სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი

28

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შენდებოდა თბილისის სარეკრეაციო ზონები და რა დარჩა დღეს მათგან
როგორ შენდებოდა თბილისის სარეკრეაციო ზონები და რა დარჩა დღეს მათგან

უკა­ნას­კნელ წლებ­ში, ყვე­ლა ჩვენ­თა­გა­ნი თვალს ადევ­ნებს, რო­გორ ეწი­რე­ბა ერთ დროს რეკ­რე­ა­ცი­უ­ლი ზო­ნე­ბი­თა და მწვა­ნე სა­ფა­რით მდი­და­რი თბი­ლი­სი ქა­ო­ტუ­რი ურ­ბა­ნუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პრო­ცესს.

საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის ფო­ტო­ებ­ში ეს ად­გი­ლე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვაგ­ვა­რად და სხვა ფე­რებ­ში შე­მო­სი­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. არა­და, მა­შინ­დე­ლი სტან­დარ­ტის მი­ხედ­ვით, ქა­ლაქ­ში, სა­დაც 0.5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, გამ­წვა­ნე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე 15 კვ.მ უნდა ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა მა­ში­ნაც ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დით სტან­დარტს, რად­გან რე­ა­ლუ­რად ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 8 კვ.მ-ს შე­ად­გენ­და. გამ­წვა­ნე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი თბი­ლის­ში 1983 წელს და­ფიქ­სირ­და - 13 კვ.მ. დღე­ი­სათ­ვის ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 10 ერ­თე­უ­ლით და­ბა­ლია და 3 კვ. მეტრს შე­ად­გენს.

დღეს გი­ამ­ბობთ, რო­გორ შენ­დე­ბო­და სხვა­დას­ხვა სა­რეკ­რე­ა­ციო ზონა თბი­ლის­ში და რა დარ­ჩა დღეს მათ­გან.

ვა­კის პარ­კი

ვა­კის შუ­ა­გულ­ში პარ­კის მშე­ნებ­ლო­ბა 1945 წელს ქუ­ჩუ დგე­ბუ­ა­ძი­სა და ნე­ლი ცი­ციშ­ვი­ლის პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით და­ი­წყო და 226 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­შენ­და. დღეს ვა­კის პარ­კი 19 ჰექ­ტარს მო­ი­ცავს. პარ­კის ცენ­ტრა­ლუ­რი ღერ­ძი ქედ­ზე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი­სად­მი მი­ძღვნი­ლი დი­დე­ბის მე­მო­რი­ა­ლით სრულ­დე­ბა.

დიღ­მის ტყე-პარ­კი

დე­და­ქა­ლაქ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ტყე-პარ­კი ახ­მე­ტე­ლი­სა და ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩებს შო­რის მდე­ბა­რე­ობს. ტე­რი­ტო­რია 1934 წელს 75 ჰექ­ტარს შე­ა­დ­გენ­და. აქ თბი­ლი­სის სა­ბა­ზი­სო სა­ნერ­გე მე­ურ­ნე­ო­ბა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. დღე­ი­სათ­ვის ამ ფარ­თო­ბი­დან 20.5 ჰექ­ტა­რია გა­დარ­ჩე­ნი­ლი.

ვე­რის ბაღი

დღეს მისი ფარ­თო­ბი 4 ჰექ­ტარ­ზე ნაკ­ლე­ბია. უწინ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ბა­ღე­ბი, ლურ­ჯი მო­ნას­ტრი­დან მდი­ნა­რე ვე­რეს მტკვარ­თან შე­სარ­თა­ვამ­დე ვრცელ­დე­ბო­და. შემ­დეგ ბა­ღე­ბის ნა­წი­ლი სა­საფ­ლა­ოს და­ეთ­მო. 1898 წელს, რო­დე­საც ქა­ლა­ქურ­მა გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბამ ვე­რის უბ­ნის დიდი ნა­წი­ლი მო­იც­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ეგ­ზარ­ქო­სის თან­ხმო­ბით ქა­ლა­ქის მთავ­რო­ბამ სა­საფ­ლაო გა­ა­უქ­მა და ბა­ღის მო­წყო­ბა და­ი­წყო. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში ბაღს სერ­გეი კი­რო­ვის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭა და 1933 წელს და­ი­წყო მისი კე­თილ­მო­წყო­ბა აგ­რო­ნომ-დე­კო­რა­ტორ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის პრო­ექ­ტით. საბ­ჭო­თა წლე­ბის და­სას­რულ­თან ერ­თად ამ ად­გილს ვე­რის ბა­ღის სა­ხე­ლი და­უბ­რუნ­და.

ალექ­სან­დრეს ბაღი

დღეს ამ ბა­ღის ზედა ტე­რა­სა 9 აპ­რი­ლის, ხოლო ქვე­და - გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის სა­ხელს ატა­რებს, თუმ­ცა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში მა­ინც ძვე­ლე­ბუ­რად ალექ­სან­დრეს, ან ალექ­სან­დრო­ვის ბა­ღად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ეს სა­ხე­ლი რუსი იმ­პე­რა­ტო­რის ალე­ქასნდრეს პა­ტივ­სა­ცე­მად და­ერ­ქვა. ალექ­სან­დრეს ბაღი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქა­ლა­ქის პირ­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დას­ვე­ნე­ბის პარ­კია, რო­მელ­საც სა­ფუძ­ვე­ლი 1859 წელს ჩა­ე­ყა­რა. გერ­მა­ნელ არ­ქი­ტექ­ტორ ოტო სი­მონ­სონს და­ე­ვა­ლა პარ­კის პრო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა, რო­მე­ლიც ორ ტე­რა­სა­ზე უნდა გა­შე­ნე­ბუ­ლი­ყო. 1865 წელს პარ­კი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­იხ­სნა და რო­გორც ამ­ბო­ბენ, დღე­ვან­დე­ლი რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი­დან მტკვრის პი­რამ­დე ტე­რი­ტო­რი­ას მო­ი­ცავ­და. მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში ბაღი ორად გაყო გზამ, რო­მე­ლიც ახ­ლაც არის და თა­ბუ­კაშ­ვი­ლის ქუ­ჩის სა­ხელს ატა­რებს. მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში, ერთხანს, ამ გზა­ზე ტრამ­ვა­იც მოძ­რა­ობ­და.

ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი

თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კი და­არ­სდა 1927 წელს თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს აღ­მას­კო­მის დად­გე­ნი­ლე­ბით. ზო­ო­პარ­კის მო­სა­წყო­ბად მდ. ვე­რეს ხე­ო­ბა­ში გა­მო­ი­ყო 70-მდე (შემ­დეგ 120-მდე) ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი. 2015 წლის წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად ზო­ო­პარ­კის დიდი ნა­წი­ლი და­იტ­ბო­რა. უკვე და­წყე­ბუ­ლია ზო­ო­პარ­კის თბი­ლი­სის ზღვის მი­და­მო­ებ­ში გა­ტა­ნის პრო­ცე­სი. მის ად­გი­ლას კი რო­გორც ამ­ბო­ბენ, ცენ­ტრა­ლუ­რი პარ­კი გა­შენ­დე­ბა.

დედა ენის ბაღი

დედა ენის ბაღი გა­შე­ნე­ბუ­ლია მტკვრის მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე. უწინ, ამ ბა­ღის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მა­და­თო­ვის კუნ­ძუ­ლი მდე­ბა­რე­ობ­და, რო­მე­ლიც მტკვრის დო­ნის აწე­ვის შე­დე­გად გაქ­რა. ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბა­ღის გა­შე­ნე­ბა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ გა­და­წყდა, რო­დე­საც სა­ნა­პი­რო­ზე სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის მა­გის­ტრა­ლი გა­იყ­ვა­ნეს. დედა ენის ბაღი ცნო­ბი­ლია, რო­გორც დე­მონ­სტრან­ტე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლი. 1977 წელს ახა­ლი საბ­ჭო­თა კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ღე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს სსრ უზე­ნა­ეს­მა საბ­ჭომ შე­ი­მუ­შა­ვა კონ­სტი­ტუ­ცი­ის გეგ­მა, რო­მელ­შიც ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენად უკვე აღარ იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის მთე­ლი სე­რია მოჰ­ყვა. 1978 წლის 14 აპ­რილს დედა ენის ბაღ­ში ჩა­ტარ­და დიდი მი­ტინ­გი ენის სტა­ტუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის მო­თხოვ­ნით, რა­მაც შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო ენად დარ­ჩა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით 14 აპ­რი­ლი დედა ენის დღედ გა­მო­ცხად­და. ბოლო წლებ­ში, დედა ენის ბა­ღის გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბას შე­ე­წი­რა.

მზი­უ­რი

ამ სა­ბავ­შვო ქა­ლა­ქის გა­შე­ნე­ბის იდეა მწე­რალ ნო­დარ დუმ­ბა­ძეს ეკუთ­ვნის. მშე­ნებ­ლო­ბა მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში 1981 წელს და­იწყ­ო. "მზი­უ­რის" სიგ­რძე პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით 15 კმ იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სი და პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა აიგო. 2015 წლის 13 ივ­ნისს მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მომ­ხდა­რი წყალ­დი­დო­ბის შე­დე­გად, და­ზი­ან­და პარ­კის ქვე­და ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ მდი­ნა­რის ნა­პირ­ზე იყო გა­შე­ნე­ბუ­ლი.

ექ­სპო-ჯორ­ჯია

წე­რეთ­ლის გამ­ზირ­ზე სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრის შექ­მნის ის­ტო­რია 1958 წელს იწყე­ბა. ამ დროს ქვე­ყა­ნამ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ფე­ნო პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი აა­შე­ნა და თბი­ლი­სის 1500 წლის იუ­ბი­ლეს აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მო­ა­წყო ინ­დუსტრი­უ­ლი ნა­წარ­მის გა­მო­ფე­ნა. ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი 1961 წელს და­ი­წყო და შე­დე­გად თბი­ლი­სის ცენ­ტრში გან­თავ­სდა 11 პა­ვი­ლი­ო­ნი, სათ­ბუ­რი, აუზი და პარ­კი. საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრში საბ­ჭო­თა მიღ­წე­ვე­ბის ხაზ­გა­სას­მე­ლად, ეწყო­ბო­და ინ­დუსტრი­ი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პერ­მა­ნენ­ტუ­ლი გა­მო­ფე­ნე­ბი. წე­ლი­წად­ში ერთხელ სივ­რცე ეთ­მო­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნებს. 1994-1998 წლებ­ში მოხ­და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის პრი­ვა­ტი­ზი­რე­ბა და კომ­პა­ნია გარ­და­იქ­მნა სა­აქ­ციო სა­ზო­გა­დო­ე­ბად. ინფრას­ტრუქ­ტუ­რა გა­ნახ­ლდა და სიმწვა­ნეც მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ნარ­ჩუნ­და.

თბი­ლი­სის ზღვის პარ­კი

თბი­ლი­სის ზღვა 31 მლნ კუ­ბა­მეტ­რი წყლის ტე­ვა­დო­ბით 1951 წელს შე­იქ­მნა. წარ­სულ­ში აქ ყო­ფი­ლა ე.წ მლა­შე ტბე­ბი, სა­დაც თბი­ლი­სე­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. წყალ­სა­ცავ­ში ზემო მა­გის­ტრა­ლის არ­ხით ივ­რის წყა­ლი ჩა­ე­დი­ნე­ბა. არ­ხის ვარ­დნი­ლებ­ში მო­წყო­ბი­ლია სამი მომცრო ელექტრო­სად­გუ­რი. ზღვის მიმ­დე­ბა­რე მი­წებ­ზე, 250 ჰექ­ტარ ფარ­თობ­ზე გა­და­ჭი­მუ­ლი დენ­დრო­პარ­კი 1956 წელს შე­იქ­მნა. პარ­კის გა­შე­ნე­ბის იდეა იო­სებ ჩოდ­რიშ­ვილს ეკუთ­ვნო­და, რომ­ლის ხორ­ცშეს­ხმა­შიც ცე­კა-ს მდი­ვა­ნი ვა­სილ მჟა­ვა­ნა­ძე და­ეხ­მა­რა. თავ­და­პი­რვე­ლად პარ­კი 250 ჰექ­ტა­რი იყო, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 50 ჰექ­ტა­რი შე­უ­ერ­თეს.

რი­ყის პარ­კი

გა­იხ­სნა 2010 წლის 26 მა­ისს. მას სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის ფორ­მა აქვს და თი­თო­ე­უ­ლი რე­გი­ო­ნი ერ­თმა­ნეთს სა­ფეხ­მავ­ლო ბი­ლი­კე­ბით უკავ­შირ­დე­ბა. გვი­ან­დელ შუა სა­უ­კუ­ნე­ებ­ში რი­ყედ იწო­და მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო ზოლი, რომ­ლის ნა­წი­ლი მოგ­ვი­ა­ნე­ბით სო­ფელ­მა ჩუ­ღუ­რეთ­მა და­ი­კა­ვა. XVII სა­უ­კუ­ნე­ში რიყე სა­ას­პა­რე­ზო ად­გილს წარ­მო­ად­გენ­და. მდი­ნა­რე მტკვრის ადი­დე­ბი­სას რიყე იტ­ბო­რე­ბო­და. XIX სა­უ­კუ­ნე­ში აქ ჩამ­წრი­ვე­ბუ­ლი იყო ბა­ზა­რი, ქარ­ვას­ლა, სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყი­სი აქ ამა­ვე პრინ­ცი­პით რეს­ტორ­ნე­ბი იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლის აღე­ბის შემ­დე­გაც რი­ყის პარ­კი გა­შენ­და.

მთაწ­მინ­დის პარ­კი

მთაწ­მინ­დის პარ­კი ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ზედა სად­გუ­რის ღერძზე 1930 წელს გა­შენ­და. მისი ფარ­თი 100 ჰექ­ტარს აღე­მა­ტე­ბა და თბი­ლი­სის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი პარ­კია. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პარ­კმა იერ­სა­ხე შე­იც­ვა­ლა და ის დღემ­დე თბი­ლი­სელ­თა თავ­შეყ­რის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად რჩე­ბა.

ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი

ოთხი სა­უ­კუ­ნის წინ ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 3 ბაღი იყო გა­დაშ­ლი­ლი, სა­მი­ვე სა­მე­ფო ოჯახს ეკუთ­ვნო­და და ასეც ერ­ქვა - მე­ფის ბა­ღე­ბი. 1795 წელს აღა მაჰ­მად ხან­მა თბი­ლი­სი გა­დაწ­ვა და ხან­ძარს ბა­ღე­ბიც ემსხვერ­პლა. 1801 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კა­რის ბაღი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ვი­და და "სა­ხელ­მწი­ფო სა­ხა­ზი­ნო ბაღი ეწო­და". 1809 წლი­დან ბაღი კავ­კა­სი­ის მმარ­თვე­ლის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და მა­ნუ­ფაქ­ტუ­რის მრეწ­ვე­ლო­ბის წა­მა­ხა­ლი­სე­ბელ სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­და­ე­ცა, რო­მელ­საც საფ­თი­ა­ქო მცე­ნა­რე­ე­ბის გა­ხა­რე­ბა ჰქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი, თუმ­ცა მრა­ვა­ლი დე­კო­რა­ტი­უ­ლი და იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბის მცე­ნა­რეც და­ირ­გო. 1845 წელს ვო­რონ­ცო­ვის ბრძა­ნე­ბით ბაღს"ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი" ეწო­და. 1856 წელს მე­ფის­ნაც­ვალ­მა ბა­რი­ა­ტინ­სკიმ თბი­ლი­სის ბო­ტა­ნი­კუ­რი ბაღი ხა­ზი­ნი­სათ­ვის არა­მომ­გე­ბი­ან და­წე­სე­ბუ­ლე­ბად მი­იჩ­ნია და მო­ქა­ლა­ქე­თა და­სას­ვე­ნე­ბელ და სა­სე­ირ­ნო ბა­ღად აქ­ცია. 4 წელ­ში ბაღს კვლავ და­უბ­რუნ­და ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღის სტა­ტუ­სი. ბაღ­ში მცე­ნა­რე­თა კო­ლექ­ცი­ე­ბის გა­შე­ნე­ბას 1900 წლი­დან სა­ფუძ­ვლად და­ე­დო სრუ­ლი­ად ახა­ლი მე­თო­დი, რო­მე­ლიც დღე­საც კო­ლექ­ცი­ე­ბის გან­ლა­გე­ბის ძი­რი­თად პრინ­ცი­პა­დაა მიჩ­ნე­უ­ლი ბო­ტა­ნი­კურ ბა­ღებ­ში. ბა­ღის ფარ­თო­ბი გარ­კვე­უ­ლი ხნის წინ 128 000 ჰექ­ტა­რი იყო, დღეს გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია.

მუშ­ტა­ი­დის ბაღი

ბაღი გა­ა­შე­ნა 1830-იან წლებ­ში ირა­ნი­დან გა­მოქ­ცე­ულ­მა მირ ფეთე აღა სეიდ თავ­რი­ზიმ, რო­მე­ლიც ირა­ნის აზერ­ბა­ი­ჯან­ში ში­ი­ტე­ბის რე­ლი­გი­უ­რი ლი­დე­რი - მუჯ­თა­ჰი­დი იყო. რუ­სე­თის მთავ­რო­ბამ მას თბი­ლის­ში ად­გი­ლი გა­მო­უ­ყო, სა­დაც ეს პი­როვ­ნე­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და ოჯახ­თან ერ­თად და ამა­ვე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­შე­ნა ბაღი, რო­მე­ლიც დღე­ვან­დე­ლი თბი­ლი­სის სტა­დი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­საც მო­ი­ცავ­და. მირ ფეთე აღა მუჯ­თა­ჰი­დი გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დგომ ისევ ირან­ში დაბ­რუნ­და, სახ­ლი და ბაღი კი კერ­ძო პირს მიჰ­ყი­და. მას შემ­დეგ ამ ბაღ­მა კი­დევ არა­ერ­თი მფლო­ბე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, მე-19 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს ქა­ლა­ქის მა­შინ­დელ­მა მმარ­თვე­ლო­ბამ აიღო მას­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა. კო­მუ­ნის­ტურ წლებ­ში მუშ­ტა­ი­დის ბაღი სერ­გო ორ­ჯო­ნი­კი­ძის სახ. კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის ბა­ღად იწო­დე­ბო­და. 1935 წელს ბაღ­ში სა­ბავ­შვო რკი­ნიგ­ზა ამოქ­მედ­და.

ვარ­დე­ბის ბა­ღი

ყო­ფი­ლი გორ­კის ბა­ღი, ახ­ლა უკ­ვე "ვარ­დე­ბის ბა­ღი", და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ბაღს რე­კონ­სტრუქ­ცია 2011 წელს ჩა­უ­ტარ­და. მისი ტე­რი­ტო­რია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცი­რე­ბუ­ლია.

ფო­ტო­ე­ბი: speakingstones.jumpstart.ge; თბილ­სერ­ვის ჯგუ­ფი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები
ავტორი:

როგორ შენდებოდა თბილისის სარეკრეაციო ზონები და რა დარჩა დღეს მათგან

როგორ შენდებოდა თბილისის სარეკრეაციო ზონები და რა დარჩა დღეს მათგან

უკანასკნელ წლებში, ყველა ჩვენთაგანი თვალს ადევნებს, როგორ ეწირება ერთ დროს რეკრეაციული ზონებითა და მწვანე საფარით მდიდარი თბილისი ქაოტური ურბანული განაშენიანების პროცესს.

საბჭოთა პერიოდის ფოტოებში ეს ადგილები აბსოლუტურად სხვაგვარად და სხვა ფერებში შემოსილად გამოიყურებოდა. არადა, მაშინდელი სტანდარტის მიხედვით, ქალაქში, სადაც 0.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, გამწვანების კოეფიციენტი ერთ სულ მოსახლეზე 15 კვ.მ უნდა ყოფილიყო, თუმცა მაშინაც ვერ ვაკმაყოფილებდით სტანდარტს, რადგან რეალურად ეს მაჩვენებელი 8 კვ.მ-ს შეადგენდა. გამწვანების ყველაზე მაღალი კოეფიციენტი თბილისში 1983 წელს დაფიქსირდა - 13 კვ.მ. დღეისათვის ეს მაჩვენებელი 10 ერთეულით დაბალია და 3 კვ. მეტრს შეადგენს.

დღეს გიამბობთ, როგორ შენდებოდა სხვადასხვა სარეკრეაციო ზონა თბილისში და რა დარჩა დღეს მათგან.

ვაკის პარკი

ვაკის შუაგულში პარკის მშენებლობა 1945 წელს ქუჩუ დგებუაძისა და ნელი ციციშვილის პროექტის მიხედვით დაიწყო და 226 ჰექტარ ფართობზე გაშენდა. დღეს ვაკის პარკი 19 ჰექტარს მოიცავს. პარკის ცენტრალური ღერძი ქედზე მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი დიდების მემორიალით სრულდება.

დიღმის ტყე-პარკი

დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყე-პარკი ახმეტელისა და ლუბლიანას ქუჩებს შორის მდებარეობს. ტერიტორია 1934 წელს 75 ჰექტარს შეადგენდა. აქ თბილისის საბაზისო სანერგე მეურნეობა იყო განთავსებული. დღეისათვის ამ ფართობიდან 20.5 ჰექტარია გადარჩენილი.

ვერის ბაღი

დღეს მისი ფართობი 4 ჰექტარზე ნაკლებია. უწინ ამ ტერიტორიაზე გაშენებული ბაღები, ლურჯი მონასტრიდან მდინარე ვერეს მტკვართან შესართავამდე ვრცელდებოდა. შემდეგ ბაღების ნაწილი სასაფლაოს დაეთმო. 1898 წელს, როდესაც ქალაქურმა განაშენიანებამ ვერის უბნის დიდი ნაწილი მოიცვა, საქართველოს ეგზარქოსის თანხმობით ქალაქის მთავრობამ სასაფლაო გააუქმა და ბაღის მოწყობა დაიწყო. საბჭოთა პერიოდში ბაღს სერგეი კიროვის სახელი მიენიჭა და 1933 წელს დაიწყო მისი კეთილმოწყობა აგრონომ-დეკორატორ მაჭავარიანის პროექტით. საბჭოთა წლების დასასრულთან ერთად ამ ადგილს ვერის ბაღის სახელი დაუბრუნდა.

ალექსანდრეს ბაღი

დღეს ამ ბაღის ზედა ტერასა 9 აპრილის, ხოლო ქვედა - გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს, თუმცა, საზოგადოებაში მაინც ძველებურად ალექსანდრეს, ან ალექსანდროვის ბაღად მოიხსენიებენ. ეს სახელი რუსი იმპერატორის ალექასნდრეს პატივსაცემად დაერქვა. ალექსანდრეს ბაღი ოფიციალურად ქალაქის პირველი საზოგადოებრივი დასვენების პარკია, რომელსაც საფუძველი 1859 წელს ჩაეყარა. გერმანელ არქიტექტორ ოტო სიმონსონს დაევალა პარკის პროექტის შემუშავება, რომელიც ორ ტერასაზე უნდა გაშენებულიყო. 1865 წელს პარკი ოფიციალურად გაიხსნა და როგორც ამბობენ, დღევანდელი რუსთაველის გამზირიდან მტკვრის პირამდე ტერიტორიას მოიცავდა. მე-19 საუკუნეში ბაღი ორად გაყო გზამ, რომელიც ახლაც არის და თაბუკაშვილის ქუჩის სახელს ატარებს. მე-20 საუკუნეში, ერთხანს, ამ გზაზე ტრამვაიც მოძრაობდა.

ზოოლოგიური პარკი

თბილისის ზოოლოგიური პარკი დაარსდა 1927 წელს თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით. ზოოპარკის მოსაწყობად მდ. ვერეს ხეობაში გამოიყო 70-მდე (შემდეგ 120-მდე) ჰექტარი მიწის ნაკვეთი. 2015 წლის წყალდიდობის შედეგად ზოოპარკის დიდი ნაწილი დაიტბორა. უკვე დაწყებულია ზოოპარკის თბილისის ზღვის მიდამოებში გატანის პროცესი. მის ადგილას კი როგორც ამბობენ, ცენტრალური პარკი გაშენდება.

დედა ენის ბაღი

დედა ენის ბაღი გაშენებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე. უწინ, ამ ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მადათოვის კუნძული მდებარეობდა, რომელიც მტკვრის დონის აწევის შედეგად გაქრა. ამ ტერიტორიაზე ბაღის გაშენება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადაწყდა, როდესაც სანაპიროზე სტალინის სახელობის მაგისტრალი გაიყვანეს. დედა ენის ბაღი ცნობილია, როგორც დემონსტრანტების თავშეყრის ადგილი. 1977 წელს ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ საქართველოს სსრ უზენაესმა საბჭომ შეიმუშავა კონსტიტუციის გეგმა, რომელშიც ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული. ამ ინიციატივას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა. 1978 წლის 14 აპრილს დედა ენის ბაღში ჩატარდა დიდი მიტინგი ენის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით, რამაც შედეგი გამოიღო და ქართული სახელმწიფო ენად დარჩა. მოგვიანებით 14 აპრილი დედა ენის დღედ გამოცხადდა. ბოლო წლებში, დედა ენის ბაღის გარკვეული ტერიტორია იუსტიციის სახლის მშენებლობას შეეწირა.

მზიური

ამ საბავშვო ქალაქის გაშენების იდეა მწერალ ნოდარ დუმბაძეს ეკუთვნის. მშენებლობა მდინარე ვერეს ხეობაში 1981 წელს დაიწყო. "მზიურის" სიგრძე პროექტის მიხედვით 15 კმ იყო. მოგვიანებით პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი და პოლიციის შენობა აიგო. 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დაზიანდა პარკის ქვედა ნაწილი, რომელიც უშუალოდ მდინარის ნაპირზე იყო გაშენებული.

ექსპო-ჯორჯია

წერეთლის გამზირზე საგამოფენო ცენტრის შექმნის ისტორია 1958 წელს იწყება. ამ დროს ქვეყანამ დროებითი საგამოფენო პავილიონები ააშენა და თბილისის 1500 წლის იუბილეს აღსანიშნავად მოაწყო ინდუსტრიული ნაწარმის გამოფენა. ფართომასშტაბიანი სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და შედეგად თბილისის ცენტრში განთავსდა 11 პავილიონი, სათბური, აუზი და პარკი. საბჭოთა პერიოდში საგამოფენო ცენტრში საბჭოთა მიღწევების ხაზგასასმელად, ეწყობოდა ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის პერმანენტული გამოფენები. წელიწადში ერთხელ სივრცე ეთმობოდა საერთაშორისო გამოფენებს. 1994-1998 წლებში მოხდა ორგანიზაციის პრივატიზირება და კომპანია გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ინფრასტრუქტურა განახლდა და სიმწვანეც მაქსიმალურად შენარჩუნდა.

თბილისის ზღვის პარკი

თბილისის ზღვა 31 მლნ კუბამეტრი წყლის ტევადობით 1951 წელს შეიქმნა. წარსულში აქ ყოფილა ე.წ მლაშე ტბები, სადაც თბილისელები იკრიბებოდნენ. წყალსაცავში ზემო მაგისტრალის არხით ივრის წყალი ჩაედინება. არხის ვარდნილებში მოწყობილია სამი მომცრო ელექტროსადგური. ზღვის მიმდებარე მიწებზე, 250 ჰექტარ ფართობზე გადაჭიმული დენდროპარკი 1956 წელს შეიქმნა. პარკის გაშენების იდეა იოსებ ჩოდრიშვილს ეკუთვნოდა, რომლის ხორცშესხმაშიც ცეკა-ს მდივანი ვასილ მჟავანაძე დაეხმარა. თავდაპირველად პარკი 250 ჰექტარი იყო, მოგვიანებით კი 50 ჰექტარი შეუერთეს.

რიყის პარკი

გაიხსნა 2010 წლის 26 მაისს. მას საქართველოს რუკის ფორმა აქვს და თითოეული რეგიონი ერთმანეთს საფეხმავლო ბილიკებით უკავშირდება. გვიანდელ შუა საუკუნეებში რიყედ იწოდა მტკვრის მარცხენა სანაპირო ზოლი, რომლის ნაწილი მოგვიანებით სოფელმა ჩუღურეთმა დაიკავა. XVII საუკუნეში რიყე საასპარეზო ადგილს წარმოადგენდა. მდინარე მტკვრის ადიდებისას რიყე იტბორებოდა. XIX საუკუნეში აქ ჩამწრივებული იყო ბაზარი, ქარვასლა, სახელოსნოები. 2000-იანი წლების დასაწყისი აქ ამავე პრინციპით რესტორნები იყო განთავსებული, რომლის აღების შემდეგაც რიყის პარკი გაშენდა.

მთაწმინდის პარკი

მთაწმინდის პარკი ფუნიკულიორის ზედა სადგურის ღერძზე 1930 წელს გაშენდა. მისი ფართი 100 ჰექტარს აღემატება და თბილისის ყველაზე მაღალი პარკია. დროთა განმავლობაში პარკმა იერსახე შეიცვალა და ის დღემდე თბილისელთა თავშეყრის საყვარელ ადგილად რჩება.

ბოტანიკური ბაღი

ოთხი საუკუნის წინ ამ ტერიტორიაზე 3 ბაღი იყო გადაშლილი, სამივე სამეფო ოჯახს ეკუთვნოდა და ასეც ერქვა - მეფის ბაღები. 1795 წელს აღა მაჰმად ხანმა თბილისი გადაწვა და ხანძარს ბაღებიც ემსხვერპლა. 1801 წლიდან საქართველოს სამეფო კარის ბაღი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა და "სახელმწიფო სახაზინო ბაღი ეწოდა". 1809 წლიდან ბაღი კავკასიის მმართველის განკარგულებით, ამიერკავკასიის სოფლის მეურნეობისა და მანუფაქტურის მრეწველობის წამახალისებელ საზოგადოებას გადაეცა, რომელსაც საფთიაქო მცენარეების გახარება ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა მრავალი დეკორატიული და იშვიათი სახეობის მცენარეც დაირგო. 1845 წელს ვორონცოვის ბრძანებით ბაღს"ბოტანიკური ბაღი" ეწოდა. 1856 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ თბილისის ბოტანიკური ბაღი ხაზინისათვის არამომგებიან დაწესებულებად მიიჩნია და მოქალაქეთა დასასვენებელ და სასეირნო ბაღად აქცია. 4 წელში ბაღს კვლავ დაუბრუნდა ბოტანიკური ბაღის სტატუსი. ბაღში მცენარეთა კოლექციების გაშენებას 1900 წლიდან საფუძვლად დაედო სრულიად ახალი მეთოდი, რომელიც დღესაც კოლექციების განლაგების ძირითად პრინციპადაა მიჩნეული ბოტანიკურ ბაღებში. ბაღის ფართობი გარკვეული ხნის წინ 128 000 ჰექტარი იყო, დღეს გაცილებით ნაკლებია.

მუშტაიდის ბაღი

ბაღი გააშენა 1830-იან წლებში ირანიდან გამოქცეულმა მირ ფეთე აღა სეიდ თავრიზიმ, რომელიც ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. რუსეთის მთავრობამ მას თბილისში ადგილი გამოუყო, სადაც ეს პიროვნება წლების განმავლობაში ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და ამავე ტერიტორიაზე გააშენა ბაღი, რომელიც დღევანდელი თბილისის სტადიონის ტერიტორიასაც მოიცავდა. მირ ფეთე აღა მუჯთაჰიდი გარკვეული დროის შემდგომ ისევ ირანში დაბრუნდა, სახლი და ბაღი კი კერძო პირს მიჰყიდა. მას შემდეგ ამ ბაღმა კიდევ არაერთი მფლობელი გამოიცვალა, მე-19 საუკუნის მიწურულს ქალაქის მაშინდელმა მმართველობამ აიღო მასზე მზრუნველობა. კომუნისტურ წლებში მუშტაიდის ბაღი სერგო ორჯონიკიძის სახ. კულტურისა და დასვენების ბაღად იწოდებოდა. 1935 წელს ბაღში საბავშვო რკინიგზა ამოქმედდა.

ვარდების ბაღი

ყოფილი გორკის ბაღი, ახლა უკვე "ვარდების ბაღი", დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარეობს. ბაღს რეკონსტრუქცია 2011 წელს ჩაუტარდა. მისი ტერიტორია მნიშვნელოვნად შემცირებულია.

ფოტოები: speakingstones.jumpstart.ge; თბილსერვის ჯგუფი

"ე.წ. "კომენდანტის საათის" შემსუბუქებასა ან გაუქმებაზე მსჯელობა არ მიდის, ამას ბოლოს მოვიტოვებთ" - ნათია თურნავა

კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა და 11 გარდაცვლილი - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება ბოლო 24 საათში?

ინვესტორი ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას იწყებს - მერიაში ამბობენ, რომ ნებართვა გაცემული არ არის