3 ავტოგასამართი სადგურიდან 60-მდე - "ფრეგოს" ისტორია და მისი უპირატესობები

3 ავტოგასამართი სადგურიდან 60-მდე - "ფრეგოს" ისტორია და მისი უპირატესობები

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ნავთობკომპანიები "ფრეგო" და "სელექტი" გაერთიანდნენ და "სელექტის" ავტოგასამართი სადგურები "ფრეგოს" ბრენდისა და მენეჯმენტის ქვეშ გააგრძელებს ოპერირებას. შედეგად ბაზარზე კიდევ ერთი მსხვილი ნავთობკომპანია გაჩნდა.

კომპანიის ისტორიის, გაერთიანების დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მის გენერალურ დირექტორს რუსუდან რამაზაშვილს ვესაუბრეთ.

ქალბატონო რუსუდან,როგორ დაიწყო "ფრეგოს" ისტორია?

„ფრეგოს" ისტორა 2013 წლიდან იწყება. თავიდან 3 ავტოგასამართი სადგურით დავიწყეთ. ძალიან პატარები და ახალბედები ვიყავით, თუმცა მალევე ცნობადობა და მომხმარებლის ნდობა მოვიპოვეთ, რაც ხარისხიანი საწვავის, კონკურენტული ფასის და თავდაუზოგავი შრომის შედეგი იყო.

ამჟამად რამდენი ავტოგასამართი სადგურით არის "ფრეგო" წარმოდგენილი?

ამჟამად "ფრეგო" მთელი საქართველოს მაშტაბით 33 ავტოგასამართ სადგურს ფლობს. თუმცა სულ ახლახანს ორი ნავთობკომპანიის გაერთიანებაზე მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების შედეგად ნავთობკომპანია „სელექტი" „ფრეგოს" ბრენდის ქვეშ გააგრძელებს ქართულ ბაზარზე ოპერირებას. მოსამზადებელი სამუშაოების შემდეგ, რაც რებრენდინგს გულისხმობს, „ფრეგო" 60-მდე აგს-თ იქნება წარმოდგენილი.

გაერთიანების შედეგად გარდა იმისა, რომ გაიზრდება კომპანია და აგს-ის რაოდენობა, კიდევ რა სარგებელს უნდა ელოდოს მომხმარებელი?

ჩვენი კომპანიისთვის სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. გაერთიანების შედეგად კი დამატებით 200 ადამიანი დასაქმდება. ჯამში "ფრეგოს" დასაქმებულთა რაოდენობა 600-მდე გაიზრდება.

როგორც კორპორატიულ, ასევე საცალო მომხმარებლს უფრო მარტივი წვდომის შესაძლებლობა მიეცემა. აქამდე მოქნილები ნამდვილად ვერ ვიყავით და მომხმარებელს მათთვის სასურველ ყველა ლოკაციაზე ვერ ვხვდებოდით. ახლა კი ჩვენთან თანამშრომლობა ნამდვილად უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი იქნება.

მომხმარებელს ხშირად აინტერესებს საწვავის წარმოშობის შესახებ ინფორმაცია, რას გვეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით?

ჩვენი საწვავი ძირითადად ევროპული წარმოშობისაა. კერძოდ, ბერძნული და რუმინული. ასევე გვაქვს რუსული საწვავიც. ფრეგოს პროდუქტები სრულად აკმაყოფილებს ევრო-5 სტანდარტს, რაც მაღალ ხარისხს და ეკომეგობრულ მახასიათებლებს ნიშნავს.

თქვენი უპირატესობების შესახებ რას გვეტყვით, რატომ უნდა შეაჩეროს მომხმარებელმა არჩევანი „ფრეგოზე" ?

საწვავის ფასი და ხარისხი - ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც მომხმარებლის ჩვენდამი ერთგულებას განპირობებს. ჩვენთან მოსულ მომხამრებელს აუცილებლად დახვდება ზრდილობიანი მომსახურე პერსონალი, რომელიც საწვავს აბსოლუტური სიზუსტით ჩაუსხამს. გვაქვს ლოიალობის ბარათები და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთან მოსულ მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის საჩუქრებით ხშირად ვანებივრებთ.

ლოიალობის ბარათები ახსენეთ, თუ შეიძლება უფრო დეტალურად მოგვიყევით, რა ბარათებს სთავაზობთ ერთგულ მომხმარებელს?

დიახ, ჩვენს ქსელში ყველა ტიპის ბარათი გვაქვს, რაც შეიძლება მომხმარებელს აინტერესებდეს.

ძირითადი ბარათი "ფრეგო ქარდია", რომელიც დაგროვების ბარათია. მომხმარებელს შეუძლია ყოველი 1 ლიტრი საწვავიდან ბარათზე დააგროვოს 3 თეთრი და შემდეგ დაგროვილი ქულები გადაცვალოს საწვავში.

გვაქვს DS ბარათი, რომლითაც გადამზიდავი კომპანიები და ტრაილერები სარგებლობენ.

ასევე, გვაქვს ბარათები კორპორატიული მომხმარებლისთვის, რომლებიც ჩვენს ქსელში განსაკუთრებული ფასით სარგებლობენ.

„ფრეგო პერსონალი" ნებისმერი ტიპის მომხმარებლისთვის უნიკალური ბარათია. მისი საშუალებით, მომხმარებელი საწვავს წინასწარ 5 თეთრიანი ფასდაკლებით იძენს. საწვავის გახარჯვა კი საჭიროებისამებრ შეუზღუდავ პერიოდში შეუძლია.

სამომომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

ნავთობკომპანია „ფრეგოს" დიდი გეგმები აქვს. ჩვენ კიდევ ვმუშაობთ გაფართოების მიმართულებით. ვგეგმავთ სხვადასხვა სერვისის გაუმჯობესებას და რაც მთავარია, ძალიან მალე მომხმარებლის წინაშე წარვსდგებით ეკო პროდუქტით, რომელიც ახალი სიტყვა იქნება ქართულ ნავთობბაზარზე.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის