სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიაბეტთან ბრძოლის თანამედროვე საშუალება, რომელიც სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას გთავაზობთ
დიაბეტთან ბრძოლის თანამედროვე საშუალება, რომელიც სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას გთავაზობთ

შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 422 მი­ლი­ო­ნი ახალ­გაზ­რდა - ასე­თია მსოფ­ლიო ჯან­მრთე­ლო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2016 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი. დი­ა­ბე­ტის მსოფ­ლიო ფე­დე­რა­ცი­ის (დმფ) პროგ­ნო­ზით, 2040 წლის­თვის შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი მსოფ­ლი­ო­ში 642 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს და­უ­დას­ტურ­დე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტიც, რომ შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გავ­რცე­ლე­ბის არე­ა­ლი გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­ში უფრო მა­ღა­ლია. დმფ-ს ცნო­ბით­ვე, 2015 წელს შაქ­რი­ან დი­ა­ბეტ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი მი­ზე­ზით 5 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბე­ბის გამო ყო­ველ 6 წამ­ში 1 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა. შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის გარ­თუ­ლე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ კი აშშ-ში ყო­ველ­წლი­უ­რად 670 ბი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი იხარ­ჯე­ბა.

ძი­რი­თა­დად შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის ორ ტიპი გა­მო­ი­ყო­ფა: ტიპი1 და ტიპი2, სხვა ტი­პე­ბი შე­და­რე­ბით იშ­ვი­ა­თად გვხვდე­ბა. გან­სხვა­ვე­ბა მათ შო­რის ისაა, რომ ტიპი 1-ის შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ინ­სუ­ლი­ნის აბ­სო­ლუ­ტურ დე­ფი­ციტ­თან, ხოლო ტიპი2-ის შემ­თხვე­ვა­ში ინ­სუ­ლი­ნის შე­და­რე­ბით უკ­მა­რი­სო­ბას­თან, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ინ­სუ­ლინ რე­ზის­ტენ­ტო­ბით, ანუ ქსო­ვი­ლე­ბი რე­ზის­ტენ­ტუ­ლი (მდგრა­დი) არი­ან არ­სე­ბუ­ლი ინ­სუ­ლი­ნის მი­მართ. მათი მკურ­ნა­ლო­ბაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ტიპი 1 დი­ა­ბე­ტის დროს აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინ­სუ­ლინ­თე­რა­პია, ხოლო ტიპი 2-ის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა სხვა­დას­ხვა პე­რო­რა­ლუ­რი შაქ­რის დამ­წე­ვი მე­დი­კა­მენ­ტი და რიგ შემ­თხვე­ვებ­ში - ინ­სუ­ლინ თე­რა­პი­აც.

დი­ა­ბე­ტო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბი მსოფ­ლიო მას­შტა­ბით დიდი ხა­ნია პა­ცი­ენ­ტთათ­ვის მკურ­ნა­ლო­ბის სა­უ­კე­თე­სო მე­თო­დებს ეძე­ბენ. ინ­სუ­ლი­ნით მკურ­ნა­ლო­ბის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად შე­იქ­მნა ინ­სუ­ლი­ნის სხვა­დას­ხვა მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, შპ­რი­ცე­ბი, ე.წ. შპ­რიც-კალ­მე­ბი. სწო­რედ ამ მიზ­ნით ჯერ კი­დევ 1960 წელს შე­იქ­მნა ინ­სუ­ლი­ნის პირ­ვე­ლი ტუმ­ბო, რო­გორც ინ­სუ­ლი­ნის უწყვეტ რე­ჟიმ­ში მიმ­წო­დე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც ამე­რი­კულ­მა ფირ­მა MEDTRONIC-მა შეს­თა­ვა­ზა მომ­ხმა­რებ­ლებს. მას შემ­დეგ დი­ზა­ი­ნი და ფუნ­ქცი­უ­რი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, იხ­ვე­წე­ბა და დღეს უკვე არ­სე­ბობს ისე­თი ტუმ­ბო, რო­მელ­საც თა­ვი­სუფ­ლად შეგ­ვიძ­ლია ვუ­წო­დოთ „ხე­ლოვ­ნუ­რი პანკრე­ა­სი". სა­ზღვარ­გა­რეთ ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბოს გა­მო­ყე­ნე­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სე­ბობს. სა­ქარ­თვე­ლო­ში კლი­ნი­კა "დი­ა­კო­რი" ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, რო­მელ­მაც პა­ცი­ენ­ტებს ინ­სუ­ლი­ნით მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე კომ­ფორ­ტუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დი, ინ­სუ­ლი­ნის პომ­პთე­რა­პია შეს­თა­ვა­ზა. კლი­ნი­კა მკუ­ნა­ლო­ბის ამ მე­თოდს იყე­ნებს 2012 წლი­დან. ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბოს შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის კლი­ნი­კის ენ­დოკ­რი­ნო­ლოგს, ინ­სუ­ლი­ნის პომ­პთე­რა­პი­ის ექ­სპერტს ნინო ნა­დი­რა­ძეს მივ­მარ­თეთ.

რა არის ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბო ?

ეს არის მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფონ­ზე გა­ცი­ლე­ბით უფრო პა­ტა­რა აპა­რა­ტი, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მში პერ­მა­ნენ­ტუ­ლად შეჰ­ყავს ინ­სუ­ლი­ნი მცი­რე დო­ზე­ბით, ისე, რო­გორ ამას შაქ­რი­ან დი­ა­ბე­ტამ­დე თქვე­ნი კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვა­ლი აკე­თებ­და. თა­ვი­სუფ­ლად შე­გიძ­ლი­ათ ატა­როთ ტუმ­ბო ჯი­ბით, მი­ი­მაგ­როთ ქა­მარ­ზე ან და­მა­ლოთ ტან­საც­მლის ქვეშ. იგი წვრი­ლი სა­ინ­ფუ­ზიო სის­ტე­მით უკავ­შირ­დე­ბა ორ­გა­ნიზმს და ნე­ბის­მი­ერ დროს, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თვი­თონ­ვე შე­გიძ­ლი­ათ მო­იხ­სნათ. ტუმ­ბო იმ­დე­ნად პა­ტა­რაა, რომ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მისი არ­სე­ბო­ბა სა­ერ­თოდ და­გა­ვი­წყდე­ბათ. შე­გიძ­ლი­ათ, ისე და­მა­ლოთ ტან­საც­მლის ქვეშ, რომ სხვამ სა­ერ­თოდ ვერ შე­ნიშ­ნოს.

რა­ტომ არის კარ­გი ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბო და რითი სჯობს ინ­სუ­ლი­ნის მი­წო­დე­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს?

აპა­რა­ტის მო­ნი­ტორ­ზე შე­გიძ­ლი­ათ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში აკონ­ტრო­ლოთ თქვე­ნი გლი­კე­მი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი.

ტუმ­ბო „თა­ვი­სუფ­ლე­ბას" გაძ­ლევთ, ანუ შე­გიძ­ლი­ათ მი­ირ­თვათ საჭ­მე­ლი მა­შინ, როცა მო­გე­სურ­ვე­ბათ. დი­ლა­ო­ბით იძი­ნოთ დიდ­ხანს და არ იფიქ­როთ იმა­ზე, რომ ინ­სუ­ლი­ნის ინი­ექ­ცია გაქვთ გა­სა­კე­თე­ბე­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, შე­გიძ­ლი­ათ იცხოვ­როთ სრულ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბით, რო­გორც ეს იყო ადრე, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტის დი­აგ­ნო­ზის დას­მამ­დე.

ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ინ­სუ­ლი­ნის ინი­ექ­ცი­ე­ბის გა­კე­თე­ბა აღარ გჭირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, მო­გე­სურ­ვათ მი­ირ­თვათ საჭ­მე­ლი? ამის­თვის მხო­ლოდ ორ ღი­ლაკ­ზე ხე­ლის და­ჭე­რაა საკ­მა­რი­სი და ორ­გა­ნიზ­მში სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის ინ­სუ­ლი­ნი შევა. თქვენს ტუმ­ბო­ში არ­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა "ბო­ლუს კალ­კუ­ლა­ტო­რი" ავ­ტო­მა­ტუ­რად გან­სა­ზღვრავს ინ­სუ­ლი­ნის რა­ო­დე­ნო­ბას იმ საკ­ვე­ბის­თვის, რომ­ლის მირ­თმე­ვა­საც აპი­რებთ.

ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ჩვენს კლი­ნი­კას შე­უძ­ლია შე­მოგ­თა­ვა­ზოთ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე მა­ღალ­გა­ყიდ­ვა­დი და თა­ნა­მედ­რო­ვე MEDTRONIC-ის ტუმ­ბოს მო­დე­ლე­ბი. მათ შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია VEO, რო­მელ­საც აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფუნ­ქცია, კერ­ძოდ, აპა­რა­ტი და­ბა­ლი გლი­კე­მი­ის დროს ორ­გა­ნიზ­მში ინ­სუ­ლი­ნის შეყ­ვა­ნას ავ­ტო­მა­ტუ­რად წყვეტს. მსოფ­ლი­ო­ში კლი­ნი­კურ პრაქ­ტი­კა­ში და­ნერგვის პრო­ცეს­შია „ხე­ლოვ­ნუ­რი პანკრე­ა­სის" ის მო­დე­ლე­ბიც, რომ­ლე­ბიც თა­ვად ცვლი­ან ინ­სუ­ლი­ნის დო­ზებს გლი­კე­მი­ის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბის მი­ხედ­ვით.

ვის სჭირ­დე­ბა ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბო?

ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბო სჭირ­დე­ბა მას, ვი­საც აქვს:

• დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 1, ტიპი 2

• ხში­რი ჰი­პოგ­ლი­კე­მი­ე­ბი

• გეგ­მავს ორ­სუ­ლო­ბას. პომ­პუ­რი თე­რა­პი­ის და­წყე­ბა სა­ჭი­როა ორ­სუ­ლო­ბის დად­გო­მამ­დე მი­ნი­მუმ 3 თვით ადრე და უნდა გაგ­რძელ­დეს მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბის და ლაქ­ტა­ცი­ის პე­რი­ო­დი

• ლა­ბი­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი გარ­თუ­ლე­ბე­ბით და გარ­თუ­ლე­ბე­ბის გა­რე­შე

• ვი­საც უბ­რა­ლოდ სურს ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა

რა­ტომ უწო­დე­ბენ ინ­სუ­ლი­ნის ტუმ­ბოს მე-20 სა­უ­კუ­ნის აღ­მო­ჩე­ნას და მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ, რო­გორც „ხე­ლოვ­ნურ პანკრე­ასს"?

ამის რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი არ­სე­ბობს.

• ინ­სუ­ლი­ნის კან­ქვე­შა ინი­ექ­ცი­ე­ბის დროს პა­ცი­ენ­ტი იყე­ნებს გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ ინ­სუ­ლინს, რომ­ლის ათ­ვი­სე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ და­ბა­ლია (52%), გან­სხვა­ვე­ბით ულტრა­ხან­მოკ­ლე მოქ­მე­დე­ბის ინ­სუ­ლი­ნი­სა, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ტუმ­ბო­ში (არ აით­ვი­სე­ბა მხო­ლოდ და­ახლ. 3%). შე­სა­ბა­მი­სად, ტუმ­ბოს სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა პანკრე­ა­სის მუ­შა­ო­ბის იმი­ტა­ცია.

• ტუმ­ბოს სა­შუ­ა­ლე­ბით ინ­სუ­ლი­ნის მი­წო­დე­ბა ხდე­ბა მიკ­რო-წვე­თე­ბით, რაც მაქ­სი­მა­ლუ­რად უახ­ლოვ­დე­ბა პანკრე­ა­სი­დან ინ­სუ­ლი­ნის გა­მო­ყო­ფის ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ პრო­ცესს. ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ვა­კონ­ტრო­ლოთ გლი­კე­მია და თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ გლუ­კო­ზის ციფ­რე­ბის მკვეთ­რი ცვა­ლე­ბა­დო­ბა დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის - კვე­ბის, ძი­ლის, ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის და სხვ. ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბე­ბის დროს.

• აღარ დაგ­ჭირ­დე­ბათ მკაც­რად აკონ­ტრო­ლოთ კვე­ბის რე­ჟი­მი, ვი­ნა­ი­დან თქვენ თვი­თონ გა­და­წყვეტთ რო­დის იკ­ვე­ბოთ და რა რა­ო­დე­ნო­ბით.

დას­კვნის სა­ხით მინ­და, ვთქვა, რომ თქვენ, უბ­რა­ლოდ, იცხოვ­რებთ სრულ­ფა­სო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბით "ხე­ლოვ­ნურ პანკრე­ას­თან" ერ­თად.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

დიაბეტთან ბრძოლის თანამედროვე საშუალება, რომელიც სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას გთავაზობთ

დიაბეტთან ბრძოლის თანამედროვე საშუალება, რომელიც სრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობას გთავაზობთ

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 422 მილიონი ახალგაზრდა - ასეთია მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემები. დიაბეტის მსოფლიო ფედერაციის (დმფ) პროგნოზით, 2040 წლისთვის შაქრიანი დიაბეტი მსოფლიოში 642 მილიონ ადამიანს დაუდასტურდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ შაქრიანი დიაბეტის გავრცელების არეალი განვითარებულ ქვეყნებში უფრო მაღალია. დმფ-ს ცნობითვე, 2015 წელს შაქრიან დიაბეტთან ასოცირებული მიზეზით 5 მილიონი ადამიანი დაიღუპა. დიაბეტის გართულებების გამო ყოველ 6 წამში 1 ადამიანი იღუპება. შაქრიანი დიაბეტის გართულებების სამკურნალოდ კი აშშ-ში ყოველწლიურად 670 ბილიონი დოლარი იხარჯება.

ძირითადად შაქრიანი დიაბეტის ორ ტიპი გამოიყოფა: ტიპი1 და ტიპი2, სხვა ტიპები შედარებით იშვიათად გვხვდება. განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ტიპი 1-ის შემთხვევაში საქმე გვაქვს ინსულინის აბსოლუტურ დეფიციტთან, ხოლო ტიპი2-ის შემთხვევაში ინსულინის შედარებით უკმარისობასთან, რაც გამოიხატება ინსულინ რეზისტენტობით, ანუ ქსოვილები რეზისტენტული (მდგრადი) არიან არსებული ინსულინის მიმართ. მათი მკურნალობაც განსხვავებულია. ტიპი 1 დიაბეტის დროს აუცილებელია ინსულინთერაპია, ხოლო ტიპი 2-ის შემთხვევაში განიხილება სხვადასხვა პერორალური შაქრის დამწევი მედიკამენტი და რიგ შემთხვევებში - ინსულინ თერაპიაც.

დიაბეტოლოგთა ასოციაციები მსოფლიო მასშტაბით დიდი ხანია პაციენტთათვის მკურნალობის საუკეთესო მეთოდებს ეძებენ. ინსულინით მკურნალობის გასამარტივებლად შეიქმნა ინსულინის სხვადასხვა მედიკამენტები, შპრიცები, ე.წ. შპრიც-კალმები. სწორედ ამ მიზნით ჯერ კიდევ 1960 წელს შეიქმნა ინსულინის პირველი ტუმბო, როგორც ინსულინის უწყვეტ რეჟიმში მიმწოდებელი საშუალება, რომელიც ამერიკულმა ფირმა MEDTRONIC-მა შესთავაზა მომხმარებლებს. მას შემდეგ დიზაინი და ფუნქციური მაჩვენებლები უმჯობესდება, იხვეწება და დღეს უკვე არსებობს ისეთი ტუმბო, რომელსაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „ხელოვნური პანკრეასი". საზღვარგარეთ ინსულინის ტუმბოს გამოყენების დიდი გამოცდილება არსებობს. საქართველოში კლინიკა "დიაკორი" ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც პაციენტებს ინსულინით მკურნალობის ყველაზე კომფორტული და თანამედროვე მეთოდი, ინსულინის პომპთერაპია შესთავაზა. კლინიკა მკუნალობის ამ მეთოდს იყენებს 2012 წლიდან. ინსულინის ტუმბოს შესახებ ინფორმაციისთვის კლინიკის ენდოკრინოლოგს, ინსულინის პომპთერაპიის ექსპერტს ნინო ნადირაძეს მივმართეთ.

რა არის ინსულინის ტუმბო ?

ეს არის მობილურ ტელეფონზე გაცილებით უფრო პატარა აპარატი, რომელსაც ორგანიზმში პერმანენტულად შეჰყავს ინსულინი მცირე დოზებით, ისე, როგორ ამას შაქრიან დიაბეტამდე თქვენი კუჭქვეშა ჯირკვალი აკეთებდა. თავისუფლად შეგიძლიათ ატაროთ ტუმბო ჯიბით, მიიმაგროთ ქამარზე ან დამალოთ ტანსაცმლის ქვეშ. იგი წვრილი საინფუზიო სისტემით უკავშირდება ორგანიზმს და ნებისმიერ დროს, საჭიროების შემთხვევაში, თვითონვე შეგიძლიათ მოიხსნათ. ტუმბო იმდენად პატარაა, რომ დროთა განმავლობაში მისი არსებობა საერთოდ დაგავიწყდებათ. შეგიძლიათ, ისე დამალოთ ტანსაცმლის ქვეშ, რომ სხვამ საერთოდ ვერ შენიშნოს.

რატომ არის კარგი ინსულინის ტუმბო და რითი სჯობს ინსულინის მიწოდების სხვა საშუალებებს?

აპარატის მონიტორზე შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში აკონტროლოთ თქვენი გლიკემიის მაჩვენებლები.

ტუმბო „თავისუფლებას" გაძლევთ, ანუ შეგიძლიათ მიირთვათ საჭმელი მაშინ, როცა მოგესურვებათ. დილაობით იძინოთ დიდხანს და არ იფიქროთ იმაზე, რომ ინსულინის ინიექცია გაქვთ გასაკეთებელი. შესაბამისად, შეგიძლიათ იცხოვროთ სრულყოფილი ცხოვრებით, როგორც ეს იყო ადრე, შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზის დასმამდე.

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინსულინის ინიექციების გაკეთება აღარ გჭირდებათ. მაგალითად, მოგესურვათ მიირთვათ საჭმელი? ამისთვის მხოლოდ ორ ღილაკზე ხელის დაჭერაა საკმარისი და ორგანიზმში საჭირო რაოდენობის ინსულინი შევა. თქვენს ტუმბოში არსებული პროგრამა "ბოლუს კალკულატორი" ავტომატურად განსაზღვრავს ინსულინის რაოდენობას იმ საკვებისთვის, რომლის მირთმევასაც აპირებთ.

ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენს კლინიკას შეუძლია შემოგთავაზოთ მსოფლიოში ყველაზე მაღალგაყიდვადი და თანამედროვე MEDTRONIC-ის ტუმბოს მოდელები. მათ შორის გამორჩეულია VEO, რომელსაც აქვს განსხვავებული ფუნქცია, კერძოდ, აპარატი დაბალი გლიკემიის დროს ორგანიზმში ინსულინის შეყვანას ავტომატურად წყვეტს. მსოფლიოში კლინიკურ პრაქტიკაში დანერგვის პროცესშია „ხელოვნური პანკრეასის" ის მოდელებიც, რომლებიც თავად ცვლიან ინსულინის დოზებს გლიკემიის მაჩვენებლების მიხედვით.

ვის სჭირდება ინსულინის ტუმბო?

ინსულინის ტუმბო სჭირდება მას, ვისაც აქვს:

• დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1, ტიპი 2

• ხშირი ჰიპოგლიკემიები

• გეგმავს ორსულობას. პომპური თერაპიის დაწყება საჭიროა ორსულობის დადგომამდე მინიმუმ 3 თვით ადრე და უნდა გაგრძელდეს მთელი ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი

• ლაბილურად მიმდინარე შაქრიანი დიაბეტი გართულებებით და გართულებების გარეშე

• ვისაც უბრალოდ სურს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება

რატომ უწოდებენ ინსულინის ტუმბოს მე-20 საუკუნის აღმოჩენას და მოიხსენიებენ, როგორც „ხელოვნურ პანკრეასს"?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

• ინსულინის კანქვეშა ინიექციების დროს პაციენტი იყენებს გახანგრძლივებულ ინსულინს, რომლის ათვისების პროცენტული მაჩვენებელი საკმაოდ დაბალია (52%), განსხვავებით ულტრახანმოკლე მოქმედების ინსულინისა, რომელიც გამოიყენება ტუმბოში (არ აითვისება მხოლოდ დაახლ. 3%). შესაბამისად, ტუმბოს საშუალებით ხდება პანკრეასის მუშაობის იმიტაცია.

• ტუმბოს საშუალებით ინსულინის მიწოდება ხდება მიკრო-წვეთებით, რაც მაქსიმალურად უახლოვდება პანკრეასიდან ინსულინის გამოყოფის ფიზიოლოგიურ პროცესს. ეს კი საშუალებას იძლევა ვაკონტროლოთ გლიკემია და თავიდან ავიცილოთ გლუკოზის ციფრების მკვეთრი ცვალებადობა დღე-ღამის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობების - კვების, ძილის, ფიზიკური დატვირთვის და სხვ. ფიზიოლოგიური მდგომარეობების დროს.

• აღარ დაგჭირდებათ მკაცრად აკონტროლოთ კვების რეჟიმი, ვინაიდან თქვენ თვითონ გადაწყვეტთ როდის იკვებოთ და რა რაოდენობით.

დასკვნის სახით მინდა, ვთქვა, რომ თქვენ, უბრალოდ, იცხოვრებთ სრულფასოვანი ცხოვრებით "ხელოვნურ პანკრეასთან" ერთად.

„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ მომხმარებელს ახალი Toyota C-HR-ი წარუდგინა

10 რჩევა, როგორ გავხდეთ მილიონერი

როგორ მივიღოთ ყიდვისას სწორი გადაწყვეტილება?