პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჟირინოვსკის სკანდალური რეპლიკა და მორიგი "გეოგრაფიის გაკვეთილი" აფხაზებისთვის
ჟირინოვსკის სკანდალური რეპლიკა და მორიგი "გეოგრაფიის გაკვეთილი" აფხაზებისთვის

რუ­სე­თის დუ­მის ყვე­ლა­ზე ექ­სცენ­ტრი­უ­ლი დე­პუ­ტა­ტის მო­რიგ­მა გან­ცხა­დე­ბამ აფხა­ზუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია, - ისი­ნი მას ან­ტი­ა­ფხა­ზურს უწო­დე­ბენ და რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის გა­ტა­რე­ბას სთხო­ვენ... პო­ლი­ტი­კო­სი და ბლო­გე­რი ნუგ­ზარ აგრბა სო­ცი­ა­ლურ გვერ­დზე მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს:

"რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის არა­ერ­თგზის კან­დი­და­ტი, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ ჭკვი­ან­დე­ბა, ვლა­დი­მირ სო­ლო­ვი­ე­ვის გა­და­ცე­მა­ში Россия უეც­რად ასეთ "გა­დახ­ვე­ვას" აკე­თებს - "ითა­მა­შო ქარ­თვე­ლე­ბის თა­ვის ქა­ლე­ბით, რო­გორც აფხა­ზეთ­ში..." რო­გორ ფიქ­რობთ, ეს მას შემ­თხვე­ვით წა­მოს­ცდა?.. სამ­წუ­ხა­როდ, მის­მა თა­ნა­მო­სა­უბ­რე­ებ­მა, შახ­ნა­ზა­როვ­მა, მი­ხე­ევ­მა და თა­ვად გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა სო­ლო­ვი­ევ­მა არ უთხრეს პო­ლი­ტი­კოსს, რომ იტყუ­ე­ბო­და... ვთხოვ, აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, გა­და­ხე­დოს ამ გა­და­ცე­მის ფრაგ­მენტს და პო­ლი­ტი­კო­სის გა­მო­ნათ­ქვამ­თან და­კავ­ში­რე­ვით რუ­სეთ­ში საპ­რო­ტეს­ტო ნოტა გაგ­ზავ­ნოს," - წერს აგრბა.

ekhokavkaza.com-ს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი "გან­მარ­ტავს", რომ საქ­მე ეხე­ბა 1992 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თით­ქოს, გაგ­რის აღე­ბის შემ­დეგ, აფხაზ­მა და ჩე­ჩენ­მა მე­ომ­რებ­მა ქა­ლა­ქის სტა­დი­ონ­ზე და­ღუ­პუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის თა­ვე­ბით ფეხ­ბურ­თი ითა­მა­შეს...

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ამ­ბი­დან რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ, გა­ზე­თი "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" წერ­და (თა­ვად წა­ვი­კი­თხე), რომ გაგ­რა­ში მო­მუ­შა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­სი­ის მტკი­ცე­ბით, "სტა­დი­ო­ნის ეპი­ზო­დი" არ და­დას­ტურ­და, ეს "სა­ტყუ­ა­რა" მა­ინც ცო­ცხა­ლია," - წერს ის.

მი­სი­ვე თქმით, ეს "ფაქ­ტი" რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ებ­რა­ელ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა ავიგ­დორ ეს­კინ­მა გა­იხ­სე­ნა. "ახლა კი თა­ვად აფხა­ზე­თის დამ­ცველ­მა და "მფარ­ველ­მაც", რო­მე­ლიც ვა­შინგტონს თბი­ლის­ზე ერ­თობ­ლი­ვად დარ­ტყმის­კენ მო­უ­წო­დებ­და... თუმ­ცა, მას არ უჭირს, დღეს ერთი თქვას და ხვალ - მე­ო­რე, შე­სა­ბა­მი­სად, ფაქ­ტებ­საც ისე ავ­რცე­ლებს, რო­გორ მო­ეპ­რი­ა­ნე­ბა," - მი­იჩ­ნევს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი, რო­მე­ლიც 90-იან წლე­ბის "გაგ­რის სტა­დი­ო­ნის ეპი­ზოდს" ყალბს უწო­დებს.

თუმ­ცა, აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტის აღ­შფო­თე­ბას სხვა რა­მეც იწ­ვევს - "მა­შინ, რო­დე­საც აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბი ექ­ცე­ვი­ან, Московский комсомолец. Регионы-ის პუბ­ლი­კა­ცია მომ­ხვდა თვალ­ში, სა­დაც ერთ-ერთი სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, ნა­ტა­ლი ვე­დე­ნე­ე­ვა წერს, რომ ეთ­ნო­ლო­გე­ბის კვლე­ვით, რუ­სებს "გა­და­შე­ნე­ბა" არ ემუქ­რე­ბათ", - წერს ჟურ­ნა­ლის­ტი.

მისი ცნო­ბით, პუბ­ლი­კა­ცია ეფუძ­ნე­ბა რუ­სე­თის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ეთ­ნო­ლო­გი­ი­სა და ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­ცე­მებს, რო­მელ­თა პროგ­ნო­ზი რუ­სეთ­ში ეთ­ნი­კურ ჯგუ­ფებ­საც შე­ე­ხოთ და მათი დაკსვნით, ისი­ნი 2020-2030 წლე­ბის­თვის გან­ვი­თარ­დე­ბი­ან...

"გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­სტი­ტუ­ტში კვლე­ვა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სე­თის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კვლე­ვის ფონ­დის მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი გრან­ტით ფი­ნანსდე­ბო­და. მეც­ნი­ე­რე­ბის დას­კვნით, გარ­კვე­უ­ლი პროგ­ნო­ზე­ბი, რომ XXI სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში, რუ­სეთ­ში 100 მი­ლი­ონ­ზე ნაკ­ლე­ბი რუსი დარ­ჩე­ბო­და და ისი­ნი უმ­ცი­რე­სო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდე­ბოდ­ნენ, არ გა­მარ­თლდა.

ეთ­ნო­ლო­გი­ი­სა და ან­თრო­პო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის კვლე­ვის თა­ნახ­მად, რუ­სეთ­ში ეთ­ნი­კუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის სტრუქ­ტუ­რა იმ­დე­ნად სტა­ბი­ლუ­რად არის აწყო­ბი­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ამ მხრივ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა... "ეთ­ნი­კურ რუ­სებს 2014 წლი­დან ყი­რი­მი­დან ორი მი­ლი­ო­ნი რუსი შე­უ­ერ­თდა და ახლა მათი ხვედ­რი­თი წილი 80%-ია, ეს ნიშ­ნავს, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ეროვ­ნე­ბით რუსი დო­მი­ნან­ტად რჩე­ბა. ისე, რო­გორც ეს იყო, - 1991 წელს. ასე­თი­ვე სტა­ბი­ლუ­რო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, მა­გა­ლი­თად, თათ­რებ­სა და ბაშ­კი­რებ­ში," - ნათ­ქვა­მია სტა­ტი­ა­ში.

თუმ­ცა, რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მთა­ვარ მი­ნუ­სად მი­იჩ­ნე­ვენ "ცალ­კე­ულ რეს­პუბ­ლი­კებ­ში", მა­გა­ლი­თად, კავ­კა­სი­ა­ში, - ჩეჩ­ნეთ­ში, ინ­გუ­შეთ­სა და აფხა­ზეთ­ში, ასე­ვე, სამ­ხრეთ ციმ­ბირ­ში (ტუვა, ბუ­რი­ა­ტი­ა­ში, ჰა­კა­სია, ალ­ტაი) მო­ნო­ეთ­ნი­კუ­რი და­სახ­ლე­ბე­ბის ზრდას... "ამ რეს­პუბ­ლი­კე­ბი­დან რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის აქ­ტი­უ­რი გას­ვლა შე­ი­ნიშ­ნე­ბა, რაც არა­სა­სურ­ვე­ლია", - წე­რია რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის კვლე­ვა­ში.

აფხაზ ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია "რუ­სე­თის რეს­პუბ­ლი­კე­ბის" კონ­ტექ­სტში აფხა­ზე­თის ხსე­ნე­ბა. მას პრე­ტენ­ზია აქვს არა მხო­ლოდ სტა­ტი­ის ავ­ტორ­თან, ზო­გა­დად, გა­მო­ცე­მას­თან, რო­მელ­მაც არ იცის, რომ "აფხა­ზე­თი ამ წელს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მე­ო­თხედ სა­უ­კუ­ნეს აღ­ნიშ­ნავს და ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო რუ­სე­თის რეს­პუბ­ლი­კებს შო­რის მოხ­ვდა..."

"ისე კი არა­ფე­რი მიკ­ვირს, რად­გან 2014 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ერთ-ერთი მოს­კო­ვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ­ბობ­და, რომ აფხა­ზეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ოპო­ზი­ცია, აქ­ცი­ებს, ყი­რი­მის მა­გა­ლით­ზე, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შეს­ვლის მო­თხოვ­ნით მარ­თავ­და," - წერს აფხა­ზი ჟურ­ნა­ლის­ტი და შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბის­გან რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჟირინოვსკის სკანდალური რეპლიკა და მორიგი "გეოგრაფიის გაკვეთილი" აფხაზებისთვის

ჟირინოვსკის სკანდალური რეპლიკა და მორიგი "გეოგრაფიის გაკვეთილი" აფხაზებისთვის

რუსეთის დუმის ყველაზე ექსცენტრიული დეპუტატის მორიგმა განცხადებამ აფხაზური საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, - ისინი მას ანტიაფხაზურს უწოდებენ და რუსეთის ხელმძღვანელობას შესაბამისი ზომების გატარებას სთხოვენ... პოლიტიკოსი და ბლოგერი ნუგზარ აგრბა სოციალურ გვერდზე მიმართვას ავრცელებს:

"რუსეთის პრეზიდენტობის არაერთგზის კანდიდატი, რომელიც წლების განმავლობაში ვერ ჭკვიანდება, ვლადიმირ სოლოვიევის გადაცემაში Россия უეცრად ასეთ "გადახვევას" აკეთებს - "ითამაშო ქართველების თავის ქალებით, როგორც აფხაზეთში..." როგორ ფიქრობთ, ეს მას შემთხვევით წამოსცდა?.. სამწუხაროდ, მისმა თანამოსაუბრეებმა, შახნაზაროვმა, მიხეევმა და თავად გადაცემის წამყვანმა სოლოვიევმა არ უთხრეს პოლიტიკოსს, რომ იტყუებოდა... ვთხოვ, აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, გადახედოს ამ გადაცემის ფრაგმენტს და პოლიტიკოსის გამონათქვამთან დაკავშირევით რუსეთში საპროტესტო ნოტა გაგზავნოს," - წერს აგრბა.

ekhokavkaza.com-ს აფხაზი ჟურნალისტი "განმარტავს", რომ საქმე ეხება 1992 წლის ოქტომბერში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, გაგრის აღების შემდეგ, აფხაზმა და ჩეჩენმა მეომრებმა ქალაქის სტადიონზე დაღუპული ქართველების თავებით ფეხბურთი ითამაშეს...

"მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გაზეთი "თავისუფალი საქართველო" წერდა (თავად წავიკითხე), რომ გაგრაში მომუშავე საერთაშორისო კომისიის მტკიცებით, "სტადიონის ეპიზოდი" არ დადასტურდა, ეს "სატყუარა" მაინც ცოცხალია," - წერს ის.

მისივე თქმით, ეს "ფაქტი" რამდენიმე წლის წინ, ებრაელმა პოლიტოლოგმა ავიგდორ ესკინმა გაიხსენა. "ახლა კი თავად აფხაზეთის დამცველმა და "მფარველმაც", რომელიც ვაშინგტონს თბილისზე ერთობლივად დარტყმისკენ მოუწოდებდა... თუმცა, მას არ უჭირს, დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე, შესაბამისად, ფაქტებსაც ისე ავრცელებს, როგორ მოეპრიანება," - მიიჩნევს აფხაზი ჟურნალისტი, რომელიც 90-იან წლების "გაგრის სტადიონის ეპიზოდს" ყალბს უწოდებს.

თუმცა, აფხაზი ჟურნალისტის აღშფოთებას სხვა რამეც იწვევს - "მაშინ, როდესაც აფხაზი საზოგადოების ყურადღების ცენტრში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატები ექცევიან, Московский комсомолец. Регионы-ის პუბლიკაცია მომხვდა თვალში, სადაც ერთ-ერთი სტატიის ავტორი, ნატალი ვედენეევა წერს, რომ ეთნოლოგების კვლევით, რუსებს "გადაშენება" არ ემუქრებათ", - წერს ჟურნალისტი.

მისი ცნობით, პუბლიკაცია ეფუძნება რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის წარმომადგენლების მონაცემებს, რომელთა პროგნოზი რუსეთში ეთნიკურ ჯგუფებსაც შეეხოთ და მათი დაკსვნით, ისინი 2020-2030 წლებისთვის განვითარდებიან...

"გამოცემის ინფორმაციით, ინსტიტუტში კვლევა ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსეთის ფუნდამენტური კვლევის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტით ფინანსდებოდა. მეცნიერების დასკვნით, გარკვეული პროგნოზები, რომ XXI საუკუნის შუა წლებში, რუსეთში 100 მილიონზე ნაკლები რუსი დარჩებოდა და ისინი უმცირესობაში აღმოჩნდებოდნენ, არ გამართლდა.

ეთნოლოგიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის კვლევის თანახმად, რუსეთში ეთნიკური მოსახლეობის სტრუქტურა იმდენად სტაბილურად არის აწყობილი, რომ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ამ მხრივ არაფერი შეიცვლება... "ეთნიკურ რუსებს 2014 წლიდან ყირიმიდან ორი მილიონი რუსი შეუერთდა და ახლა მათი ხვედრითი წილი 80%-ია, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მოსახლეობაში ეროვნებით რუსი დომინანტად რჩება. ისე, როგორც ეს იყო, - 1991 წელს. ასეთივე სტაბილურობა შეინიშნება, მაგალითად, თათრებსა და ბაშკირებში," - ნათქვამია სტატიაში.

თუმცა, რუსი სპეციალისტები მთავარ მინუსად მიიჩნევენ "ცალკეულ რესპუბლიკებში", მაგალითად, კავკასიაში, - ჩეჩნეთში, ინგუშეთსა და აფხაზეთში, ასევე, სამხრეთ ციმბირში (ტუვა, ბურიატიაში, ჰაკასია, ალტაი) მონოეთნიკური დასახლებების ზრდას... "ამ რესპუბლიკებიდან რუსულენოვანი მოსახლეობის აქტიური გასვლა შეინიშნება, რაც არასასურველია", - წერია რუსი სპეციალისტების კვლევაში.

აფხაზ ჟურნალისტისთვის მიუღებელია "რუსეთის რესპუბლიკების" კონტექსტში აფხაზეთის ხსენება. მას პრეტენზია აქვს არა მხოლოდ სტატიის ავტორთან, ზოგადად, გამოცემასთან, რომელმაც არ იცის, რომ "აფხაზეთი ამ წელს დამოუკიდებლობის მეოთხედ საუკუნეს აღნიშნავს და ასეთი სახელმწიფო რუსეთის რესპუბლიკებს შორის მოხვდა..."

"ისე კი არაფერი მიკვირს, რადგან 2014 წლის გაზაფხულზე, ერთ-ერთი მოსკოველი ჟურნალისტი ამბობდა, რომ აფხაზეთში ადგილობრივი ოპოზიცია, აქციებს, ყირიმის მაგალითზე, რუსეთის ფედერაციაში შესვლის მოთხოვნით მართავდა," - წერს აფხაზი ჟურნალისტი და შესაბამისი უწყებებისგან რეაგირებას ითხოვს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი