საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამშენებლო კომპანია, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაარღვევს, 30 ათასი ლარით დაჯარიმდება
სამშენებლო კომპანია, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაარღვევს, 30 ათასი ლარით დაჯარიმდება

სამ­შე­ნებ­ლო ობი­ექ­ტებ­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა­ზე სა­ჯა­რი­მო თან­ხა 3000 ლა­რი­დან 30 000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი პრო­დუქ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოქ­ცე­ვის კო­დექსში აი­სა­ხე­ბა. აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში სამ­შე­ნებ­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნო ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­მოწ­მე­ბის აქ­ტის შედ­გე­ნი­დან და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­ი­ღოს დად­გე­ნი­ლე­ბა და­ჯა­რი­მე­ბის თა­ო­ბა­ზე.

ამა­ვე ცვლი­ლე­ბე­ბით, მშე­ნებ­ლო­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს დად­გე­ნი­ლე­ბის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ნაც­ვლად დღეს არ­სე­ბუ­ლი 5 000 ლა­რი­სა.

გარ­და ამი­სა, მკაცრ­დე­ბა სან­ქცი­ე­ბი ზო­გა­დად უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. კერ­ძოდ, სა­ხელ­მწი­ფო და თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვე­თებ­ზე სა­ჯა­რი­მო სან­ქცია 10 000 ლა­რი­დან 25 000 ლა­რამ­დე იზ­რდე­ბა. ასე­ვე, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბა­ში უნე­ბარ­თვო მშე­ნებ­ლო­ბა და რე­კონ­სტრუქ­ცია, რო­მე­ლიც პა­რა­მეტ­რე­ბით მი­ე­კუთ­ვნე­ბა მე­სა­მე და მე­ო­თხე კლასს, 20 000 ლა­რით და­ჯა­რი­მე­ბას და­ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა სა­ჯა­რი­მო სან­ქცი­ე­ბი პრო­ექ­ტის დარ­ღვე­ვით მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, კერ­ძოდ, მე­სა­მე და მე­ო­თხე კლა­სის ობი­ექ­ტებ­ზე 10 000 და 15 000 ლა­რით.

აღ­ნიშ­ნულ ცვლი­ლე­ბებს პარ­ლა­მენ­ტი შრო­მის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ფარ­გლებ­ში გა­ნი­ხი­ლავს, რო­მე­ლიც პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე მე­ო­რე მოს­მე­ნით გავა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სამშენებლო კომპანია, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაარღვევს, 30 ათასი ლარით დაჯარიმდება

სამშენებლო კომპანია, რომელიც უსაფრთხოების წესებს დაარღვევს, 30 ათასი ლარით დაჯარიმდება

სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში აისახება. აღნიშნულ შემთხვევაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებული იქნება შემოწმების აქტის შედგენიდან დაუყოვნებლივ მიიღოს დადგენილება დაჯარიმების თაობაზე.

ამავე ცვლილებებით, მშენებლობის შეჩერების თაობაზე ზედამხედველობის ორგანოს დადგენილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა.

გარდა ამისა, მკაცრდება სანქციები ზოგადად უნებართვო მშენებლობაზე. კერძოდ, სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საჯარიმო სანქცია 10 000 ლარიდან 25 000 ლარამდე იზრდება. ასევე, კერძო საკუთრებაში უნებართვო მშენებლობა და რეკონსტრუქცია, რომელიც პარამეტრებით მიეკუთვნება მესამე და მეოთხე კლასს, 20 000 ლარით დაჯარიმებას დაექვემდებარება. ასევე გაიზრდება საჯარიმო სანქციები პროექტის დარღვევით მშენებლობის განხორციელებაზე, კერძოდ, მესამე და მეოთხე კლასის ობიექტებზე 10 000 და 15 000 ლარით.

აღნიშნულ ცვლილებებს პარლამენტი შრომის უსაფრთხოების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში განიხილავს, რომელიც პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით გავა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ