საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
400-კილოგრამიანი რუსულ-არგენტინული "დიპლომატიური კოკაინი" - ნარკოვაჭრობის გზები რუსეთის ფედერაციაში
400-კილოგრამიანი რუსულ-არგენტინული "დიპლომატიური კოკაინი" - ნარკოვაჭრობის გზები რუსეთის ფედერაციაში

არ­გენ­ტი­ნა­ში არ­სე­ბულ რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს სკო­ლა­ში 400 კი­ლოგ­რა­მამ­დე კო­კა­ი­ნი ამო­ი­ღეს. გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა 12 ჩან­თა­ში იყო გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი და ისე ინა­ხე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

რუ­სე­თი­სა და არ­გენ­ტი­ნის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ორი პირი არ­გენ­ტი­ნა­ში, ოთხი კი, - რუ­სეთ­ში, მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს... გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნარ­კო­ტი­კე­ბი ჯერ კი­დევ 2016 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა, გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცნო­ბი­ლი მხო­ლოდ ახლა გახ­და. არ­გენ­ტი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის მი­ნის­ტრი პატ­რი­სია ბულ­რი­ჩი საქ­მის დე­ტა­ლე­ბის გაჟ­ღე­რე­ბას პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გეგ­მავს.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის მტკი­ცე­ბით, სპე­ცო­პე­რა­ცია არ­გენ­ტი­ნულ­მა და რუ­სულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ა­ტა­რეს. 2016 წლის 14 დე­კემ­ბერს არ­გენ­ტი­ნა­ში რუ­სე­თის ელჩმა, ვიქ­ტორ კო­რო­ნე­ლიმ არ­გენ­ტი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ ბუ­ე­ნოს-აი­ე­რეს­ში, რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს სკო­ლა­ში დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ბარ­გი აღ­მო­ა­ჩი­ნეს სა­ეჭ­ვო ნივ­თი­ე­რე­ბით. მას შემ­დეგ, რაც პო­ლი­ცი­ამ და­ად­გი­ნა, რომ ეს კო­კა­ი­ნი იყო, ის ფქვი­ლით ჩა­ა­ნაც­ვლეს, ბარ­გში GPS სის­ტე­მა და­ა­ყე­ნეს და რუ­სეთ­ში მის გა­დაგ­ზავ­ნას შე­ფერ­ხე­ბა არ შე­უქ­მნეს.

ერ­თობ­ლი­ვი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რუ­სეთ­ში 2017 წლის ბო­ლოს ოთხი პირი და­ა­კა­ვეს, რო­მელ­თაც აღ­ნიშ­ნუ­ლი ბარ­გის წა­ღე­ბა სურ­დათ. ერთ-ერთი მათ­გა­ნი არ­გენ­ტი­ნა­ში რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს ყო­ფი­ლი არა­დიპ­ლო­მა­ტი თა­ნამ­შრო­მე­ლია. მას ბრა­ლად ედე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მი­სი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კო­კა­ი­ნით სავ­სე 12 ჩან­თის შე­ტა­ნა.

თუმ­ცა, გან­სხვა­ვე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს არ­გენ­ტი­ნუ­ლი მე­დია, მათ ვერ­სი­ა­ში რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბი ნახ­სე­ნე­ბი არ არის; ამას­თან, და­კა­ვე­ბუ­ლია ხუთი ადა­მი­ა­ნი, - ორი არ­გე­ტი­ნე­ლი და სამი რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე, მათ შო­რის, ერთ-ერთი რუ­სე­თის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, ბუ­ე­ნოს-აი­რე­სის პო­ლი­ცი­ის ინ­სპექ­ტო­რი, 35 წლის ივან ბლიზ­ნი­უ­კია, რო­მე­ლიც ერთ-ერთი ვერ­სით, ამ­ჟა­მად რუ­სე­თის სა­ელ­ჩო­ში მუ­შა­ობს. ის მექ­სი­კა­ში მცხოვ­რე­ბი რუსი ემიგ­რან­ტის შვი­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია იქ ცხოვ­რობს.

ის 21 თე­ბერ­ვალს, ბუ­ე­ნოს-აი­რეს­თან ახ­ლოს, ესე­ი­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც რო­მი­დან არ­გენ­ტი­ნა­ში ჩაფ­რინ­და. ამას­თან, საქ­მე­ში ნახ­სე­ნე­ბია კი­დევ 6 ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი, რომ­ლე­ბიც ამ­ჟა­მად გერ­მა­ნი­ა­ში იმა­ლე­ბი­ან.

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, "ბლიზ­ნი­უ­კი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის თა­ვის გვერ­დზე ხში­რად წერ­და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­ურ წრე­ებ­ში თა­ვის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე. გარ­და ამი­სა, ბლიზ­ნი­უ­კი, არ­გენ­ტი­ნის პო­ლი­ცი­ი­სა და რუ­სე­თის შს სა­მი­ნის­ტროს "და­მა­კავ­ში­რე­ბელ რგო­ლა­დაც" ით­ვლე­ბო­და..." კრემ­ლის რუ­პო­რი, გა­მო­ცე­მა ТАСС-ი წერს, რომ "საქ­მე ეხე­ბა რუ­სე­თი­სა და არ­გენ­ტის სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ნარ­კოტ­რე­ფი­კის აღ­კვე­თას".

gazeta.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სკან­და­ლურ საქ­მე­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და სა­ელ­ჩოს ბუ­ღალ­ტე­რი ალი აბი­ა­ნო­ვიც, რო­მელ­მაც ჩე­მოდ­ნე­ბი სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ი­ტა­ნა. კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, გაქ­ცე­უ­ლია.

სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბის მოს­მე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბი მხო­ლოდ რუ­სეთ­ში კი არა, გერ­მა­ნი­ა­სა და ნი­დერ­ლან­დებ­შიც რე­კავ­დნენ. ჩან­თებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი "დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ნარ­კო­ტი­კე­ბის" გარ­და, ასე­ვე არ­გენ­ტი­ნე­ლი კა­დე­ტი-პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მიერ, რუ­სეთ­ში, კო­კა­ი­ნის თვითმფრი­ნა­ვით, ნა­წილ-ნა­წილ გა­და­ტა­ნის ვერ­სი­აც გა­ნი­ხი­ლე­ბა. რამ­დე­ნი­მე დღის წინ, რუ­სე­თის შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე იგორ ზუ­ბო­ვი უკ­რა­ი­ნის­კენ იშ­ვერ­და ხელს და მას რუ­სეთ­ში "სინ­თე­ტი­კუ­რი ნარ­კო­ტი­კის" გავ­რცე­ლე­ბა­ში სდებ­და ბრალს... მი­სი­ვე თქმით, უკ­რა­ი­ნა­ში ნარ­კო­ტი­კე­ბის წარ­მო­ე­ბა აქ­ტი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა და იქი­დან ევ­რო­პა­ში ვრცელ­დე­ბა...

სა­ერ­თოდ, რუ­სეთ­ში ნარ­კოტ­რე­ფი­კის თე­მას ძა­ლი­ან ბევ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა აქვს, - gazeta.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2017 წლის დე­კემ­ბერ­ში, მოს­კოვ­ში პირ­ვე­ლად მი­უ­სა­ჯეს სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა ნარ­კო­მო­ვაჭ­რე­ე­ბის ჯგუ­ფის ლი­დერს, ტა­ჯიკ შე­რო­ლი ტა­ბა­როვს, იგი­ვე "შერს". ის ამა­ვე საქ­მის გამო, 2014 წელს და­ა­კა­ვეს, თუმ­ცა, მისი ბან­დის წევ­რე­ბის აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­მო­ტა­ნას კი­დევ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნაგ­რძობ­დნენ. შემ­დეგ დაჯ­გუ­ფე­ბის სხვა წევ­რე­ბიც და­ი­ჭი­რეს და 14 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მო­უ­სა­ჯეს. ტა­ბა­რო­ვის მთა­ვარ დამ­ხმა­რეს 25-წლი­ა­ნი კო­ლო­ნი­ის რე­ჟი­მი ჰქონ­და მის­ჯი­ლი.

თა­ვად ტა­ბა­რო­ვი ნარ­კო­ტი­კე­ბის საქ­მე­ზე, რუ­სეთ­ში მე­ო­რედ და­ა­კა­ვეს - პირ­ვე­ლად, 2003 წელს და 10-წლი­ა­ნი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს, რის შემ­დე­გაც მისი სამ­შობ­ლო­ში ექ­სტრა­დი­რე­ბა მოხ­და. თუმ­ცა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის მერე, რა­ტომ­ღაც გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს და მა­ნაც ძვე­ლი "პრო­ფე­სია" გა­იხ­სე­ნა - ტა­ჯი­კი ნარ­კო­მო­ვაჭ­რე ავ­ღა­ნეთ­სა და ტა­ჯი­კე­თი­დან ჰე­რო­ი­ნის კონ­ტრა­ბან­დუ­ლად გა­და­ზიდ­ვის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი ჯგუ­ფის ლი­დე­რი გახ­და.

მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში, ტა­ბა­რო­ვი რე­გუ­ლა­რუ­ლად ჩა­დი­ო­და რუ­სეთ­ში ყალ­ბი პას­პორ­ტით. რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2011-2014 წლებ­ში, მან თა­ვის 15 თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 700 კგ ჰე­რო­ი­ნი შე­ი­ტა­ნა.

რუსი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ოთხი მსხვი­ლი "ჰე­რო­ი­ნის პარ­ტია", რო­მელ­თა შე­დე­გად რუ­სეთ­ში შე­ტა­ნი­ლი ნარ­კო­ტი­კის რა­ო­დე­ნო­ბა 105-დან 190-მდე კი­ლოგ­რამს შე­ად­გენ­და... ტრან­სპორ­ტი­რე­ბი­სას, დამ­ნა­შა­ვე­თა ჯგუ­ფი მას ალუ­ჩის, ბლი­სა და ქლი­ა­ვის ყუ­თებ­ში მა­ლავ­და. სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი რუ­სეთ­ში ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან შე­დი­ოდ­ნენ, რათა სა­ზღვარ­ზე შე­მოწ­მე­ბი­სას საფრ­თხე მი­ნუ­მამ­დე და­ეყ­ვა­ნათ.

ავტორი:

400-კილოგრამიანი რუსულ-არგენტინული "დიპლომატიური კოკაინი" - ნარკოვაჭრობის გზები რუსეთის ფედერაციაში

400-კილოგრამიანი რუსულ-არგენტინული "დიპლომატიური კოკაინი" - ნარკოვაჭრობის გზები რუსეთის ფედერაციაში

არგენტინაში არსებულ რუსეთის საელჩოს სკოლაში 400 კილოგრამამდე კოკაინი ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერება 12 ჩანთაში იყო გადანაწილებული და ისე ინახებოდა. აღნიშნულ საქმეზე ექვსი ადამიანი დააკავეს.

რუსეთისა და არგენტინის შესაბამისი უწყებების ერთობლივი გამოძიების ფარგლებში ორი პირი არგენტინაში, ოთხი კი, - რუსეთში, მოსკოვში დააკავეს... გამოძიების ინფორმაციით, ნარკოტიკები ჯერ კიდევ 2016 წელს აღმოაჩინეს, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. არგენტინის უსაფრთხოების მინისტრი პატრისია ბულრიჩი საქმის დეტალების გაჟღერებას პრესკონფერენციაზე გეგმავს.

რუსული მედიის მტკიცებით, სპეცოპერაცია არგენტინულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა ერთობლივად ჩაატარეს. 2016 წლის 14 დეკემბერს არგენტინაში რუსეთის ელჩმა, ვიქტორ კორონელიმ არგენტინის უსაფრთხოების სამინისტროს შეატყობინა, რომ ბუენოს-აიერესში, რუსეთის საელჩოს სკოლაში დიპლომატიური ბარგი აღმოაჩინეს საეჭვო ნივთიერებით. მას შემდეგ, რაც პოლიციამ დაადგინა, რომ ეს კოკაინი იყო, ის ფქვილით ჩაანაცვლეს, ბარგში GPS სისტემა დააყენეს და რუსეთში მის გადაგზავნას შეფერხება არ შეუქმნეს.

ერთობლივი გამოძიების ფარგლებში, რუსეთში 2017 წლის ბოლოს ოთხი პირი დააკავეს, რომელთაც აღნიშნული ბარგის წაღება სურდათ. ერთ-ერთი მათგანი არგენტინაში რუსეთის საელჩოს ყოფილი არადიპლომატი თანამშრომელია. მას ბრალად ედება დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე კოკაინით სავსე 12 ჩანთის შეტანა.

თუმცა, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს არგენტინული მედია, მათ ვერსიაში რუსული სპეცსამსახურები ნახსენები არ არის; ამასთან, დაკავებულია ხუთი ადამიანი, - ორი არგეტინელი და სამი რუსეთის მოქალაქე, მათ შორის, ერთ-ერთი რუსეთის ყოფილი მაღალჩინოსანი, ბუენოს-აირესის პოლიციის ინსპექტორი, 35 წლის ივან ბლიზნიუკია, რომელიც ერთ-ერთი ვერსით, ამჟამად რუსეთის საელჩოში მუშაობს. ის მექსიკაში მცხოვრები რუსი ემიგრანტის შვილია, რომელიც წლებია იქ ცხოვრობს.

ის 21 თებერვალს, ბუენოს-აირესთან ახლოს, ესეირის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც რომიდან არგენტინაში ჩაფრინდა. ამასთან, საქმეში ნახსენებია კიდევ 6 ეჭვმიტანილი, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმალებიან.

novayagazeta.ru-ს ცნობით, "ბლიზნიუკი სოციალური ქსელის თავის გვერდზე ხშირად წერდა რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებისა და დიპლომატიურ წრეებში თავის წარმომადგენლებზე. გარდა ამისა, ბლიზნიუკი, არგენტინის პოლიციისა და რუსეთის შს სამინისტროს "დამაკავშირებელ რგოლადაც" ითვლებოდა..." კრემლის რუპორი, გამოცემა ТАСС-ი წერს, რომ "საქმე ეხება რუსეთისა და არგენტის სპეცსამსახურების მიერ ნარკოტრეფიკის აღკვეთას".

gazeta.ru-ს ინფორმაციით, სკანდალურ საქმეში მონაწილეობდა საელჩოს ბუღალტერი ალი აბიანოვიც, რომელმაც ჩემოდნები სასწავლო დაწესებულებაში შეიტანა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელიც გამოძიების ვერსიით, ნარკომოვაჭრეების ჯგუფს ხელმძღვანელობდა, გაქცეულია.

სატელეფონო საუბრების მოსმენებიდან ირკვევა, რომ ნარკომოვაჭრეები მხოლოდ რუსეთში კი არა, გერმანიასა და ნიდერლანდებშიც რეკავდნენ. ჩანთებში მოთავსებული "დიპლომატიური ნარკოტიკების" გარდა, ასევე არგენტინელი კადეტი-პოლიციელების მიერ, რუსეთში, კოკაინის თვითმფრინავით, ნაწილ-ნაწილ გადატანის ვერსიაც განიხილება. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის შს მინისტრის მოადგილე იგორ ზუბოვი უკრაინისკენ იშვერდა ხელს და მას რუსეთში "სინთეტიკური ნარკოტიკის" გავრცელებაში სდებდა ბრალს... მისივე თქმით, უკრაინაში ნარკოტიკების წარმოება აქტიურად ვითარდება და იქიდან ევროპაში ვრცელდება...

საერთოდ, რუსეთში ნარკოტრეფიკის თემას ძალიან ბევრი მიმართულება აქვს, - gazeta.ru-ს ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში, მოსკოვში პირველად მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა ნარკომოვაჭრეების ჯგუფის ლიდერს, ტაჯიკ შეროლი ტაბაროვს, იგივე "შერს". ის ამავე საქმის გამო, 2014 წელს დააკავეს, თუმცა, მისი ბანდის წევრების აზიის ქვეყნებიდან ნარკოტიკების შემოტანას კიდევ ერთი წლის განმავლობაში განაგრძობდნენ. შემდეგ დაჯგუფების სხვა წევრებიც დაიჭირეს და 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მოუსაჯეს. ტაბაროვის მთავარ დამხმარეს 25-წლიანი კოლონიის რეჟიმი ჰქონდა მისჯილი.

თავად ტაბაროვი ნარკოტიკების საქმეზე, რუსეთში მეორედ დააკავეს - პირველად, 2003 წელს და 10-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რის შემდეგაც მისი სამშობლოში ექსტრადირება მოხდა. თუმცა, გარკვეული დროის მერე, რატომღაც გაათავისუფლეს და მანაც ძველი "პროფესია" გაიხსენა - ტაჯიკი ნარკომოვაჭრე ავღანეთსა და ტაჯიკეთიდან ჰეროინის კონტრაბანდულად გადაზიდვის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჯგუფის ლიდერი გახდა.

მთელი ამ დროის განმავლობაში, ტაბაროვი რეგულარულად ჩადიოდა რუსეთში ყალბი პასპორტით. რუსეთის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2011-2014 წლებში, მან თავის 15 თანამზრახველთან ერთად რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 700 კგ ჰეროინი შეიტანა.

რუსი სამართალდამცავი ორგანოებისთვის ცნობილია, ოთხი მსხვილი "ჰეროინის პარტია", რომელთა შედეგად რუსეთში შეტანილი ნარკოტიკის რაოდენობა 105-დან 190-მდე კილოგრამს შეადგენდა... ტრანსპორტირებისას, დამნაშავეთა ჯგუფი მას ალუჩის, ბლისა და ქლიავის ყუთებში მალავდა. სატვირთო მანქანები რუსეთში ევრაზიის ეკონომიკური საბჭოს წევრი ქვეყნებიდან შედიოდნენ, რათა საზღვარზე შემოწმებისას საფრთხე მინუმამდე დაეყვანათ.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე