პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შეთქმულება ბიზნესის წინააღმდეგ: სახელმწიფო ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კლავს - "ბანკები და ფინანსები"
შეთქმულება ბიზნესის წინააღმდეგ: სახელმწიფო ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კლავს - "ბანკები და ფინანსები"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ქათ­მის ხორ­ცის წარ­მო­ე­ბის ბზნე­სი ერთ-ერთი გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან, მა­ინც დიდი რა­ო­დე­ნო­ბით შე­მო­დის ქათ­მის ხორც-პრო­დუქ­ტე­ბი, თუმ­ცა ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი მა­ინც ად­გი­ლობ­რივ პრო­დუქტს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. გარ­და ამი­სა, ად­გი­ლობ­რივ მწარ­მო­ებ­ლებს მა­ინც ექ­მნე­ბათ პრობ­ლე­მა ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის და გა­ფარ­თო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამის ერთ-ერთ მი­ზე­ზად, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ტა­რე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბი სა­ხელ­დე­ბა. მათ შო­რის კი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­მა­ტე­ბუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბის გა­და­სა­ხა­დით და­ბეგ­ვრაა.

2011 წლის 1 იან­ვრი­დან მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექ­სის 168-ე მუხ­ლში, 2012 წლის 12 ივ­ნი­სის სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის

პირ­ვე­ლი ნა­წი­ლის ჟ ქვე­პუნ­ქტში მი­თი­თე­ბუ­ლი დღგ-ის სა­გა­და­სა­ხა­დო შე­ღა­ვა­თი კვერ­ცხის გარ­და, ასე­ვე აღარ გავ­რცელ­და ში­ნა­ურ ქა­თამ­ზეც.

ამას­თან, ამა­ვე ცვლი­ლე­ბით, კო­დექ­სის 168-ე მუხ­ლის მე-4 ნა­წილს და­ე­მა­ტა ფ ქვე­პუნ­ქტი, რომ­ლი­თაც დღგ-მის­გან ჩათ­ვლის უფ­ლე­ბით გა­თა­ვი­სუფ­ლდა სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის მი­წო­დე­ბა მის სამ­რეწ­ვე­ლო გა­და­მუ­შა­ვე­ბამ­დე, გარ­და კვერ­ცხი­სა და ში­ნა­უ­რი ქათ­მი­სა.

გარ­და დად­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­სა და ქათ­მის ხორცსა და კვერ­ცხზე დღგ-ის გან­სა­ზღვრი­სა, უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და ცვლი­ლე­ბა ფრინ­ვე­ლის ხორ­ცის ვე­ტე­რი­ნა­რულ შე­მოწ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბით, 2017 წლის 24 აგ­ვის­ტო­დან სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის ვა­დი­სა და სა­ფა­სუ­რის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ კა­ნო­ნით, გა­ნი­საღ­ზღვრა სა­ა­გენ­ტოს მიერ მომ­სა­ხუ­რე­ბის გა­წე­ვის ვადა და სა­ფა­სუ­რი. მათ შო­რი­საა, ფრინ­ვე­ლის ხორ­ცის ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბა, ე. წ. ფორ­მა #2-ი. შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მა კი 1 ფრთა ქა­თამ­ზე 5 თეთ­რით განი სა­ზღვრა.

ამ ცვლი­ლე­ბას ად­გი­ლობ­რი­ვი მწარ­მო­ებ­ლე­ბის აღ­შფო­თე­ბა მოჰ­ყვა, რო­მელ­თა გან­ცხა­დე­ბი­თაც ასე­თი პრე­ცე­დენ­ტი მსოფ­ლი­ოს არ­ცერთ ქვე­ყა­ნა­ში არ მომ­ხდა­რა. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის კვალ­დაკ­ვალ, ზო­გი­ერ­თმა კომ­პა­ნი­ამ ფასი გა­ზარ­და, ზოგ­მა პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა შე­ამ­ცი­რა, ზოგს კი დრო­ე­ბით წარ­მო­ე­ბის შე­ჩე­რე­ბაც მო­უ­წია, მა­გა­ლი­თად კომ­პა­ნია "კო­დას".

ასე­თი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გო­რი სი­ტუ­ა­ცი­აა ბა­ზარ­ზე დღეს. რა პრობ­ლე­მებს აწყდე­ბი­ან ქათ­მის ხორ­ცის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი, რა რა­ო­დე­ნო­ბის პრო­დუქ­ცი­ას აწარ­მო­ე­ბენ და რა გეგ­მე­ბი აქვთ სა­მო­მავ­ლოდ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

შეთქმულება ბიზნესის წინააღმდეგ: სახელმწიფო ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კლავს - "ბანკები და ფინანსები"

შეთქმულება ბიზნესის წინააღმდეგ: სახელმწიფო ქათმის ხორცის ადგილობრივ წარმოებას კლავს - "ბანკები და ფინანსები"

საქართველოში ქათმის ხორცის წარმოების ბზნესი ერთ-ერთი განვითარებული მიმართულებაა.

მიუხედავად ამისა, ჩვენს ქვეყანაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, მაინც დიდი რაოდენობით შემოდის ქათმის ხორც-პროდუქტები, თუმცა ქართველი მომხმარებელი მაინც ადგილობრივ პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას. გარდა ამისა, ადგილობრივ მწარმოებლებს მაინც ექმნებათ პრობლემა ბიზნესის განვითარების და გაფართოების თვალსაზრისით. ამის ერთ-ერთ მიზეზად, წლების განმავლობაში სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმები სახელდება. მათ შორის კი ყველაზე მნიშვნელოვანი დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრაა.

2011 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლში, 2012 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით განხორციელებული ცვლილებით, აღნიშნული მუხლის

პირველი ნაწილის ჟ ქვეპუნქტში მითითებული დღგ-ის საგადასახადო შეღავათი კვერცხის გარდა, ასევე აღარ გავრცელდა შინაურ ქათამზეც.

ამასთან, ამავე ცვლილებით, კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატა ფ ქვეპუნქტი, რომლითაც დღგ-მისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლდა საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე, გარდა კვერცხისა და შინაური ქათმისა.

გარდა დადგენილი ცვლილებებისა და ქათმის ხორცსა და კვერცხზე დღგ-ის განსაზღვრისა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელდა ცვლილება ფრინველის ხორცის ვეტერინარულ შემოწმებასთან დაკავშირებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2017 წლის 24 აგვისტოდან სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ კანონით, განისაღზღვრა სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური. მათ შორისაა, ფრინველის ხორცის ვეტერინარული შემოწმება, ე. წ. ფორმა #2-ი. შესაბამისი დოკუმენტის გაცემა კი 1 ფრთა ქათამზე 5 თეთრით განი საზღვრა.

ამ ცვლილებას ადგილობრივი მწარმოებლების აღშფოთება მოჰყვა, რომელთა განცხადებითაც ასეთი პრეცედენტი მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. განხორციელებული ცვლილებების კვალდაკვალ, ზოგიერთმა კომპანიამ ფასი გაზარდა, ზოგმა პროდუქციის წარმოება შეამცირა, ზოგს კი დროებით წარმოების შეჩერებაც მოუწია, მაგალითად კომპანია "კოდას".

ასეთი ცვლილებების შემდეგ საინტერესოა, როგორი სიტუაციაა ბაზარზე დღეს. რა პრობლემებს აწყდებიან ქათმის ხორცის მწარმოებელი კომპანიები, რა რაოდენობის პროდუქციას აწარმოებენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ