მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის 11 თვეში
საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის 11 თვეში

ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს 767 მო­ქა­ლა­ქეს ეთ­ქვა უარი.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" მიერ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­დან მი­ღე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის შენ­გე­ნის სივ­რცე­ში უვი­ზოდ მი­მოს­ვლის ამოქ­მე­დე­ბის დღი­დან (2017 წლის 28 მარ­ტი), 2018 წლის 10 თე­ბერ­ვლის ჩათ­ვლით პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მიერ ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ჰა­ე­რო გზით გამ­გზავ­რე­ბის 226 655 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, ხოლო ევ­რო­კავ­ში­რის/შენ­გე­ნის ზო­ნა­ში შეს­ვლა­ზე უარი ეთ­ქვა 767 სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს.

რაც შე­ე­ხე­ბა იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლებ­მაც, სა­ვა­რა­უ­დოდ, და­არ­ღვი­ეს ევ­რო­კავ­ში­რის და შენ­გე­ნის ზო­ნა­ში უვი­ზოდ ყოფ­ნის ვა­დე­ბი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, რომ ასე­თი სტა­ტის­ტი­კის მო­წო­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოკ­ლე­ბულ­ნი არი­ან.

"მო­ნა­ცე­მი არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს რო­გორც მხო­ლოდ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბის დამ­რღვე­ვი და ევ­რო­კავ­ში­რის წევრ ქვეყ­ნებ­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლის ვა­დის სა­ვა­რა­უ­დო დამ­რღვევ­თა რი­ცხვში ასე­ვე ხვდე­ბა შენ­გე­ნის ტე­რი­ტო­რი­ის სხვა კა­ტე­გო­რი­ის ვი­ზი­ტო­რე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან: პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან შენ­გე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით წი­ნას­წარ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი გრძელ­ვა­დი­ა­ნი ვი­ზით (მა­გა­ლი­თად, სას­წავ­ლო, სა­მუ­შაო, სამ­კურ­ნა­ლო და სხვა);

პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც გამ­გზავ­რე­ბის მო­მენ­ტის­თვის უკვე ფლობ­დნენ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნის ორ­მაგ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას ან ჰქონ­დათ წი­ნას­წარ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა; პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში ჩას­ვლის შემ­დეგ, ად­გილ­ზე მო­ახ­დი­ნეს შენ­გე­ნის ზო­ნა­ში ხან­გრძლი­ვად ყოფ­ნის ლე­გა­ლი­ზა­ცია და მი­ი­ღეს შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტე­ბი (მაგ., ქორ­წი­ნე­ბის, რიგ შემ­თხვე­ვებ­ში ბავ­შვის ყო­ლის ან უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნის, თავ­შე­საფ­რის მო­თხოვ­ნის, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის ან სხვა სა­ფუძ­ვლე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას); პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­თა­ლია, ევ­რო­კავ­შირ­ში წას­ვლის შემ­დეგ 90 დღი­ან ვა­და­ში უკან არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლან სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ გა­და­ვიდ­ნენ მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში", - აცხა­დე­ბენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის 11 თვეში

საქართველოს რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს შენგენის ზონაში ვიზალიბერალიზაციის 11 თვეში

ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის/შენგენის ზონაში შესვლაზე საქართველოს 767 მოქალაქეს ეთქვა უარი.

"ინტერპრესნიუსის" მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზოდ მიმოსვლის ამოქმედების დღიდან (2017 წლის 28 მარტი), 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირის/შენგენის მიმართულებით საჰაერო გზით გამგზავრების 226 655 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო ევროკავშირის/შენგენის ზონაში შესვლაზე უარი ეთქვა 767 საქართველოს მოქალაქეს.

რაც შეეხება იმ მოქალაქეების რაოდენობას, რომლებმაც, სავარაუდოდ, დაარღვიეს ევროკავშირის და შენგენის ზონაში უვიზოდ ყოფნის ვადები, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ასეთი სტატისტიკის მოწოდების შესაძლებლობას მოკლებულნი არიან.

"მონაცემი არ შეიძლება ჩაითვალოს როგორც მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის პირობების დამრღვევი და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის განმსაზღვრელი მაჩვენებელი, ვინაიდან თავისუფალი მიმოსვლის ვადის სავარაუდო დამრღვევთა რიცხვში ასევე ხვდება შენგენის ტერიტორიის სხვა კატეგორიის ვიზიტორები, როგორებიც არიან: პირები, რომლებიც მიემგზავრებიან შენგენის მიმართულებით წინასწარ მინიჭებული გრძელვადიანი ვიზით (მაგალითად, სასწავლო, სამუშაო, სამკურნალო და სხვა);

პირები, რომლებიც გამგზავრების მომენტისთვის უკვე ფლობდნენ ევროკავშირის ქვეყნის ორმაგ მოქალაქეობას ან ჰქონდათ წინასწარ მინიჭებული ბინადრობის უფლება; პირები, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნებში ჩასვლის შემდეგ, ადგილზე მოახდინეს შენგენის ზონაში ხანგრძლივად ყოფნის ლეგალიზაცია და მიიღეს შესაბამისი დოკუმენტები (მაგ., ქორწინების, რიგ შემთხვევებში ბავშვის ყოლის ან უძრავი ქონების შეძენის, თავშესაფრის მოთხოვნის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ან სხვა საფუძვლების არსებობისას); პირები, რომლებიც მართალია, ევროკავშირში წასვლის შემდეგ 90 დღიან ვადაში უკან არ დაბრუნებულან საქართველოში, მაგრამ გადავიდნენ მესამე ქვეყნებში", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ