მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე"
"გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე"

მი­მაჩ­ნია, რომ სა­ნამ „გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბი“ ძა­ლა­ში არ შევა, რო­გორც კა­ნო­ნი, მა­ნამ­დე უნდა გა­ვა­ჩე­როთ და­ნიშ­ვნე­ბი იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა გორ­ში, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ა­ზე იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­სა და მო­სა­მარ­თლე­თა და­ნიშ­ვნა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­ზი­დენ­ტმა ამ კონ­ტექ­სტში აღ­ნიშ­ნა, რომ დღეს სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია, რო­გორ არის ქვე­ყა­ნა­ში 200-მდე ლე­გა­ლუ­რად, კა­ნო­ნით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი და არა­ვინ არის ამა­ში დამ­ნა­შა­ვე. მისი თქმით, ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, რომ თან გყავ­დეს მსხვერ­პლი და არ გყავ­დეს ჯა­ლა­თი.

„მო­ვუ­წო­დე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, და­უბ­რუნ­დეს იმ ინი­ცი­ა­ტი­ვას, რო­მელ­საც ჰქვია „გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბი“. „გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბი“ ეს არის ჯამი იმ ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, რო­მე­ლიც კა­ნონ­მდებ­ლო­ბამ უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს, რო­გორც სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლის დას­ჯის უფრო სპე­ცი­ფი­უ­რი და უფრო ზუს­ტი გან­სა­ზღვრე­ბის ნა­წილ­ში, ასე­ვე სის­ტე­მის გა­სუფ­თა­ვე­ბის და უფრო დახ­ვე­წის ნა­წილ­ში, რომ­ლის გა­რე­შეც ჩვენ იუ­რი­დი­უ­ლად აბ­სურ­დულ ვი­თა­რე­ბა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბით. პო­ლი­ტი­კუ­რად უკვე ჩანს, რომ აბ­სურ­დულ ვი­თა­რე­ბა­ში ვართ.

2012 წლის დე­კემ­ბერ­ში, მას შემ­დეგ, რაც ჩვენ მო­ვე­დით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მი­ღე­ბუ­ლია „კა­ნო­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე“. ეს არის სპე­ცი­ფი­უ­რი კა­ნო­ნი, რად­გან მას თან ერ­თვის სია ადა­მი­ა­ნე­ბის, მათ შო­რის ჩემ­თა­ნაც მუ­შა­ო­ბენ ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც იყო და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს. ეს არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბა, ეს არის იუ­რი­დი­უ­ლი ფაქ­ტი, რაც დევს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის სა­ხით. ამ დროს ამ იუ­რი­დი­უ­ლი ფაქ­ტის კვა­ლო­ბა­ზე ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ეს 200-მდე ადა­მი­ა­ნი და­ა­პა­ტიმ­რა, აწა­მა, საქ­მე შე­უ­კე­რა, მერე სა­სა­მარ­თლო­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი და­ად­გი­ნა და გა­ამ­წე­სა პო­ლი­ტი­კურ პა­ტიმ­რო­ბა­ზე, ამ ადა­მი­ა­ნებს ხელს არა­ვინ ჰკი­დებს. მე­ტიც, ხდე­ბა ამ ადა­მი­ა­ნე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა თა­ვი­ანთ სის­ტე­მა­ში-იქ­ნე­ბა ეს სა­სა­მარ­თლო, თუ სხვა უწყე­ბე­ბი. რთუ­ლი და ცოტა ძნე­ლად გა­სა­გე­ბია ეს ყვე­ლა­ფე­რი. კა­ნო­ნი ამ­ბობს, რომ ამ­დე­ნი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი გვყავ­დაო და მერე ვინც ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა და აღას­რუ­ლა, კა­რი­ე­რულ ზრდა­ში არი­ან.

ამი­ტომ მი­მაჩ­ნია, რომ „გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბებ­მა“ ამ საქ­მეს­თან მი­მარ­თე­ბა­ში უნდა გა­მო­ავ­ლი­ნოს ვინ იყ­ვნენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც ამას აღას­რუ­ლებ­და. მე არ ვამ­ბობ, რომ ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად დევ­ნილ­ნი უნდა იყ­ვნენ, მაგ­რამ მათი ლუსტრი­რე­ბა და სის­ტე­მა­ში არ და­წი­ნა­უ­რე­ბა ხომ ლო­გი­კუ­რი იქ­ნე­ბა?! დღეს ხომ სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია რა­ნა­ი­რად გყავს ქვე­ყა­ნა­ში 200-მდე ლე­გა­ლუ­რად კა­ნო­ნით დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი და არა­ვინ არის ამა­ში დამ­ნა­შა­ვე. ასე­თი რამე ბუ­ნე­ბა­ში არ არ­სე­ბობს, რომ თან გყავ­დეს მსხვერ­პლი და არ გყავ­დეს ჯა­ლა­თი.

ამ პო­ლი­ტი­კუ­რი აბ­სურ­დის გაგ­რძლე­ბა იყო იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, მათ შო­რის კი­დევ ერთხელ უკვე სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბით სკან­და­ლურ თე­მებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მა­გა­ლი­თის­თვის მო­ლაშ­ვი­ლის თე­მას გა­გახ­სე­ნებთ. ამ ვი­თა­რე­ბა­ში „გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბით“ მე კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს რომ ის, რაც ვთქვით, გა­ვა­კე­თოთ. უკვე მე­რამ­დე­ნედ რა­ღა­ცას ვა­ა­ნონ­სებთ და არ ვა­კე­თებთ. ჩემს ყვე­ლა სა­პარ­ლა­მენ­ტო გა­მოს­ვლა­ში ამას ვამ­ბობ, რომ გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ერთი თვის წინ და­ვა­ა­ნონ­სეთ გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბე­ბი და არა­ფე­რი კეთ­დე­ბა. იმ წუ­თას­ვე მხა­რი და­ვუ­ჭი­რე და გირ­გვლი­ა­ნის შეს­წო­რე­ბებ­ზე პა­სუ­ხი იყო მო­სა­მარ­თლე­ე­ბის დამ­ტკი­ცე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ 2 დღის წინ ვნა­ხეთ“,-გა­ნა­ცხა­და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

პრე­ზი­დენ­ტის თქმით, მო­სა­მარ­თლე არ უნდა იყოს მიბ­მუ­ლი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე. მო­სა­მარ­თლე უნდა იყოს მიბ­მუ­ლი მარ­ტო სა­მარ­თალ­ზე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე"

"გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე"

მიმაჩნია, რომ სანამ „გირგვლიანის შესწორებები“ ძალაში არ შევა, როგორც კანონი, მანამდე უნდა გავაჩეროთ დანიშვნები იუსტიციის საბჭოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორში, საჯარო ლექციაზე იუსტიციის საბჭოსა და მოსამართლეთა დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ამ კონტექსტში აღნიშნა, რომ დღეს სრულიად გაუგებარია, როგორ არის ქვეყანაში 200-მდე ლეგალურად, კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე. მისი თქმით, ბუნებაში არ არსებობს, რომ თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი. 

„მოვუწოდე საქართველოს პარლამენტს, დაუბრუნდეს იმ ინიციატივას, რომელსაც ჰქვია „გირგვლიანის შესწორებები“. „გირგვლიანის შესწორებები“ ეს არის ჯამი იმ ცვლილებებისა, რომელიც კანონმდებლობამ უნდა განახორციელოს, როგორც სამოხელეო დანაშაულის დასჯის უფრო სპეციფიური და უფრო ზუსტი განსაზღვრების ნაწილში, ასევე სისტემის გასუფთავების და უფრო დახვეწის ნაწილში, რომლის გარეშეც ჩვენ იურიდიულად აბსურდულ ვითარებაში აღმოვჩნდებით. პოლიტიკურად უკვე ჩანს, რომ აბსურდულ ვითარებაში ვართ. 

2012 წლის დეკემბერში, მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, მიღებულია „კანონი პოლიტიკური პატიმრების თაობაზე“. ეს არის სპეციფიური კანონი, რადგან მას თან ერთვის სია ადამიანების, მათ შორის ჩემთანაც მუშაობენ ასეთი ადამიანები, ვინც იყო დაპატიმრებული პოლიტიკური ნიშნით წინა ხელისუფლების დროს. ეს არ არის პოლიტიკური მოსაზრება და პოლიტიკური შეხედულება, ეს არის იურიდიული ფაქტი, რაც დევს საქართველოს კანონის სახით. ამ დროს ამ იურიდიული ფაქტის კვალობაზე ის ადამიანები, ვინც ეს 200-მდე ადამიანი დააპატიმრა, აწამა, საქმე შეუკერა, მერე სასამართლოში ეს ყველაფერი დაადგინა და გაამწესა პოლიტიკურ პატიმრობაზე, ამ ადამიანებს ხელს არავინ ჰკიდებს. მეტიც, ხდება ამ ადამიანების დაწინაურება თავიანთ სისტემაში-იქნება ეს სასამართლო, თუ სხვა უწყებები. რთული და ცოტა ძნელად გასაგებია ეს ყველაფერი. კანონი ამბობს, რომ ამდენი პოლიტპატიმარი გვყავდაო და მერე ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და აღასრულა, კარიერულ ზრდაში არიან. 

ამიტომ მიმაჩნია, რომ „გირგვლიანის შესწორებებმა“ ამ საქმესთან მიმართებაში უნდა გამოავლინოს ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც ამას აღასრულებდა. მე არ ვამბობ, რომ ისინი აუცილებლად დევნილნი უნდა იყვნენ, მაგრამ მათი ლუსტრირება და სისტემაში არ დაწინაურება ხომ ლოგიკური იქნება?! დღეს ხომ სრულიად გაუგებარია რანაირად გყავს ქვეყანაში 200-მდე ლეგალურად კანონით დამტკიცებული პოლიტპატიმარი და არავინ არის ამაში დამნაშავე. ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს, რომ თან გყავდეს მსხვერპლი და არ გყავდეს ჯალათი. 

ამ პოლიტიკური აბსურდის გაგრძლება იყო იუსტიციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მათ შორის კიდევ ერთხელ უკვე საერთაშორისო მასშტაბით სკანდალურ თემებთან მიმართებაში, მაგალითისთვის მოლაშვილის თემას გაგახსენებთ. ამ ვითარებაში „გირგვლიანის შესწორებებით“ მე კიდევ ერთხელ მივმართე საქართველოს პარლამენტს რომ ის, რაც ვთქვით, გავაკეთოთ. უკვე მერამდენედ რაღაცას ვაანონსებთ და არ ვაკეთებთ. ჩემს ყველა საპარლამენტო გამოსვლაში ამას ვამბობ, რომ გასაკეთებელია. ერთი თვის წინ დავაანონსეთ გირგვლიანის შესწორებები და არაფერი კეთდება. იმ წუთასვე მხარი დავუჭირე და გირგვლიანის შესწორებებზე პასუხი იყო მოსამართლეების დამტკიცება, რომელიც ჩვენ 2 დღის წინ ვნახეთ“,-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტის თქმით, მოსამართლე არ უნდა იყოს მიბმული პოლიტიკურ პროცესზე. მოსამართლე უნდა იყოს მიბმული მარტო სამართალზე. 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები