პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩამოიყვანენ თუ არა გია მაისაშვილს სამშობლოში - ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს კომენტარი
ჩამოიყვანენ თუ არა გია მაისაშვილს სამშობლოში - ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს კომენტარი

პო­ლი­ტი­კო­სი­სა და ლი­დერ­თა სკო­ლის დამ­ფუძ­ნებ­ლის, გია მა­ი­საშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში პრე­ზი­დენ­ტის, პრე­მი­ე­რის, მთავ­რო­ბი­სა და მე­დი­ის სა­ხელ­ზე მი­მარ­თვა გავ­რცელ­და, სა­დაც პო­ლი­ტი­კო­სის ახ­ლო­ბელ-მე­გობ­რე­ბის სა­ხე­ლით, ჟოზე კო­დუა გია მა­ი­საშ­ვი­ლის კა­ლი­ფორ­ნი­ის შტა­ტი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოყ­ვა­ნას ითხოვ­და. პოს­ტი უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა. AMBEBI.GE ნიუ-იორკში სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ სა­კონ­სუ­ლოს და­უ­კავ­შირ­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლუ­რი სა­კონ­სუ­ლო ნიუ-იორკში მუდ­მივ კავ­შირ­ზეა ბა­ტო­ნი გია მა­ი­საშ­ვი­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან. ბოლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს ოჯა­ხის წევ­რებ­მა გა­უ­ზი­ა­რეს კონ­სულს ინ­ფორ­მა­ცია ბა­ტო­ნი გიას უკი­დუ­რე­სად მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მათ შო­რის არ­თუ­ლებს ავად­მყო­ფის გა­და­ად­გი­ლე­ბას, მით უფრო ასეთ შორ დის­ტან­ცი­ა­ზე, სურ­ვი­ლი ერ­თია, თუმ­ცა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის ობი­ექ­ტუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა - მე­ო­რე. ოჯა­ხის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი მათ არ ეკუთ­ვნით. გე­ნე­რა­ლურ­მა კონ­სულ­მა ბა­ტო­ნი გია მა­ი­საშ­ვი­ლის ოჯახს კი­დევ ერთხელ აღუთ­ქვა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან დახ­მა­რე­ბა ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­ის ფარ­გლებ­ში. ოჯა­ხის წევ­რებ­მა მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დეს გე­ნე­რა­ლურ კონ­სულს და აღ­ნიშ­ნეს, რომ მუდ­მივ კავ­შირ­ზე იქ­ნე­ბი­ან სა­კონ­სუ­ლო სამ­სა­ხურ­თან" - აცხა­დე­ბენ სა­კონ­სუ­ლო­ში.

გია მა­ი­საშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წე­ლია მძი­მე სენს ებ­რძვის. მას თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი 2015 წელს და­უს­ვეს, ოპე­რა­ცი­ი­სა და ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ, მა­ი­საშ­ვილ­მა ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბა და­ა­მარ­ცხა, თუმ­ცა შე­დე­გი ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა...

პო­ლი­ტი­კო­სი ბოლო წლებ­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, თუმ­ცა მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უკა­ნას­კნელ დროს ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და და ფაქ­ტობ­რი­ვად, უი­მე­დოა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მისი "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზეც გავ­რცელ­და. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, პო­ლი­ტი­კო­სი კლი­ნი­კი­დან გა­წე­რეს, რად­გან მის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან მე­დი­ცი­ნა უკვე უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "წარ­თმე­უ­ლი აქვს კი­დუ­რე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლად მო­დის გონ­ზე" - გია მა­ი­საშ­ვი­ლი უკა­ნას­კნე­ლი თხოვ­ნის შეს­რუ­ლე­ბას ითხოვს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ჩამოიყვანენ თუ არა გია მაისაშვილს სამშობლოში - ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს კომენტარი

ჩამოიყვანენ თუ არა გია მაისაშვილს სამშობლოში - ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოს კომენტარი

პოლიტიკოსისა და ლიდერთა სკოლის დამფუძნებლის, გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელებში პრეზიდენტის, პრემიერის, მთავრობისა და მედიის სახელზე მიმართვა გავრცელდა, სადაც პოლიტიკოსის ახლობელ-მეგობრების სახელით, ჟოზე კოდუა გია მაისაშვილის კალიფორნიის შტატიდან საქართველოში გადმოყვანას ითხოვდა. პოსტი უამრავმა ადამიანმა გააზიარა. AMBEBI.GE  ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს დაუკავშირდა.

"საქართველოს გენერალური საკონსულო ნიუ-იორკში მუდმივ კავშირზეა ბატონი გია მაისაშვილის ოჯახის წევრებთან. ბოლო კომუნიკაციის დროს ოჯახის წევრებმა გაუზიარეს კონსულს ინფორმაცია ბატონი გიას უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მათ შორის ართულებს ავადმყოფის გადაადგილებას, მით უფრო ასეთ შორ დისტანციაზე, სურვილი ერთია, თუმცა მისი ჯანმრთელობის ობიექტური მდგომარეობა - მეორე. ოჯახის წევრების განცხადებით, აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები მათ არ ეკუთვნით. გენერალურმა კონსულმა ბატონი გია მაისაშვილის ოჯახს კიდევ ერთხელ აღუთქვა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ოჯახის წევრებმა მადლობა გადაუხადეს გენერალურ კონსულს და აღნიშნეს, რომ მუდმივ კავშირზე იქნებიან საკონსულო სამსახურთან" - აცხადებენ საკონსულოში.

გია მაისაშვილი რამდენიმე წელია მძიმე სენს ებრძვის. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს, ოპერაციისა და ქიმიოთერაპიის შემდეგ, მაისაშვილმა ვერაგი დაავადება დაამარცხა, თუმცა შედეგი ხანმოკლე აღმოჩნდა...

პოლიტიკოსი ბოლო წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, თუმცა მისი მდგომარეობა უკანასკნელ დროს ძალიან დამძიმდა და ფაქტობრივად, უიმედოა. ამის შესახებ ინფორმაცია მისი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზეც გავრცელდა. როგორც გავარკვიეთ, პოლიტიკოსი კლინიკიდან გაწერეს, რადგან მის მდგომარეობასთან მედიცინა უკვე უძლური აღმოჩნდა.

წაიკითხეთ ასევე: "წართმეული აქვს კიდურები, პერიოდულად მოდის გონზე" - გია მაისაშვილი უკანასკნელი თხოვნის შესრულებას ითხოვს...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ