მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანადის პრემიერს მსოფლიო დასცინის
კანადის პრემიერს მსოფლიო დასცინის

კა­ნა­დის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა მსოფ­ლიო მე­დია კი­დევ ერთხელ აა­ლა­პა­რა­კა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მი­სით მო­ხიბ­ლულ­ნი და აღ­ტა­ცე­ბულ­ნი არ არი­ან, პი­რი­ქით - ტრუ­დოს მთე­ლი მსოფ­ლიო დას­ცი­ნის. საქ­მე ეხე­ბა პრე­მი­ე­რის ოფი­ცი­ა­ლურ ვი­ზიტს ინ­დო­ეთ­ში, რო­მელ­საც და­სავ­ლურ­მა მე­დი­ამ "აბ­სო­ლუ­ტუ­რი ფი­ას­კო" უწო­და. ტრუ­დო ინ­დო­ეთს ერ­თკვი­რი­ა­ნი ვი­ზი­ტით, ოჯახ­თან ერ­თად ეს­ტუმ­რა.

ინ­დო­ე­თის პრე­მი­ერ­თან ნა­რენ­დრა მო­დის­თან შეხ­ვედ­რამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ტრუ­დომ ვახ­შამ­ზე მი­იწ­ვია სიკ­ჰი ექ­სტრე­მის­ტი ჯას­პალ ატ­ვა­ლი, რო­მე­ლიც 1986 წელს ინ­დო­ე­ლი მი­ნის­ტრის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი და ამას­თან, წარ­სულ­ში ტე­რო­რის­ტულ ჯგუფ­თან იყო აფი­ლი­რე­ბუ­ლი. პრე­მი­ერ­მა ეს საკ­მა­ოდ გვი­ან გა­არ­კვია და "სამ­წუ­ხა­რო" უწო­და ფაქტს, თუმ­ცა უკვე გვი­ა­ნი იყო - ოფი­ცი­ა­ლურ მი­ღე­ბამ­დე ატ­ვალ­მა ტრუ­დოს მე­უღ­ლეს­თან, სო­ფი­ას­თან მო­ას­წრო ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წი­ნა­შე პო­ზი­რე­ბა.

ამას­თან, ერ­თკვი­რი­ა­ნი ვი­ზი­ტის დროს, მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცია კა­ნა­დის პრე­მი­ე­რის ჩაც­მუ­ლო­ბა­მაც. ტრუ­დომ აქაც გა­და­ამ­ლა­შა - ოფი­ცი­ა­ლურ შეხ­ვედ­რებ­ზე ის ტრა­დი­ცი­ულ ინ­დურ სა­მოს­ში, კურ­ტა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი ცხად­დე­ბო­და. ინ­დო­ელ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა სტუმ­რად მყო­ფი პრე­მი­ე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ობ­საც კი შე­ა­და­რეს. "ინ­დო­ეთ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ასე არა­ვის აც­ვია ბა­ტო­ნო, ბო­ლი­ვუდ­შიც კი" - წერ­დნენ "ტვი­ტერ­ზე".

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cnn.com-ის და smh.com.au-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

კანადის პრემიერს მსოფლიო დასცინის

კანადის პრემიერს მსოფლიო დასცინის

კანადის პრემიერ-მინისტრმა მსოფლიო მედია კიდევ ერთხელ აალაპარაკა, თუმცა ამჯერად მისით მოხიბლულნი და აღტაცებულნი არ არიან, პირიქით - ტრუდოს მთელი მსოფლიო დასცინის. საქმე ეხება პრემიერის ოფიციალურ ვიზიტს ინდოეთში, რომელსაც დასავლურმა მედიამ "აბსოლუტური ფიასკო" უწოდა. ტრუდო ინდოეთს ერთკვირიანი ვიზიტით, ოჯახთან ერთად ესტუმრა.

ინდოეთის პრემიერთან ნარენდრა მოდისთან შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, ტრუდომ ვახშამზე მიიწვია სიკჰი ექსტრემისტი ჯასპალ ატვალი, რომელიც 1986 წელს ინდოელი მინისტრის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული და ამასთან, წარსულში ტერორისტულ ჯგუფთან იყო აფილირებული. პრემიერმა ეს საკმაოდ გვიან გაარკვია და "სამწუხარო" უწოდა ფაქტს, თუმცა უკვე გვიანი იყო - ოფიციალურ მიღებამდე ატვალმა ტრუდოს მეუღლესთან, სოფიასთან მოასწრო ფოტოგრაფების წინაშე პოზირება.

ამასთან, ერთკვირიანი ვიზიტის დროს, მედიის ყურადღება მიიქცია კანადის პრემიერის ჩაცმულობამაც. ტრუდომ აქაც გადაამლაშა - ოფიციალურ შეხვედრებზე ის ტრადიციულ ინდურ სამოსში, კურტაში გამოწყობილი ცხადდებოდა. ინდოელმა ჟურნალისტებმა სტუმრად მყოფი პრემიერი სოციალურ ქსელში ბოლივუდის მსახიობსაც კი შეადარეს. "ინდოეთში ყოველდღიურად ასე არავის აცვია ბატონო, ბოლივუდშიც კი" - წერდნენ "ტვიტერზე".

მომზადებულია cnn.com-ის და smh.com.au-ს მიხედვით

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე