უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსი, სანდრო ეულის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, მარიჯანი-ქავთარაძის ქუჩები, ალექსანდრე ყაზბეგისა და პეკინის გამზირები ერთმანეთს ველო-ბილიკით დაუკავშირდება უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან პეკინის გამზირამდე ველო-ბილიკის მოწყობაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.
კერძოდ, როგორც თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერშია აღნიშნული, სახელმწიფო შესყიდვა ველო-ბილიკის მოწყობისა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე არსებული გამწვანების თარგების სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადდა.