პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა სხვის შვილს..." - რას წერს ორი წლის წინ გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა
"სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა სხვის შვილს..." - რას წერს ორი წლის წინ გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა

2016 წლის 10 იან­ვარს მომ­ხდარ­მა ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვამ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა - 12 წლის სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვილს სრი­ა­ლის დროს დიდი სის­წრა­ფით შე­ე­ჯა­ხა 18 წლის მო­თხი­ლა­მუ­რე ბიჭი. სა­ლო­მე ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუ­პა, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი კი და­შავ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 18 წლის ბიჭი შემ­თხვე­ვის დროს ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და სრი­ა­ლის დროს გა­ჩე­რე­ბა ვერ მო­ას­წრო, რის გა­მოც მთე­ლი სის­წრა­ფით და­ე­ჯა­ხა 12 წლის გო­გო­ნას.

და­ღუ­პუ­ლი სა­ლო­მე ტა­ტიშ­ვი­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრ "იუ­ნო­ნას" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მე­რაბ ტა­ტიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი და აკა­დე­მი­კოს და­ვით ტა­ტიშ­ვი­ლის ძმის­შვი­ლი იყო. ტრა­გე­დი­ი­დან ორი წლის შემ­დეგ ირ­კვე­ვა, რომ ახალ­გაზ­რდა, რო­მელ­მაც 12 წლის გო­გო­ნა იმ­სხვერ­პლა დღემ­დე და­უს­ჯე­ლია, სა­ლო­მეს ოჯა­ხი კი სა­მარ­თა­ლის აღ­სრუ­ლე­ბას ელის. გო­გო­ნას დედა, ნინო ჟვა­ნია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვრცელ პოსტს წერს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით:

"ორ წელ­ზე მეტი გა­ვი­და გუ­და­ურ­ში სა­ლო­მეს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან. უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და უტი­ფა­რი მოს­რი­ა­ლე და­ე­ჯა­ხა, და­ლე­წა და ად­გილ­ზე მოკ­ლა 12 წლის მზე­სა­ვით ბავ­შვი, სა­კუ­თა­რი დე­ბის და მე­გობ­რე­ბის თვალ­წინ. მო­დი­ო­და ნას­ვა­მი, აწყვე­ტით, პირ­და­პი­რი დაშ­ვე­ბით, ჯო­ხე­ბის გა­რე­შე. და­ე­ჯა­ხა ზურ­გი­დან, მი­ა­ყე­ნა უმ­ძი­მე­სი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი და შან­სი არ და­უ­ტო­ვა. ამ ფაქ­ტზე საქ­მე, რა თქმა უნდა, აღიძ­რა. თუმ­ცა, მე თვე­ზე მეტი ამის­თვის არ მე­ცა­ლა - ჩემი დარ­დი და გან­ცდე­ბი მქონ­და. ამას თან ერ­თვო­და ჩემი და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა - ერთ დღე­ში მთლი­ა­ნად შე­ეც­ვა­ლათ სამ­ყა­რო, მო­ლო­დი­ნე­ბი და მო­მა­ვა­ლი... ერთ დღე­ში გა­ი­ზარ­დნენ და და­სევ­დი­ან­დნენ.

და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის შემ­დეგ, როცა და­ვინ­ტე­რეს­დი, სად იყო იმის დედა, ვინც და­ე­ჯა­ხა სა­ლო­მეს ან მამა, მათი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რი, რა­ტომ არ­ცერ­თი არ მო­ვი­და ჩვენ­თან, ჩვენ­სა­ვით გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი, სამ­ძიმ­რის სათ­ქმე­ლად, აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ამ და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნი­დან პირ­ვე­ლი­ვე წუ­თებ­ში გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი გან­ცდე­ბის და სი­ნა­ნუ­ლის მა­გივ­რად გა­მა­ლე­ბით ცდი­ლობს თა­ვის დაძ­ვრე­ნას და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან გაქ­ცე­ვას. პირ­ვე­ლად ცხოვ­რე­ბა­ში შე­ვე­ჯა­ხე ხალ­ხის ისეთ კა­ტე­გო­რი­ას ამ ოჯა­ხის სა­ხით, რო­მელ­საც მსგავ­სი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ სურს ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლოს ცხოვ­რე­ბა. დარ­ბი­ან გა­მო­ძი­ე­ბა­ში, პრო­კუ­რო­რებ­თან, ზე­წო­ლას ახ­დე­ნენ მოწ­მე­ებ­ზე და ყვე­ლა ძა­ლას ხმა­რო­ბენ, რომ საქ­მე შე­წყდეს. ხუთი თვე დას­ჭირ­და ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბას და საქ­მის სა­სა­მარ­თლომ­დე მი­ტა­ნას, მთე­ლი ხუთი თვე, როცა ყო­ველ მე­ო­რე დღეს ხან მცხე­თა­ში და ხან გორ­ში (თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნამ­დე საქ­მეს იძი­ებ­და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის პრო­კუ­რა­ტუ­რა) გვი­ბა­რებ­დნენ გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მე, მე­რაბს და ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ ად­ვო­კატს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლია ამ საქ­მე­ში, რა­ღაც ზღაპ­რებს გვიყ­ვე­ბოდ­ნენ იმ იმე­დით ალ­ბათ, რომ და­ვიღ­ლე­ბო­დით და ხელს ჩა­ვიქ­ნევ­დით.

სა­სა­მარ­თლო­ში ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნის დაც­ვის სტრა­ტე­გია იყო აბ­სურ­დუ­ლი, არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი და უსუ­სუ­რი. მათ არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ არ­ცერ­თი მოწ­მე, მა­შინ, რო­დე­საც ბრალ­დე­ბის მხა­რის 20-ზე მეტ­მა მოწ­მემ მის­ცა ერ­თმა­ნეთ­თან თან­ხვედ­რა­ში მყო­ფი ჩვე­ნე­ბე­ბი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ შე­ას­კდა აწყვე­ტით მოს­რი­ა­ლე ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სა­ლო­მეს ზურ­გში. მთე­ლი პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი იყე­ნებ­და დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას, რაც, სხვა­თა­შო­რის, ხელს არ უშ­ლი­და სი­ცილ­ში.

სა­სა­მარ­თლოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის, მოწ­მე­ე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბის და დაც­ვის მხა­რის არა­არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი სტრა­ტე­გი­ის ფონ­ზე, აშ­კა­რა იყო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სა­ლო­მეს სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბის ფაქ­ტი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ მო­სა­მარ­თლე გა­მო­ი­ტან­და ერ­თა­დერთ სა­მარ­თლი­ან გა­ნა­ჩენს - გა­მამ­ტყუ­ნე­ბელს. თუმ­ცა, ბე­სიკ ბუ­გი­ა­ნიშ­ვილ­მა თა­ვი­სი აბ­სურ­დუ­ლი, ცი­ნი­კუ­რი და ყო­ველ­გვარ სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით გვი­თხრა, რომ გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში არ ის­ჯე­ბა, რომ გუ­და­ურ­ში, ბა­კუ­რი­ან­ში და სხვა­გან კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა მთვრა­ლე­ბის აწყვე­ტით სრი­ა­ლი, მათ მიერ ხალ­ხის და­ლეწ­ვა, და­ზი­ა­ნე­ბა და ამას უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა და­ერ­ქმე­ვა, რო­მელ­ზეც არა­ვინ აგებს პა­სუხს. რა თქმა უნდა ამ საქ­მეს ასე არ დავ­ტო­ვებ. სა­ჩი­ვა­რი უკვე შე­ვი­ტა­ნეთ სა­ა­პე­ლა­ცი­ო­ში და ვე­ლო­დე­ბით პირ­ვე­ლი სხდო­მის ჩა­ნიშ­ვნას. მაგ­რამ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მი­ღე­ბუ­ლი სა­ში­ნე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე, ნამ­დვი­ლად აღარ მჯე­რა სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნის.

გი­ორ­გი ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი სა­ლო­მეს რომ არ და­ჯა­ხე­ბო­და, აუ­ცი­ლებ­ლად და­ე­ჯა­ხე­ბო­და და მოკ­ლავ­და ჩემს რო­მე­ლი­მე სხვა შვილს ან ვინ­მე სხვის შვილს. ამ საქ­მე­ში სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში მე ჩემ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ არა მხო­ლოდ სა­ლო­მეს და ჩემი და­ნარ­ჩე­ნი შვი­ლე­ბის, არა­მედ სა­ლო­მეს ყვე­ლა მე­გობ­რის და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის წი­ნა­შე, ვინც კვლავ გახ­დე­ბა ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლი. ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ ამ­ბავს შე­ეს­წრნენ, ამ ქვეყ­ნის მო­მა­ვა­ლია და აქ უნდა იცხოვ­რონ. მო­სა­მარ­თლის გა­ნა­ჩე­ნით სა­ხელ­მწი­ფომ მათ თავ­ხე­დუ­რად და ცი­ნი­კუ­რად უთხრა, რომ რაც თა­ვის თვა­ლით ნა­ხეს, თურ­მე სი­მარ­თლე არ ყო­ფი­ლა და არ მომ­ხდა­რა.ეს საქ­მე უნდა გახ­დეს პრე­ცე­დენ­ტუ­ლი, ხვალ და ზეგ მთა­ზე სხვი­სი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით და­შა­ვე­ბულ­მა ადა­მი­ან­მა თა­მა­მად უნდა მი­ა­კი­თხოს გა­მო­ძი­ე­ბას, მო­ი­თხო­ვოს უპა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბის­თვის პა­სუ­ხი და ჰქონ­დეს სა­მარ­თლი­ა­ნი გა­ნა­ჩე­ნის იმე­დი" - წერს ნინო ჟვა­ნია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა სხვის შვილს..." - რას წერს ორი წლის წინ გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა

"სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა სხვის შვილს..." - რას წერს ორი წლის წინ გუდაურში დაღუპული 12 წლის გოგონას დედა

2016 წლის 10 იანვარს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა - 12 წლის სალომე ტატიშვილს სრიალის დროს დიდი სისწრაფით შეეჯახა 18 წლის მოთხილამურე ბიჭი. სალომე ადგილზევე დაიღუპა, ახალგაზრდა მამაკაცი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, 18 წლის ბიჭი შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და სრიალის დროს გაჩერება ვერ მოასწრო, რის გამოც მთელი სისწრაფით დაეჯახა 12 წლის გოგონას.

დაღუპული სალომე ტატიშვილი სამედიცინო ცენტრ "იუნონას" გენერალური დირექტორის მერაბ ტატიშვილის ქალიშვილი და აკადემიკოს დავით ტატიშვილის ძმისშვილი იყო. ტრაგედიიდან ორი წლის შემდეგ ირკვევა, რომ ახალგაზრდა, რომელმაც 12 წლის გოგონა იმსხვერპლა დღემდე დაუსჯელია, სალომეს ოჯახი კი სამართალის აღსრულებას ელის. გოგონას დედა, ნინო ჟვანია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვრცელ პოსტს წერს აღნიშნულთან დაკავშირებით:

"ორ წელზე მეტი გავიდა გუდაურში სალომეს გარდაცვალებიდან. უპასუხისმგებლო და უტიფარი მოსრიალე დაეჯახა, დალეწა და ადგილზე მოკლა 12 წლის მზესავით ბავშვი, საკუთარი დების და მეგობრების თვალწინ. მოდიოდა ნასვამი, აწყვეტით, პირდაპირი დაშვებით, ჯოხების გარეშე. დაეჯახა ზურგიდან, მიაყენა უმძიმესი დაზიანებები და შანსი არ დაუტოვა. ამ ფაქტზე საქმე, რა თქმა უნდა, აღიძრა. თუმცა, მე თვეზე მეტი ამისთვის არ მეცალა - ჩემი დარდი და განცდები მქონდა. ამას თან ერთვოდა ჩემი დანარჩენი შვილების მდგომარეობა - ერთ დღეში მთლიანად შეეცვალათ სამყარო, მოლოდინები და მომავალი... ერთ დღეში გაიზარდნენ და დასევდიანდნენ.

დაახლოებით თვენახევრის შემდეგ, როცა დავინტერესდი, სად იყო იმის დედა, ვინც დაეჯახა სალომეს ან მამა, მათი ოჯახის რომელიმე წევრი, რატომ არცერთი არ მოვიდა ჩვენთან, ჩვენსავით განადგურებული, სამძიმრის სათქმელად, აღმოვაჩინე, რომ ამ დანაშაულის ჩადენიდან პირველივე წუთებში გიორგი ლიპარტელიანის ოჯახი განცდების და სინანულის მაგივრად გამალებით ცდილობს თავის დაძვრენას და პასუხისმგებლობისგან გაქცევას. პირველად ცხოვრებაში შევეჯახე ხალხის ისეთ კატეგორიას ამ ოჯახის სახით, რომელსაც მსგავსი ტრაგედიის შემდეგ სურს ჩვეულებრივად გააგრძელოს ცხოვრება. დარბიან გამოძიებაში, პროკურორებთან, ზეწოლას ახდენენ მოწმეებზე და ყველა ძალას ხმარობენ, რომ საქმე შეწყდეს. ხუთი თვე დასჭირდა ბრალის წაყენებას და საქმის სასამართლომდე მიტანას, მთელი ხუთი თვე, როცა ყოველ მეორე დღეს ხან მცხეთაში და ხან გორში (თბილისში გადმოტანამდე საქმეს იძიებდა მცხეთა-მთიანეთის პროკურატურა) გვიბარებდნენ გამომძიებლები მე, მერაბს და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ადვოკატს, რომელიც ჩვენი უფლებადამცველია ამ საქმეში, რაღაც ზღაპრებს გვიყვებოდნენ იმ იმედით ალბათ, რომ დავიღლებოდით და ხელს ჩავიქნევდით.

სასამართლოში ლიპარტელიანის დაცვის სტრატეგია იყო აბსურდული, არათანმიმდევრული და უსუსური. მათ არ წარმოუდგენიათ არცერთი მოწმე, მაშინ, როდესაც ბრალდების მხარის 20-ზე მეტმა მოწმემ მისცა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეასკდა აწყვეტით მოსრიალე ლიპარტელიანი სალომეს ზურგში. მთელი პროცესის განმავლობაში ლიპარტელიანი იყენებდა დუმილის უფლებას, რაც, სხვათაშორის, ხელს არ უშლიდა სიცილში.

სასამართლოს მიმდინარეობისას საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოწმეების ჩვენებების და დაცვის მხარის არაარგუმენტირებული სტრატეგიის ფონზე, აშკარა იყო გაუფრთხილებლობით სალომეს სიცოცხლის მოსპობის ფაქტი და დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოსამართლე გამოიტანდა ერთადერთ სამართლიან განაჩენს - გამამტყუნებელს. თუმცა, ბესიკ ბუგიანიშვილმა თავისი აბსურდული, ცინიკური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული გამამართლებელი განაჩენით გვითხრა, რომ გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაული ჩვენ ქვეყანაში არ ისჯება, რომ გუდაურში, ბაკურიანში და სხვაგან კვლავ გაგრძელდება მთვრალების აწყვეტით სრიალი, მათ მიერ ხალხის დალეწვა, დაზიანება და ამას უბედური შემთხვევა დაერქმევა, რომელზეც არავინ აგებს პასუხს. რა თქმა უნდა ამ საქმეს ასე არ დავტოვებ. საჩივარი უკვე შევიტანეთ სააპელაციოში და ველოდებით პირველი სხდომის ჩანიშვნას. მაგრამ საქალაქო სასამართლოში მიღებული საშინელი გამოცდილების ფონზე, ნამდვილად აღარ მჯერა სამართლიანი განაჩენის.

გიორგი ლიპარტელიანი სალომეს რომ არ დაჯახებოდა, აუცილებლად დაეჯახებოდა და მოკლავდა ჩემს რომელიმე სხვა შვილს ან ვინმე სხვის შვილს. ამ საქმეში სამართლიანობისთვის ბრძოლაში მე ჩემ პასუხისმგებლობას ვგრძნობ არა მხოლოდ სალომეს და ჩემი დანარჩენი შვილების, არამედ სალომეს ყველა მეგობრის და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც კვლავ გახდება ასეთი დანაშაულის მსხვერპლი. ბავშვები, რომლებიც ამ ამბავს შეესწრნენ, ამ ქვეყნის მომავალია და აქ უნდა იცხოვრონ. მოსამართლის განაჩენით სახელმწიფომ მათ თავხედურად და ცინიკურად უთხრა, რომ რაც თავის თვალით ნახეს, თურმე სიმართლე არ ყოფილა და არ მომხდარა.ეს საქმე უნდა გახდეს პრეცედენტული, ხვალ და ზეგ მთაზე სხვისი გაუფრთხილებლობით დაშავებულმა ადამიანმა თამამად უნდა მიაკითხოს გამოძიებას, მოითხოვოს უპასუხიმგებლობისთვის პასუხი და ჰქონდეს სამართლიანი განაჩენის იმედი" - წერს ნინო ჟვანია.

"სასწაული ხდება აქ, პოლიცია არიგებს პირბადეებს და მერია არიგებს წყალს..." - რას წერს გიგა მაქარაშვილი აქციიდან

"ყოველთვის ვეცდები, ვიყო ბოლო, ვისაც ამ ქვეყანაში თვალებს ამოსთხრიან" - მაკო გომურის ემოციური პოსტი 20 ივნისის მოვლენებიდან ერთი წლის თავზე

როგორ გამოიყურებოდა 23 წლის წინ ნანიკო ხაზარაძე - ტელეწამყვანის ფოტოები გაგაოცებთ