პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრემიერი - რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც
პრემიერი - რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც

რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი და ეს კი­თხვე­ბი არის ჩვენს გუნდშიც. მათ შო­რის, მძი­მეა რე­აქ­ცია სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მის გან­მხილ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლის მა­ნუ­ჩარ კა­პა­ნა­ძის თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში უვა­დოდ გამ­წე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­შია სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მიერ მო­სა­მარ­თლე­თა უვა­დოდ განმწე­სე­ბის სა­კითხს შე­ე­ხე­ბა.

პრე­მი­ე­რის შე­ფა­სე­ბით, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ კი­თხვებს გა­ე­ცეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, სა­ჯა­რო პა­სუ­ხი. ამას­თან, რო­გორც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რა თქმა უნდა, ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის თან­ხვედ­რა­ში ვერ იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო აღ­ქმებ­თან, თუმ­ცა არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა და მთელ ერს აერ­თი­ა­ნებს.

„დღეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლეს­მა საბ­ჭომ 44 მო­სა­მარ­თლე უვა­დოდ გა­ამ­წე­სა. რამ­დე­ნი­მე მო­სა­მარ­თლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მი­ღე­ბულ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ სა­ზო­გა­დო­ბა­ში გა­ა­ჩი­ნა კი­თხვე­ბი და ეს კი­თხვე­ბი არის ჩვენს გუნდშიც. მათ შო­რის, მძი­მეა რე­აქ­ცია სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის საქ­მის გან­მხილ­ვე­ლი მო­სა­მარ­თლის მა­ნუ­ჩარ კა­პა­ნა­ძის თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა პა­ლა­ტა­ში უვა­დოდ გამ­წე­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ვფიქ­რობ, აუ­ცი­ლე­ბე­ლია და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ამ კი­თხვებს გა­ე­ცეს და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი, სა­ჯა­რო პა­სუ­ხი.

სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდა არის სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ვე­ლი, რო­მელ­ზეც შენ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნი სა­ხელ­მწი­ფო. რა თქმა უნდა, ყვე­ლა აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ინ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი ყო­ველ­თვის თან­ხვედ­რა­ში ვერ იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო აღ­ქმებ­თან, თუმ­ცა არ­სე­ბობს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეხე­ბა და მთელ ერს აერ­თი­ა­ნებს. სწო­რედ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის ბრძო­ლამ გა­არ­თი­ა­ნა ჩვე­ნი ერი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯვე­ბა „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“.ჩვენ ვალ­დე­ბულ­ნი ვართ, ამ მიღ­წე­ვას გა­ვუფრ­თხილ­დეთ და არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ დავ­ტო­ვოთ უპა­სუ­ხოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის კი­თხვე­ბი, რომ­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ლე­გი­ტი­მუ­რია.

იმე­დი მაქვს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ სა­კუ­თარ თავ­ში იპო­ვის ძა­ლას, რო­მე­ლიც მის­ცემს სა­შუ­ა­ლე­ბას ჩვენს ქვე­ყა­ნას გა­ნამ­ტკი­ცოს ის მო­ნა­პო­ვა­რი, რო­მე­ლიც მოგ­ვი­ტა­ნა რამ­დე­ნი­მე წლი­ან­მა ბრძო­ლამ და 2012-მა წელ­მა“-ნათ­ქვა­მია პრე­მი­ე­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პრემიერი - რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც

პრემიერი - რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც

რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია საუბარი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების საკითხს შეეხება.

პრემიერის შეფასებით, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი. ამასთან, როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს.

„დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 44 მოსამართლე უვადოდ გაამწესა. რამდენიმე მოსამართლესთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ საზოგადობაში გააჩინა კითხვები და ეს კითხვები არის ჩვენს გუნდშიც. მათ შორის, მძიმეა რეაქცია სულხან მოლაშვილის საქმის განმხილველი მოსამართლის მანუჩარ კაპანაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, აუცილებელია და ძალიან მნიშვნელოვანია, ამ კითხვებს გაეცეს დასაბუთებული, საჯარო პასუხი.

სამართლიანობის განცდა არის საფუძველთა საფუძველი, რომელზეც შენდება დემოკრატიული და სამართლიანი სახელმწიფო. რა თქმა უნდა, ყველა აცნობიერებს, რომ ინსტიტუციონალური გადაწყვეტილებები ყოველთვის თანხვედრაში ვერ იქნება საჯარო აღქმებთან, თუმცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევები, რომლებიც ღირებულებებს ეხება და მთელ ერს აერთიანებს. სწორედ ღირებულებებისთვის ბრძოლამ გაართიანა ჩვენი ერი და ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მოიპოვა გამარჯვება „ქართულმა ოცნებამ“.ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ მიღწევას გავუფრთხილდეთ და არავითარ შემთხვევაში არ დავტოვოთ უპასუხოდ საზოგადოების კითხვები, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურია.

იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ თავში იპოვის ძალას, რომელიც მისცემს საშუალებას ჩვენს ქვეყანას განამტკიცოს ის მონაპოვარი, რომელიც მოგვიტანა რამდენიმე წლიანმა ბრძოლამ და 2012-მა წელმა“-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები