პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია 10 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ქართულ ფილმში
სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია 10 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ქართულ ფილმში

სვა­ნე­თი, რო­გო­რიც ჯერ არ გი­ნა­ხავთ და სა­ო­ცა­რი სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია დიდ ეკ­რან­ზე! სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში 22 თე­ბერ­ვლი­დან მას­შტა­ბუ­რი პრე­მი­ე­რა შედ­გე­ბა. "დედე" პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მია, რო­მელ­მაც აზი­ურ ოს­კარ­ზე UNESCO-ს პრი­ზი კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის და­იმ­სა­ხუ­რა. ფილმმა 20-ზე მეტ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 10 პრეს­ტი­ჟუ­ლი პრი­ზით 22 თე­ბერ­ვლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ბრუნ­დე­ბა!

"დედე: სვა­ნუ­რი ბა­ლა­და" - ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რის, მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნის პირ­ვე­ლი სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. მან თა­ვი­სი კი­ნო­კა­რი­ე­რა რამ­დე­ნი­მე წლის წინ და­ი­წყო და დღემ­დე საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად აგ­რძე­ლებს.

მა­რი­ამ ხაჭ­ვა­ნი და­ი­ბა­და 1986 სო­ფელ უშ­გულ­ში. 2008 წელს და­ამ­თავ­რა შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ტე­ლე­კი­ნო­რე­ჟი­სუ­რის ფა­კულ­ტე­ტი.

"სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი, როცა ჩემ­მა ლექ­ტორ­მა, მიხო ბო­რაშ­ვილ­მა მი­თხრა, ფშა­ვებს ვაჟა ჰყავ­დათ და სვა­ნე­თის მთებ­ში ერთი ისე­თი რო­გორ არ და­ი­ბა­და, იქა­უ­რი ცხოვ­რე­ბა გვაჩ­ვე­ნო­სო" - ეს სი­ტყვე­ბი სულ მიტ­რი­ა­ლებ­და თავ­ში და სვა­ნეთ­ზე ფილ­მის შექ­მნის იდე­ის ინ­სპი­რა­ცი­ის წყა­როც ეს სი­ტყვე­ბი გახ­და. ფილ­მი სვა­ნი გო­გო­ნას სა­ო­ცარ სიყ­ვა­რულ­სა და მკაცრ ტრა­დი­ცი­ებს შო­რის ჭი­დილს გვაჩ­ვე­ნებს. ფილმში არის მძი­მე მო­მენ­ტე­ბი, მაგ­რამ ეს სი­ნამ­დვი­ლეა, - ისაა, რაც ხდე­ბო­და. მაგ­რამ, ამავდრო­უ­ლად ვაჩ­ვე­ნებ ვი­ზუ­ა­ლურ სა­მო­თხეს, რო­მე­ლიც ამ რთულ ცხოვ­რე­ბას აბა­ლან­სებს" - ამ­ბობს მა­რი­ა­მი.

სწო­რედ ამ მო­ტი­ვებ­ზე შექ­მნილ­მა ფილმმა მო­ი­პო­ვა მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა.

"ფილ­მის ენა სვა­ნუ­რია, მთა­ვა­რი მი­ზე­ზი სვა­ნუ­რი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა იყო. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სვა­ნუ­რი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი (გან­სხვა­ვე­ბუ­ლი) წევ­რია ქარ­თვე­ლურ ენა­თა შო­რის. ამ ენა­ზე მო­სა­უბ­რე­თა რა­ო­დე­ნო­ბა დღი­თი­დღე კლე­ბუ­ლობს სვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ქვეყ­ნის სხვა რე­გი­ო­ნებ­ში გა­ფან­ტვის გამო. სვა­ნუ­რი ენა ამ­ჟა­მად გაქ­რო­ბის სა­შიშ­რო­ე­ბის ქვე­შაც კი დგას, ვი­ნა­დან ახა­ლი თა­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა მას თა­ვი­სუფ­ლად უკვე ვე­ღარ ფლობს. მინ­და, რომ მო­მა­ვალ თა­ო­ბას ის­ტო­რია შე­მორ­ჩეს, რად­გან გავა დრო, ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა, ფილ­მის კად­რე­ბი კი სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ად დარ­ჩე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა ახალ­გაზ­რდა რე­ჟი­სო­რი.

ფილ­მის მიერ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბი ძა­ლი­ან შთამ­ბეჭ­და­ვია:

1. ჟი­უ­რის გრანპ­რი - კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი, კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფე­ბის 30-ე შეხ­ვედ­რა­ზე. საფ­რან­გე­თი

2. აზი­ის ოს­კა­რად წო­დე­ბულ APSA- და­ჯილ­დო­ე­ბა­ზე "დედე" წარ­დგე­ნი­ლი იყო და გა­ი­მარ­ჯვა კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის ჯილ­დო­ზე, რო­მე­ლიც იუ­ნეს­კოს პარ­ტო­ნა­ჟით გა­ი­ცე­მა. ავ­სტრა­ლია.

3. ჟი­უ­რის პრი­ზი - A კლა­სის კარ­ლო­ვი ვა­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ჩე­ხე­თი

4. ჟი­უ­რის პრი­ზი - ბა­თუ­მის სა­ავ­ტო­რო ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე.

5. ტო­ფი­ფეს­ტის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი, პო­ლო­ნე­თი. მა­რი­ამ ხაჭ­ვანს გა­და­ე­ცა "ვერ­ცხლის ან­გე­ლო­ზი", რო­გორც სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სორს ფილ­მის­თვის "დედე"

6. გრანპ­რი - ავან­ტუ­რას სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი, ხორ­ვა­ტია.

7. ხალ­ხის გრანპ­რი- მონ­პე­ლი­ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. საფ­რან­გე­თი

8. წარ­მო­ე­ბის პრი­ზი - ფორტლა­უ­დერ­და­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. ამე­რი­კა.

9. პრე­ზი­დენ­ტის პრი­ზი - ფორტლა­უ­დერ­და­ლეს სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე. ამე­რი­კა

10. ხალ­ხის ნო­მი­ნა­ცია - სან პა­უ­ლოს კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ბრა­ზი­ლია

მრა­ვა­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მის ხილ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა 22 თე­ბერ­ვლი­დან ქარ­თველ მა­ყუ­რე­ბელ­საც მი­ე­ცე­მა.

სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია 10 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ქართულ ფილმში

სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია 10 პრესტიჟული ჯილდოს მფლობელ ქართულ ფილმში

სვანეთი, როგორიც ჯერ არ გინახავთ და საოცარი სიყვარულის ისტორია დიდ ეკრანზე! საქართველოს კინოთეატრებში 22 თებერვლიდან მასშტაბური პრემიერა შედგება. "დედე" პირველი ქართული ფილმია, რომელმაც აზიურ ოსკარზე UNESCO-ს პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის დაიმსახურა. ფილმმა 20-ზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო მონაწილეობა და 10 პრესტიჟული პრიზით 22 თებერვლიდან საქართველოში ბრუნდება!

"დედე: სვანური ბალადა" - ახალგაზრდა რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. მან თავისი კინოკარიერა რამდენიმე წლის წინ დაიწყო და დღემდე საკმაოდ წარმატებულად აგრძელებს.

მარიამ ხაჭვანი დაიბადა 1986 სოფელ უშგულში. 2008 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ტელეკინორეჟისურის ფაკულტეტი.

"სტუდენტი ვიყავი, როცა ჩემმა ლექტორმა, მიხო ბორაშვილმა მითხრა, ფშავებს ვაჟა ჰყავდათ და სვანეთის მთებში ერთი ისეთი როგორ არ დაიბადა, იქაური ცხოვრება გვაჩვენოსო" - ეს სიტყვები სულ მიტრიალებდა თავში და სვანეთზე ფილმის შექმნის იდეის ინსპირაციის წყაროც ეს სიტყვები გახდა. ფილმი სვანი გოგონას საოცარ სიყვარულსა და მკაცრ ტრადიციებს შორის ჭიდილს გვაჩვენებს. ფილმში არის მძიმე მომენტები, მაგრამ ეს სინამდვილეა, - ისაა, რაც ხდებოდა. მაგრამ, ამავდროულად ვაჩვენებ ვიზუალურ სამოთხეს, რომელიც ამ რთულ ცხოვრებას აბალანსებს" - ამბობს მარიამი.

სწორედ ამ მოტივებზე შექმნილმა ფილმმა მოიპოვა მსოფლიო აღიარება.

"ფილმის ენა სვანურია, მთავარი მიზეზი სვანური ენის შენარჩუნება იყო. მოგეხსენებათ, სვანური ყველაზე გამორჩეული (განსხვავებული) წევრია ქართველურ ენათა შორის. ამ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა დღითიდღე კლებულობს სვანი მოსახლეობის ქვეყნის სხვა რეგიონებში გაფანტვის გამო. სვანური ენა ამჟამად გაქრობის საშიშროების ქვეშაც კი დგას, ვინადან ახალი თაობის უმეტესობა მას თავისუფლად უკვე ვეღარ ფლობს. მინდა, რომ მომავალ თაობას ისტორია შემორჩეს, რადგან გავა დრო, ბევრი რამ შეიცვლება, ფილმის კადრები კი საინტერესო ისტორიად დარჩება" - გვეუბნება ახალგაზრდა რეჟისორი.

ფილმის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალებზე მიღებული ჯილდოები ძალიან შთამბეჭდავია:

1. ჟიურის გრანპრი - კანის კინოფესტივალი, კინემატოგრაფების 30-ე შეხვედრაზე. საფრანგეთი

2. აზიის ოსკარად წოდებულ APSA- დაჯილდოებაზე "დედე" წარდგენილი იყო და გაიმარჯვა კულტურული მრავალფეროვნების ჯილდოზე, რომელიც იუნესკოს პარტონაჟით გაიცემა. ავსტრალია.

3. ჟიურის პრიზი - A კლასის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ჩეხეთი

4. ჟიურის პრიზი - ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალზე.

5. ტოფიფესტის კინოფესტივალი, პოლონეთი. მარიამ ხაჭვანს გადაეცა "ვერცხლის ანგელოზი", როგორც საუკეთესო რეჟისორს ფილმისთვის "დედე"

6. გრანპრი - ავანტურას საერთაშორისო კინოფესტივალი, ხორვატია.

7. ხალხის გრანპრი- მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალზე. საფრანგეთი

8. წარმოების პრიზი - ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამერიკა.

9. პრეზიდენტის პრიზი - ფორტლაუდერდალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ამერიკა

10. ხალხის ნომინაცია - სან პაულოს კინოფესტივალზე, ბრაზილია

მრავალი ჯილდოს მფლობელი ქართული ფილმის ხილვის საშუალება 22 თებერვლიდან ქართველ მაყურებელსაც მიეცემა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი