პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ტიროდნენ მიცვალებულს საქართველოში - სხვადასხვა კუთხის უჩვეულო ტრადიციები
როგორ ტიროდნენ მიცვალებულს საქართველოში - სხვადასხვა კუთხის უჩვეულო ტრადიციები

ქარ­თვე­ლებს არა­ერ­თი ჩვე­უ­ლე­ბა გვაქვს, რომ­ლე­ბიც თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გად­მო­ე­ცა და დღე­საც ცო­ცხა­ლია. ამ­ჯე­რად, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბი­სა და დაკ­რძალ­ვის სა­რი­ტუ­ა­ლო წე­სებს გვინ­და შე­ვე­ხოთ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში მძი­მე­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი.

სა­მეგ­რე­ლო

ბავ­შვო­ბის მო­გო­ნე­ბე­ბი ყო­ველ­თვის მძაფ­რად გა­მახ­სოვ­რდე­ბა და სა­მეგ­რე­ლო­ში ერთ ასეთ სუ­რათს ბავ­შვო­ბა­ში მეც შე­ვეს­წა­რი: ნა­თე­სა­ვის დაკ­რძალ­ვა იყო, გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლი თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად, მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლი­დან მო­ვი­და. სოფ­ლის ცენ­ტრში, დიდ მუ­ხის ხეს­თან ყვე­ლამ ფეხ­საც­მე­ლი გა­მო­იც­ვა­ლა, სა­მო­სი შე­ის­წო­რა, ორ­რი­გად და­ე­წყვნენ და ყვე­ლამ ერ­თად, წა­მი­ე­რად მოთ­ქმით ტი­რი­ლი და­ი­წყო და მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ტი­რე­ბით ეზოს­კენ გზას გა­უყვნენ, წინ შვი­ლი მი­უ­ძღვო­და. მეგ­რუ­ლი ოდის აი­ვან­ზე სა­სუ­ლე ორ­კესტრი იჯდა და სამ­გლო­ვი­ა­რო მუ­სი­კას უკ­რავ­და. ჭი­რი­სუ­ფა­ლი (გარ­დაც­ვლი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი) ფეხ­ზე იდგა და შემ­ზა­რა­ვი წი­ვილ-კი­ვი­ლით სამ­ძი­მარს იღებ­და. რო­დე­საც ვი­კი­თხე, - ფეხ­ზე რა­ტომ დგა­ნან-მეთ­ქი? ასე გა­მო­ხა­ტა­ვენ მო­სუ­ლე­ბის მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მა­სო...

მიც­ვა­ლე­ბუ­ლის მძი­მედ და­ტი­რე­ბის ტრა­დი­ცია სა­მეგ­რე­ლოს სოფ­ლებ­ში დღემ­დეა შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლი. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ თა­ო­ბი­დან თა­ო­ბას გა­და­ცე­მულ ადათ­სა და წე­სებს ვერ ღა­ლა­ტო­ბენ, რი­თაც გარ­დაც­ვლილს პა­ტივს გა­მორ­ჩე­უ­ლად მი­ა­გე­ბენ. მიც­ვა­ლე­ბუ­ლის "ვაის გა­დახ­დას" ანუ პირ­ველ შე­ცხა­დე­ბას, ქა­ლე­ბი კი­ვი­ლით, კა­ცე­ბი მოთ­ქმით ამ­ცნობ­დნენ სხვას. მომ­ხდა­რი უბე­დუ­რე­ბის გამო ქა­ლე­ბი თავ­ზე თმას იგ­ლე­ჯენ, ლო­ყებს იკაწ­რა­ვენ. გარ­დაც­ვლი­ლის ყვე­ლა ნა­თე­სავ­მა, ნაც­ნობ­მა დაკ­რძალ­ვა­ზე მის­ვლით და დას­წრე­ბით ჭი­რი­სუ­ფალს პა­ტი­ვი უნდა სცეს. შა­ვებ­ში ჩაც­მუ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი მსვლე­ლო­ბებს აწყობ­დნენ შო­რე­უ­ლი სოფ­ლე­ბი­დან (ეს, რო­გორც უკვე გი­თხა­რით, სა­კუ­თა­რი თავ­ლით მაქვს ნა­ნა­ხი აბა­შა­ში).

წინ მი­მა­ვა­ლი ქალი თმას იშ­ლი­და და კი­ვილს იწყებ­და. გას­ვე­ნე­ბამ­დე მიც­ვა­ლე­ბულს ერთი ჭი­რი­სუ­ფა­ლი ეზო­ში მოთ­ქმით და­ი­ტი­რებ­და და სხვე­ბიც ქვი­თი­ნით ბანს აძ­ლევ­დნენ. დაკ­რძალ­ვის შემ­დგომ გარ­დაც­ვლი­ლის გლო­ვაც მძი­მედ და ხან­გრძლი­ვად იცოდ­ნენ. მა­გა­ლი­თად, იყო ასე­თი ჩვე­უ­ლე­ბაც, როცა დაკ­რძალ­ვის დღეს­ვე გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი და მე­გობ­რე­ბი თმას, წვერ-ულ­ვაშს იპარ­სავ­დნენ და ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მაკ­რა­ტელს და სა­მარ­თე­ბელს აღარ მი­ი­კა­რებ­დნენ. ტანთ ძა­ძებს იც­ვამ­დნენ და მარ­ხვას იცავ­დნენ. რწმე­ნა-წარ­მოდ­გე­ნე­ბის მი­ხედ­ვით, გარ­დაც­ვლილ­საც ესა­ჭი­რო­ე­ბო­და საკ­ვე­ბი, რო­გორც ცო­ცხალს. პირ­ველ სუფ­რად გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს გა­მარ­თუ­ლი ქელე­ხი ით­ვლე­ბო­და. ქელე­ხის სუფ­რა გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვამ­დე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

ხევ­სუ­რე­თი

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხევ­სუ­რეთ­ში დღემ­დეა შე­მორ­ჩე­ნი­ლი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის კულ­ტის ამ­სახ­ვე­ლი უძ­ვე­ლე­სი ჩვე­უ­ლე­ბა, რაც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის მხრი­დან წი­ნაპ­რე­ბის ღირ­სე­უ­ლი პა­ტი­ვის­ცე­მით აიხ­სნე­ბა. ამ ტრა­დი­ცი­ის მი­ხედ­ვით, ადა­მი­ა­ნი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, მისი დამ­სა­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით ფას­დე­ბო­და. ხევ­სუ­რეთ­ში, რო­გორც მის მე­ზო­ბელ კუ­თხე­ებ­ში, სამ­გლო­ვი­ა­რო რი­ტუ­ა­ლის მსვლე­ლო­ბას თურ­მე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სი ახ­ლდა - მწუ­ხა­რე ლექ­სებს ამ­ბობ­დნენ. მთა­ში, მიც­ვა­ლე­ბუ­ლის და­ფა­სე­ბის ერთ-ერთი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა მისი მხურ­ვა­ლე და­ტი­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც სი­ტყვით გა­მო­ით­ქმე­ბო­და და მგლო­ვი­ა­რე ადა­მი­ა­ნებს ანუ­გე­შებ­და. ხევ­სუ­რეთ­ში სა­მარ­ცხვი­ნო საქ­ცი­ე­ლად მი­იჩ­ნე­ო­და ცო­ლის მიერ ქმრის და­ტი­რე­ბა, რად­გა­ნაც მი­აჩ­ნდათ, რომ ჭი­რი­სუ­ფალს თავ­შე­კა­ვე­ბა მარ­თებ­და.

…ხალ­ხის წარ­მოდ­გე­ნით, მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მზის ჩას­ვლამ­დე უნდა და­ეკ­რძა­ლათ, რად­გა­ნაც მზის ჩას­ვლის შემ­დეგ დაკ­რძალ­ვას შე­საძ­ლოა, უბე­დუ­რე­ბა მო­ე­ტა­ნა. გუ­ლი­თა­დი გლო­ვა წლის­თა­ვამ­დე გრძელ­დე­ბო­და. "ჭირი გა­ტყდე­ბო­და", "ჭერი აიხ­დე­ბო­და" და თემი თუ სო­ფე­ლი, ცხოვ­რე­ბის ჩვე­ულ რიტმს უბ­რუნ­დე­ბო­და. მიც­ვა­ლე­ბულს თან ატან­დნენ საბ­რძო­ლო ია­რაღს, წინ­და-ხელ­თათ­მანს, პურს, წყალს და თამ­ბა­ქოს. მის სა­ხელ­ზე და­ი­ლო­ცე­ბო­და წყა­რო, იკურ­თხე­ბო­და ცხე­ნი და დაკ­რძალ­ვის დღეს, ან წლის­თავ­ზე დოღი გა­ი­მარ­თე­ბო­და.

სვა­ნე­თი

გარ­დაც­ვლი­ლი ხუთი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში დას­ვე­ნე­ბუ­ლია შინ, მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე ოჯახ­ში გლო­ვაა, მარ­ხუ­ლო­ბენ. ქა­ლე­ბი დი­ლი­დან, მზის ჩას­ვლამ­დე მოთ­ქვა­მენ, სხვა­დას­ხვა სოფ­ლი­დან ახ­ლობ­ლე­ბი მო­დი­ან, რათა ოჯა­ხის ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რონ. ჭი­რი­სუ­ფალს გან­სა­კუთ­რე­ბით უდ­გას გვერ­დში ყვე­ლა მე­ზო­ბე­ლი. ამ­ზა­დე­ბენ სა­მარ­ხვო კერ­ძებს და მი­აქვთ გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახ­ში, შლი­ან დიდ სუფ­რას, - მა­მა­კა­ცე­ბი (სამი ან ექ­ვსი) შე­უნ­დო­ბენ მკვდარს და ისა­უბ­რე­ბენ მის სი­კარ­გე­ზე. ამის შემ­დეგ სუფ­რას გა­რეთ ჭი­რი­სუფ­ლის­თვის და სამ­ძი­მარ­ზე მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის გაშ­ლი­ან. სირ­ცხვი­ლია, თუ ვინ­მე უპა­ტივ­ცე­მუ­ლოდ წავა. გას­ვე­ნე­ბის­თვის მთე­ლი თე­მის მო­სახ­ლე­ო­ბა ოჯა­ხის­თვის აგ­რო­ვებს შე­სა­წირ თან­ხას.

და­ტი­რე­ბის რი­ტუ­ალს სვა­ნუ­რად "ლი­ლ­ჭალ" ქვია, რა დრო­საც ქა­ლე­ბი მიც­ვა­ლე­ბუ­ლის გარ­შე­მო ტი­რი­ან. მათ­გან ერთ-ერთი წა­მოდ­გე­ბა და სა­უბ­რობს მის კარგ თვი­სე­ბებ­სა და დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ქა­ლე­ბის და­ნარ­ჩე­ნი ნა­წი­ლი "უის" გა­მო­ძა­ხი­ლით აძ­ლი­ე­რებს მწუ­ხა­რე­ბის გა­მო­ხატ­ვას. მიც­ვა­ლე­ბუ­ლი მზის ჩას­ვლამ­დე უნდა და­ა­საფ­ლა­ონ. გას­ვე­ნე­ბის დღეს, მა­მა­კა­ცე­ბი სან­თლე­ბით, შე­სან­დო­ბარს არ­ყით სავ­სე ჭი­ქით წარ­მოთ­ქვა­მენ, სა­უფ­ლოს­კენ გზას ულო­ცა­ვენ. მიც­ვა­ლე­ბულს საფ­ლა­ვამ­დე მი­ა­ცი­ლებს ჭი­რი­სუ­ფა­ლი კი­ვი­ლით, იქ ახ­ლო­ბე­ლი ისევ და­ი­ტი­რებს და მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ორა­ტო­რო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, წარ­მოთ­ქვამს სი­ტყვებს მიც­ვა­ლე­ბუ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და და­უ­ლო­ცავს უკა­ნას­კნელ გზას.

გა­მორ­ჩე­უ­ლია სამ­გლო­ვი­ა­რო გუნ­დუ­რი სიმ­ღე­რა-ტი­რი­ლი - ზარი. დაკ­რძალ­ვის დღეს ჯერ ოჯახ­ში და შემ­დეგ სა­საფ­ლა­ო­ზე ცალ-ცალ­კე ას­რუ­ლებ­დნენ ქა­ლე­ბი და მა­მა­კა­ცე­ბი. გუნ­დის ერთ-ერთი წევ­რი იწყებ­და უსი­ტყვო მოთ­ქმას, ხოლო სხვე­ბი ბანს აყო­ლებ­დნენ. შო­რე­უ­ლი სოფ­ლე­ბი­დან მო­სულ ნა­თე­სა­ვებს მო­ზა­რე­თა სა­კუ­თა­რი გუნ­დი მოჰ­ყავ­დათ, თან მოჰ­ქონ­დათ დიდი კე­ლაპ­ტა­რი ან სი­ცო­ცხლის ხის სიმ­ბო­ლო. ზარი ყვე­ლა­ზე სრუ­ლად სწო­რედ სვა­ნე­თის ყო­ფამ შე­მო­ი­ნა­ხა. სა­ქარ­თვე­ლოს ზოგ კუ­თხე­ში მას ბანს ან ზრუნს უწო­დე­ბენ.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია რომ, სვა­ნეთ­ში მი­წა­ში მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ჩას­ვე­ნე­ბამ­დე, მისი ახ­ლო­ბე­ლი საფ­ლავ­ში ხტე­ბა და ამ საქ­ცი­ე­ლით თით­ქოს უმ­სუ­ბუ­ქებს სა­ი­ქი­ოს მძი­მე ტვირთს. დაკ­რძალ­ვის შემ­დეგ ბრუნ­დე­ბი­ან უკან მიც­ვა­ლე­ბუ­ლის ოჯახ­ში, სა­დაც ხალ­ხის პა­ტივ­სა­ცე­მად სა­მარ­ხო სუფ­რაა გაშ­ლი­ლი. იმა­ვე ღა­მეს ჭი­რი­სუ­ფა­ლი საფ­ლავ­ზე გა­დის და ცე­ცხლს ან­თებს - მი­იჩ­ნე­ვა, რომ სულს ეში­ნია, ცე­ცხლით კი ბო­რო­ტი ძა­ლე­ბი იდევ­ნე­ბა. მთე­ლი წელი ოჯახ­ში გლო­ვაა, წლის ბო­ლოს კი მკვდრის­თვის საკ­ლა­ვი იკ­ვლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა ეთ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი მა­სა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით

ფო­ტო­ზე: სვა­ნუ­რი ზარი, სო­ფე­ლი ლა­ტა­ლი - 17 იან­ვა­რი, 2012 © სტუ­დია მრა­ვალ­ჟა­მი­ე­რი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში
ავტორი:

როგორ ტიროდნენ მიცვალებულს საქართველოში - სხვადასხვა კუთხის უჩვეულო ტრადიციები

როგორ ტიროდნენ მიცვალებულს საქართველოში - სხვადასხვა კუთხის უჩვეულო ტრადიციები

ქართველებს არაერთი ჩვეულება გვაქვს, რომლებიც თაობიდან თაობას გადმოეცა და დღესაც ცოცხალია. ამჯერად, მიცვალებულის დატირებისა და დაკრძალვის სარიტუალო წესებს გვინდა შევეხოთ, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მძიმედაა გამოხატული.

სამეგრელო

ბავშვობის მოგონებები ყოველთვის მძაფრად გამახსოვრდება და სამეგრელოში ერთ ასეთ სურათს ბავშვობაში მეც შევესწარი: ნათესავის დაკრძალვა იყო, გარდაცვლილის შვილი თანმხლებ პირებთან ერთად, მეზობელი სოფლიდან მოვიდა. სოფლის ცენტრში, დიდ მუხის ხესთან ყველამ ფეხსაცმელი გამოიცვალა, სამოსი შეისწორა, ორრიგად დაეწყვნენ და ყველამ ერთად, წამიერად მოთქმით ტირილი დაიწყო და მიცვალებულის დატირებით ეზოსკენ გზას გაუყვნენ, წინ შვილი მიუძღვოდა. მეგრული ოდის აივანზე სასულე ორკესტრი იჯდა და სამგლოვიარო მუსიკას უკრავდა. ჭირისუფალი (გარდაცვლილის ქალიშვილები) ფეხზე იდგა და შემზარავი წივილ-კივილით სამძიმარს იღებდა. როდესაც ვიკითხე, - ფეხზე რატომ დგანან-მეთქი? ასე გამოხატავენ მოსულების მიმართ პატივისცემასო...

მიცვალებულის მძიმედ დატირების ტრადიცია სამეგრელოს სოფლებში დღემდეა შენარჩუნებული. ალბათ იმიტომ, რომ თაობიდან თაობას გადაცემულ ადათსა და წესებს ვერ ღალატობენ, რითაც გარდაცვლილს პატივს გამორჩეულად მიაგებენ. მიცვალებულის "ვაის გადახდას" ანუ პირველ შეცხადებას, ქალები კივილით, კაცები მოთქმით ამცნობდნენ სხვას. მომხდარი უბედურების გამო ქალები თავზე თმას იგლეჯენ, ლოყებს იკაწრავენ. გარდაცვლილის ყველა ნათესავმა, ნაცნობმა დაკრძალვაზე მისვლით და დასწრებით ჭირისუფალს პატივი უნდა სცეს. შავებში ჩაცმული ნათესავები მსვლელობებს აწყობდნენ შორეული სოფლებიდან (ეს, როგორც უკვე გითხარით, საკუთარი თავლით მაქვს ნანახი აბაშაში).

წინ მიმავალი ქალი თმას იშლიდა და კივილს იწყებდა. გასვენებამდე მიცვალებულს ერთი ჭირისუფალი ეზოში მოთქმით დაიტირებდა და სხვებიც ქვითინით ბანს აძლევდნენ. დაკრძალვის შემდგომ გარდაცვლილის გლოვაც მძიმედ და ხანგრძლივად იცოდნენ. მაგალითად, იყო ასეთი ჩვეულებაც, როცა დაკრძალვის დღესვე გარდაცვლილის ნათესავები და მეგობრები თმას, წვერ-ულვაშს იპარსავდნენ და ერთი წლის განმავლობაში მაკრატელს და სამართებელს აღარ მიიკარებდნენ. ტანთ ძაძებს იცვამდნენ და მარხვას იცავდნენ. რწმენა-წარმოდგენების მიხედვით, გარდაცვლილსაც ესაჭიროებოდა საკვები, როგორც ცოცხალს. პირველ სუფრად გარდაცვალების დღეს გამართული ქელეხი ითვლებოდა. ქელეხის სუფრა გარდაცვლილის დაკრძალვამდე მიმდინარეობდა.

ხევსურეთი

როგორც ამბობენ, ხევსურეთში დღემდეა შემორჩენილი მიცვალებულის კულტის ამსახველი უძველესი ჩვეულება, რაც ადგილობრივების მხრიდან წინაპრების ღირსეული პატივისცემით აიხსნება. ამ ტრადიციის მიხედვით, ადამიანი გარდაცვალების შემდეგ, მისი დამსახურების მიხედვით ფასდებოდა. ხევსურეთში, როგორც მის მეზობელ კუთხეებში, სამგლოვიარო რიტუალის მსვლელობას თურმე შემოქმედებითი პროცესი ახლდა - მწუხარე ლექსებს ამბობდნენ. მთაში, მიცვალებულის დაფასების ერთ-ერთი გამოხატულება მისი მხურვალე დატირება იყო, რომელიც სიტყვით გამოითქმებოდა და მგლოვიარე ადამიანებს ანუგეშებდა. ხევსურეთში სამარცხვინო საქციელად მიიჩნეოდა ცოლის მიერ ქმრის დატირება, რადგანაც მიაჩნდათ, რომ ჭირისუფალს თავშეკავება მართებდა.

…ხალხის წარმოდგენით, მიცვალებული მზის ჩასვლამდე უნდა დაეკრძალათ, რადგანაც მზის ჩასვლის შემდეგ დაკრძალვას შესაძლოა, უბედურება მოეტანა. გულითადი გლოვა წლისთავამდე გრძელდებოდა. "ჭირი გატყდებოდა", "ჭერი აიხდებოდა" და თემი თუ სოფელი, ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. მიცვალებულს თან ატანდნენ საბრძოლო იარაღს, წინდა-ხელთათმანს, პურს, წყალს და თამბაქოს. მის სახელზე დაილოცებოდა წყარო, იკურთხებოდა ცხენი და დაკრძალვის დღეს, ან წლისთავზე დოღი გაიმართებოდა.

სვანეთი

გარდაცვლილი ხუთი დღის განმავლობაში დასვენებულია შინ, მთელი ამ ხნის მანძილზე ოჯახში გლოვაა, მარხულობენ. ქალები დილიდან, მზის ჩასვლამდე მოთქვამენ, სხვადასხვა სოფლიდან ახლობლები მოდიან, რათა ოჯახის ტკივილი გაიზიარონ. ჭირისუფალს განსაკუთრებით უდგას გვერდში ყველა მეზობელი. ამზადებენ სამარხვო კერძებს და მიაქვთ გარდაცვლილის ოჯახში, შლიან დიდ სუფრას, - მამაკაცები (სამი ან ექვსი) შეუნდობენ მკვდარს და ისაუბრებენ მის სიკარგეზე. ამის შემდეგ სუფრას გარეთ ჭირისუფლისთვის და სამძიმარზე მოსული ადამიანებისთვის გაშლიან. სირცხვილია, თუ ვინმე უპატივცემულოდ წავა. გასვენებისთვის მთელი თემის მოსახლეობა ოჯახისთვის აგროვებს შესაწირ თანხას.

დატირების რიტუალს სვანურად "ლილჭალ" ქვია, რა დროსაც ქალები მიცვალებულის გარშემო ტირიან. მათგან ერთ-ერთი წამოდგება და საუბრობს მის კარგ თვისებებსა და დამსახურებაზე. ქალების დანარჩენი ნაწილი "უის" გამოძახილით აძლიერებს მწუხარების გამოხატვას. მიცვალებული მზის ჩასვლამდე უნდა დაასაფლაონ. გასვენების დღეს, მამაკაცები სანთლებით, შესანდობარს არყით სავსე ჭიქით წარმოთქვამენ, საუფლოსკენ გზას ულოცავენ. მიცვალებულს საფლავამდე მიაცილებს ჭირისუფალი კივილით, იქ ახლობელი ისევ დაიტირებს და მამაკაცი, რომელიც ორატორობით გამოირჩევა, წარმოთქვამს სიტყვებს მიცვალებულის დამსახურებაზე და დაულოცავს უკანასკნელ გზას.

გამორჩეულია სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი - ზარი. დაკრძალვის დღეს ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე ცალ-ცალკე ასრულებდნენ ქალები და მამაკაცები. გუნდის ერთ-ერთი წევრი იწყებდა უსიტყვო მოთქმას, ხოლო სხვები ბანს აყოლებდნენ. შორეული სოფლებიდან მოსულ ნათესავებს მოზარეთა საკუთარი გუნდი მოჰყავდათ, თან მოჰქონდათ დიდი კელაპტარი ან სიცოცხლის ხის სიმბოლო. ზარი ყველაზე სრულად სწორედ სვანეთის ყოფამ შემოინახა. საქართველოს ზოგ კუთხეში მას ბანს ან ზრუნს უწოდებენ.

ასევე ცნობილია რომ, სვანეთში მიწაში მიცვალებულის ჩასვენებამდე, მისი ახლობელი საფლავში ხტება და ამ საქციელით თითქოს უმსუბუქებს საიქიოს მძიმე ტვირთს. დაკრძალვის შემდეგ ბრუნდებიან უკან მიცვალებულის ოჯახში, სადაც ხალხის პატივსაცემად სამარხო სუფრაა გაშლილი. იმავე ღამეს ჭირისუფალი საფლავზე გადის და ცეცხლს ანთებს - მიიჩნევა, რომ სულს ეშინია, ცეცხლით კი ბოროტი ძალები იდევნება. მთელი წელი ოჯახში გლოვაა, წლის ბოლოს კი მკვდრისთვის საკლავი იკვლება.

მომზადებულია სხვადასხვა ეთნოგრაფიული მასალის გამოყენებით

ფოტოზე: სვანური ზარი, სოფელი ლატალი - 17 იანვარი, 2012 © სტუდია მრავალჟამიერი

"აქტიურობა მაღალია" - რამდენი ადამიანი დარეგისტრირდა უკვე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით ასაცრელად?

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 551 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი გაკეთდა გასულ 24 საათში

სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ