საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

კა­ლათ­ბურ­თის გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა ფორმ­დე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ყვე­ლა ბრალ­დე­ბულ­თან აფორ­მებს, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, 5 ბრალ­დე­ბუ­ლი­დან სა­პა­ტიმ­რო სას­ჯელს მხო­ლოდ სამი მო­იხ­დის. კერ­ძოდ, სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "სო­ხუ­მის" მწვრთვნე­ლი ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია, ამა­ვე კლუ­ბის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი და მსა­ჯი ზაზა მა­ჩა­ლა­ძე 6 თვი­ან სას­ჯელს მო­იხ­დი­ან, რის შემ­დე­გაც მათ 1 წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დე­ბათ. რაც შე­ე­ხე­ბა დარ­ჩე­ნილ ორ ბრალ­დე­ბულს - ძმებ ირაკ­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლებს, მათ მხო­ლოდ პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი და­ე­დე­ბათ.

საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის, ზაზა მა­ჩა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა და­უ­დას­ტუ­რა. შოთა მა­ნე­ლი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფ­მა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ხელი უკვე მო­ა­წე­რა და ახლა ის სა­სა­მარ­თლომ უნდა და­ამ­ტკი­ცოს.

"არის ეს მო­ნა­ხა­ზი. მივ­დი­ვართ საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის დას­რუ­ლე­ბის­კენ. სა­უ­ბა­რია 6 თვი­ან რე­ა­ლურ სას­ჯელ­ზე, სა­ი­და­ნაც 2 თვე უკვე მოხ­დი­ლი აქვს ზაზა მა­ჩა­ლა­ძეს. ასე­ვე და­ე­კის­რე­ბა 5 ათას ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და 1 წლი­ა­ნი პი­რო­ბი­თი მსჯავ­რი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შოთა მა­ნე­ლი­ძემ.

გა­რი­გე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის საქ­მე­ზე კა­ლათ­ბურ­თის მსა­ჯე­ბი და სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "სო­ხუ­მის" მწვრთნე­ლე­ბი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა და­ა­კა­ვა. სა­ერ­თო ჯამ­ში, ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე აყ­ვა­ნი­ლია 5 პირი. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ჯგუ­ფუ­რად კო­მერ­ცი­უ­ლი მოს­ყიდ­ვის ფაქ­ტზე სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტე­გო­რი­ის მსა­ჯე­ბი -ზაზა მა­ჩა­ლა­ძე, ირაკ­ლი ბე­რიშ­ვი­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლი, ასე­ვე სა­კა­ლათ­ბურ­თო კლუბ "სო­ხუ­მის" მწვრთნე­ლი ვაჟა კვა­რა­ცხე­ლია და ამა­ვე კლუ­ბის თა­ნამ­ფლო­ბე­ლი - თე­მურ და­თი­კაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რამ­დე­ნი­მე მატ­ჩის ჩა­წყო­ბის შე­დე­გად ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა ჯამ­ში 36 ათა­სი ლარი მი­ი­ღეს. და­კა­ვე­ბუ­ლი 5 პი­რი­დან 2-მა - ირაკ­ლი და და­ვით ბე­რიშ­ვი­ლებ­მა ბრა­ლი აღი­ა­რა და გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობს. მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო, ხოლო და­ნარ­ჩენ სამ ბრალ­დე­ბულს პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება. პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას ყველა ბრალდებულთან აფორმებს, თუმცა განსხვავებული პირობებით. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, 5 ბრალდებულიდან საპატიმრო სასჯელს მხოლოდ სამი მოიხდის. კერძოდ, საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთვნელი ვაჟა კვარაცხელია, ამავე კლუბის თანამფლობელი თემურ დათიკაშვილი და მსაჯი ზაზა მაჩალაძე 6 თვიან სასჯელს მოიხდიან, რის შემდეგაც მათ 1 წლიანი პირობითი მსჯავრი დაედებათ. რაც შეეხება დარჩენილ ორ ბრალდებულს - ძმებ ირაკლი და დავით ბერიშვილებს, მათ მხოლოდ პირობითი მსჯავრი დაედებათ.

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" ერთ-ერთი ბრალდებულის, ზაზა მაჩალაძის ადვოკატმა დაუდასტურა. შოთა მანელიძის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა საპროცესო შეთანხმებას ხელი უკვე მოაწერა და ახლა ის სასამართლომ უნდა დაამტკიცოს.

"არის ეს მონახაზი. მივდივართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების დასრულებისკენ. საუბარია 6 თვიან რეალურ სასჯელზე, საიდანაც 2 თვე უკვე მოხდილი აქვს ზაზა მაჩალაძეს. ასევე დაეკისრება 5 ათას ლარიანი ჯარიმა და 1 წლიანი პირობითი მსჯავრი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შოთა მანელიძემ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარა და გამოძიებასთან თანამშრომლობს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ