შეფილდის უნივერსიტეტის პროფესორმა ზამოსმა, თავისი სალექციო კურსი "ორგანიზაციაში ქცევის საფუძვლები" ქართველი სტუდენტებისთვის ჩაატარა. ამ თემაზე პროფესორი ინტერვიუში საუბრობს:
თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენი შთაბეჭდილების შესახებ, რომელიც ქართველ სტუდენტებზე შეგექმნათ?
ჩემზე ნამდვილად დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს სტუდენტებმა, რომლებსაც შევხვდი ჩვენი საბაზისო კურსის დასაწყისში და ასევე ჩემი ლექციების დროს საგანში "ორგანიზაციაში ქცევის საფუძვლები". მათი ცოდნა და გამოცდილება სწავლის წყურვილთან ერთად ძალიან მკაფიოდ მახსოვს. მათ შეძლეს ბალანსის დაცვა საერთაშორისო ბიზნესის კეთებასა და ადგილობრივ რეალიებს შორის.
სტუდენტები მზად იყვნენ გამოწვევებისთვის. ჩემთვის ეს არის სასწავლო პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი და სიკეთის მომტანიროგორც კომპანიებისთვის, ისე - მთელი ქვეყნისთვის.
ფიქრობთ, რომ ქართველი სტუდენტები განსხვავებულები არიან სხვებისგან, ვისაც კარიერის განმავლობაში ასწავლიდით?
რთული კითხვაა, რადგან ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში 2000-მდე სტუდენტს ვასწავლიდი. განსხვავება მათ შორის არის სწრაფვა, გააკეთონ საუკეთესო რამ საკუთარი ქვეყნისთვის, ისევე, როგორც თავისი ბიზნესისთვის.
ქართული ბიზნესი, ჩემი აზრით, ევროპის არეალში განვითარების სწრაფ გზას ადგას. ჩემზე დიდი წარმოდგენა მოახდინა მათმა სწრაფვამ საქმის კეთებისადმი, არა მხოლოდ საკუთარი ბიზნესისთვის, არამედ - მთლიანად ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის.
რა არის თქვენი მთავარი გზავნილები და იდეები, რომელსაც სტუდენტებს უზიარებთ?
მთავარი გზავნილები, ჩემი აზრით, არის ადამიანების მნიშვნელობა ბიზნესში. ყველა ამბობს, რომ ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანები (თანამშრომლები) და ისინი კომპანიის "გულია". თუმცა, დასაქმებულებს აქვთ განცდა, რომ საქმე კეთდება მათით და არა მათთან ერთად.
ჩემი აზრით, არავინ იცის ბიზნესები მათზე უკეთ, ვინც წინა ხაზზე არიან. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მათი რესურსი, ინფორმაცია და ცოდნა.
სხვა ასპექტი, რომელსაც ვცდილობ, სტუდენტებს მივაწოდო, არის ცვლილებების იდეა და ამ ცვლილებების მართვა. ბიზნესს უნდა შეეძლოს სწრაფად ადაპტირება, ამიტომ ჩვენ უნდა გვყავდეს გუნდი, რომელიც ბიზნესის გარემოს ჰარმონიულად შეეწყობა.
-ხან ამბობენ ხოლმე, რომ ისეთ პატარა ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, არ სჭირდება ამდენი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი, რადგან ქვეყნის ეკონომიკა მათ "აბსორბირებას" ვერ შეძლებს. რას ფიქრობთ ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით?
ვინც ასე ფიქრობს, საკუთარ თავს ატყუებს.გამოცდილი პროფესიონალები, რომლებსაც ესმით და შეუძლიათ ბიზნესის ნიუანსების გამოკვეთა, სჭირდება როგორც დიდ, ისე - პატარა ქვეყნებსაც. რაც უფრო განათლებული კადრები გვეყოლება ბიზნესში, მეტად ეფექტური იქნება ორგანიზაცია როგორც ადგილობრივ, ისე - საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ახლა ძალიან ბევრი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი სჭირდება, რადგან ქვეყანა გლობალურ კონკურენციაში ერთვება. კარგი განათლება კი უფრო ძლიერ პოტენციალის ტოლფასია.
-როგორია თქვენი ზოგადი წარმოდგენა საქართველოში სტუმრობასა და აქ მუშაობაზე? რა იყო ყველაზე მოულოდნელი "აღმოჩენები" საქართველოში, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური?
მგონია, რომ საქართველო ჯერ კიდევ აღმოუჩენელი სამოთხეა. ეს არაჩვეულებრივი ადგილია, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რაც აქ ვნახე და ვისაც შევხვდი, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ბიზნესისთვისაც არაჩვეულებრივი გარემოა.
ცოტახნისწინჩვენიპროგრამისაკრედიტაციისდროსვსაუბრობდითდა ვსაუბრობდით სხვადასხვა ქვეყანაზე, სადაც გვიმუშავია. როდესაც მოვუყევი მათ საქართველოზე, ყველას მოუნდა, თავადაც ენახა.
მე ძალიან იმედიანად ვარ საქართველოს მიმართ განწყობილი და მგონია, რომ ახლო მომავალში ქვეყანაში სასიკეთო ამბები მოხდება. საქართველო სულ უფრო კარგად ახერხებს ტურისტული კუთხით წარმოჩენას, მაგრამ სხვა პოტენციალებიც უნდა წარმოაჩინოს. სხვა ქვეყნების მსგავსად, იმედი მაქვს, პოლიტური ნება დაემთხვევა პოტენციალის ზრდას ქვეყნისთვის, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
R