სპორტი
პოლიტიკა
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩეჩნეთის ლიდერმა იოსებ სტალინი "უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა"
ჩეჩნეთის ლიდერმა იოსებ სტალინი "უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა"

1944 წელს, ჩე­ჩე­ნი და ინ­გუ­ში ხალ­ხე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ის გამო, ჩეჩ­ნე­თის ლი­დერ­მა რამ­ზან კა­დი­როვ­მა იო­სებ სტა­ლი­ნი და­წყევ­ლა და მას ტი­რა­ნი უწო­და. მისი თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩე­ჩენ ხალ­ხს ძა­ლი­ან ბევ­რი ტრა­გე­დი­ის გა­და­ტა­ნა მო­უხ­და, სტა­ლინ­მა მათ სა­კუ­თა­რი მი­წი­დან არ­ყით, ყვე­ლა­ზე დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა.

"ომი, რომ­ლის გა­და­ტა­ნა­მაც ჩვენს ხალს მო­უ­წია, იო­სებ სტა­ლი­ნის ბრძა­ნე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ რეპ­რე­სი­ებ­თან ახ­ლო­საც ვერ მოვა. წყე­უ­ლი იყოს ის, უკუ­ნი­თი უკუ­სი­ნამ­დე, რად­გან ჩე­ჩე­ნი ხალ­ხის წი­ნა­შე ძა­ლი­ან დიდი ცოდ­ვა მი­უ­ძღვის. მა­შინ გა­და­სახ­ლე­ბულ­თა თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი გა­და­სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი­ვე წელს სი­ცი­ვით, შიმ­ში­ლი­თა და ავად­მყო­ფო­ბით და­ი­ღუ­პა", - გა­ნა­ცხა­და კა­დი­როვ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლე­ბის დიდი ნა­წი­ლი შიმ­ში­ლი­თა და ავად­მყო­ფო­ბით და­ი­ხო­ცა. სხვე­ბი რწმე­ნამ გა­და­არ­ჩი­ნა.

ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში 23 თე­ბერ­ვალს დე­პორ­ტა­ცი­ი­სას და­ღუ­პულ­თა ხსოვ­ნის დრე აღ­ნიშ­ნეს, რო­მელ­საც 1989 წლის შემ­დეგ ყო­ველ­წლი­უ­რად იგო­ნე­ბენ. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას Кавказский узел ავ­რცე­ლებს. მი­სი­ვე ცნო­ბით, 1944 წელს, 23 თე­ბერ­ვლი­დან 9 მარ­ტის ჩათ­ვლით, ოპე­რა­ცია "ჩე­ჩე­ვი­ცას" ფარ­გლებ­ში, საბ­ჭო­თა ხე­ლისფლე­ბამ ჩეჩ­ნეთ­სა და ინ­გუ­შე­თი­დან, ყა­ზა­ხეთ­სა და შუა აზი­ა­ში 500 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი გა­ა­სახ­ლა.

მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის თქმით, მა­სობ­რი­ვი რეპ­რე­სი­ე­ბის მი­ზე­ზი ასე­ვე მა­სობ­რი­ვი დე­ზერ­ტი­რო­ბა იყო, - ისი­ნი მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს საბ­ჭო­თა შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში გაწ­ვე­ვა­სა და ფრონტზე მოხ­ვედ­რას თავს არი­დებ­დნენ. ამი­ტო­მაც, ჩეჩ­ნეთ-ინ­გუ­შე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კებს ოკუ­პა­ცია არც შე­ხე­ბი­ათ და, შე­სა­ბა­მი­სად, იმ ხალ­ხე­ბის ღა­ლატ­ში და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა უსა­ფუძ­ვლო იყო.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ამავდრო­უ­ლად, დე­პორ­ტა­ცია მა­შინ გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­დე­საც ვერ­მახ­ტი კავ­კა­სი­ი­დან ძა­ლი­ან შორს, რამ­დე­ნი­მე ასე­ულ კი­ლო­მეტრში იყო და ამი­ტო­მაც ამ ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა.

2011 წლამ­დე ეს დღე 23 თე­ბერ­ვალს აღ­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა შემ­დეგ ად­გი­ლობ­როვ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა, რომ ეს დღე რუ­სე­თის სხვა სა­ხელ­წმი­ფო დღე­სას­წუ­ლებ­თან ერ­თად აღე­ნიშ­ნათ, ისე, რო­გორც სხვა რე­გი­ო­ნე­ბი. თუმ­ცა, მო­სახ­ლე­ო­ბა ამ თა­რიღს მა­ინც 23 თე­ბერ­ვალს აღ­ნიშ­ნავს. სა­ერ­თო­დაც, 2011 წელს სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­მი­სი­ამ გა­და­წყვი­ტა, რომ გლო­ვის დღედ ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტის, აჰ­მად-ჰაჯი კა­დი­რო­ვის დაკ­რძალ­ვის დღე, 10 მა­ი­სი ყო­ფი­ლი­ყო, რო­მე­ლიც 2004 წლის 9 მა­ისს ტე­რაქ­ტის დროს და­ი­ღუ­პა.

ერთი-ერთი რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი, და­ღეს­ტნე­ლი ოჯა­ხის წევ­რი, ჩერ­გიზ­ბი­ე­ვი, რო­მე­ლიც 1944 წელს 7 წლის იყო, იგო­ნებს, თუ რო­გორ შე­ყა­რეს ვა­გო­ნებ­ში, ოჯახ­თან ერ­თად, სა­დაც სუნ­თქვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. "იქ ერთი მა­მა­კა­ცი მოკ­ვდა, რომ­ლის ცხე­და­რიც, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­მა, იქვე, ვა­გო­ნის კუ­თხე­ში და­მა­ლეს. მშობ­ლე­ბი ჩვენ, ბავ­შვებს იქით მხა­რეს გა­ხედ­ვას გვიკ­რძა­ლავ­დნენ. ერთ-ერთ გა­ჩე­რე­ბა­ზე, ჯა­რის­კა­ცე­ბი ამო­ვიდ­ნენ, მთე­ლი ვა­გო­ნი შე­ა­მოწ­მეს და რო­დე­საც ცხე­და­რი იპო­ვეს, და­ავ­ლეს ხელი და მისი ცო­ლის ხვეწ­ნა-მუ­და­რის მი­უ­ხე­და­ვად, - გა­რეთ ნივ­თი­ვით მო­ის­რო­ლეს", - იგო­ნებს ის.

მი­სი­ვე თქმით, გა­და­სახ­ლე­ბის შემ­დეგ, და­ღეს­ტან­ში მა­შინ მოხ­ვდა, რო­დე­საც 1956 წელს, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი და­ას­რუ­ლა და ყო­ფილ აუ­ხოვ­სკის რა­ი­ონ­ში, თა­ვის სო­ფელ­ში მო­უ­წია ყოფ­ნამ. "ჩვე­ნი რა­ი­ო­ნი უკვე აღარ არ­სე­ბობ­და, ის ტე­რო­ტო­რია ახ­ლად და­არ­სე­ბულ ნო­ვო­ლა­კი­სა და ყაზ­ბე­გის რა­ი­ო­ნებს გა­და­უ­ნა­წი­ლეს. თუმ­ცა, ჩემი მშობ­ლი­უ­რი სახ­ლი მა­ინც ვი­ცა­ნი, იქ სხვე­ბი შე­ე­სახ­ლე­ბი­ნათ - სკო­ლის დი­რექ­ტო­რის ოჯა­ხი ცხოვ­რობ­და და რო­დე­საც ვუ­თხა­რი, ვინც ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან თბი­ლად შემ­ხვდნენ.

ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და ჩემი და­ბა­დე­ბის ზუს­ტი თა­რი­ღი, რად­გან დე­და­ჩემ­მა გზა­ში ჩემი და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბა და­კარ­გა. ბი­ძა­ჩემ­მა მი­თხრა, რომ ჩემი და­ბა­დე­ბის წელი სახ­ლის უკან, ფან­ჯა­რა­ზე, ხის სა­კეტ­ზე იყო მი­წე­რი­ლი - იქ 1938 წელი ეწე­რა", - იხ­სე­ნებს მო­ხუ­ცი და­ღეს­ტნე­ლი.

ისი­ნი სა­კუ­თარ სახ­ლებს 13 წლის შემ­დეგ, 1957 წელს ნი­კი­ტა ხრუშ­ჩო­ვის ბრძა­ნე­ბით და­უბ­რუნ­დნენ. მა­შინ ავ­ტო­ნო­მი­აც აღ­დგა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ჩეჩნეთის ლიდერმა იოსებ სტალინი "უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა"

ჩეჩნეთის ლიდერმა იოსებ სტალინი "უკუნითი უკუნისამდე დაწყევლა"

1944 წელს, ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციის გამო, ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა იოსებ სტალინი დაწყევლა და მას ტირანი უწოდა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჩეჩენ ხალხს ძალიან ბევრი ტრაგედიის გადატანა მოუხდა, სტალინმა მათ საკუთარი მიწიდან არყით, ყველაზე დიდი ზიანი მიაყენა.

"ომი, რომლის გადატანამაც ჩვენს ხალს მოუწია, იოსებ სტალინის ბრძანებით განხორციელებულ რეპრესიებთან ახლოსაც ვერ მოვა. წყეული იყოს ის, უკუნითი უკუსინამდე, რადგან ჩეჩენი ხალხის წინაშე ძალიან დიდი ცოდვა მიუძღვის. მაშინ გადასახლებულთა თითქმის ნახევარი გადასახლების პირველივე წელს სიცივით, შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა", - განაცხადა კადიროვმა, რომლის თქმითაც, რეპრესირებულების დიდი ნაწილი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიხოცა. სხვები რწმენამ გადაარჩინა.

ჩრდილოეთ კავკასიაში 23 თებერვალს დეპორტაციისას დაღუპულთა ხსოვნის დრე აღნიშნეს, რომელსაც 1989 წლის შემდეგ ყოველწლიურად იგონებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Кавказский узел ავრცელებს. მისივე ცნობით, 1944 წელს, 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, ოპერაცია "ჩეჩევიცას" ფარგლებში, საბჭოთა ხელისფლებამ ჩეჩნეთსა და ინგუშეთიდან, ყაზახეთსა და შუა აზიაში 500 ათასზე მეტი ადამიანი გაასახლა. 

მაშინდელი ხელისუფლების თქმით, მასობრივი რეპრესიების მიზეზი ასევე მასობრივი დეზერტირობა იყო, - ისინი მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში გაწვევასა და ფრონტზე მოხვედრას თავს არიდებდნენ. ამიტომაც, ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკებს ოკუპაცია არც შეხებიათ და, შესაბამისად, იმ ხალხების ღალატში დადანაშაულება უსაფუძვლო იყო.

გამოცემის ცნობით, ამავდროულად, დეპორტაცია მაშინ განხორციელდა, როდესაც ვერმახტი კავკასიიდან ძალიან შორს, რამდენიმე ასეულ კილომეტრში იყო და ამიტომაც ამ ოპერაციის ჩატარების აუცილებლობა არ ყოფილა. 

2011 წლამდე ეს დღე 23 თებერვალს აღნიშნებოდა, თუმცა შემდეგ ადგილობროვმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ეს დღე რუსეთის სხვა სახელწმიფო დღესასწულებთან ერთად აღენიშნათ, ისე, როგორც სხვა რეგიონები. თუმცა, მოსახლეობა ამ თარიღს მაინც 23 თებერვალს აღნიშნავს. საერთოდაც, 2011 წელს სპეციალურმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ გლოვის დღედ ჩეჩნეთის პრეზიდენტის, აჰმად-ჰაჯი კადიროვის დაკრძალვის დღე, 10 მაისი ყოფილიყო, რომელიც 2004 წლის 9 მაისს ტერაქტის დროს დაიღუპა.

ერთი-ერთი რეპრესირებული, დაღესტნელი ოჯახის წევრი, ჩერგიზბიევი, რომელიც 1944 წელს 7 წლის იყო, იგონებს, თუ როგორ შეყარეს ვაგონებში, ოჯახთან ერთად, სადაც სუნთქვა არ შეიძლებოდა. "იქ ერთი მამაკაცი მოკვდა, რომლის ცხედარიც, მისი ოჯახის წევრებმა, იქვე, ვაგონის კუთხეში დამალეს. მშობლები ჩვენ, ბავშვებს იქით მხარეს გახედვას გვიკრძალავდნენ. ერთ-ერთ გაჩერებაზე, ჯარისკაცები ამოვიდნენ, მთელი ვაგონი შეამოწმეს და როდესაც ცხედარი იპოვეს, დაავლეს ხელი და მისი ცოლის ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, - გარეთ ნივთივით მოისროლეს", - იგონებს ის. 

მისივე თქმით, გადასახლების შემდეგ, დაღესტანში მაშინ მოხვდა, როდესაც 1956 წელს, სავალდებულო სამსახური დაასრულა და ყოფილ აუხოვსკის რაიონში, თავის სოფელში მოუწია ყოფნამ. "ჩვენი რაიონი უკვე აღარ არსებობდა, ის ტეროტორია ახლად დაარსებულ ნოვოლაკისა და ყაზბეგის რაიონებს გადაუნაწილეს. თუმცა, ჩემი მშობლიური სახლი მაინც ვიცანი, იქ სხვები შეესახლებინათ - სკოლის დირექტორის ოჯახი ცხოვრობდა და როდესაც ვუთხარი, ვინც ვიყავი, ძალიან თბილად შემხვდნენ.

ძალიან მაინტერესებდა ჩემი დაბადების ზუსტი თარიღი, რადგან დედაჩემმა გზაში ჩემი დაბადების მოწმობა დაკარგა. ბიძაჩემმა მითხრა, რომ ჩემი დაბადების წელი სახლის უკან, ფანჯარაზე, ხის საკეტზე იყო მიწერილი - იქ 1938 წელი ეწერა", - იხსენებს მოხუცი დაღესტნელი. 

ისინი საკუთარ სახლებს 13 წლის შემდეგ, 1957 წელს ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით დაუბრუნდნენ. მაშინ ავტონომიაც აღდგა.

15 000-ზე მეტი სამხედრო, ჯავშანტექნიკა, საზენიტო საშუალებები, სარაკეტო კომპლექსები და ა.შ.  - როგორია ოკუპანტი რუსეთის სამხედრო ძალების განლაგება სამხრეთ კავკასიაში?

უპილოტო თვითმფრინავებით მოგებული ომი - რა გამოაჩინა ყარაბაღის კონფლიქტმა შეიარაღების თვალსაზრისით და რა უნდა გაითვალისწინოს საქართველომ?

"შუშას გათავისუფლების ოპერაცია მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში სპეციალურ ადგილს დაიმკვიდრებს" - ილჰამ ალიევი