პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარლამენტმა 83 ხმით "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
პარლამენტმა 83 ხმით "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარ­ლა­მენ­ტმა 83 ხმით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან და­კავ­ში­რე­ბით "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონპ­რო­ექ­ტზე პრე­ზი­დენ­ტის ვეტო დაძ­ლია.

თავ­და­პირ­ვე­ლად კენ­ჭი პრე­ზი­დენ­ტის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ პრო­ექტს ეყა­რა, რო­მელ­საც 13-მა დე­პუ­ტატ­მა და­უ­ჭი­რა მხა­რი, ხოლო წი­ნა­აღ­მდეგ ხმა პარ­ლა­მენ­ტის 75-მა წევ­რმა მის­ცა. ამის შემ­დეგ კენ­ჭისყრა­ზე პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი და ვე­ტო­და­დე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი დად­გა - ვეტო 83 ხმით, (13 წი­ნა­აღ­მდე­გი) დაძ­ლი­ეს.

მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის მიერ კი­დევ ერთხელ მხარ­და­ჭე­რი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უფარ­თოვ­დე­ბა და შე­ეძ­ლე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი შე­მო­სავ­ლე­ბი, მათ შო­რის სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტი­დან მი­ღე­ბუ­ლი ასიგ­ნე­ბე­ბი დამ­წყე­ბი სა­წარ­მო­ე­ბის (სტარ­ტე­პე­ბი) წა­ხა­ლი­სე­ბის, (ტელე, რა­დიო და ონ­ლა­ინ პრო­დუქ­ცი­ის) ინო­ვა­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, მა­უ­წყებ­ლო­ბის სფე­რო­ში გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­ზე მი­მარ­თოს.

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბა სა­მუ­შაო დღე­ებ­ში, გარ­და სა­უ­კე­თე­სო დრო­სი (19:00 – 24:00). რეკ­ლა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს ყო­ველ სა­ათ­ში 3-წუთს. გარ­და ამი­სა, იზ­რდე­ბა სპორ­ტუ­ლი რე­პორ­ტა­ჟის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი­სა და სხვა პროგ­რა­მე­ბის დროს კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის ხან­გრძლი­ვო­ბა - ნაც­ვლად 30 წუ­თი­სა, იგი არ უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს 60 წუთს, ხოლო ყო­ველ სა­ათ­ში ნაც­ვლად 6 წუ­თი­სა, 12 წუთს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ოს არ­ხებ­ზე და­საშ­ვე­ბი ხდე­ბა სპონ­სო­რო­ბა მხო­ლოდ სპორ­ტი­უ­ლი რე­პორ­ტა­ჟის, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის/კონ­კურ­სის და გა­სარ­თო­ბის გა­და­ცე­მის, სე­რი­ა­ლე­ბის დროს.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის აჭა­რის ტე­ლე­ვი­ზია და რა­დიო ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბი­ან, ეთერ­ში გან­თავ­სე­ბის მიზ­ნით წარ­მოდ­გე­ნილ სო­ცი­ა­ლურ რეკ­ლა­მას უსას­ყიდ­ლოდ და არა­დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლად და­უთ­მონ 3 სა­ათ­ში ჯამ­ში არა­ნაკ­ლებ 90 წა­მი­სა (ნაც­ვლად 1 სა­ათ­ში არა­ნაკ­ლებ 60 წა­მი­სა).

"მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბით, იმიჯ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის მე­ნე­ჯმენ­ტსა და სა­მე­ურ­ვე საბ­ჭოს შო­რის. დღეს არ­სე­ბუ­ლი კა­ნო­ნით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ბი­უ­ჯეტს სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭო ამ­ტკი­ცებს და ასე­ვე მას შე­აქვს ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. კა­ნონ­ში შე­სა­ტა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბით, საბ­ჭო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის წარ­დგი­ნე­ბით შე­ი­ტა­ნოს ბი­უ­ჯეტ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის დე­ბუ­ლე­ბა­ში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნაც მხო­ლოდ დი­რექ­ტო­რის წარ­დგე­ნე­ბით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

გარ­და ამი­სა, "სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნი არ გავ­რცელ­დე­ბა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კერ­ძო სა­მარ­თლის იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის მიერ მომ­ზა­დე­ბულ პროგ­რა­მა­ზე, რომ­ლებ­საც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთე­რის არა­ნაკ­ლებ 25% და­ეთ­მო­ბა. "სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ასე­ვე არ გავ­რცელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყებ­ლის ეთე­რით გა­და­სა­ცე­მი გა­და­ცე­მე­ბის, ფილ­მე­ბის, სე­რი­ა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის შეს­ყიდ­ვა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ვე­ტოს, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­რო­ექ­ტის იმ ნა­წილს არ და­ე­თან­ხმა, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში კო­მერ­ცი­უ­ლი რეკ­ლა­მის გან­თავ­სე­ბას და სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხს ეხე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარლამენტმა 83 ხმით "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 83 ხმით "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა 83 ხმით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით "მაუწყებლობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც 13-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 75-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ მიღებული და ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა - ვეტო 83 ხმით, (13 წინააღმდეგი) დაძლიეს.

მმართველი უმრავლესობის მიერ კიდევ ერთხელ მხარდაჭერილი კანონპროექტით, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი (19:00 – 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა - ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე დასაშვები ხდება სპონსორობა მხოლოდ სპორტიული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალის/კონკურსის და გასართობის გადაცემის, სერიალების დროს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებული ხდებიან, ეთერში განთავსების მიზნით წარმოდგენილ სოციალურ რეკლამას უსასყიდლოდ და არადისკრიმინაციულად დაუთმონ 3 საათში ჯამში არანაკლებ 90 წამისა (ნაცვლად 1 საათში არანაკლებ 60 წამისა).

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებით, იმიჯნება უფლებამოსილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და სამეურვე საბჭოს შორის. დღეს არსებული კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტს სამეურვეო საბჭო ამტკიცებს და ასევე მას შეაქვს ბიუჯეტში ცვლილებები. კანონში შესატანი ცვლილებებით, საბჭო უფლებამოსილი იქნება მხოლოდ გენერალური დირექტორის წარდგინებით შეიტანოს ბიუჯეტში ცვლილებები. გარდა ამისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დებულებაში ცვლილების შეტანაც მხოლოდ დირექტორის წარდგენებით იქნება შესაძლებელი.

გარდა ამისა, "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონი არ გავრცელდება დამოუკიდებელი კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ პროგრამაზე, რომლებსაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერის არანაკლებ 25% დაეთმობა. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონით დადგენილი შეზღუდვები ასევე არ გავრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, ფილმების, სერიალების დამზადების მომსახურების შესყიდვაზე.

რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, გიორგი მარგველაშვილი აღნიშნული კანონროექტის იმ ნაწილს არ დაეთანხმა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსებას და სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხს ეხება.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები