პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არც ვფიქრობდი, რომ სოფლელ ბიჭს მთავარ როლზე დამამტკიცებდნენ..." - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი "ჩიორა"
"არც ვფიქრობდი, რომ სოფლელ ბიჭს მთავარ როლზე დამამტკიცებდნენ..." - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი "ჩიორა"

ცხოვ­რე­ბა ხში­რად გვი­წყობს სი­ურპრი­ზებს. ალ­ბათ ასეთ სი­ურპრი­ზად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს გოჩა აფ­ცი­ა­უ­რის­თვის ფილ­მი "ჩი­ო­რა". არას­დროს უოც­ნე­ბია მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ბევ­რის­თვის ნა­ნატ­რი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლად მოგ­ვევ­ლი­ნა...

"ჩი­ო­რა" 1984 წელს გა­მო­ვი­და ეკ­რა­ნებ­ზე. მას შემ­დეგ გოჩა აფ­ცი­ა­უ­რის სა­ხე­ლი და­ი­ვი­წყეს და დღემ­დე ყვე­ლა ჩი­ო­რას ეძა­ხის. დღეს იგი 55 წლი­საა - 2 შვი­ლის მამა და 2 შვი­ლიშ­ვი­ლის პაპა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩი­ო­რას პერ­სო­ნაჟ­მა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და პო­პუ­ლა­რო­ბით და­ა­ჯილ­დო­ვა, მა­ინც მე­ტყე­ვე ინ­ჟი­ნე­რის პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლა. უკვე 12 წე­ლია, და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის სა­ა­გენ­ტო­ში, ალ­გე­თის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის დაც­ვის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სია. ცხოვ­რობს მან­გლის­ში, მე­უღ­ლეს­თან, ქალ­ბა­ტონ ნი­ნოს­თან ერ­თად.

გოჩა აფ­ცი­ა­უ­რი: "ჩი­ო­რა" რომ გა­მო­ვი­და ,რე­ჟი­სორ­მა ნელი ნე­ნო­ვამ შე­მომ­თა­ვა­ზა თე­ატ­რა­ლურ­ში ჩა­გა­ბა­რე­ბი­ნე­ბო, მაგ­რამ მა­ში­ნაც ვფიქ­რობ­დი და ახ­ლაც, ამ აზ­რზე ვარ, რომ მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი საქ­მე არ იყო"

- არა და ჩი­ო­რას როლი შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შეთ...

- საქ­მეც მა­გა­შია, რომ არ მი­თა­მა­შია. ჩი­ო­რა მე მგავს, ფილმში სა­კუ­თა­რი თავი გან­ვა­სა­ხი­ე­რე. რაც ეკ­რან­ზე ვი­ყა­ვი, ის ვი­ყა­ვი ეკ­რა­ნის მიღ­მაც.

- რო­გორ გახ­დით ამ ფილ­მის პერ­სო­ნა­ჟი?

- მა­მა­ჩე­მის მე­გო­ბა­რი გარ­და­იც­ვა­ლა, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე კი­ნოს­ტუ­დი­ის მუ­შა­კი გახ­ლდათ. მის გას­ვე­ნე­ბა­ში კი­ნოს­ტუ­დი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მო­ი­ყა­რეს თავი. ერთ-ერთი მათ­გა­ნი, ვაჟა ბა­სი­ლა­ია მო­ვი­და და შე­მომ­თა­ვა­ზა: სინ­ჯებ­ზე ჩა­მო­დიო. იმ დროს უკვე ვსწავ­ლობ­დი სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო ინ­სტი­ტუ­ტში. მშობ­ლებ­მა მირ­ჩი­ეს და კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში მი­ვე­დი. ფო­ტო­ე­ბი გა­და­მი­ღეს, გა­მე­სა­უბრნენ და და­მემ­შვი­დობ­ნენ, 10 დღე­ში პა­სუხს გე­ტყვი­თო. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვფიქ­რობ­დი რომ სოფ­ლელ ბიჭს მთა­ვარ როლ­ზე და­მამ­ტკი­ცებ­დნენ, მაგ­რამ 2 კვი­რა­ში და­მი­კავ­შირ­დნენ და მამ­ცნეს - დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი ხართ ჩი­ო­რას როლ­ზეო.

ნი­კას რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, თენ­გიზ გი­ორ­გა­ძე კი­ნოს­ტუ­დი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი. ის ჩე­მამ­დე ჰყავ­დათ შერ­ჩე­უ­ლი. მა­რის ძი­ე­ბა ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. შე­სარ­ჩევ პრო­ცესს მე და თენ­გოც ვა­დევ­ნებ­დით თვალს. ბევ­რი გოგო მო­დი­ო­და და მი­დი­ო­და. ერთ დღეს ხა­თუ­ნა ჩა­გე­ლიშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა, დიდი ცის­ფე­რი თვა­ლე­ბით და ბავ­შვუ­რი, გუ­ლუბ­რყვი­ლო მზე­რით. გვა­თა­მა­შეს სა­მი­ვე რამ­დე­ნი­მე სცე­ნა­ში და ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ ჩვე­ნი სა­მე­უ­ლი შე­იკ­რა.

გა­და­ღე­ბე­ბი 1983 წელს და­ი­წყო. ჯერ თბი­ლის­ში, მერე 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ხუმ­ში და გაგ­რა­ში. ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი პე­რი­ო­დი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. რომ გი­თხრათ, გა­და­ღე­ბე­ბის დროს ვიღ­ლე­ბო­დი-მეთ­ქი, მო­გა­ტყუ­ებთ. ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბის ამ­ბა­ვი ხომ იცით, ყო­ველ სა­ღა­მოს ვუ­ჩი­ნარ­დე­ბო­დი... ამი­ტომ რე­ჟი­სორ­მა გათ­ვა­ლა, გა­მო­ვას­წო­რე­ბო და ოთახ­ში ოპე­რა­ტორ სერ­გეი ბეზსმერტნის­თან ერ­თად გა­მამ­წე­სა. სე­რი­ოჟა რე­ჟი­მით ცხოვ­რობ­და, არც სვამ­და, არც ეწე­ო­და. კი­ნო­ზე აბო­დებ­და, სქე­ლი რვე­უ­ლე­ბი ჰქონ­და გავ­სე­ბუ­ლი, რომ­ლებ­შიც ჩა­მო­წე­რი­ლი იყო ყვე­ლა ფილ­მის რე­ჟი­სო­რის, მსა­ხი­ო­ბის კა­რი­ე­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბი. გა­და­ღე­ბებს რომ მოვ­რჩე­ბო­დით ხოლ­მე: წამო, კი­ნო­შიო - მე­პა­ტი­ჟე­ბო­და. გა­მა­ნე­ბე სე­რი­ოჟა თავი, ისე­დაც მთე­ლი დღე კი­ნოს არ ვი­ღებთ-თქო?! - ვე­უბ­ნე­ბო­დი.

ასე გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე დღე და მა­ლე­ვე მივ­ხვდი, რომ ასეთ მე­ზო­ბელ­თან დიდ­ხანს ვერ ვი­ცხოვ­რებ­დი. გა­დავ­წყვი­ტე "გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა", ამი­ტომ ერთ სა­ღა­მოს ოთახ­ში სას­მე­ლი ავი­ტა­ნე. რომ და­ი­ნა­ხა, ხე­ლე­ბი გა­ა­სავ­სა­ვა - ხომ იცი, არ ვსვა­მო. დღეს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა და ერთი ჭი­ქით არ უნდა მა­დღეგ­რძე­ლო-მეთ­ქი?! - არ მი­ვე­ცი გა­სა­ქა­ნი. მერე მშობ­ლე­ბის სა­დღეგ­რძე­ლო შევსვი. მამა არ მყავ­სო მი­თხრა - მა­შინ­ვე მისი შე­სან­დო­ბა­რი ვთქვი და სე­რი­ოჟა­საც გული ავუ­ჩუ­ყე. გუ­ლა­ჩუ­ყე­ბულ­ზე ბოთ­ლი ად­ვი­ლად ჩა­ი­ცა­ლა... ძი­ლის წინ, რე­ჟი­სორ­მა რომ შე­მო­ი­ხე­და ოთახ­ში, სერ­გეი გა­ლე­ში­ლი დახ­ვდა სი­გა­რე­ტით ხელ­ში, მე კი უმ­წიკ­ვლო მზე­რა მი­ვა­პყა­რი და ღამე მშვი­დო­ბი­სა ვუ­სურ­ვე. მე­ო­რე დღი­დან სერ­გეი სხვა ოთახ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

- კლდი­დან გა­დახ­ტო­მის სცე­ნებ­ში კას­კა­დი­ო­რი გცვლით?

- მანდ მონ­ტა­ჟი გა­ა­კე­თეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სურ­ვი­ლი გა­მოვ­თქვი თვი­თონ ვი­თა­მა­შებ-თქო, მა­ინც კას­კა­დი­ო­რი გად­მო­ახ­ტუ­ნეს. მე კი 3 მეტ­რი სი­მაღ­ლი­დან გა­და­ვეშ­ვი, ლე­ი­ბე­ბის გრო­ვა­ში და მონ­ტა­ჟის წყა­ლო­ბით სა­სურ­ვე­ლი ეფექ­ტი მი­ი­ღეს.

- ვე­ლო­სი­პე­დით რომ ავა­რი­ებს აწყობთ, მან­დაც კას­კა­დი­ო­რი გცვლით?

- არა, მანდ ყვე­ლა კად­რი ჩემს მიერ არის გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი, კას­კა­დი­ო­რის გა­რე­შე. ერ­თგან, ექი­მი რომ მე­ჯა­ხე­ბა იმ მო­მენ­ტში, ვერ მო­ზო­მა მძღოლ­მა და კი­ნა­ღამ მარ­თლა ტრა­გე­დია მოხ­და. ეს კად­რი უც­ვლე­ლად შე­ვი­და ფილმში.

"ჩი­ო­რას" ძა­ლი­ან ალა­მა­ზებს ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას მუ­სი­კა. ყო­ველ­თვის დიდი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი ვი­ყა­ვი ამ კომ­პო­ზი­ტო­რის, თუმ­ცა გა­და­ღე­ბე­ბის მო­მენ­ტში მას­თან შეხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქო­ნია. რო­დე­საც ფილ­მი გა­მო­ვი­და, მოს­კოვ­ში ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ცა­ნით მე, თენ­გომ და ხა­თუ­ნამ.

- ფილ­მის გა­მოს­ვლის შემ­დეგ ალ­ბათ უცებ არ­ნა­ხუ­ლად პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დით.

- გა­და­ღე­ბე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე, წე­ლი­წად­ნა­ხევ­რით საბ­ჭო­თა ჯარ­ში გა­მიწ­ვი­ეს. რაც იქი­დან დავ­ბუნ­დი, მას შემ­დეგ ჩემ­თვის გოჩა აღა­რა­ვის და­უ­ძა­ხია. ყვე­ლა ჩი­ო­რას მე­ძა­ხის.

სცე­ნა­რი თა­ვი­დან­ვე მომ­წონ­და, თუმ­ცა ფილ­მი სულ სხვა­ნა­ი­რი წარ­მო­მედ­გი­ნა. კი­ნო­დარ­ბაზ­ში, გვერ­დი­დან რომ შევ­ხე­დე, არ მო­მე­წო­ნა სა­კუ­თა­რი თავი. ახლა რაც დრო გა­დის, მით უფრო დიდი სი­მოვ­ნე­ბით ვუ­ყუ­რებ "ჩი­ო­რას".

- ჩი­ო­რა აფხა­ზე­თის ომში მო­ნა­წი­ლე­ობ­დაო, მარ­თა­ლია?

- მა­ნამ­დე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის სამ­ხედ­რო ბა­ტა­ლი­ონ­ში ვმსა­ხუ­რობ­დი. ომის და­წყე­ბი­დან მა­ლე­ვე ჯერ სო­ხუმ­ში ჩავფრინ­დით, იქი­დან - გაგ­რა­ში. გაგ­რის აღე­ბი­სას ბა­ტა­ლი­ო­ნი­დან 19 ბიჭი მოგ­ვიკ­ლეს, გა­დარ­ჩე­ნი­ლი 40 კი ტყვედ აგ­ვიყ­ვა­ნეს. 2 კვი­რა გუ­და­უ­თის იზო­ლა­ტორ­ში ვყავ­დით, მერე სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კი­ვით მო­წყო­ბილ ად­გი­ლას გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, სა­დაც და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხე­ვა­რი ვყავ­დით, გვცემ­დნენ, გვა­შიმ­ში­ლებ­დნენ, სა­ში­ნე­ლი დღე­ე­ბი გა­და­ვი­ტა­ნეთ... "ჩი­ო­რას" გა­და­ღე­ბი­სას, გაგ­რა­ში, ჩვე­ნი გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი­დან ერთ გო­გოს შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა ად­გი­ლობ­რივ­მა და ამის გამო წა­მო­ვარ­ტყი. ტყვე­ო­ბი­სას ამ ადა­მი­ან­მა მიც­ნო, თავი გა­მახ­სე­ნა, გი­სო­სე­ბის მე­ო­რე მხრი­დან, გახ­სოვს რო­გორ მცე­მეო?! ჰოდა გა­მიყ­ვა­ნა და გა­მი­ერ­თი­ა­ნა ძველ-რბი­ლი. ტყვე­ო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე ბიჭი გარ­დაგ­ვეც­ვა­ლა, არც და­ნარ­ჩე­ნებს გვქონ­და იმე­დი რომ გა­დავ­რჩე­ბო­დით, თუმ­ცა მო­უ­ლოდ­ნე­ლად აფხაზ ტყვე­ებ­ში გაგ­ვცვა­ლეს, რო­მელ­თა შო­რის არ­ძიმ­ბას ძმიშ­ვი­ლიც ერია. ჩვენ 33 ვი­ყა­ვით, ისი­ნი თერ­თმეტ­ნი იყ­ვნენ...

- ოჯახ­ზე გვი­ამ­ბეთ...

- მან­გლის­ში და­ვი­ბა­დე, გა­ვი­ზარ­დე და დღემ­დე აქ ვცხოვ­რობ. 2 შვი­ლი და 2 შვი­ლიშ­ვი­ლი მყავს, მე­უღ­ლე მუ­სი­კის პე­და­გო­გია, მეც ვმუ­შა­ობ და ვე­წე­ვით ასე ცხოვ­რე­ბის ჭა­პანს უფ­ლის წყა­ლო­ბით და ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დით...

ფოტო: სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ფო­ტო­არ­ქი­ვი

ავტორი:

"არც ვფიქრობდი, რომ სოფლელ ბიჭს მთავარ როლზე დამამტკიცებდნენ..." - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი "ჩიორა"

"არც ვფიქრობდი, რომ სოფლელ ბიჭს მთავარ როლზე დამამტკიცებდნენ..." - როგორ ცხოვრობს ყველასთვის საყვარელი "ჩიორა"

ცხოვრება ხშირად გვიწყობს სიურპრიზებს. ალბათ ასეთ სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს გოჩა აფციაურისთვის ფილმი "ჩიორა". არასდროს უოცნებია მსახიობობაზე, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ბევრისთვის ნანატრი მთავარი როლის შემსრულებლად მოგვევლინა...

"ჩიორა" 1984 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ გოჩა აფციაურის სახელი დაივიწყეს და დღემდე ყველა ჩიორას ეძახის. დღეს იგი 55 წლისაა - 2 შვილის მამა და 2 შვილიშვილის პაპა. მიუხედავად იმისა, რომ ჩიორას პერსონაჟმა დიდი სიყვარულითა და პოპულარობით დააჯილდოვა, მაინც მეტყევე ინჟინერის პროფესიას დაეუფლა. უკვე 12 წელია, დაცული ტერიტორიების სააგენტოში, ალგეთის ეროვნული პარკის დაცვის განყოფილების უფროსია. ცხოვრობს მანგლისში, მეუღლესთან, ქალბატონ ნინოსთან ერთად.

გოჩა აფციაური: "ჩიორა" რომ გამოვიდა ,რეჟისორმა ნელი ნენოვამ შემომთავაზა თეატრალურში ჩაგაბარებინებო, მაგრამ მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც, ამ აზრზე ვარ, რომ მსახიობობა ჩემი საქმე არ იყო"

- არა და ჩიორას როლი შესანიშნავად ითამაშეთ...

- საქმეც მაგაშია, რომ არ მითამაშია. ჩიორა მე მგავს, ფილმში საკუთარი თავი განვასახიერე. რაც ეკრანზე ვიყავი, ის ვიყავი ეკრანის მიღმაც.

- როგორ გახდით ამ ფილმის პერსონაჟი?

- მამაჩემის მეგობარი გარდაიცვალა, რომელიც თავის დროზე კინოსტუდიის მუშაკი გახლდათ. მის გასვენებაში კინოსტუდიის თანამშრომლებმა მოიყარეს თავი. ერთ-ერთი მათგანი, ვაჟა ბასილაია მოვიდა და შემომთავაზა: სინჯებზე ჩამოდიო. იმ დროს უკვე ვსწავლობდი სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტში. მშობლებმა მირჩიეს და კინოსტუდიაში მივედი. ფოტოები გადამიღეს, გამესაუბრნენ და დამემშვიდობნენ, 10 დღეში პასუხს გეტყვითო. სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობდი რომ სოფლელ ბიჭს მთავარ როლზე დამამტკიცებდნენ, მაგრამ 2 კვირაში დამიკავშირდნენ და მამცნეს - დამტკიცებული ხართ ჩიორას როლზეო.

ნიკას როლის შემსრულებელი, თენგიზ გიორგაძე კინოსტუდიაში გავიცანი. ის ჩემამდე ჰყავდათ შერჩეული. მარის ძიება ყველაზე დიდხანს მიმდინარეობდა. შესარჩევ პროცესს მე და თენგოც ვადევნებდით თვალს. ბევრი გოგო მოდიოდა და მიდიოდა. ერთ დღეს ხათუნა ჩაგელიშვილი გამოჩნდა, დიდი ცისფერი თვალებით და ბავშვური, გულუბრყვილო მზერით. გვათამაშეს სამივე რამდენიმე სცენაში და ყველა მიხვდა, რომ ჩვენი სამეული შეიკრა.

გადაღებები 1983 წელს დაიწყო. ჯერ თბილისში, მერე 4 თვის განმავლობაში სოხუმში და გაგრაში. ეს იყო დაუვიწყარი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. რომ გითხრათ, გადაღებების დროს ვიღლებოდი-მეთქი, მოგატყუებთ. ახალგაზრდა ბიჭების ამბავი ხომ იცით, ყოველ საღამოს ვუჩინარდებოდი... ამიტომ რეჟისორმა გათვალა, გამოვასწორებო და ოთახში ოპერატორ სერგეი ბეზსმერტნისთან ერთად გამამწესა. სერიოჟა რეჟიმით ცხოვრობდა, არც სვამდა, არც ეწეოდა. კინოზე აბოდებდა, სქელი რვეულები ჰქონდა გავსებული, რომლებშიც ჩამოწერილი იყო ყველა ფილმის რეჟისორის, მსახიობის კარიერული დეტალები. გადაღებებს რომ მოვრჩებოდით ხოლმე: წამო, კინოშიო - მეპატიჟებოდა. გამანებე სერიოჟა თავი, ისედაც მთელი დღე კინოს არ ვიღებთ-თქო?! - ვეუბნებოდი.

ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე და მალევე მივხვდი, რომ ასეთ მეზობელთან დიდხანს ვერ ვიცხოვრებდი. გადავწყვიტე "გამომესწორებინა", ამიტომ ერთ საღამოს ოთახში სასმელი ავიტანე. რომ დაინახა, ხელები გაასავსავა - ხომ იცი, არ ვსვამო. დღეს ჩემი დაბადების დღეა და ერთი ჭიქით არ უნდა მადღეგრძელო-მეთქი?! - არ მივეცი გასაქანი. მერე მშობლების სადღეგრძელო შევსვი. მამა არ მყავსო მითხრა - მაშინვე მისი შესანდობარი ვთქვი და სერიოჟასაც გული ავუჩუყე. გულაჩუყებულზე ბოთლი ადვილად ჩაიცალა... ძილის წინ, რეჟისორმა რომ შემოიხედა ოთახში, სერგეი გალეშილი დახვდა სიგარეტით ხელში, მე კი უმწიკვლო მზერა მივაპყარი და ღამე მშვიდობისა ვუსურვე. მეორე დღიდან სერგეი სხვა ოთახში გადაიყვანეს.

- კლდიდან გადახტომის სცენებში კასკადიორი გცვლით?

- მანდ მონტაჟი გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ სურვილი გამოვთქვი თვითონ ვითამაშებ-თქო, მაინც კასკადიორი გადმოახტუნეს. მე კი 3 მეტრი სიმაღლიდან გადავეშვი, ლეიბების გროვაში და მონტაჟის წყალობით სასურველი ეფექტი მიიღეს.

- ველოსიპედით რომ ავარიებს აწყობთ, მანდაც კასკადიორი გცვლით?

- არა, მანდ ყველა კადრი ჩემს მიერ არის განსახიერებული, კასკადიორის გარეშე. ერთგან, ექიმი რომ მეჯახება იმ მომენტში, ვერ მოზომა მძღოლმა და კინაღამ მართლა ტრაგედია მოხდა. ეს კადრი უცვლელად შევიდა ფილმში.

"ჩიორას" ძალიან ალამაზებს ალექსანდრე ბასილაიას მუსიკა. ყოველთვის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი ამ კომპოზიტორის, თუმცა გადაღებების მომენტში მასთან შეხვედრის საშუალება არ გვქონია. როდესაც ფილმი გამოვიდა, მოსკოვში ფესტივალზე გავიცანით მე, თენგომ და ხათუნამ.

- ფილმის გამოსვლის შემდეგ ალბათ უცებ არნახულად პოპულარული გახდით.

- გადაღებების დასრულებისთანავე, წელიწადნახევრით საბჭოთა ჯარში გამიწვიეს. რაც იქიდან დავბუნდი, მას შემდეგ ჩემთვის გოჩა აღარავის დაუძახია. ყველა ჩიორას მეძახის.

სცენარი თავიდანვე მომწონდა, თუმცა ფილმი სულ სხვანაირი წარმომედგინა. კინოდარბაზში, გვერდიდან რომ შევხედე, არ მომეწონა საკუთარი თავი. ახლა რაც დრო გადის, მით უფრო დიდი სიმოვნებით ვუყურებ "ჩიორას".

- ჩიორა აფხაზეთის ომში მონაწილეობდაო, მართალია?

- მანამდე განსაკუთრებული დანიშნულების სამხედრო ბატალიონში ვმსახურობდი. ომის დაწყებიდან მალევე ჯერ სოხუმში ჩავფრინდით, იქიდან - გაგრაში. გაგრის აღებისას ბატალიონიდან 19 ბიჭი მოგვიკლეს, გადარჩენილი 40 კი ტყვედ აგვიყვანეს. 2 კვირა გუდაუთის იზოლატორში ვყავდით, მერე საკონცენტრაციო ბანაკივით მოწყობილ ადგილას გადაგვიყვანეს, სადაც დაახლოებით თვენახევარი ვყავდით, გვცემდნენ, გვაშიმშილებდნენ, საშინელი დღეები გადავიტანეთ... "ჩიორას" გადაღებისას, გაგრაში, ჩვენი გადამღები ჯგუფიდან ერთ გოგოს შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივმა და ამის გამო წამოვარტყი. ტყვეობისას ამ ადამიანმა მიცნო, თავი გამახსენა, გისოსების მეორე მხრიდან, გახსოვს როგორ მცემეო?! ჰოდა გამიყვანა და გამიერთიანა ძველ-რბილი. ტყვეობისას რამდენიმე ბიჭი გარდაგვეცვალა, არც დანარჩენებს გვქონდა იმედი რომ გადავრჩებოდით, თუმცა მოულოდნელად აფხაზ ტყვეებში გაგვცვალეს, რომელთა შორის არძიმბას ძმიშვილიც ერია. ჩვენ 33 ვიყავით, ისინი თერთმეტნი იყვნენ...

- ოჯახზე გვიამბეთ...

- მანგლისში დავიბადე, გავიზარდე და დღემდე აქ ვცხოვრობ. 2 შვილი და 2 შვილიშვილი მყავს, მეუღლე მუსიკის პედაგოგია, მეც ვმუშაობ და ვეწევით ასე ცხოვრების ჭაპანს უფლის წყალობით და ხვალინდელი დღის იმედით...

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოარქივი

"აღარანაირი მაიკლი“: ვენტვორთ მილერმა "გაქცევა“ დატოვა, რადგანაც ჰეტეროსექსუალის როლის შესრულება აღარ სურს - რას წერენ სერიალიდან მისი პარტნიორები

სოფო ნიჟარაძე და ნინო მაჩაიძე ჯო ბაიდენთან ერთად - რა ფოტოებს აქვეყნებენ ქართველი ვარსკვლავები და როგორ ულოცავენ ბაიდენს არჩევნებში გამარჯვებას

სასამართლომ დაადგინა, რომ ჯონი დეპი ყოფილ ცოლზე ძალადობდა - მსახიობმა გამოცემასთან, რომელმაც მას "ცოლის მცემელი" უწოდა, დავა წააგო