"ნინო ერისთავის მსგავსი ქალი რომ შემხვედროდა, ტყავს გავაძრობდი"- ვინ არიან "კვაზი მანტკავას" ოჯახის წევრები რეალურ ცხოვრებაში

"ნინო ერისთავის მსგავსი ქალი რომ შემხვედროდა, ტყავს გავაძრობდი"- ვინ არიან "კვაზი მანტკავას" ოჯახის წევრები რეალურ ცხოვრებაში

"როგორ შეიძლება ასეთი ადამიანი კარგი იყოს, მაგრამ რადგან ქალია, ქალები უფრო მეტად ამ პერსონაჟისკენ იხრებიან... ბევრმა მკითხა, რატომ აგდებ, ხომ ასეთი კეთილი ხარო... არ შეიძლება ასეთი ადამიანის გვერდით ყოფნა, მით უმეტეს ერთ ჭერქვეშ! მე პირიქით ვფიქრობ, კვაზი მანტკავა დიდსულოვნად იქცევა"... - ამბობს ზურა ანთელავა, რომელიც "ჩემი ცოლის დაქალებში" კვაზი მანტკავას განასახიერებს და მისი როლი ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს...

- რადენად ჰგავს თქვენი პიროვნება თქვენს გმირს – კვაზი მანტკავას?

- წარმოუდგენელია, გამორიცხულია ოდნავ მსგავსებაც კი! მაშინ მსახიობი არ ყოფილა საჭირო. კვაზი მანტკავა შექმნილი პერსონაჟია, ნაწილ-ნაწილ შეთხზულიდან, ნანახიდან და ასე შემდეგ... ასეთი ტიპები იყვნენ 190-1970-იან წლებში. მე იმ თაობის კაცი ვარ, თავად ვარ მომსწრე იმ ყველაფრის. განსაკუთრებით დასავლეთში იყვნენ ასეთები და მე მოგეხსენებათ, ზუგდიდიდან ვარ. მთლიანად არა, მაგრამ რაღაც ელემენტები სხვადასხვა პიროვნებისგან მაქვს აღებული... მაყურებელმა კარგად მიიღო კვაზი მანტკავა, რადგან განსხვავებულია სხვა პერსონაჟებისგან. მაგალითად, გრიშა კაკაჩიასა და კვაზი მანტკავას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა ხასიათში, თვისებებში... ამიტომაც კვაზი მანტკავას როლი ძალიან მომგებიანია.

- თქვენი რეალური ცხოვრება როგორია?

- მსახიობი გახლავართ, ჩვეულებრივად ვმუშაობ... მყავს მეუღლე და ორი ვაჟი. უფროსი ვაჟი მთავარი მენეჯერია ღვინის კომპანიაში... უმცროსი ვაჟიშვილი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მსახიობია. მყავს ერთი შვილიშვილი – ზურიკო... ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეები ვართ... განაგრძეთ კითხვა

 

წაიკითხეთ ასევე: "რეალურ ცხოვრებაში ხომ არიან ასეთი ქალები? რაც მთავარია, ვალები გადაიხადა..." - როგორ განვითარდება კვაზი მანტკავას და ნინო ერისთავის ურთიერთობა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ