მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 წლის ხაშურელი ბიჭი ზოოპარკში - პატარა დათოს ოცნება აუსრულეს
10 წლის ხაშურელი ბიჭი ზოოპარკში - პატარა დათოს ოცნება აუსრულეს

10 წლის ხა­შუ­რელ ბიჭს, რო­მე­ლიც თბი­ლის­ში ზო­ო­პარ­კის სა­ნა­ხა­ვად გა­მო­ი­პა­რა და რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც AMBEBI.GE გუ­შინ წერ­და, დღეს ზო­ო­პარ­კი და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს.

თბი­ლის­ში და­კარ­გუ­ლი დათო ნო­ზა­ძე პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ორი დღის წინ იპო­ვეს. რო­გორც ირ­კვე­ვა, ბი­ჭუ­ნა ხა­შუ­რი­დან მშობ­ლე­ბის და­უ­კი­თხა­ვად გა­მო­ი­პა­რა, მა­ტა­რე­ბელს გა­მოყ­ვა და თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და.

ბავ­შვს გზად და­ა­ღამ­და და სრუ­ლი­ად უცხო ქა­ლაქ­ში მარ­ტო აღ­მოჩ­ნდა. რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რი­დან აღ­მა­შე­ნებ­ლის გამ­ზი­რის­კენ მარ­ტო მი­მა­ვა­ლი პატ­რუ­ლის ეკი­პაჟ­მა შე­ამ­ჩნია და გა­ე­სა­უბ­რა. პატ­რულ­მა ბავ­შვს სა­ხე­ლი, გვა­რი, კო­ორ­დი­ნა­ტე­ბი გა­მო­კი­თხა და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში იპო­ვა მისი ოჯა­ხი ხა­შურ­ში. დათო ნო­ზა­ძის მა­მას და­უ­კავ­შირ­დნენ და ახა­რეს, რომ მისი ვაჟი იპო­ვეს. ნო­ზა­ძე­ე­ბი სახ­ლში ისე დაბ­რუნ­დნენ, რომ ბავ­შვმა სამ­წუ­ხა­როდ ვერ შეძ­ლო ზო­ო­პარ­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, იმის გამო, რომ გვი­ან ის და­კე­ტი­ლია.

თუმ­ცა, დღეს პა­ტა­რა და­თოს ოც­ნე­ბა აუს­რულ­და - მას თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კი პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­მა ანა ურთქმე­ლი­ძემ და თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტორ­მა ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძემ და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნეს.

ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ბი­ჭუ­ნას აბო­ნე­მენ­ტი აჩუ­ქა, რომ­ლი­თაც თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ისარ­გებ­ლებს.

00:00 / 00:00

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

10 წლის ხაშურელი ბიჭი ზოოპარკში - პატარა დათოს ოცნება აუსრულეს

10 წლის ხაშურელი ბიჭი ზოოპარკში - პატარა დათოს ოცნება აუსრულეს

10 წლის ხაშურელ ბიჭს, რომელიც თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა და რომლის შესახებაც AMBEBI.GE გუშინ წერდა, დღეს ზოოპარკი დაათვალიერებინეს.

თბილისში დაკარგული დათო ნოზაძე პატრულის თანამშრომლებმა ორი დღის წინ იპოვეს. როგორც ირკვევა, ბიჭუნა ხაშურიდან მშობლების დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოყვა და თბილისში ჩამოვიდა.

ბავშვს გზად დააღამდა და სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. რკინიგზის სადგურიდან აღმაშენებლის გამზირისკენ მარტო მიმავალი პატრულის ეკიპაჟმა შეამჩნია და გაესაუბრა. პატრულმა ბავშვს სახელი, გვარი, კოორდინატები გამოკითხა და რამდენიმე წუთში იპოვა მისი ოჯახი ხაშურში. დათო ნოზაძის მამას დაუკავშირდნენ და ახარეს, რომ მისი ვაჟი იპოვეს. ნოზაძეები სახლში ისე დაბრუნდნენ, რომ ბავშვმა სამწუხაროდ ვერ შეძლო ზოოპარკის დათვალიერება, იმის გამო, რომ გვიან ის დაკეტილია.

თუმცა, დღეს პატარა დათოს ოცნება აუსრულდა - მას თბილისის ზოოპარკი პატრულ-ინსპექტორმა ანა ურთქმელიძემ და თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ დაათვალიერებინეს.

ზოოპარკის ადმინისტრაციამ ბიჭუნას აბონემენტი აჩუქა, რომლითაც თბილისის ზოოპარკში მთელი წლის განმავლობაში ისარგებლებს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ