მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსულ კომპანიას თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს - კალაძის კომენტარი
რუსულ კომპანიას თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს - კალაძის კომენტარი

რუ­სუ­ლი კომ­პა­ნია "ნი­კა­რემსტროი" თბი­ლის­ში ეს­ტა­კა­დებს ვე­ღარ აა­შე­ნებს. BPN-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ტენ­დერო კო­მი­სი­ამ შპს "ნი­კა­რემსტრო­ის ფი­ლი­ა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში" ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გამო და­ი­წუ­ნა. საქ­მე ეხე­ბა რო­გორც მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის გამ­ზი­რი­სა და ვაშ­ლი­ჯვრის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერს, ასე­ვე ცინ­ცა­ძე-კარ­ტო­ზი­ას ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის (ეს­ტა­კა­დის) მო­წყო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვას.

ცინ­ცა­ძე-კარ­ტო­ზი­ას ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე ეს­ტა­კა­დის მო­წყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ტენ­დერ­ში წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­ღე­ბა 2018 წლის 3 თე­ბერ­ვალს და­ი­წყო და 8 თე­ბერ­ვალს დას­რულ­და. თბი­ლი­სის მე­რი­ამ შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბად 2 901 669 ლარი გან­სა­ზღვრა. კომ­პა­ნია "ნი­კა­რემსტრო­იმ" კი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბა მე­რი­ას 2 698 524 ლა­რად შეს­თა­ვა­ზა.

რაც შე­ე­ხე­ბა მარ­შალ გე­ლო­ვა­ნი­სა და სა­რა­ჯიშ­ვი­ლის კვე­თა­ზე ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბას, აქ კომ­პა­ნი­ამ ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბა მე­რი­ას 4 006 186 ლა­რად შეს­თა­ვა­ზა, თით­ქმის 300 ათა­სი ლა­რით ნაკ­ლე­ბად, ვიდ­რე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ პი­რო­ბებ­ში იყო მი­თი­თე­ბუ­ლი. მე­რი­ის მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბის შეს­ყიდ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 4 307 727 ლარს შე­ად­გენ­და.

თუმ­ცა ორი­ვე შემ­თხვე­ვა­ში "ნი­კა­რემსტრო­ის" ტექ­ნი­კუ­რი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის გამო ტენ­დერ­ში დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია მის­ცეს.

მარ­შალ გე­ლო­ვა­ნის ქუ­ჩი­სა და სა­რა­ჯიშ­ვი­ლის ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე "ნი­კა­რემსტრო­ის" კონ­კუ­რენ­ტი კომ­პა­ნია "ენ­სი­სია", მან მე­რი­ას მშე­ნებ­ლო­ბა 4 177 999 ლა­რად შეს­თა­ვა­ზა. ცინ­ცა­ძე-კარ­ტო­ზი­ას ქუ­ჩის გა­დაკ­ვე­თა­ზე ეს­ტა­კა­დის მო­წყო­ბის ტენ­დერ­ში კი "ნი­კა­რემსტრო­ის" კონ­კუ­რენ­ტი შპს Construction Service-ია, მის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თან­ხა 2 699 060 ლარს შე­ად­გენს.

"ნი­კა­რემსტრო­ის" ეს­ტა­კა­დე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის ტენ­დერე­ბი­დან დის­კვალ­ფი­ცი­რე­ბის სა­კითხს თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. კა­ლა­ძის თქმით, კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მავ­ლო­ბა დის­კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას­თან არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის.

"არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს წარ­მო­მავ­ლო­ბას. ჩვენ­თვის მთა­ვა­რია, რომ ის რაც კა­ნო­ნით არის მო­თხოვ­ნი­ლი, კომ­პა­ნი­ას ჰქონ­დეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. თუ ვინ­მეს რა­ი­მე დარ­ღვე­ვა აქვს, არა­ვის თავს არ და­ვუხ­რით და თვალს არ დავ­ხუ­ჭავთ კონ­კრე­ტულ დარ­ღვე­ვა­ზე. თუ ამ კომ­პა­ნი­ას ჰქონ­და დარ­ღვე­ვე­ბი, რა თქმა უნდა, ის იქ­ნე­ბო­და დის­კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და ვერ გა­ი­მარ­ჯვებ­და. ასე რომ, მინ­და ამა­ში და­გარ­წმუ­ნოთ, რომ იყა­ვით წყნა­რად, ჩვენ არა­ვის მივ­ცემთ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ ვინ­მემ რა­ი­მე არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად გა­ა­კე­თოს", - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რუსულ კომპანიას თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს - კალაძის კომენტარი

რუსულ კომპანიას თბილისში ესტაკადების მშენებლობის ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს - კალაძის კომენტარი

რუსული კომპანია "ნიკარემსტროი" თბილისში ესტაკადებს ვეღარ ააშენებს. BPN-ის ინფორმაციით, სატენდერო კომისიამ შპს "ნიკარემსტროის ფილიალი საქართველოში" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დაიწუნა. საქმე ეხება როგორც მარშალ გელოვანის გამზირისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერს, ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის (ესტაკადის) მოწყობის სამუშაოებზე გამოცხადებულ სახელმწიფო შესყიდვას.

ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერში წინადადებების მიღება 2018 წლის 3 თებერვალს დაიწყო და 8 თებერვალს დასრულდა. თბილისის მერიამ შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 2 901 669 ლარი განსაზღვრა. კომპანია "ნიკარემსტროიმ" კი ესტაკადის მშენებლობა მერიას 2 698 524 ლარად შესთავაზა.

რაც შეეხება მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის კვეთაზე ესტაკადის მშენებლობას, აქ კომპანიამ ესტაკადის მშენებლობა მერიას 4 006 186 ლარად შესთავაზა, თითქმის 300 ათასი ლარით ნაკლებად, ვიდრე მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ პირობებში იყო მითითებული. მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში აღნიშნული ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენდა.

თუმცა ორივე შემთხვევაში "ნიკარემსტროის" ტექნიკური დოკუმენტაციის გამო ტენდერში დისკვალიფიკაცია მისცეს.

მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მშენებლობაზე "ნიკარემსტროის" კონკურენტი კომპანია "ენსისია", მან მერიას მშენებლობა 4 177 999 ლარად შესთავაზა. ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე ესტაკადის მოწყობის ტენდერში კი "ნიკარემსტროის" კონკურენტი შპს Construction Service-ია, მის მიერ შეთავაზებული თანხა 2 699 060 ლარს შეადგენს.

"ნიკარემსტროის" ესტაკადების მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალფიცირების საკითხს თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა. კალაძის თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის.

"არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. თუ ამ კომპანიას ჰქონდა დარღვევები, რა თქმა უნდა, ის იქნებოდა დისკვალიფიცირებული და ვერ გაიმარჯვებდა. ასე რომ, მინდა ამაში დაგარწმუნოთ, რომ იყავით წყნარად, ჩვენ არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ვინმემ რაიმე არაკეთილსინდისიერად გააკეთოს", - განაცხადა კახა კალაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები