სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიგი პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფები მედიას საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ - რამაზ საყვარელიძე
რიგი პოლიტიკური თუ  ბიზნესჯგუფები მედიას საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ - რამაზ საყვარელიძე

ბოლო პე­რი­ოდ­ში ზო­გი­ერ­თი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, რომ მათ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ზე­წო­ლა ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბას საფრ­თხე ექ­მნე­ბა, თუმ­ცა სე­რი­ო­ზულ სკან­და­ლამ­დე საქ­მე არ მი­სუ­ლა. მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის გა­დამ­წყვე­ტი სა­კი­თხია და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფრთხი­ლად და ფხიზ­ლად უნდა იყოს, თუმ­ცა ექ­სპერტ რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძის თქმით, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ფრთხი­ლად უნდა იყოს იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც, რომ რიგ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა თუ ბიზ­ნესჯ­გუ­ფებ­მა მე­დია სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის ბო­რო­ტად არ გა­მო­ი­ყე­ნონ.

რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძე, პო­ლი­ტო­ლო­გი:

- ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­ზო­მი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­აა. მაგ­რამ ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ რიგი პო­ლი­ტი­კუ­რი თუ ბიზ­ნესჯ­გუ­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ფლო­ბენ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებს, ამ უკა­ნას­კნელთ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის არსს არ­თმე­ვენ და სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გამ­ტა­რე­ბელ ორ­გა­ნოდ აქ­ცე­ვენ... რო­დე­საც კერ­ძო მე­დია დამ­ფი­ნან­სე­ბელ­ზე ლა­პა­რა­კობს, გა­მო­დის, რომ ეს ტე­ლე­ვი­ზია თავს თვი­თონ არ ირ­ჩენს. ბუ­ნებ­რი­ვად ის­მის კი­თხვა, რაში სჭირ­დე­ბა მა­შინ ასე­თი წამ­გე­ბი­ა­ნი მე­დი­სა­შუ­ა­ლე­ბა ამა თუ იმ ბინ­ზესჯ­გუფს, რომ­ლის ბიზ­ნე­საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი პრო­ფი­ლი მა­ს­მე­დია არ არის? პა­სუ­ხი ერ­თია - სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის და­სა­ცა­ვად და გა­სა­ტა­რებ­ლად. მა­გა­ლი­თად, "იბე­რი­ას" ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბა, რომ მათი დამ­ფი­ნან­სებ­ლის ბიზ­ნესპრობ­ლე­მე­ბი აი­სა­ხე­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ის და­ფი­ნან­სე­ბა­ზე და ეს მათ­ზე ზე­წო­ლაა, ვფიქ­რობ, ცოტა სა­ეჭ­ვო ელ­ფე­რი აქვს და კი­თხვებ­საც აჩენს...

რა გან­სხვა­ვე­ბაა, სა­ხელ­მწი­ფო მის­ცემს ფულს რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ას თუ გა­ზეთს და გახ­დის თა­ვის­ზე და­მო­კი­დე­ბულს თუ კერ­ძო კომ­პა­ნია მის­ცემს ფულს და ასე შე­უ­ზღუ­დავს თა­ვი­სუფ­ლე­ბას? მე­დია უკვე აღარ არის თა­ვი­სუ­ფა­ლი, როცა ამ­ბობს, რომ დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი და მამა-მარ­ჩე­ნა­ლი ჰყავს.

ცალ­კე თე­მაა, თუ რა ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს ამა თუ იმ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის დამ­ფი­ნან­სე­ბელს - მას პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სი აქვს, რე­ა­ლუ­რად მე­დი­ის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა­ზე ზრუ­ნავს თუ სურს, მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა თა­ვი­სი ძი­რი­თა­დი ბიზ­ნე­სის­თვის ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნოს?! მა­გა­ლი­თად, ბიზ­ნესჯ­გუფს შე­საძ­ლოა, რა­ი­მე ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი პრობ­ლე­მა გა­უჩ­ნდეს და სა­კუ­თარ მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას და­ა­ძა­ხე­ბი­ნოს, არი­ქა, სა­ხელ­მწი­ფო გვჩაგ­რავ­სო. ეს კი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია, რად­გან მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლის თე­მის პე­და­ლი­რე­ბა ქვეყ­ნის იმიჯს აზა­რა­ლებს.

- და­სავ­ლურ რე­აქ­ცი­ას გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ. ახ­ლა­ხან ამე­რი­კის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის მოხ­სე­ნე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლო­ზე­ცაა სა­უ­ბა­რი. ერთ-ერთ ეპი­ზოდ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ეც­დე­ბა, კი­დევ უფრო და­ა­სუს­ტოს ოპო­ზი­ცია. ეს ეპი­ზო­დი აშ­კა­რად სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ეფუძ­ნე­ბა, თო­რემ რე­ა­ლუ­რად, მე­ეჭ­ვე­ბა, ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ის და­სუს­ტე­ბას ვინ­მეს ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბო­დეს. ანა­ლო­გი­უ­რად, თუ სა­ქარ­თვე­ლო­დან მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე რო­მე­ლი­მე და­სავ­ლურ დო­კუ­მენ­ტში გაჩ­ნდე­ბა ჩა­ნა­წე­რი, რომ აქ მე­დია იზღუ­დე­ბა, ეს ძა­ლი­ან ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა ქვეყ­ნის იმიჯ­ზე.

რიგი პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფები მედიას საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ - რამაზ საყვარელიძე

რიგი პოლიტიკური თუ  ბიზნესჯგუფები მედიას საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ - რამაზ საყვარელიძე

ბოლო პერიოდში ზოგიერთი ტელეკომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ხორციელდება და სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ექმნება, თუმცა სერიოზულ სკანდალამდე საქმე არ მისულა. მედიის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოებისთვის გადამწყვეტი საკითხია და საზოგადოება ფრთხილად და ფხიზლად უნდა იყოს, თუმცა ექსპერტ რამაზ საყვარელიძის თქმით, საზოგადოება ფრთხილად უნდა იყოს იმ თვალსაზრისითაც, რომ რიგმა პოლიტიკურმა თუ ბიზნესჯგუფებმა მედია საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენონ.

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- ქვეყნის დემოკრატიულობის ერთ-ერთი მთავარი საზომი დამოუკიდებელი მედიაა. მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ რიგი პოლიტიკური თუ ბიზნესჯგუფები, რომლებიც ფლობენ მედიასაშუალებებს, ამ უკანასკნელთ დამოუკიდებლობის არსს ართმევენ და საკუთარი ინტერესების გამტარებელ ორგანოდ აქცევენ... როდესაც კერძო მედია დამფინანსებელზე ლაპარაკობს, გამოდის, რომ ეს ტელევიზია თავს თვითონ არ ირჩენს. ბუნებრივად ისმის კითხვა, რაში სჭირდება მაშინ ასეთი წამგებიანი მედისაშუალება ამა თუ იმ ბინზესჯგუფს, რომლის ბიზნესაქმიანობის მთავარი პროფილი მასმედია არ არის? პასუხი ერთია - საკუთარი ინტერესების დასაცავად და გასატარებლად. მაგალითად, "იბერიას" ჟურნალისტების განცხადება, რომ მათი დამფინანსებლის ბიზნესპრობლემები აისახება ტელევიზიის დაფინანსებაზე და ეს მათზე ზეწოლაა, ვფიქრობ, ცოტა საეჭვო ელფერი აქვს და კითხვებსაც აჩენს...

რა განსხვავებაა, სახელმწიფო მისცემს ფულს რომელიმე ტელევიზიას თუ გაზეთს და გახდის თავისზე დამოკიდებულს თუ კერძო კომპანია მისცემს ფულს და ასე შეუზღუდავს თავისუფლებას? მედია უკვე აღარ არის თავისუფალი, როცა ამბობს, რომ დამფინანსებელი და მამა-მარჩენალი ჰყავს.

ცალკე თემაა, თუ რა ინტერესები აქვს ამა თუ იმ მედიასაშუალების დამფინანსებელს - მას პოლიტიკური ინტერესი აქვს, რეალურად მედიის დამოუკიდებლობაზე ზრუნავს თუ სურს, მედიასაშუალება თავისი ძირითადი ბიზნესისთვის ფარად გამოიყენოს?! მაგალითად, ბიზნესჯგუფს შესაძლოა, რაიმე ობიექტური თუ სუბიექტური პრობლემა გაუჩნდეს და საკუთარ მედიასაშუალებას დააძახებინოს, არიქა, სახელმწიფო გვჩაგრავსო. ეს კი სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველია, რადგან მედიაზე ზეწოლის თემის პედალირება ქვეყნის იმიჯს აზარალებს.

- დასავლურ რეაქციას გულისხმობთ?

- დიახ. ახლახან ამერიკის დაზვერვის სამსახურის მოხსენება გამოქვეყნდა, სადაც საქართველოზეცაა საუბარი. ერთ-ერთ ეპიზოდში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება ეცდება, კიდევ უფრო დაასუსტოს ოპოზიცია. ეს ეპიზოდი აშკარად საქართველოდან მიწოდებულ ინფორმაციას ეფუძნება, თორემ რეალურად, მეეჭვება, ჩვენი ოპოზიციის დასუსტებას ვინმეს ძალისხმევა სჭირდებოდეს. ანალოგიურად, თუ საქართველოდან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე რომელიმე დასავლურ დოკუმენტში გაჩნდება ჩანაწერი, რომ აქ მედია იზღუდება, ეს ძალიან ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები