო­ი­დან შე­მორ­ჩე­ნილ შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბებს.

“თით­ქოს ამ ქვე­ყა­ნა­ში ხვა­ლინ­დე­ლი დღე არ გა­თენ­დე­ბა... გზის შემ­კე­თებ­ლებ­მა იქა­უ­რო­ბა მი­მო­ან­გრი­ეს, წყლის გა­მა­ნა­წი­ლე­ბე­ლი ჭები ქვე­ბით ამო­ქო­ლეს, ეს ეხე­ბა, სო­ხუ­მის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილს და ის ფაქ­ტობ­რი­ვად, სას­მე­ლი წყლის გა­რე­შე დარ­ჩა...” - წერს აფხა­ზუ­რი მე­დია, რო­მე­ლიც ზოგ­ჯერ რუ­სე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი წი­ა­ღი­სე­უ­ლის უკონ­ტრო­ლო გა­ზიდ­ვას აპ­რო­ტეს­ტებს...

თა­ვის მხრივ, “აფხა­ზუ­რი ბიზ­ნე­სის” თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე წერს რუ­სუ­ლი მე­დი­აც. ინ­ტერ­ნეტ გა­მო­ცე­მა Eurasia Daily-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფხა­ზეთ­ში, “რუ­სუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის­თვის ტაიმ-აუ­ტია” - აფხა­ზეთ­ში, მწვავ­დე­ბა პლას­ტი­კუ­რი მი­ლე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ქარ­ხნის გარ­შე­მო და­წყე­ბუ­ლი სკან­და­ლი. მისი მფლო­ბე­ლიც, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნი მი­ხა­ილ პა­ნო­ვია, რო­მელ­მაც აფხა­ზეთ­ში მუ­შა­ო­ბა ორი წლის წინ და­ი­წყო.

ქარ­ხნის აშე­ნე­ბი­სას რუს ბიზ­ნეს­მენს ორი ად­გი­ლობ­რი­ვი აფხა­ზი (ავ­ტო­რი მათ ვი­ნა­ო­ბას არ ამ­ხელს) ეხ­მა­რე­ბო­და, თუმ­ცა, ახლა ისი­ნი ძველ პარტნი­ორს და­უ­პი­რის­პირ­დნენ... მი­ხე­ილ პა­ნო­ვი საკ­მა­ოდ გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი, ჰოლ­დინგ Соцпромстрой-ს მფლო­ბე­ლია, თუმ­ცა, აფხა­ზე­თის ბიზ­ნეს არე­ნა­ზე, მას ფე­ხის მო­კი­დე­ბა იმ­დე­ნად გა­უ­ჭირ­და, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, და­პი­რის­პი­რე­ბა “სა­მე­ურ­ნეო კონ­ფლიქტს” გას­ცდა და კრი­მი­ნა­ლურ გარ­ჩე­ვებ­ში გა­და­ი­ზარ­და.

“ეს არის კლა­სი­კუ­რი სუ­რა­თი, თუ რო­გორ ვი­თარ­დე­ბა კონ­ფლიქ­ტე­ბი აფხა­ზეთ­ში. ათე­უ­ლო­ბით ასე­თი ფაქ­ტი რე­გი­ონ­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ის და­ბან­დე­ბის მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბას წერ­ტილს უს­ვამს... თუ აფხა­ზეთ­ში ჩას­ვლას გა­და­წყვეტთ, საკ­მა­ოდ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ახალ ობი­ექ­ტებს, სას­ტურ­მო­ებ­სა და ასე­ვე, და­უს­რუ­ლე­ბელ მშე­ნებ­ლო­ბებს შე­ნიშ­ნავთ. მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცე­სის და­სას­რუ­ლებ­ლად იქ დიდი სა­ნაც­ნო­ბო წრეც კი არ არის საკ­მა­რი­სი... რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს, იქ და­ბან­დე­ბუ­ლი კა­პი­ტა­ლი­დან სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად, გავ­ლე­ნი­ა­ნი კავ­ში­რე­ბი სჭირ­დე­ბათ. “იპო­ვე ინ­ვეს­ტო­რი”, - ახლა მხო­ლოდ სი­ტყვა­თა შე­თან­ხმე­ბაა. რუს­მა ბიზ­ნეს­მე­ნებ­მა აფხა­ზე­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სი უკვე და­კარ­გეს...” - წერს რუსი ჟურ­ნა­ლის­ტი ან­ტო­ნი კრი­ვე­ნი­უ­კი.

მი­სი­ვე თქმით, “რე­ი­დე­რო­ბას”, “რე­კეტ­სა” და ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვას, რო­მე­ლიც იქ რუს მწარ­მო­ებ­ლებს გა­დახ­დე­ნი­ათ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბი აქვთ. ბიზ­ნეს­მე­ნი კლე­მენტვი­ჩი­სა და მისი თა­ნა­შემ­წის, სკა­რედ­ნო­ვო­ის მკვლე­ლო­ბა, არა­ერ­თი რუ­სუ­ლი კომ­პა­ნი­ის მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და, რის გა­მოც, აფხა­ზე­თი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის შავ სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა...

“არა­და, 2000-იან წლებ­ში, აფხა­ზეთ­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის­თვის მეტ-ნაკ­ლე­ბად კარ­გი პი­რო­ბე­ბი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბით ელექტრო­ე­ნერ­გი­ის და­ბა­ლი ფასი, რაც ბიზ­ნე­სის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია... თუმ­ცა, მა­ლე­ვე გა­ირ­კვა, რომ მი­ნუ­სი მეტი იყო - გავ­ლე­ნე­ბით ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვა, ად­გი­ლობ­რივ პარტნი­ო­რებს ნე­ბის­მი­ერ დროს შე­ეძ­ლოთ. ისე, რო­გორც ეს, პა­ნო­ვის შემ­თხვე­ვა­ში მოხ­და,” - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

ფოტო: Эхо Кавказа

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, “სა­ხელ­მწი­ფო” და მით უფრო, “ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი” სუს­ტია და კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ. “დი­რექ­ტო­რე­ბის ქვე­ყა­ნა” - სა­დაც ყვე­ლას “ვი­ღაც” ჰყავს. რუ­სე­ბის­თვის ეს გა­უ­გე­ბა­რია. მათ უნ­დო­დათ მუ­შა­ო­ბა, “ამ გა­უ­გებ­რო­ბა­ში“. პა­ნო­ვის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბის თქმით, რუსი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის სა­წარ­მომ ხელი შე­უ­შა­ლა სხვა სა­წარ­მო­ებს, მსგავ­სი პრო­დუქ­ცია შე­ექ­მნათ და კონ­კუ­რენ­ცია ყო­ფი­ლი­ყო... გა­სა­გე­ბია, რომ აფხა­ზეთ­ში 90-იანი წლე­ბია, მაგ­რამ რუ­სეთ­ში არ არის 90-იანი წლე­ბი” - წერს გა­მო­ცე­მა.

Eurasia Daily-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2008-2015 წლებ­ში რუ­სე­თი­დან წა­სუ­ლი “გუ­ლუხ­ვი ფუ­ლა­დი გზავ­ნი­ლე­ბი” რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფუნ­და­მენ­ტი ვერ გახ­და.

“აფხა­ზე­თი რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სის­თვის მა­ინც ინ­ვეს­ტი­ცი­ის პერ­სპექ­ტი­ულ მო­ედ­ნად რჩე­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ცივი ქვეყ­ნის­თვის ეს არის უახ­ლო­ე­სი ად­გი­ლი ნორ­მა­ლუ­რი კლი­მა­ტით, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, “რუ­სულ ინ­ვეს­ტი­ცი­ას ტაიმ აუტი” ელო­დე­ბა, ვიდ­რე რეს­პუბ­ლი­კა­ში ვი­თა­რე­ბა არ და­ლაგ­დე­ბა და ისი­ნი ცი­ვი­ლუ­რი წე­სე­ბით თა­მაშს არ შე­ეჩ­ვე­ვი­ან”, - წერს გა­მო­ცე­მა.

ავტორი:

აფხაზეთში რუსულ ინვესტიციას ტაიმ-აუტი ელოდება? - რას წერს რუსული და აფხაზური მედია რუს ბიზნესმენებზე

აფხაზეთში რუსულ ინვესტიციას ტაიმ-აუტი ელოდება? - რას წერს რუსული და აფხაზური მედია რუს ბიზნესმენებზე

რამდენიმე დღის წინ, აფხაზეთის მოსახლეობამ ბუნებრივი რესურსების კიდევ ერთი უკონტროლო ბიზნესის შედეგები მოიმკო. კომპანია “ჩერნომორენერგოს”, მიერ მდინარე კელასურთან წარმოებული სამუშაოების შედეგად მდინარე ნაპირიდან გადმოვიდა, გადარეცხა გზები და საფრთხე შეუქმნა ელექტროსადენებს, რის დაზიანების შემთხვევაშიც, შესაძლოა, მთელი რეგიონი რამდენიმე თვე უშუქოდ დარჩეს...

“ჩერნომორენერგომ” “გამოსავალი” იპოვა და “აფხაზეთის სამთო მრეწველობის კომპანიისთვის” მუშაობის გასაგრძელებლად, მდინარე კელასურისთვის კალაპოტის შეცვლა დაიწყო... აფხაზური მედიის თქმით, აფხაზი ეკოლოგებისთვის რჩევა არავის უკითხავს. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, - “ქმედითი ნაბიჯები არც ადგილობრივ ადმინისტრაციას გადაუდგამს”...

“აფხაზეთის სამთო მრეწველობის კომპანიის” დამფუძნებლები მოსკოველი ბიზნესმენი ლევან ტუჟბა და ე.წ პრეზიდენტის, სერგეი ბაღაფშის შვილი ზურაბ ბაღაფში არიან, რომლებიც კელასურის ნაპირზე, სოფელ ძიგუტას მიმდებარედ, უკვე წლებია, ხრეშსა და ქვა-ღორღს მოიპოვებს.

ჯერ კიდევ 2013 წელს, ადგილობრივი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ე.წ. რაიონის ადმინისტრაციამ “აფხაზურ სამთო მომპოვებელმა კომპანიას”, მდინარე კელასურის კალაპოტის გამაგრების თხოვნით მიმართა; რამდენიმე დღის შემდეგ, ერთი ხრეშით სავსე თვითმცლელი სანაპიროს გასამაგრებლად მოიყვანეს, შემდეგ კი, იქიდან ოცზე მეტი ხრეშით სავსე მანქანა გავიდა...

მაშინ, სოფელ ძიგუტას მოსახლეობა სანაპიროს კალაპოტის რღვევის ფაქტზე, ხელმოწერებსაც აგროვებდა და გრუნტის უკონტროლო ამოღებას აპროტესტებდა... ე.წ. ადმინისტრაცია, საპროტესტო წერილებს იღებდა, მაგრამ სატვირთო მანქანების მოძრაობა და მდინარის კალაპოტის რღვევა, უწყვეტ რეჟიმში გრძელდებოდა. ასეა ახლაც - კომპანიები ისევ ეზიდებიან ქვის ლოდებს და სამშენებლო მასალებს, ჩეხავენ ხეებს და ანგრევენ საბჭოთა დროიდან შემორჩენილ შენობა-ნაგებობებს.

“თითქოს ამ ქვეყანაში ხვალინდელი დღე არ გათენდება... გზის შემკეთებლებმა იქაურობა მიმოანგრიეს, წყლის გამანაწილებელი ჭები ქვებით ამოქოლეს, ეს ეხება, სოხუმის აღმოსავლეთ ნაწილს და ის ფაქტობრივად, სასმელი წყლის გარეშე დარჩა...” - წერს აფხაზური მედია, რომელიც ზოგჯერ რუსეთის მიმართულებით ბუნებრივი წიაღისეულის უკონტროლო გაზიდვას აპროტესტებს...

თავის მხრივ, “აფხაზური ბიზნესის” თავისებურებებზე წერს რუსული მედიაც. ინტერნეტ გამოცემა Eurasia Daily-ის ინფორმაციით, აფხაზეთში, “რუსული ინვესტიციისთვის ტაიმ-აუტია” - აფხაზეთში, მწვავდება პლასტიკური მილების მწარმოებელი ქარხნის გარშემო დაწყებული სკანდალი. მისი მფლობელიც, რუსი ბიზნესმენი მიხაილ პანოვია, რომელმაც აფხაზეთში მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო.

ქარხნის აშენებისას რუს ბიზნესმენს ორი ადგილობრივი აფხაზი (ავტორი მათ ვინაობას არ ამხელს) ეხმარებოდა, თუმცა, ახლა ისინი ძველ პარტნიორს დაუპირისპირდნენ... მიხეილ პანოვი საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენი, ჰოლდინგ Соцпромстрой-ს მფლობელია, თუმცა, აფხაზეთის ბიზნეს არენაზე, მას ფეხის მოკიდება იმდენად გაუჭირდა, გავრცელებული ცნობებით, დაპირისპირება “სამეურნეო კონფლიქტს” გასცდა და კრიმინალურ გარჩევებში გადაიზარდა.

“ეს არის კლასიკური სურათი, თუ როგორ ვითარდება კონფლიქტები აფხაზეთში. ათეულობით ასეთი ფაქტი რეგიონში ინვესტიციის დაბანდების მომხიბვლელობას წერტილს უსვამს... თუ აფხაზეთში ჩასვლას გადაწყვეტთ, საკმაოდ დიდი რაოდენობით ახალ ობიექტებს, სასტურმოებსა და ასევე, დაუსრულებელ მშენებლობებს შენიშნავთ. მშენებლობის პროცესის დასასრულებლად იქ დიდი სანაცნობო წრეც კი არ არის საკმარისი... რუსეთის მოქალაქეებს, იქ დაბანდებული კაპიტალიდან სარგებლის მისაღებად, გავლენიანი კავშირები სჭირდებათ. “იპოვე ინვესტორი”, - ახლა მხოლოდ სიტყვათა შეთანხმებაა. რუსმა ბიზნესმენებმა აფხაზეთის მიმართ ინტერესი უკვე დაკარგეს...” - წერს რუსი ჟურნალისტი ანტონი კრივენიუკი.

მისივე თქმით, “რეიდერობას”, “რეკეტსა” და ბიზნესის წართმევას, რომელიც იქ რუს მწარმოებლებს გადახდენიათ განსხვავებული კრიმინალური ისტორიები აქვთ. ბიზნესმენი კლემენტვიჩისა და მისი თანაშემწის, სკარედნოვოის მკვლელობა, არაერთი რუსული კომპანიის მუშაობის დასრულების მიზეზი გახდა, რის გამოც, აფხაზეთი რუსული ბიზნესისთვის შავ სიაში აღმოჩნდა...

“არადა, 2000-იან წლებში, აფხაზეთში ბიზნესის წარმოებისთვის მეტ-ნაკლებად კარგი პირობები იყო, განსაკუთრებით ელექტროენერგიის დაბალი ფასი, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია... თუმცა, მალევე გაირკვა, რომ მინუსი მეტი იყო - გავლენებით ბიზნესის წართმევა, ადგილობრივ პარტნიორებს ნებისმიერ დროს შეეძლოთ. ისე, როგორც ეს, პანოვის შემთხვევაში მოხდა,” - წერს ჟურნალისტი.

ფოტო: Эхо Кавказа

რუსული მედიის ცნობით, “სახელმწიფო” და მით უფრო, “ძალოვანი სტრუქტურები” სუსტია და კონფლიქტის მოგვარება არ შეუძლიათ. “დირექტორების ქვეყანა” - სადაც ყველას “ვიღაც” ჰყავს. რუსებისთვის ეს გაუგებარია. მათ უნდოდათ მუშაობა, “ამ გაუგებრობაში“. პანოვის მოწინააღმდეგეების თქმით, რუსი ბიზნესმენების საწარმომ ხელი შეუშალა სხვა საწარმოებს, მსგავსი პროდუქცია შეექმნათ და კონკურენცია ყოფილიყო... გასაგებია, რომ აფხაზეთში 90-იანი წლებია, მაგრამ რუსეთში არ არის 90-იანი წლები” - წერს გამოცემა.

Eurasia Daily-ის ინფორმაციით, 2008-2015 წლებში რუსეთიდან წასული “გულუხვი ფულადი გზავნილები” რეგიონის ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტი ვერ გახდა.

“აფხაზეთი რუსული ბიზნესისთვის მაინც ინვესტიციის პერსპექტიულ მოედნად რჩება, თუნდაც იმიტომ, რომ ცივი ქვეყნისთვის ეს არის უახლოესი ადგილი ნორმალური კლიმატით, თუმცა, როგორც ჩანს, “რუსულ ინვესტიციას ტაიმ აუტი” ელოდება, ვიდრე რესპუბლიკაში ვითარება არ დალაგდება და ისინი ცივილური წესებით თამაშს არ შეეჩვევიან”, - წერს გამოცემა.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?