პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს..." - თემქაზე მოკლული გოგონას ოჯახი, ეჭვიანობის გამო მკვლელობას გამორიცხავს
"ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს..." - თემქაზე მოკლული გოგონას ოჯახი, ეჭვიანობის გამო მკვლელობას გამორიცხავს

21 წლის ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მკვლე­ლო­ბა 21 წლის ბიჭ­მა შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით ჩა­ი­დი­ნა, მოკ­ლუ­ლი ანა ნაც­ვლიშ­ვი­ლის მე­ზობ­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მკვლე­ლო­ბა­ზეც, რა­საც ოჯა­ხი კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­მო­რი­ცხავს.

თემ­ქა­ზე მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას მა­მის მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვი­ლის თქმით, არა­ნა­ირ ეჭ­ვი­ა­ნო­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია:

"არა­ვი­თა­რი ღა­ლა­ტი და რა­ღა­ცა არ ყო­ფი­ლა. ყელი გა­მოჭ­რეს ჩემს გო­გოს... რა ეჭ­ვი­ა­ნო­ბა, რო­მელ ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ზე ლა­პა­რა­კობთ" - ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა ნაც­ვლიშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის ჟურ­ნა­ლისტს გა­ნუ­ცხა­და.

მოკ­ლუ­ლის და და­კა­ვე­ბუ­ლის სა­ერ­თო მე­გობ­რე­ბი წყვი­ლის შო­რის არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე სა­უბ­რო­ბენ და ამ­ბო­ბენ, რომ მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი გრი­გა­ლაშ­ვი­ლი მოკ­ლულს ხში­რად აკი­თხავ­და.

"მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და ფაქ­ტობ­რი­ვად. სულ უნ­დო­და მის გვერ­დით ყოფ­ნა, ანას სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად", - აღ­ნიშ­ნა კი­დევ ერ­თმა მე­გო­ბარ­მა.

ამას­თან, ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი და­ნა­შა­ულს იბ­რა­ლებ­დეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა ნა­ი­რა ოტი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ის და­კა­ვე­ბულს ჯერ არ შეხ­ვედ­რია და შე­სა­ბა­მი­სად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლად არ იცის, აღი­ა­რებს თუ არა ის და­ნა­შა­ულს. ოტი­აშ­ვი­ლის თქმით, ის ჯერ არც საქ­მის მა­სა­ლებს არ იც­ნობს.

"ამ ეტაპ­ზე ვე­რა­ფერს გე­ტყვით. არ მაქვს საქ­მის მა­სა­ლე­ბი ჯერ, არ მო­მის­მე­ნია თა­ვად და­კა­ვე­ბუ­ლის პო­ზი­ცია. ით­ქვა, რომ აღი­ა­რებს და­ნა­შა­ულს, თუმ­ცა მე უნდა მო­ვუს­მი­ნო მას. მარ­ტო აღი­ა­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა ბრა­ლის წარ­დგე­ნის სა­ფუძ­ვე­ლი გახ­დეს. გა­ვერ­კვე­ვი რე­ა­ლუ­რად მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა არის ამ საქ­მე­ში, თუ რა­ღა­ცას იბ­რა­ლებს და ყვე­ლა­ფე­რი ისე არ არის, რო­გორც გა­მო­ვი­და ხმე­ბი. გა­ვერ­კვე­ვი ყვე­ლა­ფერ­ში", - გა­ნა­ცხა­და ნა­ი­რა ოტი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს..." - თემქაზე მოკლული გოგონას ოჯახი, ეჭვიანობის გამო მკვლელობას გამორიცხავს

"ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს..." - თემქაზე მოკლული გოგონას ოჯახი, ეჭვიანობის გამო მკვლელობას გამორიცხავს

21 წლის ანა ნაცვლიშვილის სასტიკი მკვლელობის რეალური მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობა 21 წლის ბიჭმა შურისძიების მოტივით ჩაიდინა, მოკლული ანა ნაცვლიშვილის მეზობლები საუბრობენ ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობაზეც, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს.

თემქაზე მოკლული გოგონას მამის მამუკა ნაცვლიშვილის თქმით, არანაირ ეჭვიანობას ადგილი არ ჰქონია:

"არავითარი ღალატი და რაღაცა არ ყოფილა. ყელი გამოჭრეს ჩემს გოგოს... რა ეჭვიანობა, რომელ ეჭვიანობაზე ლაპარაკობთ" - ამის შესახებ მამუკა ნაცვლიშვილმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს განუცხადა.

მოკლულის და დაკავებულის საერთო მეგობრები წყვილის შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული გრიგალაშვილი მოკლულს ხშირად აკითხავდა.

"მოსვენებას არ აძლევდა ფაქტობრივად. სულ უნდოდა მის გვერდით ყოფნა, ანას სურვილის მიუხედავად", - აღნიშნა კიდევ ერთმა მეგობარმა.

ამასთან, ბრალდებულის ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს იბრალებდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა განუცხადა, ის დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და შესაბამისად დადასტურებულად არ იცის, აღიარებს თუ არა ის დანაშაულს. ოტიაშვილის თქმით, ის ჯერ არც საქმის მასალებს არ იცნობს. 

"ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. არ მაქვს საქმის მასალები ჯერ, არ მომისმენია თავად დაკავებულის პოზიცია. ითქვა, რომ აღიარებს დანაშაულს, თუმცა მე უნდა მოვუსმინო მას. მარტო აღიარება არ შეიძლება ბრალის წარდგენის საფუძველი გახდეს. გავერკვევი რეალურად მისი ბრალეულობა არის ამ საქმეში, თუ რაღაცას იბრალებს და ყველაფერი ისე არ არის, როგორც გამოვიდა ხმები. გავერკვევი ყველაფერში", - განაცხადა ნაირა ოტიაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს