Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას ურჩევს მშობლებს ინფექციონისტი
 ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას ურჩევს მშობლებს ინფექციონისტი

თბი­ლი­სის 56-ე სა­ბავ­შვო ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლი, ჩუ­ტყვა­ვი­ლას გარ­თუ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით გარ­და­იც­ვა­ლა. და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძის თქმით, წელს ჩუ­ტყვა­ვი­ლა "ჩვე­უ­ლებ­რივ­თან შე­და­რე­ბით მო­დე­ბუ­ლია, თუმ­ცა უკი­დუ­რე­სი იშ­ვი­ა­თო­ბაა, რო­დე­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა შე­იძ­ლე­ბა ფა­ტა­ლუ­რად დას­რულ­დეს".

ჩუ­ტყვა­ვი­ლას გა­მომ­წვე­ვი ადა­მი­ა­ნის ჰერ­პეს­ვირუ­სია. აცი­ვე­ბი­სას იმუ­ნუ­რი სის­ტე­მა სუს­ტდე­ბა და ვირუ­სი ად­ვი­ლად იჭ­რე­ბა ორ­გა­ნიზ­მში. ის თავ­და­პირ­ვე­ლად ზემო სა­სუნ­თქი გზე­ბის ლორ­წო­ვან­ზე მრავ­ლდე­ბა, მერე კი ლიმ­ფის მეშ­ვე­ო­ბით ში­ნა­გან ორ­გა­ნო­ებ­ში, ცენ­ტრა­ლურ ნერ­ვულ სის­ტე­მა­ში გა­და­ი­ნაც­ვლებს. ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად კან­სა და ნერ­ვულ სის­ტე­მას აზი­ა­ნებს. სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა, რომ და­ა­ვა­დე­ბის ყვე­ლა­ზე ხში­რი და ტი­პუ­რი გარ­თუ­ლე­ბა ვირუ­სუ­ლი ენ­ცე­ფა­ლი­ტია.

თბი­ლი­სის ბავ­შვთა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს ექიმ-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, თი­ნა­თინ ქო­რი­ძე მშობ­ლებს ჩუ­ტყვე­ვი­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბით შემ­დეგ რჩე­ვებს აძ­ლევს:

ვის ემარ­თე­ბა ჩუ­ტყვა­ვი­ლა?

ათი­დან ცხრა და­ა­ვა­დე­ბუ­ლი 10 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვია. 2-3 თვის პა­ტა­რე­ბი დე­დის­გან მი­ღე­ბუ­ლი პა­სი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტის წყა­ლო­ბით

ამ ინ­ფექ­ცი­ის­გან, ფაქ­ტობ­რი­ვად, და­ზღვე­ულ­ნი არი­ან, თუმ­ცა არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ნა­ყოფს პა­სი­უ­რი იმუ­ნი­ტე­ტი არ გა­და­ე­ცე­მა. ასეთ დროს ის ტრან­სპლა­ცენ­ტუ­რი გზით ინ­ფი­ცირ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია ახალ­შო­ბი­ლის და­ა­ვა­დე­ბაც, თუ დე­დამ ორ­სუ­ლო­ბის უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში ავად­მყო­ფო­ბა გა­და­ი­ტა­ნა. ინ­ფექ­ცია მყარ იმუ­ნი­ტეტს ტო­ვებს. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ბავ­შვო­ბა­ში ჩუ­ტყვა­ვი­ლა არ გა­და­უ­ტა­ნია, ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვად­დეს, თა­ნაც რაც უფრო ასა­კო­ვა­ნია ავად­მყო­ფი, მით უფრო მძი­მედ მიმ­დი­ნა­რე­ობს და­ა­ვა­დე­ბა. ინ­ფექ­ცი­ის წყა­რო ჩუ­ტყვა­ვი­ლა­თი ან ზოს­ტე­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია. გა­მომ­წვე­ვი ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი და კონ­ტაქ­ტუ­რი გზით ვრცელ­დე­ბა. ავად­მყო­ფი გა­დამ­დე­ბია გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნამ­დე 1-2 დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და 3-7 დღეს მისი გაქ­რო­ბის შემ­დეგ. რო­დე­საც უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­ნა­ყა­რი ფუფხად იქ­ცე­ვა, ავად­მყო­ფი სა­ში­ში აღარ არის - ფუფხი ვირუსს არ შე­ი­ცავს.

რო­გორ ვლინ­დე­ბა და­ა­ვა­დე­ბა

სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დი ანუ დრო ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან და­ა­ვა­დე­ბის პირ­ვე­ლი ნიშ­ნე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე 10-21 დღეა, უმე­ტე­სად - 14 დღე. ტემ­პე­რა­ტუ­რა ამ დროს ნორ­მა­ლუ­რი ან სუბ­ფებ­რი­ლუ­რია (37-დან 37,3 გრა­დუ­სამ­დე). გა­მო­ნა­ყა­რის გა­ჩე­ნამ­დე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმ­ნიშ­ვნე­ლო სი­სუს­ტე.

სად ჩნდე­ბა გა­მო­ნა­ყა­რი და რო­გო­რია იგი?

გა­მო­ნა­ყა­რი პირ­ვე­ლად ტან­ზე ჩნდე­ბა, შემ­დეგ - სა­ხე­ზე, თა­ვის თმი­ან ნა­წილ­ში, კი­დუ­რე­ბის დის­ტა­ლურ (პე­რი­ფე­რი­ულ) ნა­წი­ლებ­ზე. თავ­და­პირ­ვე­ლად წი­თელ ლა­ქებს ან პა­პუ­ლებს (კა­ნის ზე­და­პი­რი­დან წა­მო­წე­ულ წარ­მო­ნაქ­მნებს) წა­ა­გავს, რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში კი ერი­თე­მულ ფონ­ზე (გა­წით­ლე­ბულ კან­ზე) დაყ­რილ ოვა­ლურ ან მრგვალ გამჭვირ­ვა­ლე ბუშ­ტუ­კე­ბად - ვე­ზი­კუ­ლე­ბად იქ­ცე­ვა. მათი შიგ­თავ­სი მა­ლე­ვე იმღვრე­ვა. ბუშ­ტუ­კე­ბი ად­ვი­ლად სკდე­ბა, სი­თხე იღ­ვრე­ბა, ხოლო კანი მათ ად­გი­ლას მუქი ფუფხით იფა­რე­ბა. ფუფხის მო­ცი­ლე­ბის შემ­დეგ ნა­წი­ბუ­რი არ წარ­მო­იქ­მნე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, რჩე­ბა კა­ნის მუქი პიგმენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც თან­და­თან ფერ­მკრთალ­დე­ბა, ხოლო 2-3 თვე­ში სულმთლად ქრე­ბა. ლორ­წო­ვან გარ­სებ­ზე (პი­რის ღრუ­ში, კო­ნი­უნ­ქტი­ვა­ზე, ხორხში, სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ზე) გა­მო­ნა­ყა­რი მალე იქერცლე­ბა და ტო­ვებს ზე­და­პი­რულ ერო­ზი­ებ­სა და წყლუ­ლებს, რომ­ლე­ბიც 5-7 დღის შემ­დეგ მთლი­ა­ნად ხორ­ცდე­ბა.

გა­მო­ნა­ყა­რი უხ­ვია და ტალ­ღი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს - 1-2-დღი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლე­ბით წარ­მო­იქ­მნე­ბა. ამ დროს წინა ტალ­ღა ჯერ კი­დევ არ არის ჩამ­ცხრა­ლი, ამი­ტომ კან­ზე ერ­თდრო­უ­ლად აღი­ნიშ­ნე­ბა ლა­ქო­ვან-პა­პუ­ლუ­რი, ვე­ზი­კუ­ლუ­რი წარ­მო­ნაქ­მნე­ბი და ფუფხი. ასეთ გა­მო­ნა­ყარს პო­ლი­მორ­ფულს უწო­დე­ბენ. ყო­ველ ახალ ტალ­ღას ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­აქ­ცია სდევს თან. გა­მო­ნა­ყა­რის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მოვ­ლი­ნე­ბი­სას ბავ­შვე­ბი უჩი­ვი­ან სა­ერ­თო სი­სუს­ტეს, მა­დის დაქ­ვე­ი­თე­ბას, ძი­ლის დარ­ღვე­ვას, კა­ნის ქა­ვილ­სა და ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის სხვა ნიშ­ნებს გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას ურჩევს მშობლებს ინფექციონისტი

 ჩუტყვავილა და მისი გართულებები - რას ურჩევს მშობლებს ინფექციონისტი

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით, წელს ჩუტყვავილა "ჩვეულებრივთან შედარებით მოდებულია, თუმცა უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ეს დაავადება შეიძლება ფატალურად დასრულდეს".

ჩუტყვავილას გამომწვევი ადამიანის ჰერპესვირუსია. აცივებისას იმუნური სისტემა სუსტდება და ვირუსი ადვილად იჭრება ორგანიზმში. ის თავდაპირველად ზემო სასუნთქი გზების ლორწოვანზე მრავლდება, მერე კი ლიმფის მეშვეობით შინაგან ორგანოებში, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში გადაინაცვლებს. ვირუსი ყველაზე მეტად კანსა და ნერვულ სისტემას აზიანებს. სწორედ ამით აიხსნება, რომ დაავადების ყველაზე ხშირი და ტიპური გართულება ვირუსული ენცეფალიტია.

თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტი, თინათინ ქორიძე მშობლებს ჩუტყვევილასთან დაკავშირებით შემდეგ რჩევებს აძლევს:

ვის ემართება ჩუტყვავილა?

ათიდან ცხრა დაავადებული 10 წლამდე ასაკის ბავშვია. 2-3 თვის პატარები დედისგან მიღებული პასიური იმუნიტეტის წყალობით

ამ ინფექციისგან, ფაქტობრივად, დაზღვეულნი არიან, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ნაყოფს პასიური იმუნიტეტი არ გადაეცემა. ასეთ დროს ის ტრანსპლაცენტური გზით ინფიცირდება. მოსალოდნელია ახალშობილის დაავადებაც, თუ დედამ ორსულობის უკანასკნელ პერიოდში ავადმყოფობა გადაიტანა. ინფექცია მყარ იმუნიტეტს ტოვებს. ადამიანი, რომელსაც ბავშვობაში ჩუტყვავილა არ გადაუტანია, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაავადდეს, თანაც რაც უფრო ასაკოვანია ავადმყოფი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება. ინფექციის წყარო ჩუტყვავილათი ან ზოსტერით დაავადებული ადამიანია. გამომწვევი ჰაერწვეთოვანი და კონტაქტური გზით ვრცელდება. ავადმყოფი გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღე-ღამის განმავლობაში და 3-7 დღეს მისი გაქრობის შემდეგ. როდესაც უკანასკნელი გამონაყარი ფუფხად იქცევა, ავადმყოფი საშიში აღარ არის - ფუფხი ვირუსს არ შეიცავს.

როგორ ვლინდება დაავადება

საინკუბაციო პერიოდი ანუ დრო ინფიცირებიდან დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენამდე 10-21 დღეა, უმეტესად - 14 დღე. ტემპერატურა ამ დროს ნორმალური ან სუბფებრილურია (37-დან 37,3 გრადუსამდე). გამონაყარის გაჩენამდე 1-2 დღით ადრე თავს იჩენს უმნიშვნელო სისუსტე.

სად ჩნდება გამონაყარი და როგორია იგი?

გამონაყარი პირველად ტანზე ჩნდება, შემდეგ - სახეზე, თავის თმიან ნაწილში, კიდურების დისტალურ (პერიფერიულ) ნაწილებზე. თავდაპირველად წითელ ლაქებს ან პაპულებს (კანის ზედაპირიდან წამოწეულ წარმონაქმნებს) წააგავს, რამდენიმე საათში კი ერითემულ ფონზე (გაწითლებულ კანზე) დაყრილ ოვალურ ან მრგვალ გამჭვირვალე ბუშტუკებად - ვეზიკულებად იქცევა. მათი შიგთავსი მალევე იმღვრევა. ბუშტუკები ადვილად სკდება, სითხე იღვრება, ხოლო კანი მათ ადგილას მუქი ფუფხით იფარება. ფუფხის მოცილების შემდეგ ნაწიბური არ წარმოიქმნება. სამაგიეროდ, რჩება კანის მუქი პიგმენტაცია, რომელიც თანდათან ფერმკრთალდება, ხოლო 2-3 თვეში სულმთლად ქრება. ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუში, კონიუნქტივაზე, ხორხში, სასქესო ორგანოებზე) გამონაყარი მალე იქერცლება და ტოვებს ზედაპირულ ეროზიებსა და წყლულებს, რომლებიც 5-7 დღის შემდეგ მთლიანად ხორცდება.

გამონაყარი უხვია და ტალღისებური ხასიათი აქვს - 1-2-დღიანი ინტერვალებით წარმოიქმნება. ამ დროს წინა ტალღა ჯერ კიდევ არ არის ჩამცხრალი, ამიტომ კანზე ერთდროულად აღინიშნება ლაქოვან-პაპულური, ვეზიკულური წარმონაქმნები და ფუფხი. ასეთ გამონაყარს პოლიმორფულს უწოდებენ. ყოველ ახალ ტალღას ტემპერატურული რეაქცია სდევს თან. გამონაყარის მაქსიმალური გამოვლინებისას ბავშვები უჩივიან საერთო სისუსტეს, მადის დაქვეითებას, ძილის დარღვევას, კანის ქავილსა და ინტოქსიკაციის სხვა ნიშნებს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი