პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედე: სვანური ბალადა" - ქართული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებზე 10 პრესტიჟული პრიზი მიიღო
"დედე: სვანური ბალადა" - ქართული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებზე 10 პრესტიჟული პრიზი მიიღო

მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მის "დედე" პრე­მი­ე­რა დიდ ეკ­რან­ზე შედ­გა, ფილ­მის, რო­მელ­მაც აზი­ურ ოს­კარ­ზე UNESCO-ს კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის პრი­ზი და­იმ­სა­ხუ­რა. ამას­თან, 20-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 პრეს­ტი­ჟუ­ლი პრი­ზით დაბ­რუნ­და!

"დედე: სვა­ნუ­რი ბა­ლა­და" - ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის, მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. რე­ჟი­სორ­მა კი­ნო­კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო."დედე" ეროვ­ნუ­ლი კი­ნო­ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რით შე­იქ­მნა. ფილ­მი სვან გო­გო­ნა­ზე მოგ­ვი­თხრობს, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­ნიშ­ნეს. ის მო­მა­ვა­ლი ქორ­წი­ნე­ბის ჩაშ­ლას თა­ვად ცდი­ლობს. ფილ­მის გა­და­ღე­ბე­ბი სვა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, მთა­ვარ რო­ლებს ნა­თია ვიბ­ლი­ა­ნი, გი­ორ­გი ბაბ­ლუ­ა­ნი, ნუკ­რი ხაჭ­ვა­ნი და გირ­შელ ჭე­ლი­ძე ას­რუ­ლე­ბენ.

"დედე" 4 ქვეყ­ნის კოპ­რო­დუქ­ცი­აა - სა­ქარ­თვე­ლო, ირ­ლან­დია, ყა­ტა­რი, ჰო­ლან­დია. ფილ­მის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი სვა­ნურ ენა­ზეა და ყვე­ლა მსა­ხი­ო­ბი სვა­ნია, უშ­გუ­ლის მკვიდ­რი.

მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი უშ­გულ­შია და­ბა­დე­ბუ­ლი, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­ლე­კი­ნო­რე­ჟი­სუ­რის ფა­კულ­ტე­ტი."სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა ჩემ­მა ლექ­ტორ­მა, მიხო ბო­რაშ­ვილ­მა მი­თხრა, ფშა­ვებს ვაჟა ჰყავ­დათ და სვა­ნე­თის მთებ­ში ერთი ისე­თი რო­გორ არ და­ი­ბა­და, იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბა გვაჩ­ვე­ნო­სო," - ეს სი­ტყვე­ბი სულ თავ­ში მიტ­რი­ა­ლებ­და და სვა­ნეთ­ზე ფილ­მის შექ­მნის იდე­ის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როც ეს სი­ტყვე­ბი გახ­და. ფილ­მი სვა­ნი გო­გო­ნას სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულ­სა და მკაცრ ტრა­დი­ცი­ებს შო­რის ჭი­დილს გვაჩ­ვე­ნებს. არის მძი­მე ეპი­ზო­დე­ბი, მაგ­რამ ის სი­ნამ­დვი­ლეა. ამ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნილ­მა ფილმმა მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­ი­პო­ვა", - ამ­ბობს მა­რი­ა­მი და გა­ნაგ­რძობს, - "ფილ­მის ენა სვა­ნუ­რია, რად­გა­ნაც ჩვე­ნი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი სვა­ნუ­რი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო. ამ ენა­ზე მო­სა­უბ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი­დღე კლე­ბუ­ლობს. მისი გაქ­რო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბაც არის, ვი­ნა­ი­დან ახა­ლი თა­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მას თა­ვი­სუფ­ლად უკვე ვე­ღარ ფლობს. მინ­და, მო­მა­ვალ თა­ო­ბას ის­ტო­რია შე­მორ­ჩეს, რად­გან გავა დრო, ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა, ფილ­მის კად­რე­ბი კი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ად დარ­ჩე­ბა," - გვე­უბ­ნე­ბა რე­ჟი­სო­რი.

მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი:- ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რია არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჩვენ­თვის. ფილ­მი ალ­ბათ ყვე­ლას არ მო­ე­წო­ნე­ბა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ იმა­ში, რომ უმე­ტე­სო­ბა მა­ინც და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სებს.

- გა­და­ღე­ბე­ბი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­დი­ო­და. ოთხი­ვე სე­ზო­ნი შე­ძე­ლით, რომ გა­და­გე­ღოთ, ასე რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- ჯერ ერთი, გვინ­დო­და, უშ­გუ­ლის ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბა გა­დაგ­ვე­ღო, რო­მე­ლიც წე­ლი­წა­დის ნე­ბის­მი­ერ დროს ულა­მა­ზე­სია და ეს მა­ყუ­რე­ბელს კი­დევ ერთხელ შე­ეგ­რძნო და ასე­ვე იქა­უ­რო­ბის სი­ნამ­დვი­ლე. მას ემა­ტე­ბა სხვა­ნუ­რი ენა, რაც თე­მას აუ­თენ­ტუ­რო­ბას მა­ტებს.

- ფილმში გი­ორ­გი ბაბ­ლუ­ა­ნის გარ­და არც ერთი მსა­ხი­ო­ბი არ მო­ნა­წი­ლე­ობს. რა­ტომ შექ­მე­ნით გუნ­დი არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­გან?

- უშ­გულ­ში ამ­დე­ნი მსა­ხი­ო­ბის წაყ­ვა­ნა ალ­ბათ გაგ­ვი­ჭირ­დე­ბო­და, მე­ო­რე ის იყო, რომ ესე­ნი ნამ­დვი­ლე­ბი არი­ან.

- ამ ხალ­ხის ამ ფილმზე და­თან­ხე­ბა მარ­ტი­ვად მოხ­და?

- კი, თუმ­ცა ცოტა გა­უ­გებ­რო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ - გა­და­ღე­ბა­ზე ერთ დღეს მო­დი­ოდ­ნენ, მე­ო­რე დღეს არა. რთულ პი­რო­ბებ­ში გვი­წევ­და, მუ­შა­ო­ბა და ცოტა ეზა­რე­ბო­დათ დი­ლი­დან სა­ღა­მომ­დე ლო­დი­ნი, მოც­და, სი­ა­რუ­ლი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ხვეწ­ნა გვი­წევ­და, რომ მო­სუ­ლიყ­ვნენ და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად თა­მა­შობ­დნენ როლს.

- თქვენ­თვის სცე­ნარ­ში მომ­ხიბ­ვლე­ლი და მიმ­ზიდ­ვე­ლი რა იყო?

- ჩემ­თვის პირ­ვე­ლი ემო­ცია იყო თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა. არ­ჩე­ვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს, სა­დაც არა­ვინ იბ­რძვის ამის­თვის, გან­წი­რუ­ლია ის სა­ზო­გა­დო­ე­ბა. არა­და, ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეს პრობ­ლე­მა დგას.

- დღე­ავ­ნდე­ლი სვა­ნე­თი ინარ­ჩუ­ნებს იმ ძველ ტრა­დი­ცი­ას, რა­საც ფილ­მი მი­უ­ძღვე­ნით?

- გა­ცი­ლე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლია, ხში­რად არ ხდე­ბა ასე­თი ძვე­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის დაც­ვა, მაგ­რამ როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა (მე­ზობ­ლე­ბი, ნა­თე­სა­ვე­ბი) არ რე­ა­გი­რებს... რო­გორც ჩანს, უცხო­ეთ­შიც არის მსგავ­სი პრობ­ლე­მა რიგ ად­გი­ლებ­ში - მა­გა­ლი­თად, ჩემ­თან მო­დი­ოდ­ნენ ფრან­გე­ბი, ეს­პა­ნე­ლე­ბი, გერ­მა­ნე­ლე­ბი, მა­ლა­ი­ზი­ე­ლე­ბი, თურ­ქე­ბი და მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პრობ­ლე­მას იც­ნობ­დნენ და მათ­თვის ახ­ლო­ბე­ლი იყო. კარ­გია, როცა და­მა­ტე­ბი­თი ახ­სნა არ გჭირ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რისი თქმა გინ­დო­და და შენი ეს­მით!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება
ავტორი:

"დედე: სვანური ბალადა" - ქართული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებზე 10 პრესტიჟული პრიზი მიიღო

"დედე: სვანური ბალადა" - ქართული ფილმი, რომელმაც საერთაშორისო ფესტივალებზე 10 პრესტიჟული პრიზი მიიღო

 

მარიამ ხაჭვანის პირველი ქართული ფილმის "დედე" პრემიერა დიდ ეკრანზე შედგა, ფილმის, რომელმაც აზიურ ოსკარზე UNESCO-ს კულტურული მრავალფეროვნებისთვის პრიზი დაიმსახურა. ამასთან, 20-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და საქართველოში 10 პრესტიჟული პრიზით დაბრუნდა!

"დედე: სვანური ბალადა" - ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. რეჟისორმა კინოკარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო."დედე" ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ფილმი სვან გოგონაზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარი ნების წინააღმდეგ დანიშნეს. ის მომავალი ქორწინების ჩაშლას თავად ცდილობს. ფილმის გადაღებები სვანეთში მიმდინარეობდა, მთავარ როლებს ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი, ნუკრი ხაჭვანი და გირშელ ჭელიძე ასრულებენ.

"დედე" 4 ქვეყნის კოპროდუქციაა - საქართველო, ირლანდია, ყატარი, ჰოლანდია. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა და ყველა მსახიობი სვანია, უშგულის მკვიდრი.

მარიამ ხაჭვანი უშგულშია დაბადებული, დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი."სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემმა ლექტორმა, მიხო ბორაშვილმა მითხრა, ფშავებს ვაჟა ჰყავდათ და სვანეთის მთებში ერთი ისეთი როგორ არ დაიბადა, იქაური ცხოვრება გვაჩვენოსო," - ეს სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა და სვანეთზე ფილმის შექმნის იდეის ინსპირაციის წყაროც ეს სიტყვები გახდა. ფილმი სვანი გოგონას საოცარ სიყვარულსა და მკაცრ ტრადიციებს შორის ჭიდილს გვაჩვენებს. არის მძიმე ეპიზოდები, მაგრამ ის სინამდვილეა. ამ მოტივებზე შექმნილმა ფილმმა მსოფლიო აღიარება მოიპოვა", - ამბობს მარიამი და განაგრძობს, - "ფილმის ენა სვანურია, რადგანაც ჩვენი მთავარი მიზანი სვანური ენის შენარჩუნება იყო. ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს. მისი გაქრობის საშიშროებაც არის, ვინაიდან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს. მინდა, მომავალ თაობას ისტორია შემორჩეს, რადგან გავა დრო, ბევრი რამ შეიცვლება, ფილმის კადრები კი საინტერესო ისტორიად დარჩება," - გვეუბნება რეჟისორი.

მარიამ ხაჭვანი:- ქართული აუდიტორია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ფილმი ალბათ ყველას არ მოეწონება, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ უმეტესობა მაინც დადებითად შეაფასებს.

- გადაღებები ერთი წლის განმავლობაში მიდიოდა. ოთხივე სეზონი შეძელით, რომ გადაგეღოთ, ასე რატომ გადაწყვიტეთ?

- ჯერ ერთი, გვინდოდა, უშგულის ულამაზესი ბუნება გადაგვეღო, რომელიც წელიწადის ნებისმიერ დროს ულამაზესია და ეს მაყურებელს კიდევ ერთხელ შეეგრძნო და ასევე იქაურობის სინამდვილე. მას ემატება სხვანური ენა, რაც თემას აუთენტურობას მატებს. 

- ფილმში გიორგი ბაბლუანის გარდა არც ერთი მსახიობი არ მონაწილეობს. რატომ შექმენით გუნდი არაპროფესიონალებისგან?

- უშგულში ამდენი მსახიობის წაყვანა ალბათ გაგვიჭირდებოდა, მეორე ის იყო, რომ ესენი ნამდვილები არიან. 

- ამ ხალხის ამ ფილმზე დათანხება მარტივად მოხდა?

- კი, თუმცა ცოტა გაუგებრობაში აღმოჩნდნენ - გადაღებაზე ერთ დღეს მოდიოდნენ, მეორე დღეს არა. რთულ პირობებში გვიწევდა, მუშაობა და ცოტა ეზარებოდათ დილიდან საღამომდე ლოდინი, მოცდა, სიარული. ხშირ შემთხვევაში, ხვეწნა გვიწევდა, რომ მოსულიყვნენ და ჩვეულებრივად თამაშობდნენ როლს.

- თქვენთვის სცენარში მომხიბვლელი და მიმზიდველი რა იყო?

- ჩემთვის პირველი ემოცია იყო თავისუფლებისთვის ბრძოლა. არჩევანის თავისუფლება არ არსებობს, სადაც არავინ იბრძვის ამისთვის, განწირულია ის საზოგადოება. არადა, ჩვენს საზოგადოებაში ეს პრობლემა დგას. 

- დღეავნდელი სვანეთი ინარჩუნებს იმ ძველ ტრადიციას, რასაც ფილმი მიუძღვენით?

- გაცილებით თავისუფალია, ხშირად არ ხდება ასეთი ძველი ტრადიციების დაცვა, მაგრამ როცა საზოგადოება (მეზობლები, ნათესავები) არ რეაგირებს... როგორც ჩანს, უცხოეთშიც არის მსგავსი პრობლემა რიგ ადგილებში - მაგალითად, ჩემთან მოდიოდნენ ფრანგები, ესპანელები, გერმანელები, მალაიზიელები, თურქები და მეუბნებოდნენ, რომ პრობლემას იცნობდნენ და მათთვის ახლობელი იყო. კარგია, როცა დამატებითი ახსნა არ გჭირდება საზოგადოებისთვის, რისი თქმა გინდოდა და შენი ესმით!

"გავრბოდი პროექტიდან... ჩამკეტეს, რომ არ წავსულიყავი" - რას ამბობს "მასტერშეფზე" და ვის მიმართ აქვს დედობრივი მზრუნველობა დალი ჩიტალაძეს

"აუტანლად ძნელია უშენობა, რა უდარდელი იყო ჩემი ცხოვრება" - რას წერდა გია ყანჩელი გარდაცვლილ მეგობარს, რომელსაც ნაწარმოები მიუძღვნა

ნინი ბადურაშვილის დიეტა - როგორ ინარჩუნებენ დები წონას