მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო რეცეპტი მკითხველისგან - რა შეუძლია მატიტელას
ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო რეცეპტი მკითხველისგან - რა შეუძლია მატიტელას

ქო­ლე­ცის­ტი­ტი ნაღ­ვლის ბუშ­ტის ან­თე­ბაა. თუ ის ნაღ­ველ­კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბის - კალ­კუ­ლო­ზის ფონ­ზე გან­ვი­თარ­და, მწვა­ვე კალ­კუ­ლო­ზუ­რი ქო­ლე­ცის­ტი­ტი ეწო­დე­ბა, ხოლო თუ ნაღ­ვლის ბუშ­ტში კენ­ჭის არ­სე­ბო­ბის გა­რე­შე აღ­მო­ცენ­და, ამ­ბო­ბენ, რომ საქ­მე გვაქვს აკალ­კუ­ლო­ზურ (უკენ­ჭო) მწვა­ვე ქო­ლე­ცის­ტიტ­თან.

ამ­ბრო­ლა­უ­რე­ლი ტატო ლაშ­ხი "მკურ­ნა­ლის" მკი­თხველს და­ა­ვა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თარ გა­მოც­დი­ლე­ბას უზი­ა­რებს და ერთი მცე­ნა­რის უნი­კა­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს:

"ქო­ლე­ცის­ტი­ტის სამ­კურ­ნა­ლო უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მოვ­ცა­დე, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც - ყვე­ლა უშე­დე­გოდ. შემ­თხვე­ვით მა­ტი­ტე­ლას ფეს­ვის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვე.

წამ­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად და­ა­ქუც­მა­ცეთ 1 სა­დი­ლის კოვ­ზი მა­ტი­ტე­ლას ფეს­ვი და და­ას­ხით ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის 1 ჭიქა წყა­ლი. ფეს­ვი­ა­ნი ჭურ­ჭე­ლი შე­მოდ­გით ორ­თქლის აბა­ზა­ნა­ზე, გა­ა­ჩე­რეთ 15 წუ­თით, გად­მოდ­გით და გა­და­წუ­რეთ. წა­მა­ლიც მზად არის.

ის უნდა სვათ 3-4-ჯერ დღე­ში ჭა­მამ­დე 1 სა­დი­ლის კოვ­ზის ოდე­ნო­ბით. 2-3 კვი­რის შემ­დეგ საგ­რძნო­ბი შვე­ბა უნდა იგ­რძნოთ, შე­ტე­ვე­ბი უნდა გა­იშ­ვი­ათ­დეს და ბო­ლოს სულ გაქ­რეს. ამ­გვა­რი 6-თვი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბით ქო­ლე­ცის­ტი­ტი თავს აღარ მახ­სე­ნებს. მდგო­მა­რე­ო­ბის საგ­რძნობ გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ექოს­კო­პი­უ­რი კვლე­ვაც მი­დას­ტუ­რებს" - ამ­ბობს მკი­თხვე­ლი.

მა­ტი­ტე­ლას შე­სა­ხებ

მა­ტი­ტე­ლა ერ­თწლო­ვა­ნი ბა­ლა­ხო­ვა­ნი მცე­ნა­რეა. აქვს ბაცი მწვა­ნე ფოთ­ლე­ბი და თეთ­რი ან მო­ვარ­დის­ფრო წვრი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი. ჩვე­უ­ლებ­რივ, 10-20 სმ-მდე იზ­რდე­ბა, თუმ­ცა მის­მა სი­მაღ­ლემ შე­იძ­ლე­ბა 50 სმ-საც მი­აღ­წი­ოს. მა­ტი­ტე­ლა ივ­ლი­სი­დან ყინ­ვე­ბის და­წყე­ბამ­დე ყვა­ვი­ლობს. აქვს მცი­რე ზო­მის კაკ­ლი­სებ­რი ნა­ყო­ფი. ყვა­ვი­ლო­ბის შემ­დეგ მცე­ნა­რის ღერო მკვრივ­დე­ბა. მას წა­ა­წყდე­ბით ეზო­ებ­ში, გზის­პი­რებ­ზე და ბი­ლი­კე­ბის გას­წვრივ, ნა­გავ­საყ­რე­ლებ­სა და მათ მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე. მა­ტი­ტე­ლა­თი და­ფა­რუ­ლი ფეხ­ბურ­თის მო­ე­და­ნი გან­სა­კუთ­რე­ბით რბი­ლი და ლა­მა­ზია - მწვა­ნე ხა­ვერ­დო­ვან ხა­ლი­ჩას წა­ა­გავს. ხტო­მი­სა და სირ­ბი­ლის დროს ადა­მი­ა­ნის ფეხი ვერ აზი­ა­ნებს მა­ტი­ტე­ლას, რად­გან მცე­ნა­რეს ელას­ტი­კუ­რი ბოჭ­კო­ე­ბი იცავს.

მა­ტი­ტე­ლა ძვირ­ფა­სი სამ­კურ­ნა­ლო მცე­ნა­რეა. მას აგ­რო­ვე­ბენ ყვა­ვი­ლო­ბის და­წყე­ბი­დან დას­რუ­ლე­ბამ­დე. გა­დაყ­ვა­ვი­ლე­ბუ­ლი მცე­ნა­რის გამ­კვრი­ვე­ბუ­ლი ღე­რო­ე­ბი სამ­კურ­ნა­ლოდ აღარ გა­მოდ­გე­ბა. გა­სახ­მო­ბად ის ჩრდილ­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, თხელ ფე­ნად უნდა გა­ი­ფი­ნოს და დრო­დად­რო გა­დაბ­რუნ­დეს წა­ი­კი­თხეთ სამ­კურ­ნა­ლო წე­რი­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო რეცეპტი მკითხველისგან - რა შეუძლია მატიტელას

ნაღვლის ბუშტის ანთების სამკურნალო რეცეპტი მკითხველისგან - რა შეუძლია მატიტელას

ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა. თუ ის ნაღველკენჭოვანი დაავადების - კალკულოზის ფონზე განვითარდა, მწვავე კალკულოზური ქოლეცისტიტი ეწოდება, ხოლო თუ ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობის გარეშე აღმოცენდა, ამბობენ, რომ საქმე გვაქვს აკალკულოზურ (უკენჭო) მწვავე ქოლეცისტიტთან.

ამბროლაურელი ტატო ლაშხი "მკურნალის" მკითხველს დაავადებასთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და ერთი მცენარის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებ გვიამბობს:

"ქოლეცისტიტის სამკურნალო უამრავი საშუალება გამოვცადე, მაგრამ რატომღაც - ყველა უშედეგოდ. შემთხვევით მატიტელას ფესვის სამკურნალო თვისებების შესახებ შევიტყვე.

წამლის დასამზადებლად დააქუცმაცეთ 1 სადილის კოვზი მატიტელას ფესვი და დაასხით ოთახის ტემპერატურის 1 ჭიქა წყალი. ფესვიანი ჭურჭელი შემოდგით ორთქლის აბაზანაზე, გააჩერეთ 15 წუთით, გადმოდგით და გადაწურეთ. წამალიც მზად არის.

ის უნდა სვათ 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 1 სადილის კოვზის ოდენობით. 2-3 კვირის შემდეგ საგრძნობი შვება უნდა იგრძნოთ, შეტევები უნდა გაიშვიათდეს და ბოლოს სულ გაქრეს. ამგვარი 6-თვიანი მკურნალობით ქოლეცისტიტი თავს აღარ მახსენებს. მდგომარეობის საგრძნობ გაუმჯობესებას ექოსკოპიური კვლევაც მიდასტურებს" - ამბობს მკითხველი.

მატიტელას შესახებ

მატიტელა ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა. აქვს ბაცი მწვანე ფოთლები და თეთრი ან მოვარდისფრო წვრილი ყვავილები. ჩვეულებრივ, 10-20 სმ-მდე იზრდება, თუმცა მისმა სიმაღლემ შეიძლება 50 სმ-საც მიაღწიოს. მატიტელა ივლისიდან ყინვების დაწყებამდე ყვავილობს. აქვს მცირე ზომის კაკლისებრი ნაყოფი. ყვავილობის შემდეგ მცენარის ღერო მკვრივდება. მას წააწყდებით ეზოებში, გზისპირებზე და ბილიკების გასწვრივ, ნაგავსაყრელებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. მატიტელათი დაფარული ფეხბურთის მოედანი განსაკუთრებით რბილი და ლამაზია - მწვანე ხავერდოვან ხალიჩას წააგავს. ხტომისა და სირბილის დროს ადამიანის ფეხი ვერ აზიანებს მატიტელას, რადგან მცენარეს ელასტიკური ბოჭკოები იცავს.

მატიტელა ძვირფასი სამკურნალო მცენარეა. მას აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან დასრულებამდე. გადაყვავილებული მცენარის გამკვრივებული ღეროები სამკურნალოდ აღარ გამოდგება. გასახმობად ის ჩრდილში, სუფთა ჰაერზე, თხელ ფენად უნდა გაიფინოს და დროდადრო გადაბრუნდეს წაიკითხეთ სამკურნალო წერილები

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, არ უნდა დაისვენოთ, არც შაბათ-კვირას - ბილ გეითსის რჩევა ახალგაზრდებს

ქეით მიდლტონი დედამთილის გვირგვინით - სენტიმენტალური სტილი, რომელმაც ყველას  დაიანა გაახსენა

რა პრეპარატმა დააყენა უსიამოვნო სუნი პარლამენტში - აქტივისტები "საპროტესტო ხსნარის" ფოტოს ავრცელებენ