პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!" - დეკანოზი თამაზ ლომიძე
"შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში მი­უნ­ხე­ნის ქარ­თულ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ეკ­ლე­სი­ა­ში მოღ­ვა­წებს, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე თემ­ქა­ზე მომ­ხდარ სას­ტიკ მკვლე­ლო­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა:

"ქალი არ არის კა­ცის სა­კუთ­რე­ბა.

ამ მარ­თლა ავად­მყო­ფე­ბის, ამ ქა­ლე­ბის მკვლე­ლი თუ მცე­მე­ლი "შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის" მთა­ვა­რი უბე­დუ­რე­ბაა მათი ავად­მყო­ფუ­რი მე­სა­კუთ­რე­ო­ბის და უპი­რა­ტე­სო­ბის გან­ცდა ზო­გა­დად ქა­ლის მი­მართ.

შე­იგ­ნეთ და და­ი­მახ­სოვ­რეთ: ქალი არ არის კა­ცის სა­კუთ­რე­ბა! არც დედა, არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, არც ცოლი და არც შენი სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლი არაა შენი, რო­გორც კა­ცის სა­კუთ­რე­ბა.

დედა გივ­ლის მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მან ისურ­ვა შენი გა­ჩე­ნა და მას უნ­დო­და, რომ ჰყვა­რე­ბო­დი. ცოლი შენ­თან ცხოვ­რობს არა იმი­ტომ რომ შენ ხარ ასე­თი კარ­გი, არა­მედ იმი­ტომ, რომ მან შე­გიყ­ვა­რა ასე­თი და მან ისურ­ვა შენ­თან ყოფ­ნა.

შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა შენ­თან დარ­ჩე­ბა არა იმი­ტომ, რომ შენ გნე­ბავს ასე, არა­მედ იმი­ტომ, რომ მან ისურ­ვა ჰყვა­რე­ბო­დი და მან გა­და­წყვი­ტა შენ­თან დარ­ჩე­ნა.

სა­კუ­თარ ქა­ლიშ­ვილ­საც ეყ­ვა­რე­ბი არა იმი­ტომ, რომ შენ გა­ა­ჩი­ნე და გა­ზარ­დე, არა­მედ იმი­ტომ რომ, მან, რო­გორც პი­როვ­ნე­ბამ, ისურ­ვა, ჰყვა­რე­ბო­დი.

სა­ნამ ასე არ აღ­ზრდის და ამას არ ჩა­უ­ნერ­გავს ქარ­თვე­ლი დედა თა­ვის ვაჟს, მუ­დამ ასე ჭირ­ვე­უ­ლი იდი­ო­ტი­ვით ეგო­ნე­ბა ზო­გი­ერთს, რომ ქალი მისი სა­კუთ­რე­ბაა და სა­სიკ­ვდი­ლო­დაც გა­ი­მე­ტებს სიყ­ვა­რულ­ზე უა­რის შემ­თხვე­ვა­ში.

ისე, ქალი რომ შენს ყუ­რა­დღე­ბას და სიყ­ვა­რულს უარ­ყოფს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამან გა­გაბ­რა­ზოს თუ მარ­თლა კაცი ხარ?!" - წერს დე­კა­ნო­ზი თა­მაზ ლო­მი­ძე.

22 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, თემ­ქის და­სახ­ლე­ბა­ში 21 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის ცხე­და­რი იპო­ვეს. გო­გო­ნას 7 ჭრი­ლო­ბა აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 21 წლის ლადო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვა. და­კა­ვე­ბუ­ლი მოკ­ლუ­ლის ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის ნი­ა­დაგ­ზე ჩა­ი­დი­ნა.

"შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

"შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება!" - დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში მოღვაწებს, "ფეისბუქის" პირად გვერდზე თემქაზე მომხდარ სასტიკ მკვლელობას ეხმაურება:

"ქალი არ არის კაცის საკუთრება.

ამ მართლა ავადმყოფების, ამ ქალების მკვლელი თუ მცემელი "შეყვარებულების" მთავარი უბედურებაა მათი ავადმყოფური მესაკუთრეობის და უპირატესობის განცდა ზოგადად ქალის მიმართ.

შეიგნეთ და დაიმახსოვრეთ: ქალი არ არის კაცის საკუთრება! არც დედა, არც შეყვარებული, არც ცოლი და არც შენი საკუთარი ქალიშვილი არაა შენი, როგორც კაცის საკუთრება.

დედა გივლის მხოლოდ იმიტომ, რომ მან ისურვა შენი გაჩენა და მას უნდოდა, რომ ჰყვარებოდი. ცოლი შენთან ცხოვრობს არა იმიტომ რომ შენ ხარ ასეთი კარგი, არამედ იმიტომ, რომ მან შეგიყვარა ასეთი და მან ისურვა შენთან ყოფნა.

შეყვარებული გოგონა შენთან დარჩება არა იმიტომ, რომ შენ გნებავს ასე, არამედ იმიტომ, რომ მან ისურვა ჰყვარებოდი და მან გადაწყვიტა შენთან დარჩენა.

საკუთარ ქალიშვილსაც ეყვარები არა იმიტომ, რომ შენ გააჩინე და გაზარდე, არამედ იმიტომ რომ, მან, როგორც პიროვნებამ, ისურვა, ჰყვარებოდი.

სანამ ასე არ აღზრდის და ამას არ ჩაუნერგავს ქართველი დედა თავის ვაჟს, მუდამ ასე ჭირვეული იდიოტივით ეგონება ზოგიერთს, რომ ქალი მისი საკუთრებაა და სასიკვდილოდაც გაიმეტებს სიყვარულზე უარის შემთხვევაში.

ისე, ქალი რომ შენს ყურადღებას და სიყვარულს უარყოფს, როგორ შეიძლება ამან გაგაბრაზოს თუ მართლა კაცი ხარ?!" - წერს დეკანოზი თამაზ ლომიძე.

22 თებერვალს, თბილისში, თემქის დასახლებაში 21 წლის ანა ნაცვლიშვილის ცხედარი იპოვეს. გოგონას 7 ჭრილობა აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობაში ბრალდებული 21 წლის ლადო გრიგალაშვილი დააკავა. დაკავებული მოკლულის ყოფილი შეყვარებულია და არსებული ინფორმაციით, მან  მკვლელობა შურისძიების ნიადაგზე ჩაიდინა.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს