მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება
ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის ოფი­სი არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

„სამ­ხრეთ ოსეთ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სიკ­ვდი­ლი და ორი მო­ქა­ლა­ქის და­კა­ვე­ბა სე­რი­ო­ზუ­ლი აღ­შფო­თე­ბის წყა­როა. სამ­ძი­მარს ვუ­ცხა­დებთ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ოჯახს. ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით მხა­რი და­უ­ჭი­როს მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბას და ხელი შე­უ­წყოს დის­კუ­სი­ებს ინ­ცი­დენ­ტის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში“, - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მას­ში ასე­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ „და­კა­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ორი მო­ქა­ლა­ქის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ ცხინ­ვა­ლის დე ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს, რომ მათ სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცეთ თბი­ლი­სის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ემ­გზავ­რონ“.

„ბოლო მოვ­ლე­ნე­ბი ხაზს უს­ვამს იმას, რომ სა­ჭი­როა და­მა­ტე­ბი­თი ზო­მე­ბი გამჭვირ­ვა­ლო­ბი­სა და ნდო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის. ევ­რო­კავ­შირ­ში კი­დევ ერთხელ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ მხარს უჭე­რენ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში“, - აღ­ნიშ­ნეს ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის ოფის­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი ახალ­გორ­ში და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

ევროკავშირი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ოფისი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„სამხრეთ ოსეთში, საქართველოში ბოლო მოვლენები, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი და ორი მოქალაქის დაკავება სერიოზული აღშფოთების წყაროა. სამძიმარს ვუცხადებთ ტატუნაშვილის ოჯახს. ევროკავშირი მზად არის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით მხარი დაუჭიროს მიმდინარე გამოძიებას და ხელი შეუწყოს დისკუსიებს ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ „დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქის გათავისუფლების შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს, რომ მათ საშუალება მიეცეთ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაემგზავრონ“. 

„ბოლო მოვლენები ხაზს უსვამს იმას, რომ საჭიროა დამატებითი ზომები გამჭვირვალობისა და ნდობის უზრუნველყოფისთვის. ევროკავშირში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნეს ფედერიკა მოგერინის ოფისში.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები