მსოფლიო
საზოგადოება

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი, რომელიც ამერიკაში ჩაკ ნორისის მიწვევით წავიდა - გაიცანით ჩემპიონი მამა-შვილი ნიუ-იორკიდან
ქართველი, რომელიც ამერიკაში ჩაკ ნორისის მიწვევით წავიდა - გაიცანით ჩემპიონი მამა-შვილი ნიუ-იორკიდან

5 წლის ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა რენე, ცოტა ხნის წინ კა­რა­ტე­ში რვა წლის გო­გო­ნა­თა შო­რის მსოფ­ლიო თა­სის მფლო­ბე­ლი და ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და, ხოლო იმა­ვე ასა­კის ბი­ჭებ­ში მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რენე ფა­სე­იშ­ვილს კა­რა­ტე­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბით, მა­მის­გან გა­და­ე­ცა - გოჩა ფა­სე­იშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი, კი­კბოქ­სინ­გში კი ამე­რი­კის ვიცე-ჩემ­პი­ო­ნია, სა­ქარ­თვე­ლო­დან შტა­ტებ­ში 20 წლის წინ გა­ემ­გზავ­რა. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ონ მამა-შვილს ნიუ-იორკში და­ვუ­კავ­შირ­დით. ჩემ­პი­ო­ნე­ბის ოჯა­ხის შე­სა­ხებ გოჩა ფა­სე­იშ­ვი­ლი გი­ამ­ბობთ.

ამე­რი­კა­ში 20 წლის წინ ჩაკ ნო­რის­მა მი­მიწ­ვია

"1990-იან წლებ­ში რუს­თავ­ში მე და ჩემ­მა მე­გობ­რებ­მა კიკ-ბოქ­სინ­გის კლუ­ბი და­ვა­არ­სეთ, ასე­ვე აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი კრი­ვით, თუმ­ცა საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პე­რი­ოდ­ში კრი­ვი აკ­რძა­ლუ­ლი იყო და მე მხო­ლოდ სა­მოყ­ვა­რუ­ლო დო­ნე­ზე ვარ­ჯი­შის სა­შუ­ა­ლე­ბა მქონ­და. ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და­ი­შა­ლა უფრო აქ­ტი­უ­რად დავ­კავ­დი სპორ­ტის ამ სა­ხე­ო­ბით და მის გან­ვი­თა­რე­ბა­ზეც ვიზ­რუ­ნე. 1997 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს, ცნო­ბი­ლი ამ­რი­კე­ლი მსა­ხი­ო­ბი და მებ­რძო­ლი ჩაკ ნო­რი­სი ატა­რებ­და, სხვა­თა­შო­რის დღემ­დე ინარ­ჩუ­ნებს ამ ტრა­დი­ცი­ას და თა­ვად მას­პინ­ძლობს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტებს.

სამ­წუ­ხა­როდ, მა­შინ ბი­ლე­თის ფუ­ლის არ­ქო­ნის გამო ვერ ჩა­ვე­დი ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მაგ­რამ სამი თვის შემ­დეგ შევ­ძე­ლი ამე­რი­კა­ში ჩას­ვლა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ოც­ნე­ბად მქონ­და ამე­რი­კა­ში რინგზე გა­მოს­ვლა და ავის­რუ­ლე... ჩაკ ნო­რისს კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში შევ­ხვდი, ის და­ეს­წო ჩემს ბრძო­ლებს. მისი კლუ­ბის წევ­რს ვხვდე­ბო­დი და სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ ჩემი ბრძო­ლის ეპი­ზო­დებს შო­რის თა­ვი­სი სა­რეკ­ლა­მო რგო­ლი გა­ეშ­ვათ, 15 მო­ნა­წი­ლე­დან აირ­ჩია მხო­ლოდ ჩემი ბრძო­ლა მისი რეკ­ლა­მის­თვის, რო­მე­ლიც მა­შინ­დელ სპორ­ტულ არ­ხებ­ზე ხში­რად ტრი­ა­ლებ­და.

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მკი­თხეს, ვის­თან ისურ­ვებ­დი შეხ­ვდრა­სო, მაიკ ტა­ი­სონ­თან­მეთ­ქი ვუ­პა­სუ­ხე. გა­ვი­და რამ­დე­ნი­მე წელი და ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ატ­ლან­ტიკ სი­თი­ში კა­ზი­ნო­ში მპა­ტი­ჟე­ბენ, თან მი­თხრეს სი­ურპრი­ზი გვაქვს შენ­თვი­სო, შევ­დი­ვარ და ვხე­დავ მაიკ ტა­ი­სონს. ტა­ი­სო­ნი და­პა­ტი­ჟეს ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე! ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, მო­მი­ლო­ცა და­ბა­დე­ბის დღე, სპე­ცი­ა­ლურ ხელ­თათ­მან­ზე და­მი­წე­რა და­ბა­დე­ბის დღის მი­სა­ლო­ცი წარ­წე­რა - ის იყო პირ­ვე­ლი ვინც ჩემი მე­უღ­ლის ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო. მა­ი­კი შემ­დეგ კარ­გად გა­ვი­ცა­ნი, მან იცო­და, რომ მე სა­ქარ­თვე­ლო­დან ვარ".

რე­ნეს მსოფ­ლიო თასი კა­რა­ტე­ში

"რენე რამ­დე­ნი­მე დღის და­ბა­დე­ბუ­ლი იყო ბოქ­სის ილე­თე­ბი, რომ გა­ვა­კე­თე­ბი­ნე. მე სპორ­ტის გა­რე­შე არ შე­მიძ­ლია ცხოვ­რე­ბა და ბავ­შვსაც და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე და­ვა­წყე­ბი­ნე ვარ­ჯი­ში, თან ჩვენს მე­ცა­დი­ნე­ო­ბებს ვი­დე­ო­ზე ვი­წერ­დი და შემ­დეგ ვაჩ­ვე­ნებ­დი. იმ­დე­ნად მო­ე­წო­ნა, რომ შე­უყ­ვარ­და ეს სპორ­ტი. ამ­ჟა­მად სპორ­ტის ხუთ სა­ხე­ო­ბა­ში ვარ­ჯი­შობს - ბოქ­სი, კი­კბოქ­სინ­გი, კა­რა­ტე, ცურ­ვა და ფეხ­ბურ­თი.

იან­ვარ­ში ვირ­ჯი­ნი­ა­ში მი­მიწ­ვი­ეს კა­რა­ტე­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე და­სას­წრე­ბად, მე­უღ­ლეს­თან და შვილ­თან ერ­თად. ეს იყო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი ახალ­გაზ­რდებ­ში, სა­დაც ერ­თმა­ნეთს ხვდე­ბოდ­ნენ ბავ­შვე­ბიც 7-8 წლის ასა­კის, 8-10 წლის და დი­დე­ბიც. რენე ყვე­ლა­ნა­ი­რად მომ­ზა­დე­ბუ­ლი მყავ­და და მა­შინ ვი­ფიქ­რე იქ­ნებ მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­მეთ­ქი.

ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვი მზად იყო გა­სას­ვლე­ლად, რად­გან იქ რე­ნეს ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფი არ იყო იუ­ა­რეს - 5 წლის არის და ორი წე­ლი­წა­დი უნდა და­ე­ლო­დო­თო. არ დავ­ნებ­დი, ვაჩ­ვე­ნე ვი­დო­ე­ბი, რო­გორ ვარ­ჯი­შობ­და 5 წლის რენე და არ და­ი­ჯე­რეს, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. ბევ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბის, წე­რი­ლო­ბი­თი თან­ხმო­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წუთი და­ვა­ყე­ნო­თო მი­თხრეს. აი, ეს რამ­დე­ნი­მე წუთი დამ­თავ­რდა ჯერ 8 წლის ასა­კის ბი­ჭე­ბის შე­ჯიბრში მე­ო­რე ად­გი­ლის მო­პო­ვე­ბით და შემ­დეგ ამა­ვე ასა­კობ­რი­ვი ჯგუ­ფის გო­გო­ნებ­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის თა­სის აღე­ბით. დარ­ბა­ზი გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, იქ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სპორ­ტუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­დნენ. ბავ­შვი მიხ­ვდა, რომ შრო­მა და­უ­ფას­და".

ნიუ-იორ­კის სა­უ­კე­თე­სო მამა

"ნიუ-იორ­კის სა­უ­კეთ­სო მამა - ასე შე­მარ­ქვეს აქა­უ­რებ­მა. ამე­რი­კე­ლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ხში­რად მომ­მარ­თა­ვენ რჩე­ვე­ბის­თვის ბავ­შვის აღ­ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მე­კი­თხე­ბი­ან, რას ეუბ­ნე­ბი რე­ნეს ფი­ნა­ლურ რინგზე გას­ვლის წინ, ასე გა­მე­ტე­ბით რომ ჩხუ­ბობ­სო? - რო­გორც გიყ­ვარ­ვარ ისე იჩხუ­ბე­მეთ­ქი, თუ სა­შუ­ა­ლოდ გიყ­ვარ­ვარ სა­შუ­ა­ლოდ, თუ ძა­ლი­ან გიყ­ვარ­ვარ ძა­ლი­ან იჩხუ­ბეთ­ქო. ჩხუ­ბობ­და, თან მა­მას უმ­ტკი­ცებ­და სიყ­ვა­რულს! მე ვარ რე­ნეს მწვრთნე­ლი, მაგ­რამ პირ­ველ რიგ­ში ბავ­შვი ჩემ­ში ხე­დავს არა მა­მას და მას­წავ­ლე­ბელს, არა­მედ თა­ვის ჭკუ­ის ადა­მი­ანს, მე­გო­ბარს.

ჩვენ 24 სა­ათს ერ­თად ვა­ტა­რებთ, მე მისი ენერ­გი­ის მა­რა­გი მთლი­ა­ნად შე­ვის­წავ­ლე, ვა­ვარ­ჯი­შებ ტაქ­ტი­კუ­რად და არა ფი­ზი­კუ­რად, ეს ჩვე­ნი წარ­მა­ტე­ბის ფორ­მუ­ლაა. ჩემ­თვის მთა­ვა­რია, რომ რენე არ და­ი­ღა­ლოს და მას ბავ­შვო­ბა არ წა­ვარ­თვა, ვარ­ჯი­შის წინ გვაქვს ტრა­დი­ცია - ჯერ ვუქ­მნი გან­წყო­ბას, ვე­თა­მა­შე­ბი. სამი წე­ლი­წა­დი ისე ვა­მე­ცა­დი­ნებ­დი, რომ მას ეს თა­მა­ში ეგო­ნა, დამსდევ­და და მე­უბ­ნე­ბო­და - მამა ვი­თა­მა­შოთ. მე რომ რე­ნეს­თვის ვარ­ჯი­შის კონ­კრე­ტუ­ლი დრო და ხან­გრძლი­ვო­ბა და­მე­წე­სე­ბი­ნა, ის აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ძუ­ლებ­და ამ სპორ­ტს, ამი­ტომ ის თა­მაშ-თა­მა­შით გახ­და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

ქართველი, რომელიც ამერიკაში ჩაკ ნორისის მიწვევით წავიდა - გაიცანით ჩემპიონი მამა-შვილი ნიუ-იორკიდან

ქართველი, რომელიც ამერიკაში ჩაკ ნორისის მიწვევით წავიდა - გაიცანით ჩემპიონი მამა-შვილი ნიუ-იორკიდან

5 წლის ქართველი გოგონა რენე, ცოტა ხნის წინ კარატეში რვა წლის გოგონათა შორის მსოფლიო თასის მფლობელი და ჩემპიონიც გახდა, ხოლო იმავე ასაკის ბიჭებში მეორე ადგილი დაიკავა. რენე ფასეიშვილს კარატესადმი სიყვარული მემკვიდრეობით, მამისგან გადაეცა - გოჩა ფასეიშვილი, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი, კიკბოქსინგში კი ამერიკის ვიცე-ჩემპიონია, საქართველოდან შტატებში 20 წლის წინ გაემგზავრა. მსოფლიო ჩემპიონ მამა-შვილს ნიუ-იორკში დავუკავშირდით. ჩემპიონების ოჯახის შესახებ გოჩა ფასეიშვილი გიამბობთ.

ამერიკაში 20 წლის წინ ჩაკ ნორისმა მიმიწვია

"1990-იან წლებში რუსთავში მე და ჩემმა მეგობრებმა კიკ-ბოქსინგის კლუბი დავაარსეთ, ასევე აქტიურად ვიყავი დაკავებული კრივით, თუმცა საბჭოთა კავშირის პერიოდში კრივი აკრძალული იყო და მე მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვარჯიშის საშუალება მქონდა. ცოტა მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა უფრო აქტიურად დავკავდი სპორტის ამ სახეობით და მის განვითარებაზეც ვიზრუნე. 1997 წელს მსოფლიო ჩემპიონატს, ცნობილი ამრიკელი მსახიობი და მებრძოლი ჩაკ ნორისი ატარებდა, სხვათაშორის დღემდე ინარჩუნებს ამ ტრადიციას და თავად მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატებს.

სამწუხაროდ, მაშინ ბილეთის ფულის არქონის გამო ვერ ჩავედი ჩემპიონატზე, მაგრამ სამი თვის შემდეგ შევძელი ამერიკაში ჩასვლა. მთელი ცხოვრება ოცნებად მქონდა ამერიკაში რინგზე გამოსვლა და ავისრულე... ჩაკ ნორისს კალიფორნიაში შევხვდი, ის დაესწო ჩემს ბრძოლებს. მისი კლუბის წევრს ვხვდებოდი და სურვილი გამოთქვა, რომ ჩემი ბრძოლის ეპიზოდებს შორის თავისი სარეკლამო რგოლი გაეშვათ, 15 მონაწილედან აირჩია მხოლოდ ჩემი ბრძოლა მისი რეკლამისთვის, რომელიც მაშინდელ სპორტულ არხებზე ხშირად ტრიალებდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში მკითხეს, ვისთან ისურვებდი შეხვდრასო, მაიკ ტაისონთანმეთქი ვუპასუხე. გავიდა რამდენიმე წელი და ჩემს დაბადების დღეზე ატლანტიკ სითიში კაზინოში მპატიჟებენ, თან მითხრეს სიურპრიზი გვაქვს შენთვისო, შევდივარ და ვხედავ მაიკ ტაისონს. ტაისონი დაპატიჟეს ჩემს დაბადების დღეზე! ძალიან გამიხარდა, მომილოცა დაბადების დღე, სპეციალურ ხელთათმანზე დამიწერა დაბადების დღის მისალოცი წარწერა - ის იყო პირველი ვინც ჩემი მეუღლის ორსულობის შესახებ შეიტყო. მაიკი შემდეგ კარგად გავიცანი, მან იცოდა, რომ მე საქართველოდან ვარ".

რენეს მსოფლიო თასი კარატეში

"რენე რამდენიმე დღის დაბადებული იყო ბოქსის ილეთები, რომ გავაკეთებინე. მე სპორტის გარეშე არ შემიძლია ცხოვრება და ბავშვსაც დაბადებისთანავე დავაწყებინე ვარჯიში, თან ჩვენს მეცადინეობებს ვიდეოზე ვიწერდი და შემდეგ ვაჩვენებდი. იმდენად მოეწონა, რომ შეუყვარდა ეს სპორტი. ამჟამად სპორტის ხუთ სახეობაში ვარჯიშობს - ბოქსი, კიკბოქსინგი, კარატე, ცურვა და ფეხბურთი.

იანვარში ვირჯინიაში მიმიწვიეს კარატეში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატი ახალგაზრდებში, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ ბავშვებიც 7-8 წლის ასაკის, 8-10 წლის და დიდებიც. რენე ყველანაირად მომზადებული მყავდა და მაშინ ვიფიქრე იქნებ მიიღოს მონაწილეობამეთქი.

ორგანიზატორებს ვუთხარი, რომ ბავშვი მზად იყო გასასვლელად, რადგან იქ რენეს ასაკობრივი ჯგუფი არ იყო იუარეს - 5 წლის არის და ორი წელიწადი უნდა დაელოდოთო. არ დავნებდი, ვაჩვენე ვიდოები, როგორ ვარჯიშობდა 5 წლის რენე და არ დაიჯერეს, ძალიან გაუკვირდათ. ბევრი მოლაპარაკების, წერილობითი თანხმობის შემდეგ რამდენიმე წუთი დავაყენოთო მითხრეს. აი, ეს რამდენიმე წუთი დამთავრდა ჯერ 8 წლის ასაკის ბიჭების შეჯიბრში მეორე ადგილის მოპოვებით და შემდეგ ამავე ასაკობრივი ჯგუფის გოგონებში მსოფლიო ჩემპიონის თასის აღებით. დარბაზი გაოცებული იყო, იქ წარმოდგენილი სპორტული სამყაროს წევრები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. ბავშვი მიხვდა, რომ შრომა დაუფასდა".

ნიუ-იორკის საუკეთესო მამა

"ნიუ-იორკის საუკეთსო მამა - ასე შემარქვეს აქაურებმა. ამერიკელი ქალბატონები ხშირად მომმართავენ რჩევებისთვის ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით. მეკითხებიან, რას ეუბნები რენეს ფინალურ რინგზე გასვლის წინ, ასე გამეტებით რომ ჩხუბობსო? - როგორც გიყვარვარ ისე იჩხუბემეთქი, თუ საშუალოდ გიყვარვარ საშუალოდ, თუ ძალიან გიყვარვარ ძალიან იჩხუბეთქო. ჩხუბობდა, თან მამას უმტკიცებდა სიყვარულს! მე ვარ რენეს მწვრთნელი, მაგრამ პირველ რიგში ბავშვი ჩემში ხედავს არა მამას და მასწავლებელს, არამედ თავის ჭკუის ადამიანს, მეგობარს.

ჩვენ 24 საათს ერთად ვატარებთ, მე მისი ენერგიის მარაგი მთლიანად შევისწავლე, ვავარჯიშებ ტაქტიკურად და არა ფიზიკურად, ეს ჩვენი წარმატების ფორმულაა. ჩემთვის მთავარია, რომ რენე არ დაიღალოს და მას ბავშვობა არ წავართვა, ვარჯიშის წინ გვაქვს ტრადიცია - ჯერ ვუქმნი განწყობას, ვეთამაშები. სამი წელიწადი ისე ვამეცადინებდი, რომ მას ეს თამაში ეგონა, დამსდევდა და მეუბნებოდა - მამა ვითამაშოთ. მე რომ რენესთვის ვარჯიშის კონკრეტული დრო და ხანგრძლივობა დამეწესებინა, ის აუცილებლად შეიძულებდა ამ სპორტს, ამიტომ ის თამაშ-თამაშით გახდა მსოფლიო ჩემპიონი".

"კახელებს ცოტა კი სწყინთ ხოლმე, როცა ამას ვამბობ, მაგრამ იმერლებმა ასწავლეს ეს კულტურა ჩვენებს" - გაიცანით თელაველი თიხის ოსტატი

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 75 წლის ქალი შეიყვანეს

გურჯაანში კორონავირუსი მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მუშაობს