მაია ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამის შესახებ მისი საავტორო გადაცემა "პროფილის" "ფეისბუქის" გვერდზეა აღნიშნული.
ტელეწამყვანის ავადმყოფობის გამო გადაცემა დროებით შეჩერებულია.
"სამწუხარო ამბავი უნდა გაცნობოთ, მაია თავს ცუდად გრძნობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, ამიტომ იძულებულნი ვართ, დროებით ეთერი გავაჩეროთ.
იმედი გვაქვს, ჩვენს ერთგულ მაყურებელს მალე დავუბრუნდებით, როცა მაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს.
მადლობა გვერდში დგომისთვის!" - ნათქვამია განცხადებაში.
რა გახდა ასათიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.