პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფეხშიშველი მღვდელი ყოველ დღე ადის მაღალ მთაზე, სადაც უძველესი ეკლესია მდებარეობს
ფეხშიშველი მღვდელი ყოველ დღე ადის მაღალ მთაზე, სადაც უძველესი ეკლესია მდებარეობს

ეთი­ო­პი­ე­ლი კოპ­ტი მღვდე­ლი ყო­ველ დღე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის მან­ძილ­ზე მი­ცო­ცავს კლდე­ზე, რათა უძ­ვე­ლეს, კლდე­ში ნაკ­ვეთ ეკ­ლე­სი­ა­ში ავი­დეს.

"ბი­ბი­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჰა­ი­ლე­სი­ლა­სი კაჰ­სა­ის სა­ლო­ცა­ვი მა­ღალ მთა­ზე მდე­ბა­რე­ობს, სა­დამ­დე მი­სას­ვლე­ლი გზაც საკ­მა­ოდ რთუ­ლი და სა­ხი­ფა­თოა.

ეკ­ლე­სია კლდე­შია ამოკ­ვე­თი­ლი. სა­ლო­ცა­ვი საკ­მა­ოდ ძვე­ლია, ის წმინ­და აბუ­ნა იე­მა­ტამ აა­შე­ნა და მე­ექ­ვსე სა­უ­კუ­ნით თა­რიღ­დე­ბა.

მღვდე­ლი ძა­ლი­ან ადრე იღ­ვი­ძებს, დი­ლის 6 სა­ა­თამ­დე სახ­ლის საქ­მე­ებს აგ­ვა­რებს, საჭ­მელს ამ­ზა­დებს და შემ­დეგ ეკ­ლე­სი­ის გზას მი­უყ­ვე­ბა. სა­ლო­ცა­ვამ­დე მი­სას­ვლე­ლად ჰა­ი­ლე­სი­ლა­სის, და­ახ­ლო­ე­ბით, 2 სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.

მთა­ში ყოფ­ნი­სას, დრო­ის უმე­ტეს ნა­წილს უძ­ვე­ლე­სი წიგ­ნე­ბის შეს­წავ­ლას ან­დო­მებს.

"ძა­ლი­ან მიყ­ვარს, როცა მთე­ლი დღე ჩემს წიგ­ნებს ვკი­თხუ­ლობ, აქ სრუ­ლი სი­ჩუ­მეა და არა­ვინ არის, ვი­საც და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი,"- ამ­ბობს ღვთის­მსა­ხუ­რი.

გზად მღვდელს 10 მეტ­რი­ა­ნი სრუ­ლი­ად ვერ­ტი­კა­ლურ მო­ნაკ­ვეთ­ზე აცო­ცე­ბაც უწევს, ჰა­ი­ლე­სი­ლა­სის არც თო­კე­ბი აქვს და არც სხვა სა­გან­გე­ბო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, ეკ­ლე­სი­ამ­დე ის ფეხ­შიშ­ვე­ლი ადის.

მღვდლებს, რომ­ლე­ბიც სა­ლო­ცავს პატ­რო­ნობ­დნენ, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სწო­რედ ამ ეკ­ლე­სი­ა­ში მარ­ხავ­დნენ. არ­ცერ­თი მათ­გა­ნი მთა­ზე აცო­ცე­ბის დროს არ ჩა­მო­ვარ­დნი­ლა. ჰა­ი­ლე­სი­ა­სი ამ­ბობს, რომ მათ ცხრა წმინ­და­ნი იფა­რავს, რომ­ლე­ბიც იმა­ვე მთა­ზე ცხოვ­რო­ბენ.

კოპ­ტი მღვდე­ლი ეკ­ლე­სი­ას შე­ბინ­დე­ბამ­დე კე­ტავს და სახ­ლში ბრუნ­დე­ბა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ფეხშიშველი მღვდელი ყოველ დღე ადის მაღალ მთაზე, სადაც უძველესი ეკლესია მდებარეობს

ფეხშიშველი მღვდელი ყოველ დღე ადის მაღალ მთაზე, სადაც უძველესი ეკლესია მდებარეობს

ეთიოპიელი კოპტი მღვდელი ყოველ დღე რამდენიმე საათის მანძილზე მიცოცავს კლდეზე, რათა უძველეს, კლდეში ნაკვეთ ეკლესიაში ავიდეს.

"ბიბისის" ინფორმაციით, ჰაილესილასი კაჰსაის სალოცავი მაღალ მთაზე მდებარეობს, სადამდე მისასვლელი გზაც საკმაოდ რთული და სახიფათოა.

ეკლესია კლდეშია ამოკვეთილი. სალოცავი საკმაოდ ძველია, ის წმინდა აბუნა იემატამ ააშენა და მეექვსე საუკუნით თარიღდება.

მღვდელი ძალიან ადრე იღვიძებს, დილის 6 საათამდე სახლის საქმეებს აგვარებს, საჭმელს ამზადებს და შემდეგ ეკლესიის გზას მიუყვება. სალოცავამდე მისასვლელად ჰაილესილასის, დაახლოებით, 2 საათი სჭირდება.

მთაში ყოფნისას, დროის უმეტეს ნაწილს უძველესი წიგნების შესწავლას ანდომებს.

"ძალიან მიყვარს, როცა მთელი დღე ჩემს წიგნებს ვკითხულობ, აქ სრული სიჩუმეა და არავინ არის, ვისაც დაველაპარაკები,"- ამბობს ღვთისმსახური.

გზად მღვდელს 10 მეტრიანი სრულიად ვერტიკალურ მონაკვეთზე აცოცებაც უწევს, ჰაილესილასის არც თოკები აქვს და არც სხვა საგანგებო აღჭურვილობა, ეკლესიამდე ის ფეხშიშველი ადის.

მღვდლებს, რომლებიც სალოცავს პატრონობდნენ, საუკუნეების მანძილზე, გარდაცვალების შემდეგ სწორედ ამ ეკლესიაში მარხავდნენ. არცერთი მათგანი მთაზე აცოცების დროს არ ჩამოვარდნილა. ჰაილესიასი ამბობს, რომ მათ ცხრა წმინდანი იფარავს, რომლებიც იმავე მთაზე ცხოვრობენ.

კოპტი მღვდელი ეკლესიას შებინდებამდე კეტავს და სახლში ბრუნდება.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ