საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია
"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია

სი­რი­ის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ჯა­რე­ბის თავ­დას­ხმის შე­დე­გად 1 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 500-ზე მეტი მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე გარ­და­იც­ვა­ლა, ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC ავ­რცე­ლებს. ჯა­რე­ბი ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბით და­სახ­ლე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას და­მას­კოს­თან ახ­ლოს ინ­ტენ­სი­უ­რად ბომ­ბა­ვენ.

ლონ­დონ­ში მდე­ბა­რე სი­ი­რის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის ცნო­ბით, მსხვერ­პლებს შო­რის, რომ­ლე­ბიც აღ­მო­სავ­ლეთ გუ­ტას და­ბომბვის დროს გარ­და­იც­ვალ­ნენ, 121 ბავ­შვია.

სი­რი­ის სამ­თავ­რო­ბო ძა­ლე­ბი, რო­მელ­საც რუ­სე­თი აქ­ტი­უ­რად ეხ­მა­რე­ბა, აღ­მო­სავ­ლეთ გუ­ტას გა­სუ­ლი კვი­რი­დან ბომ­ბა­ვენ.

სი­რი­ის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ობ­სერ­ვა­ტო­რი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, თავ­დას­ხმა გუ­ტა­ზე რუ­სუ­ლი და სი­რი­უ­ლი თვითმფრი­ნა­ვე­ბი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, თუმ­ცა რუ­სე­თი პრო­ცეს­ში პირ­და­პირ ჩარ­თვას უარ­ყოფს. სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ჯა­რე­ბი ბომ­ბა­ვენ ტე­რი­ტო­რი­ას, სა­დაც 393 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ქა­ლა­ქის და­ტო­ვე­ბას ვერ ახერ­ხებს. ისი­ნი ამ­ბო­ბენ, რომ მხო­ლოდ ღმერ­თის იმე­დი აქვთ.

სი­რი­ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებს, რომ მათი სა­მიზ­ნე მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა არ არის და ცდი­ლობს, აღ­მო­სავ­ლეთ გუტა "ტე­რო­რის­ტე­ბის­გან" ტა­ა­თა­ვი­სუფ­ლოს. ამ ტერ­მი­ნით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ რო­გორც ჯი­ჰა­დისტ მე­ომ­რებს, ასე­ვე - ამ­ბო­ხე­ბუ­ლე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბებს.

აღ­მო­სავ­ლეთ გუ­ტა­ში მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო ლი­დე­რე­ბი უკი­დუ­რე­სად შეშ­ფო­თე­ბუ­ლე­ბი არი­ან. გა­ე­რო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის, ან­ტო­ნიო გუ­ტი­ე­რე­სის შე­ფა­სე­ბით, ტე­რი­ტო­რია ძა­ლი­ან ჰგავს"ჯო­ჯო­ხეთს დე­და­მი­წა­ზე".

სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბით ვრცელ­დე­ბა კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს დაჭ­რი­ლი, მო­მაკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი. ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში, რო­მე­ლიც "ბი­ბი­სიმ" გა­ავ­რცე­ლა, ჩანს დედა, რო­მელ­მაც დაჭ­რი­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მი­იყ­ვა­ნა. ქალი ამ­ბობს, ურ­ჩევ­ნია ბავ­შვი ვერ გა­დარ­ჩეს, რად­გან სჯე­რა, რომ მას "სა­მო­თხე­ში მა­ინც ექ­ნე­ბა საჭ­მე­ლი".

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია

"ჯოჯოხეთი დედამიწაზე", სადაც 1 კვირის განმავლობაში 500 ადამიანი გარდაიცვალა - სირია მსოფლიოს დახმარების მოლოდინშია

სირიის სახელისუფლებო ჯარების თავდასხმის შედეგად 1 კვირის განმავლობაში 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა, ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჯარები ამბოხებულებით დასახლებულ ტერიტორიას დამასკოსთან ახლოს ინტენსიურად ბომბავენ.

ლონდონში მდებარე სიირის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის ცნობით, მსხვერპლებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ გუტას დაბომბვის დროს გარდაიცვალნენ, 121 ბავშვია.

სირიის სამთავრობო ძალები, რომელსაც რუსეთი აქტიურად ეხმარება, აღმოსავლეთ გუტას გასული კვირიდან ბომბავენ.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის მონაცემებით, თავდასხმა გუტაზე რუსული და სირიული თვითმფრინავებიდან ხორციელდება, თუმცა რუსეთი პროცესში პირდაპირ ჩართვას უარყოფს. სახელისუფლებო ჯარები ბომბავენ ტერიტორიას, სადაც 393 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და ქალაქის დატოვებას ვერ ახერხებს. ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ ღმერთის იმედი აქვთ.

სირიის ხელისუფლება აცხადებს, რომ მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა არ არის და ცდილობს, აღმოსავლეთ გუტა "ტერორისტებისგან" ტაათავისუფლოს. ამ ტერმინით მოიხსენიებენ როგორც ჯიჰადისტ მეომრებს, ასევე - ამბოხებულების დაჯგუფებებს.

აღმოსავლეთ გუტაში მცხოვრები მოსახლეობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მსოფლიო ლიდერები უკიდურესად შეშფოთებულები არიან. გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერესის შეფასებით, ტერიტორია ძალიან ჰგავს"ჯოჯოხეთს დედამიწაზე".

სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს დაჭრილი, მომაკვდავი ადამიანები. ერთ-ერთ  ვიდეოში, რომელიც "ბიბისიმ" გაავრცელა, ჩანს დედა, რომელმაც დაჭრილი მცირეწლოვანი შვილი საავადმყოფოში მიიყვანა. ქალი ამბობს, ურჩევნია ბავშვი ვერ გადარჩეს, რადგან სჯერა, რომ მას "სამოთხეში მაინც ექნება საჭმელი".

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე