პოლიტიკა
მსოფლიო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლების ბრალდებებს
რას პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლების ბრალდებებს

პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე წყდე­ბა მძღოლ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მგზავრს ეუბ­ნე­ბა, რომ ტერ­მი­ნა­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნოს და ნაღ­დი ფუ­ლით გა­და­ი­ხა­დოს, - ასე პა­სუ­ხობს "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი“ მგზავ­რთა ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მძღო­ლე­ბი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის ბა­რა­თით გა­დახ­დას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მათ­გან ნაღ­დი ფუ­ლით გა­დახ­დას მო­ი­თხო­ვენ.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა ნა­თია მი­ქი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, კომ­პა­ნი­ას აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მკაც­რი რე­ა­გი­რე­ბა აქვს.

„პირ­ვე­ლი­ვე ჯერ­ზე წყდე­ბა მძღოლ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მგზავრს ეუბ­ნე­ბა, რომ ტერ­მი­ნა­ლი არ გა­მო­ი­ყე­ნოს და ნაღ­დი ფუ­ლით გა­და­ი­ხა­დოს. ასე­ვე, ჩვე­ნი მო­ნი­ტო­რინ­გის სამ­სა­ხუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რად იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას ფა­რე­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, რამ­დე­ნად გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობს მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში ტერ­მი­ნა­ლი და იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ ის გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია და მძღოლ­მა არ შე­ა­ტყო­ბი­ნა ფა­რე­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, ავ­ტო­მა­ტუ­რად წყდე­ბა მძღოლ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

თუ თქვენ მოგ­ვაწ­ვდით იმ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რებს, ან მძღო­ლის სა­ხელს და გვარს, რო­მე­ლიც გა­მოკ­რუ­ლი უნდა იყოს წინა სა­ქა­რე მი­ნა­ზე, რე­ა­გი­რე­ბას მო­ვახ­დენთ. გარ­და ამი­სა, ნე­ბის­მი­ერ მგზავრს შე­უძ­ლია დარ­ე­კოს კომ­პა­ნი­ის ცხელ ხაზ­ზე დი­ლის 08:00 სა­ა­თი­დან 22:30 სა­ა­თამ­დე. გარ­და ამი­სა, თუ მძღო­ლი რა­ი­მე მი­ზე­ზით აგ­ვი­ა­ნებს გას­ვლას და მგზავრს პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბა, ამ შემ­თხევ­ვა­შიც მძღო­ლი ჯა­რიმ­დე­ბა. კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მა თუ გა­მორ­თუ­ლი აქვს მძღოლს ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში, პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ში 10 დღით ეკ­რძა­ლე­ბა ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მარ­თვა, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 1 თვით, ხოლო მე­სა­მე შემ­თხვე­ვის და­ფიქ­სი­რე­ბი­სას ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ვუ­წყვეტთ. ასე­ვე ჯა­რი­მე­ბი და სან­ქცი­ე­ბია სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­სა და მომ­ხმა­რე­ბელ­თან კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის შექ­მნა­ზე. ამის შე­სა­ხებ მძღო­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა მძღო­ლე­ბის ყო­ველ­დღი­ურ ხარ­ჯებს, „თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში“ აცხა­დე­ბენ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ხარ­ჯე­ბი გა­წე­რი­ლია მძღოლ­თან გა­ფორ­მე­ბუ­ლი შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით და ამის შე­სა­ხე­ბაც მძღო­ლებს ინ­ფორ­მა­ცია აქვთ.

„თქვენ რომ გთხოვ­დნენ სამ­სა­ხურ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად თქვე­ნი თან­ხის მი­ტა­ნას, მი­ი­ტან­დით? ასე­ვეა ამ შემ­თხე­ვა­შიც. არა­ვინ არაფ­რის თან­ხას არ ამა­ტებს. და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია თი­თო­ე­ულ ხაზ­ზე რამ­დე­ნია მძღო­ლის ყო­ველ­დღი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი, რაც არ იც­ვლე­ბა. ეს გა­და­სა­ხა­დი ყვე­ლა სა­მარ­შრუ­ტო ხა­ზის შემ­თხვე­ვა­ში დგინ­დე­ბა კი­ლო­მეტ­რა­ჟის და არ­სე­ბუ­ლი ტრა­ფი­კის, მგზავ­რთა ნა­კა­დე­ბის მი­ხედ­ვით. გარ­და ამი­სა, ხდე­ბა ცვე­თის ფუ­ლის, საწ­ვა­ვის ხარ­ჯე­ბის, ნა­წი­ლე­ბის ფუ­ლის და­ან­გა­რი­შე­ბა. საწ­ვა­ვის­თვის და გა­მარ­თუ­ლო­ბის­თვის თან­ხას იხ­დი­ან. მაგ­რამ ყვე­ლა და­მა­ტე­ბით დიდ ხარჯს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლე­ბე­ლია რთუ­ლად და­სა­ფა­რი იყოს მძღო­ლის­თვის, მა­გა­ლი­თად, ია­ტა­კე­ბის და სა­ვარ­ძლებ­ლე­ბის გა­მოც­ვლა და ა.შ., იფა­რე­ბა კომ­პა­ნი­ის მიერ. ასე­ვე,ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში კონ­დი­ცი­რე­ბის სის­ტე­მის გა­მარ­თვის ხარ­ჯე­ბიც. გარ­და ამი­სა, კომ­პა­ნია ით­ვა­ლის­წი­ნებს მძღო­ლის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას და ამ ხარ­ჯებს კომ­პა­ნია თა­ვის თავ­ზე იღებს, მი­თუ­მე­ტეს, რომ ეს ჩვე­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ გახ­ლავთ, ეს არის მძღო­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ში უწე­რია“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქი­აშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის მგზავ­რთა ნა­წი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძღო­ლე­ბი მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რის ბა­რა­თით გა­დახ­დას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და მათ­გან ნაღ­დი ფუ­ლით გა­დახ­დას მო­ი­თხო­ვენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ რამ­დე­ნი­მე მგზავ­რმა გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ბოლო პე­რი­ოდ­ში თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რად დგე­ბი­ან.

თბი­ლისს დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით, 1800 მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რას პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლების ბრალდებებს

რას პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი" მძღოლების ბრალდებებს

პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს, - ასე პასუხობს "თბილისის მიკროავტობუსი“ მგზავრთა ნაწილის ინფორმაციას, რომ მძღოლები მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდას აპროტესტებენ და მათგან ნაღდი ფულით გადახდას მოითხოვენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნათია მიქიაშვილმა განუცხადა, კომპანიას აღნიშნულთან დაკავშირებით მკაცრი რეაგირება აქვს.

„პირველივე ჯერზე წყდება მძღოლთან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ეუბნება, რომ ტერმინალი არ გამოიყენოს და ნაღდი ფულით გადაიხადოს. ასევე, ჩვენი მონიტორინგის სამსახური ყოველდღიურად იღებს ინფორმაციას ფარეხის ხელმძღვანელობისგან, რამდენად გამართულად მუშაობს მიკროავტობუსში ტერმინალი და იმ შემთხვევაშიც, თუ ის გაფუჭებულია და მძღოლმა არ შეატყობინა ფარეხის ხელმძღვანელობას, ავტომატურად წყდება მძღოლთან ხელშეკრულება.

თუ თქვენ მოგვაწვდით იმ ავტომობილების სახელმწიფო ნომრებს, ან მძღოლის სახელს და გვარს, რომელიც გამოკრული უნდა იყოს წინა საქარე მინაზე, რეაგირებას მოვახდენთ. გარდა ამისა, ნებისმიერ მგზავრს შეუძლია დარეკოს კომპანიის ცხელ ხაზზე დილის 08:00 საათიდან 22:30 საათამდე. გარდა ამისა, თუ მძღოლი რაიმე მიზეზით აგვიანებს გასვლას და მგზავრს პრობლემა ექმნება, ამ შემთხევვაშიც მძღოლი ჯარიმდება. კონდიცირების სისტემა თუ გამორთული აქვს მძღოლს ზაფხულის პერიოდში, პირველ შემთხვევაში 10 დღით ეკრძალება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, განმეორების შემთხვევაში 1 თვით, ხოლო მესამე შემთხვევის დაფიქსირებისას ხელშეკრულებას ვუწყვეტთ. ასევე ჯარიმები და სანქციებია სიგარეტის მოწევასა და მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციის შექმნაზე. ამის შესახებ მძღოლები ინფორმირებული არიან“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

რაც შეეხება მძღოლების ყოველდღიურ ხარჯებს, „თბილისის მიკროავტობუსში“ აცხადებენ, რომ აღნიშნული ხარჯები გაწერილია მძღოლთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით და ამის შესახებაც მძღოლებს ინფორმაცია აქვთ.

„თქვენ რომ გთხოვდნენ სამსახურში ყოველდღიურად თქვენი თანხის მიტანას, მიიტანდით? ასევეა ამ შემთხევაშიც. არავინ არაფრის თანხას არ ამატებს. დაფიქსირებულია თითოეულ ხაზზე რამდენია მძღოლის ყოველდღიური გადასახადი, რაც არ იცვლება. ეს გადასახადი ყველა სამარშრუტო ხაზის შემთხვევაში დგინდება კილომეტრაჟის და არსებული ტრაფიკის, მგზავრთა ნაკადების მიხედვით. გარდა ამისა, ხდება ცვეთის ფულის, საწვავის ხარჯების, ნაწილების ფულის დაანგარიშება. საწვავისთვის და გამართულობისთვის თანხას იხდიან. მაგრამ ყველა დამატებით დიდ ხარჯს, რომელიც შესაძლებელია რთულად დასაფარი იყოს მძღოლისთვის, მაგალითად, იატაკების და სავარძლებლების გამოცვლა და ა.შ., იფარება კომპანიის მიერ. ასევე,ზაფხულის პერიოდში კონდიცირების სისტემის გამართვის ხარჯებიც. გარდა ამისა, კომპანია ითვალისწინებს მძღოლის სოციალურ მდგომარეობას, ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობას და ამ ხარჯებს კომპანია თავის თავზე იღებს, მითუმეტეს, რომ ეს ჩვენი ვალდებულება არ გახლავთ, ეს არის მძღოლის ვალდებულება და ხელშეკრულებაში უწერია“, - განაცხადა მიქიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების მგზავრთა ნაწილის ინფორმაციით, მძღოლები მგზავრობის საფასურის ბარათით გადახდას აპროტესტებენ და მათგან ნაღდი ფულით გადახდას მოითხოვენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რამდენიმე მგზავრმა განუცხადა, აღნიშნული პრობლემის წინაშე ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად დგებიან.

თბილისს დღეს, დაახლოებით, 1800 მიკროავტობუსი ემსახურება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ