მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე „დამოუკიდებლობის დღე“ Goodbuy my lover” და  “You’re Beautiful”-ს შეასრულებს
ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე „დამოუკიდებლობის დღე“ Goodbuy my lover” და  “You’re Beautiful”-ს შეასრულებს

18 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­ყი­დუ­ლი ალ­ბო­მი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით - ეს შთამ­ბეჭ­და­ვი შე­დე­გი ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბილ და საყ­ვა­რელ ბრი­ტა­ნელ შემ­სრუ­ლე­ბელს ჯე­იმს ბლანტს ეკუთ­ვნის. მისი სა­დე­ბი­უ­ტო ალ­ბო­მი „Back to Bedlam“ ბრი­ტა­ნეთ­ში 2000-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ალ­ბო­მე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა. 2017 წელს მომ­ღე­რალ­მა უკვე რი­გით მე­ხუ­თე ალ­ბო­მი Afterlove გა­მო­უშ­ვა და და­ი­წყო მსოფ­ლიო ტურ­ნე, რო­მელ­შიც სა­ქარ­თვე­ლოც მოხ­ვდა.

ცნო­ბი­ლი ჰი­ტის „You’re beautiful” შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს. სიმ­ღე­რამ დიდი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა მომ­ღე­რალს. ჰი­ტად ქცე­უ­ლი „You’re beautiful” ბლან­ტის რი­გით მე­სა­მე სიმ­ღე­რაა, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე ჯილ­დო მო­ი­პო­ვა. მის ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ჰიტს წვე­უ­ლე­ბებ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვან ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დღემ­დე უკ­რა­ვენ. სწო­რედ, მისი სა­შუ­ა­ლე­ბით, ჯე­იმ­სის ალ­ბო­მი დე­კა­დის სა­უ­კე­თე­სოდ გა­ყიდ­ვად ალ­ბო­მად და­სა­ხელ­და.

მომ­ღერ­ლის­თვის ამ სიმ­ღე­რას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა აქვს. მან ის ყო­ფილ შეყ­ვა­რე­ბულს მი­უ­ძღვნა. კლიპ­ში აღ­ბეჭ­დი­ლია თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა ია­პო­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის მი­ხედ­ვით. კლი­პის ბო­ლოს კი მომ­ღე­რა­ლი წყალ­ში ხტე­ბა იმის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, რომ მას აღარ შე­უძ­ლია შეყ­ვა­რე­ბუ­ლის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ჰიტი მისი რჩე­უ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა არ არის, მან გა­ნა­ცხა­და, რომ არ შე­წყვეტს მის შეს­რუ­ლე­ბას კონ­ცერ­ტებ­ზე, რად­გან ეს მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რაა და იგი დიდ პა­ტივს სცემს თა­ვის გულ­შე­მატ­კივ­რებს.

ზო­გა­დად, მუ­სი­კა ჯე­იმს ბლან­ტის ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად იქცა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, სამ­ხედ­რო და­ვა­ლე­ბის დროს კო­სო­ვო­ში გი­ტა­რა თან ჰქონ­და წა­ღე­ბუ­ლი და სიმ­ღე­რებს ტან­კი­დან ჩა­მოს­ვლი­სას ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის და ჯა­რის­თვის ას­რუ­ლებ­და ხოლ­მე. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში და­წე­რა სიმ­ღე­რა „No Bravery”.

ჯე­იმს ბლან­ტი თბი­ლისს 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, ამა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ეწ­ვე­ვა. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის თქმით, მომ­ღე­რა­ლი და კომ­პო­ზი­ტო­რი მი­ხე­ილ მეს­ხის სტა­დი­ონ­ზე გარ­და ახა­ლი ალ­ბო­მის წარ­დგე­ნი­სა, უკვე გა­ჰი­ტე­ბულ და ყვე­ლას­თვის საყ­ვა­რელ სიმ­ღე­რებს “goodbuy my lover” და “You’re Beautiful”-აც შე­ას­რუ­ლებს.

ფეს­ტი­ვა­ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე და­სას­წრე­ბი ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია tkt.ge-ზე.

ღო­ნის­ძი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია Black Pearl Live, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო საპ­რო­მო­უ­შე­ნო კომ­პა­ნია Black Pearl Live სა­ქარ­თვე­ლო­შია და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან შემ­სრუ­ლებ­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. კომ­პა­ნი­ას ქარ­თულ ბა­ზარ­ზე საკ­მა­ოდ ამ­ბი­ცი­უ­რი მიზ­ნე­ბი აქვს. Black Pearl Live მი­ზა­ნია გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს დიდი მას­შტა­ბის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი და შო­უ­ე­ბი, რათა სა­ქარ­თვე­ლო მსოფ­ლიო მნიშ­ვნე­ლო­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მას­პინ­ძელ ქვეყ­ნად იქ­ცეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე „დამოუკიდებლობის დღე“ Goodbuy my lover” და  “You’re Beautiful”-ს შეასრულებს

ჯეიმს ბლანტი ფესტივალზე „დამოუკიდებლობის დღე“ Goodbuy my lover” და  “You’re Beautiful”-ს შეასრულებს

 18 მილიონზე მეტი გაყიდული ალბომი მსოფლიოს მასშტაბით -  ეს შთამბეჭდავი შედეგი ყველასათვის ცნობილ და საყვარელ ბრიტანელ შემსრულებელს ჯეიმს ბლანტს ეკუთვნის. მისი სადებიუტო ალბომი „Back to Bedlam“  ბრიტანეთში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვადი ალბომების სიაში მოხვდა. 2017 წელს მომღერალმა უკვე რიგით მეხუთე ალბომი Afterlove გამოუშვა და დაიწყო მსოფლიო ტურნე, რომელშიც საქართველოც მოხვდა.

ცნობილი ჰიტის  „You’re beautiful” შესახებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს. სიმღერამ  დიდი წარმატება მოუტანა მომღერალს. ჰიტად ქცეული „You’re beautiful” ბლანტის რიგით მესამე სიმღერაა, რომელმაც რამდენიმე ჯილდო მოიპოვა. მის ამ არაჩვეულებრივ ჰიტს წვეულებებსა და მნიშვნელოვან ღონისძიებებზე  დღემდე უკრავენ.  სწორედ, მისი საშუალებით, ჯეიმსის ალბომი დეკადის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომად დასახელდა.

მომღერლისთვის ამ სიმღერას სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს.  მან ის ყოფილ შეყვარებულს მიუძღვნა. კლიპში აღბეჭდილია თვითმკვლელობის მცდელობა იაპონური ტრადიციების მიხედვით. კლიპის ბოლოს კი მომღერალი წყალში ხტება იმის გამოსახატავად, რომ მას აღარ შეუძლია შეყვარებულის გარეშე ცხოვრება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ჰიტი მისი რჩეული შემოქმედება არ არის, მან განაცხადა, რომ არ შეწყვეტს მის შესრულებას კონცერტებზე, რადგან ეს მისი თაყვანისმცემლების საყვარელი სიმღერაა და იგი დიდ პატივს სცემს თავის გულშემატკივრებს.

ზოგადად, მუსიკა ჯეიმს ბლანტის ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. როგორც თავად ამბობს, სამხედრო დავალების დროს კოსოვოში გიტარა თან ჰქონდა წაღებული და სიმღერებს  ტანკიდან ჩამოსვლისას ადგილობრივებისთვის და ჯარისთვის ასრულებდა ხოლმე. სწორედ ამ პერიოდში დაწერა სიმღერა „No Bravery”.

ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ეწვევა. ორგანიზატორების თქმით, მომღერალი და კომპოზიტორი  მიხეილ მესხის სტადიონზე გარდა ახალი ალბომის წარდგენისა, უკვე გაჰიტებულ და ყველასთვის საყვარელ სიმღერებს “goodbuy my lover” და  “You’re Beautiful”-აც შეასრულებს.

ფესტივაღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე.

ღონისძიების ორგანიზატორია საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს. 

საერთაშორისო საპრომოუშენო კომპანია Black Pearl Live  საქართველოშია დაფუძნებული, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებთან თანამშრომლობს.  კომპანიას ქართულ ბაზარზე საკმაოდ ამბიციური  მიზნები აქვს.  Black Pearl Live მიზანია განახორციელოს დიდი მასშტაბის ფესტივალები, კონცერტები და შოუები, რათა საქართველო მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ღონისძიებების მასპინძელ ქვეყნად იქცეს.

 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება