პოლიტიკა
სამართალი

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა" - თეა დარჩია შვილებსა და ოჯახზე
"ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა" - თეა დარჩია შვილებსა და ოჯახზე

ენერ­გი­უ­ლი, ქა­რიზ­მა­ტუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე თეა დარ­ჩია ოთხი შვი­ლის დე­დაა. მას შვი­ლებ­თან ძა­ლი­ან ახლო, მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და მის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია დე­დაშ­ვი­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში თუნ­დაც იო­ტი­სო­დე­ნა დის­ტან­ცია.

- შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ ის გან­ცდა, როცა პირ­ვე­ლი შვი­ლი შე­გე­ძი­ნათ და პირ­ვე­ლად აიყ­ვა­ნეთ ხელ­ში? რა იგ­რძე­ნით მა­შინ და რო­გორ შე­იც­ვა­ლა თქვე­ნი გან­ცდე­ბი მე­ო­რე, მე­სა­მე, მე­ო­თხე ჯერ­ზე?

- როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრმ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

პირ­ველ შვილ­ზე, რო­გორც გი­თხა­რით, 19 წლის ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ზე მკა­ფი­ოდ რაც ვიგ­რძე­ნი, იყო ის, რომ ღმერ­თი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს და რომ ღვთის წყა­ლო­ბის გა­რე­შე ამ­ხე­ლა სირ­თუ­ლეს ვერ გა­დავ­ლა­ხავ­დი. როცა ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს ქმნი­ლე­ბას, რო­გორ გი­თხრათ... შოკ­ში ვი­ყა­ვი! ოთხი­ვე შვი­ლის გა­ჩე­ნი­სას ერთი და იგი­ვე გან­ცდა მე­უფ­ლე­ბო­და, დეჟა­ვუ მე­მარ­თე­ბო­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი უფრო და უფრო მკა­ფიო ხდე­ბო­და.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ შვი­ლებ­თან, მე­გობ­რუ­ლი და უშუ­ა­ლო თუ თბი­ლი, მაგ­რამ დის­ტან­ცი­უ­რი?

- მე­გობ­რუ­ლი, უშუ­ა­ლო, თბი­ლი და ძა­ლი­ან ახლო! არა­ვინ არ თქვას, რომ დედა შვი­ლის მე­გო­ბა­რი არ უნდა იყოს! თუ მე­გო­ბა­რი არ იქ­ნე­ბი, მო­გა­ტყუ­ებს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­გა­ტყუ­ებს ადრე თუ გვი­ან... თუ დე­და­სა და შვილს შო­რის არის უფსკრუ­ლი, თუნ­დაც მი­ნი­მა­ლუ­რი, იო­ტი­სო­დე­ნა, ოდეს­ღაც აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის შვი­ლი ტყუ­ილს. ჩემს შვი­ლებ­თან ვარ აბ­სო­ლუ­ტუ­რად მათი ტოლი და სწო­რი - 4 წლის ბავ­შვთან 4 წლის ვარ, 27 წლის მა­რი­ამ­თან - ოც­დაშ­ვი­დის და 15 წლის მი­რი­ან­თან 15 წლის ვარ!

ყვე­ლა თე­მა­ზე უნდა მე­ლა­პა­რა­კონ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა თე­მა­ზე. არ უნდა არ­სე­ბობ­დეს თემა, რო­მელ­ზეც ბავ­შვი არ და­მე­ლა­პა­რა­კე­ბა. თემა შვილ­თან ტა­ბუ­და­დე­ბუ­ლი თუ გექ­ნე­ბა, ჩათ­ვა­ლე, რომ შვი­ლი გა­გექ­ცე­ვა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერ­ზე უნდა შე­ეძ­ლოთ ჩემ­თან ლა­პა­რა­კი. მირ­ჩევ­ნია, ბავ­შვმა ისე­თი რა­ღაც მი­თხრას, გული გა­მის­კდეს და არ შე­ვიმ­ჩნიო, ვიდ­რე ვინ­მე თა­ვის ტოლს, პა­ტა­რას, გა­მო­უც­დელ­სა და შტერს უთხრას და მისი რჩე­ვა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა" - თეა დარჩია შვილებსა და ოჯახზე

"ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა" - თეა დარჩია შვილებსა და ოჯახზე

ენერგიული, ქარიზმატული მოცეკვავე თეა დარჩია ოთხი შვილის დედაა. მას შვილებთან ძალიან ახლო, მეგობრული ურთიერთობა აქვს და მისთვის მიუღებელია დედაშვილურ ურთიერთობაში თუნდაც იოტისოდენა დისტანცია.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ის განცდა, როცა პირველი შვილი შეგეძინათ და პირველად აიყვანეთ ხელში? რა იგრძენით მაშინ და როგორ შეიცვალა თქვენი განცდები მეორე, მესამე, მეოთხე ჯერზე?

- როცა პირველად მომიყვანეს პირველი შვილი, 1990 წელი იყო. ვიყავი შოკში და მივხვდი, რომ ამას ვერ ვიზამდი ღმერთის დახმარების გარეშე. იცით, რას მივხვდი 19 წლის ასაკში? ღმერთის დახმარების გარეშე, უბრალოდ, გამორიცხულია, რომ ამხელა რაღაც შეძლო. ასევე, იმ მომენტში გავიაზრე, რა მაგრად ვყვარებივარ დედაჩემს. მეორე შვილი გაჩნდა 10 წლის შემდეგ, მაგრამ ზუსტად იგივე შეგრძნება განმეორდა, დავბრუნდი ათი წლით უკან და ზუსტად იგივე განცდა განმეორდა. მესამეზეც - იგივე და მეოთხეზეც - იგივე, მაგრმ უფრო და უფრო ძლიერი, იმიტომ, რომ ასაკის მატებასთან ერთად უკეთ იაზრებ, რამხელა ბედნიერებაა დედობა.

პირველ შვილზე, როგორც გითხარით, 19 წლის ვიყავი და ყველაზე მკაფიოდ რაც ვიგრძენი, იყო ის, რომ ღმერთი ნამდვილად არსებობს და რომ ღვთის წყალობის გარეშე ამხელა სირთულეს ვერ გადავლახავდი. როცა ვუყურებდი ჩემს ქმნილებას, როგორ გითხრათ... შოკში ვიყავი! ოთხივე შვილის გაჩენისას ერთი და იგივე განცდა მეუფლებოდა, დეჟავუ მემართებოდა, მაგრამ ყველაფერი უფრო და უფრო მკაფიო ხდებოდა.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ შვილებთან, მეგობრული და უშუალო თუ თბილი, მაგრამ დისტანციური?

- მეგობრული, უშუალო, თბილი და ძალიან ახლო! არავინ არ თქვას, რომ დედა შვილის მეგობარი არ უნდა იყოს! თუ მეგობარი არ იქნები, მოგატყუებს, აუცილებლად მოგატყუებს ადრე თუ გვიან... თუ დედასა და შვილს შორის არის უფსკრული, თუნდაც მინიმალური, იოტისოდენა, ოდესღაც აუცილებლად იტყვის შვილი ტყუილს. ჩემს შვილებთან ვარ აბსოლუტურად მათი ტოლი და სწორი - 4 წლის ბავშვთან 4 წლის ვარ, 27 წლის მარიამთან - ოცდაშვიდის და 15 წლის მირიანთან 15 წლის ვარ!

ყველა თემაზე უნდა მელაპარაკონ, აბსოლუტურად ყველა თემაზე. არ უნდა არსებობდეს თემა, რომელზეც ბავშვი არ დამელაპარაკება. თემა შვილთან ტაბუდადებული თუ გექნება, ჩათვალე, რომ შვილი გაგექცევა. აბსოლუტურად ყველაფერზე უნდა შეეძლოთ ჩემთან ლაპარაკი. მირჩევნია, ბავშვმა ისეთი რაღაც მითხრას, გული გამისკდეს და არ შევიმჩნიო, ვიდრე ვინმე თავის ტოლს, პატარას, გამოუცდელსა და შტერს უთხრას და მისი რჩევა გაითვალისწინოს განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი