სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა აკავშირებს სოგოიანს შაქრო კალაშოვთან და სად მიდის "კანონიერი ქურდის" მკვლელობის კვალი?
რა აკავშირებს სოგოიანს შაქრო კალაშოვთან და სად მიდის "კანონიერი ქურდის" მკვლელობის კვალი?

"კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" და­ვით ალ­ხა­ნაშ­ვი­ლის, იგი­ვე "დათო პან­კის­კის" თურ­ქეთ­ში მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და. თურ­ქმა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა და­ად­გი­ნეს, რომ 2017 წლის 22 დე­კემ­ბერს მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი სომ­ხე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან, მკვლე­ლო­ბის დამ­კვე­თად კი "ტი­ტულ­ჩა­მორ­თმე­ულ ქურ­დს" ან­დრო­ნიკ სო­გო­ი­ანს, იგი­ვე "ზაპ ლე­ნი­ნა­კანსკის" მო­ი­აზ­რე­ბენ.

რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, ის "შაქ­რო მა­ლა­დო­ის" იგი­ვე შაქ­რო კა­ლა­შო­ვის კლა­ნის ინ­ტე­რე­სე­ბით მოქ­მე­დებ­და. რო­გორც ცნო­ბი­ლია, კა­ლა­შო­ვის ახლო ნა­თე­სა­ვი დათო ოზ­მა­ნო­ვი, იგი­ვე "დათო კრას­ნო­დარ­სკი" 2011 წელს ტა­რი­ელ ონი­ა­ნის - "ტა­როს" მომ­ხრე­თა ხე­ლით და­ზა­რალ­და. ოზ­მა­ნო­ვი ამ დროს ბელ­გი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, მას "ქურ­დუ­ლი სა­მარ­თა­ლი" მო­უ­წყვეს, რად­გან­მას ტა­რი­ელ ონი­ა­ნის "ტი­ტუ­ლის ჩა­მორ­თმე­ვა­ზე" ხელი ჰქონ­და მო­წე­რი­ლი. 2009 წელს 36-მა "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა", მათ შო­რის "ია­პონ­ჩიკ­მა" და "დედ ჰა­სან­მა" ხელი მო­ა­წე­რეს "ტა­როს­თვის" ქურ­დუ­ლი სტა­ტუ­სის ჩა­მორ­თმე­ვას.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, როინ უგ­ლა­ვო­ის­თან (მა­თე­ვი­ჩი), ირაკ­ლი ყა­ლი­ჩა­ვას­თან (ხუტუ) და გია გურ­ჩი­ან­თან (სვა­ნი) შეხ­ვედ­რი­სას კა­ლა­შო­ვის ნა­თე­სავ­მა ოზ­მა­ნოვ­მა და­ნით მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ამ შეხ­ვედ­რას დათო "პან­კის­კიც" ეს­წრე­ბო­და, თუმ­ცა მას ამ შუ­რის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ მი­უ­ღია. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ ალ­ხა­ნაშ­ვი­ლი ამ დროს "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" არც იყო. ის შემ­დეგ წელს დუ­ბა­ი­ში "მო­ნათ­ლეს". ამ შეხ­ვედ­რა­ზე ოზ­მა­ნო­ვი სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა, ის დიდი ხანი ცდი­ლობ­და ჭრი­ლო­ბე­ბი მო­ე­შუ­შე­ბი­ნა. შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე­ებს კი და­უს­წრებ­ლად გა­მო­უ­ტა­ნეს "სა­სიკ­ვდი­ლო ვერ­დიქ­ტი". ოზ­მა­ნო­ვის საქ­ცი­ე­ლი უკ­ვირ­დათ კი­დეც, რად­გან ის აქამ­დე არ ცდი­ლობ­და მისი "პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლე­ბის­თვის" სა­მა­გი­ე­რო გა­და­ე­ხა­და, თუმ­ცა ად­ვი­ლად შე­ეძ­ლო მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი­სა და სხვა ინ­ფორ­მა­ცი­ის დად­გე­ნა.

თუ თურ­ქი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის ვერ­სია სი­მარ­თლეა, მა­შინ ან­დრო­ნიკ სო­გო­ი­ან­მა, იგი­ვე "ზაპ­მა" გა­და­წყვი­ტა, რომ თა­ვი­სი ქმე­დე­ბით "კა­ლა­შო­ვის" კლა­ნის კე­თილ­გან­წყო­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნა და ონი­ანს, ჯან­გვე­ლა­ძეს და მათ მომ­ხრე­ებს სა­ბო­ლო­ოდ და­პი­რის­პი­რე­ბო­და, რო­მელ­თა გა­მოც სო­გო­ი­ან­მა "ქურ­დის სტა­ტუ­სი" და­კარ­გა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა აკავშირებს სოგოიანს შაქრო კალაშოვთან და სად მიდის "კანონიერი ქურდის" მკვლელობის კვალი?

რა აკავშირებს სოგოიანს შაქრო კალაშოვთან და სად მიდის "კანონიერი ქურდის" მკვლელობის კვალი?

"კანონიერი ქურდის" დავით ალხანაშვილის, იგივე "დათო პანკისკის" თურქეთში მომხდარი მკვლელობის გამოძიება ახალ ეტაპზე გადავიდა. თურქმა სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ 2017 წლის 22 დეკემბერს მომხდარი მკვლელობის შემსრულებლები სომხეთის მოქალაქეები არიან, მკვლელობის დამკვეთად კი "ტიტულჩამორთმეულ ქურდს" ანდრონიკ სოგოიანს, იგივე "ზაპ ლენინაკანსკის" მოიაზრებენ.

როგორც სამართალდამცავები ამტკიცებენ, ის "შაქრო მალადოის" იგივე შაქრო კალაშოვის კლანის ინტერესებით მოქმედებდა. როგორც ცნობილია, კალაშოვის ახლო ნათესავი დათო ოზმანოვი, იგივე "დათო კრასნოდარსკი" 2011 წელს ტარიელ ონიანის - "ტაროს" მომხრეთა ხელით დაზარალდა. ოზმანოვი ამ დროს ბელგიაში იმყოფებოდა, მას "ქურდული სამართალი" მოუწყვეს, რადგანმას ტარიელ ონიანის "ტიტულის ჩამორთმევაზე" ხელი ჰქონდა მოწერილი. 2009 წელს 36-მა "კანონიერმა ქურდმა", მათ შორის "იაპონჩიკმა" და "დედ ჰასანმა" ხელი მოაწერეს "ტაროსთვის" ქურდული სტატუსის ჩამორთმევას. 

როგორც ცნობილია, როინ უგლავოისთან (მათევიჩი), ირაკლი ყალიჩავასთან (ხუტუ) და გია გურჩიანთან (სვანი) შეხვედრისას კალაშოვის ნათესავმა ოზმანოვმა დანით მრავლობითი დაზიანება მიიღო. როგორც ამბობენ, ამ შეხვედრას დათო "პანკისკიც" ესწრებოდა, თუმცა მას ამ შურისძიებაში მონაწილეობა არ მიუღია. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალხანაშვილი ამ დროს "კანონიერი ქურდი" არც იყო. ის შემდეგ წელს დუბაიში "მონათლეს". ამ შეხვედრაზე ოზმანოვი სასწაულებრივად გადარჩა, ის დიდი ხანი ცდილობდა ჭრილობები მოეშუშებინა. შემთხვევაში მონაწილეებს კი დაუსწრებლად გამოუტანეს "სასიკვდილო ვერდიქტი". ოზმანოვის საქციელი უკვირდათ კიდეც, რადგან ის აქამდე არ ცდილობდა მისი "პოტენციური მკვლელებისთვის" სამაგიერო გადაეხადა, თუმცა ადვილად შეეძლო მათი ადგილსამყოფელისა და სხვა ინფორმაციის დადგენა.

თუ თურქი სამართალდამცავების ვერსია სიმართლეა, მაშინ ანდრონიკ სოგოიანმა, იგივე "ზაპმა" გადაწყვიტა, რომ თავისი ქმედებით "კალაშოვის" კლანის კეთილგანწყობა მოეპოვებინა და ონიანს, ჯანგველაძეს და მათ მომხრეებს საბოლოოდ დაპირისპირებოდა, რომელთა გამოც სოგოიანმა "ქურდის სტატუსი" დაკარგა.  განაგრძეთ კითხვა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს