პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გერმანია ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევროს სთავაზობს
გერმანია ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევროს სთავაზობს

გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კა სამ­შობ­ლო­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს მა­ტე­რი­ა­ლურ და არა­მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან აც­ნო­ბეს, გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის და მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტი: „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“, რო­მე­ლიც სამ­შობ­ლო­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ველ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მატ­რი­ა­ლურ და არა­მა­ტე­რი­ა­ლურ დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობს. პროგ­რა­მის (REAG/GARP) ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია, რო­გორც სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის სამ­გზავ­რო ხარ­ჯე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბა, ასე­ვე არ­სე­ბობს და­მა­ტე­ბი­თი ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რა ვრცელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მხო­ლოდ იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, ვინც გერ­მა­ნი­ა­ში უვი­ზო რე­ჟი­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე, 2017 წლის 27 მარ­ტამ­დე შე­ვი­და და რომ­ლებ­საც უარი ეთ­ქვათ თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბა­ზე გერ­მა­ნი­ა­ში, მაგ­რამ არ გა­სუ­ლა მათ­თვის ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის­თვის შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის მიერ მი­ცე­მუ­ლი ვა­დე­ბი; ასე­ვე პი­რებს, რო­მელ­თა თავ­შე­საფ­რის მი­ნი­ჭე­ბის შე­სა­ხებ გან­ხილ­ვის პრო­ცე­სი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა, გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, რო­მელ­თაც და­უკ­მა­ყო­ფილ­დათ ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სურთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა.

პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბას­თან ერ­თად ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს პროგ­რა­მა აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას თა­ვად გან­სა­ზღვრონ დაბ­რუ­ნე­ბის თა­რი­ღი და და­გეგ­მონ გამ­გზავ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა დე­ტა­ლე­ბი. ისი­ნი მგზავ­რო­ბენ და­მო­უ­კი­დებ­ლად და ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თან­მხლე­ბი პი­რის გა­რე­შე. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მგზავ­რო­ბის დროს მათ გა­ე­წე­ვათ შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა, ხოლო სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იქ­ნე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის თან­ხლე­ბა.

გერ­მა­ნუ­ლი მხა­რის თა­ნახ­მად, 2018 წლის 28 თე­ბერ­ვლამ­დე არ­სე­ბობს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა მი­ი­ღონ და­მა­ტე­ბით 3000 ევ­რომ­დე რა­ო­დე­ნო­ბის ფუ­ლა­დი მხარ­და­ჭე­რა, სამ­შობ­ლო­ში სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად, მა­გა­ლი­თად, ქი­რავ­ნო­ბის და­სა­ფა­რა­ვად, სამ­შე­ნებ­ლო ან სა­რე­მონ­ტო მიზ­ნე­ბის­თვის და ა. შ.

პროგ­რა­მა მიზ­ნად ისა­ხავს გერ­მა­ნი­ა­ში მყო­ფი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას და მათ რე­ინ­ტეგ­რა­ცი­ას.

პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ მი­ი­ღონ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გერ­მა­ნი­ის მას­შტა­ბით არ­სე­ბულ სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრებ­ში. სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრე­ბის გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლე­ბის­თვის ეწ­ვი­ოთ შემ­დეგ ბმულს: https://www.returningfromgermany.de/de/centres.

ასე­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რის თა­ო­ბა­ზე დაწ­ვრი­ლე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ შემ­დეგ ინ­ტერ­ნეტ მი­სა­მარ­თზე www.returningfromgermany.de გერ­მა­ნულ, ინ­გლი­სურ, ფრან­გულ, რუ­სულ, ავ­ღა­ნურ, არა­ბულ და ირა­ნულ ენებ­ზე.

პროგ­რა­მით 2016 წელს სა­ერ­თო ჯამ­ში 54 000-მა ადა­მი­ან­მა ისარ­გებ­ლა.

გერ­მა­ნი­ის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დე­გი გავ­რცე­ლე­ბის თხოვ­ნით გერ­მა­ნი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს მი­მარ­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

გერმანია ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევროს სთავაზობს

გერმანია ქვეყნის დატოვების სანაცვლოდ უცხოელებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს 3000 ევროს სთავაზობს

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: „REAG/GARP - Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“, რომელიც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატრიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის (REAG/GARP) ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა. 

პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ასევე პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა, გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

პროგრამის მიხედვით, ფინანსური დახმარებასთან ერთად ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და ოფიციალური უწყების წარმომადგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება. 

გერმანული მხარის თანახმად, 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად, მაგალითად, ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.

პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.

პროგრამების შესახებ ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. საინფორმაციო ცენტრების განთავსების ადგილებისთვის ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://www.returningfromgermany.de/de/centres. 

ასევე დაინტერესებულ პირებს აღნიშნული მხარდაჭერის თაობაზე დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე www.returningfromgermany.de გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე. 

პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000-მა ადამიანმა ისარგებლა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ აღნიშნული პროგრამების შესახებ ინფორმაციის შემდეგი გავრცელების თხოვნით გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიმართა.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე