მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ექსპერტიზით დგინდება, რომ იარაღი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს"
"ექსპერტიზით დგინდება, რომ იარაღი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს"

მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ია­რა­ღი, რომ­ლი­თაც სპეც­რაზ­მელ­მა თე­მირ­ლან მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი დაჭ­რა, ექ­სპერ­ტი­ზა­ზე შე­კე­თე­ბის შემ­დეგ გა­და­აგ­ზავ­ნეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ად­ვო­კატ­მა მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნით დგინ­დე­ბა, რომ 26 დე­კემ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შემ­დეგ ია­რა­ღი შე­ა­კე­თეს და ექ­სპერ­ტი­ზა­ზე ისე გა­და­აგ­ზავ­ნეს.

კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ამით შე­საძ­ლოა, გა­ნად­გურ­და ისე­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რაც დაც­ვის მხა­რის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ყო­ფი­ლი­ყო. ამას­თან, კუბ­ლაშ­ვი­ლის თქმით, ცე­ცხლსას­როლ ია­რაღ­ზე ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა იმის გამო მო­ი­თხო­ვეს, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­მო­ძი­ე­ბამ ვაზ­ნა არ ამო­ი­ღო.

"ჩვენ რომ ვი­კი­თხეთ, რა­ტომ არ ამო­ი­ღეს ვაზ­ნა, გვი­თხრეს - ია­რაღ­მა გა­ჭე­და გას­რო­ლი­სას და ამი­ტომ ვერ ამო­ი­ღეს. ვაზ­ნა ჩარ­ჩე­ნი­ლი იყო ია­რაღ­ში. ამი­ტომ მო­ვი­თხო­ვეთ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბა. ამ ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, ექ­სპერ­ტი წერს ასეთ რა­ღა­ცას: ია­რა­ღი, რო­მე­ლიც მას გა­და­ე­ცა, გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად ვარ­გის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. ასე­ვე ექ­სპერ­ტი­ზი­სას გა­მოვ­ლინ­და, რომ ეს ია­რა­ღი 26 დე­კემ­ბრის შემ­დეგ შე­ა­კე­თეს და ისე გა­უგ­ზავ­ნეს ექ­სპერ­ტი­ზას შე­სა­მოწ­მებ­ლად. ვის აქვს ნივთმტკი­ცე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის და გა­და­კე­თე­ბის უფ­ლე­ბა? ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო შემ­თხვე­ვა და შეც­დო­მაა. რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ია­რაღ­მა გა­ჭე­და, ეს ია­რა­ღი უნდა და­ი­ლუ­ქოს და უნდა მოხ­დეს მას­ზე კვლე­ვა. დღეს კი მე მე­უბ­ნე­ნი­ან, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ, ხელ­მძღვა­ნე­ლებს აც­ნო­ბეს და ია­რა­ღი შე­ა­კე­თეს. რის­თვის გა­და­უგ­ზავ­ნეს მა­შინ ექ­სპერ­ტი­ზას? რა არის ეს, თა­მა­შია?", - გა­ნა­ცხა­და მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილ­მა.

მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხის ად­ვო­კა­ტი მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვი­ლი ეჭ­ვის ქვეშ აყე­ნებს იმ ფაქტს, რომ ია­რა­ღი შე­კე­თე­ბუ­ლია.

"ჩვენ ეჭვქვეშ ვა­ყე­ნებთ, რომ ვი­თომ ია­რა­ღი არის შე­კე­თე­ბუ­ლი, რად­გან ის არის ნა­ტოს სტან­დარ­ტის "M16", რო­მელ­საც წუნი არ აქვს და არა­და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ მოხ­მა­რე­ბის დროს გა­ე­ჭე­და", - აღ­ნიშ­ნა კუბ­ლაშ­ვილ­მა.

ად­ვო­კა­ტი გა­მო­ძი­ე­ბის წი­ნა­შე ახალ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას აყე­ნებს და ია­რაღ­ზე ახა­ლი ექ­სპერ­ტი­ზის ჩა­ტა­რე­ბის გარ­და, მის მიერ მოწ­ვე­უ­ლი ბა­ლის­ტი­კუ­რი ექ­სპერ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ია­რა­ღის იმ ნა­წი­ლის გა­მოკ­ვლე­ვა­საც ითხოვს, რო­მე­ლიც სპეც­რაზ­მე­ლის ავ­ტო­მატს შე­უც­ვა­ლეს.

"ახლა ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა, რომ ისევ ჩა­ტარ­დეს ექ­სპერ­ტი­ზა, იმის თა­ო­ბა­ზე შე­კე­თე­ბუ­ლია თუ არა ია­რა­ღი და ასე­ვე გვინ­და შე­ვა­მოწ­მოთ ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ია­რაღს შე­უც­ვა­ლეს. არ ვიცი სა­დაა ეს ნა­წი­ლი. იმე­დია, არ იტყვი­ან რომ გა­და­აგ­დეს", - გა­ნა­ცხა­და კუბ­ლაშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"ექსპერტიზით დგინდება, რომ იარაღი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს"

"ექსპერტიზით დგინდება, რომ იარაღი, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრეს, შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გაგზავნეს"

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, იარაღი, რომლითაც სპეცრაზმელმა თემირლან მაჩალიკაშვილი დაჭრა, ექსპერტიზაზე შეკეთების შემდეგ გადააგზავნეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განუცხადა, ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ იარაღი შეაკეთეს და ექსპერტიზაზე ისე გადააგზავნეს.

კუბლაშვილის თქმით, ამით შესაძლოა, განადგურდა ისეთი მტკიცებულება, რაც დაცვის მხარისთვის უმნიშვნელოვანესი ყოფილიყო. ამასთან, კუბლაშვილის თქმით, ცეცხლსასროლ იარაღზე ბალისტიკური ექსპერტიზის ჩატარება იმის გამო მოითხოვეს, რომ შემთხვევის ადგილიდან გამოძიებამ ვაზნა არ ამოიღო.

"ჩვენ რომ ვიკითხეთ, რატომ არ ამოიღეს ვაზნა, გვითხრეს - იარაღმა გაჭედა გასროლისას და ამიტომ ვერ ამოიღეს. ვაზნა ჩარჩენილი იყო იარაღში. ამიტომ მოვითხოვეთ ექსპერტიზის ჩატარება. ამ ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ექსპერტი წერს ასეთ რაღაცას: იარაღი, რომელიც მას გადაეცა, გამოსაყენებლად ვარგის მდგომარეობაში იყო. ასევე ექსპერტიზისას გამოვლინდა, რომ ეს იარაღი 26 დეკემბრის შემდეგ შეაკეთეს და ისე გაუგზავნეს ექსპერტიზას შესამოწმებლად. ვის აქვს ნივთმტკიცების განადგურების და გადაკეთების უფლება? ეს უპრეცედენტო შემთხვევა და შეცდომაა. როდესაც ადამიანი ამბობს, რომ იარაღმა გაჭედა, ეს იარაღი უნდა დაილუქოს და უნდა მოხდეს მასზე კვლევა. დღეს კი მე მეუბნენიან, რომ ამ ინციდენტის შემდეგ, ხელმძღვანელებს აცნობეს და იარაღი შეაკეთეს. რისთვის გადაუგზავნეს მაშინ ექსპერტიზას? რა არის ეს, თამაშია?", - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, რომ იარაღი შეკეთებულია.

"ჩვენ ეჭვქვეშ ვაყენებთ, რომ ვითომ იარაღი არის შეკეთებული, რადგან ის არის ნატოს სტანდარტის "M16", რომელსაც წუნი არ აქვს და არადამაჯერებელია, რომ მოხმარების დროს გაეჭედა", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

ადვოკატი გამოძიების წინაშე ახალ შუამდგომლობას აყენებს და იარაღზე ახალი ექსპერტიზის ჩატარების გარდა, მის მიერ მოწვეული ბალისტიკური ექსპერტის მონაწილეობით იარაღის იმ ნაწილის გამოკვლევასაც ითხოვს, რომელიც სპეცრაზმელის ავტომატს შეუცვალეს.

"ახლა ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, რომ ისევ ჩატარდეს ექსპერტიზა, იმის თაობაზე შეკეთებულია თუ არა იარაღი და ასევე გვინდა შევამოწმოთ ის ნაწილი, რომელიც იარაღს შეუცვალეს. არ ვიცი სადაა ეს ნაწილი. იმედია, არ იტყვიან რომ გადააგდეს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს