სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაღესტნის ქრისტიანულ ტაძარში ISIS-თან კავშირში მყოფი შევარდა - დაღუპულია 5 ადამიანი
დაღესტნის ქრისტიანულ ტაძარში ISIS-თან კავშირში მყოფი შევარდა - დაღუპულია 5 ადამიანი

და­ღეს­ტნის ქა­ლაქ ყიზ­ლარ­ში, ქრის­ტი­ა­ნულ ტა­ძარ­ზე მომ­ხდარ თავ­დას­ხმა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ექ­სტრე­მის­ტულ­მა დაჯ­გუ­ფე­ბამ, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" აიღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას რა­დი­კა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას­თან კავ­ში­რის მქო­ნე სა­ა­გენ­ტო Amaq-ი ავ­რცე­ლებს.

18 თე­ბერ­ვალს, სა­ნა­დი­რო თო­ფით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა 22 წლის მა­მა­კაც­მა, ცე­ცხლი გა­უხ­სნა მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ტაძ­რის მრევლს, რა დრო­საც და­ი­ღუ­პა 4 და და­იჭ­რა ასე­ვე, 4 ადა­მი­ა­ნი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, კი­დევ ერთი დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ყვე­ლა და­ღუ­პუ­ლი ქა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა დაჭ­რი­ლებს, მათ შო­რის არის და­ღეს­ტნის სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი მა­გო­მედ რა­მა­ზა­ნო­ვი და რუ­სე­თის გვარ­დი­ის სამ­ხედ­რო სულ­თან ვი­ზო­რი­ე­ვი. 

თავ­დამ­სხმე­ლი, ტა­რუ­მო­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რას­ვე­ტის მცხოვ­რე­ბი ხა­ლილ ხა­ლი­ლო­ვი იყო. მან ად­გილ­ზე მი­სუ­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თი­თაც გახ­სნა ცე­ცხლი. ორ­მხრი­ვი სრო­ლის დროს ახა­ლა­გაზ­რდა მოკ­ლეს...

წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ხა­ლი­ლო­ვი ექ­სტრე­მის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბის, "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" წევ­რი იყო. ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მა kavkaz-uzel.eu-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რივ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის ცნო­ბებს ეყ­რდნო­ბა, ხა­ხი­ლო­ვის სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­ლია მისი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა, რო­მე­ლიც "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დრო­შის ფონ­ზეა ჩა­წე­რი­ლი...

novayagazeta.ru-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ხა­ლი­ლო­ვი ტე­რო­რის­ტებ­თან კავ­შირ­ში ჯერ კი­დევ შარ­შან იყო შემ­ჩნე­უ­ლი, თუმ­ცა, რა­დი­კა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ცნო­ბი­ლი წევ­რე­ბის­გან შემ­დგარ სი­ა­ში არ იყო შეყ­ვა­ნი­ლი. მისი პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი არც სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ შედ­გე­ნილ ბა­ზა­ში იყო შე­სუ­ლი, რო­მელ­შიც უწყე­ბა არა­კა­ნო­ნი­ე­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბის წევ­რებ­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ინა­ხავს.

თვითმხილ­ვე­ლის თქმით, და­ახ­ლო­ე­ბით 16 სა­ათ­ზე, ყიზ­ლა­რის წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში ლოც­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ნა­დი­რო თო­ფით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა "ალაჰ აკბა­რის" ყვი­რი­ლით შე­ვარ­და და სრო­ლა ატე­ხა.

რამ­დე­ნი­მე დღით ადრე, 15 თე­ბერ­ვალს, უნ­ცუ­კულსკის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ხა­რაჩ­თან ახ­ლოს, სპე­ცო­პე­რა­ცი­ის ფარ­გლებ­ში, ტე­რო­რის­ტე­ბის აყ­ვა­ნი­სას და­ი­ღუ­პა ორი ტე­რო­რიზ­მში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი და ერთი სპეც­რაზ­მე­ლი... არი­ან დაჭ­რი­ლე­ბიც, თუმ­ცა მათ ზუსტ რა­ო­დე­ნო­ბას სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბა არ აკონ­კრე­ტებს.

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ და­ღეს­ტა­ნი ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი რე­გი­ო­ნია. 2017 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, იქ, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, 24 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და, რა დრო­საც 44 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა...

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაღესტნის ქრისტიანულ ტაძარში ISIS-თან კავშირში მყოფი შევარდა - დაღუპულია 5 ადამიანი

დაღესტნის ქრისტიანულ ტაძარში ISIS-თან კავშირში მყოფი შევარდა - დაღუპულია 5 ადამიანი

დაღესტნის ქალაქ ყიზლარში, ქრისტიანულ ტაძარზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიკალურ დაჯგუფებასთან კავშირის მქონე სააგენტო Amaq-ი ავრცელებს.

18 თებერვალს, სანადირო თოფით შეიარაღებულმა 22 წლის მამაკაცმა, ცეცხლი გაუხსნა მართლმადიდებლური ტაძრის მრევლს, რა დროსაც დაიღუპა 4 და დაიჭრა ასევე, 4 ადამიანი, მოგვიანებით, კიდევ ერთი დაჭრილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ყველა დაღუპული ქალია. რაც შეეხება დაჭრილებს, მათ შორის არის დაღესტნის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაგომედ რამაზანოვი და რუსეთის გვარდიის სამხედრო სულთან ვიზორიევი. 

თავდამსხმელი, ტარუმოვის რაიონის სოფელ რასვეტის მცხოვრები ხალილ ხალილოვი იყო. მან ადგილზე მისული სამართალდამცველების მისამართითაც გახსნა ცეცხლი. ორმხრივი სროლის დროს ახალაგაზრდა მოკლეს...

წინასწარი მონაცემებით, ხალილოვი ექსტრემისტული დაჯგუფების, "ისლამური სახელმწიფოს" წევრი იყო. ინტერნეტგამოცემა kavkaz-uzel.eu-ს ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივ სამართალდამცველების ცნობებს ეყრდნობა, ხახილოვის სახლში აღმოჩენილია მისი ვიდეომიმართვა, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" დროშის ფონზეა ჩაწერილი...

novayagazeta.ru-ს ინფორმაციით, ხალილოვი ტერორისტებთან კავშირში ჯერ კიდევ შარშან იყო შემჩნეული, თუმცა, რადიკალური ორგანიზაციის ცნობილი წევრებისგან შემდგარ სიაში არ იყო შეყვანილი. მისი პირადი მონაცემები არც სპეცსამსახურების მიერ შედგენილ ბაზაში იყო შესული, რომელშიც უწყება არაკანონიერი შეიარაღებული ფორმირებების წევრებზე ინფორმაციას ინახავს.

თვითმხილველის თქმით, დაახლოებით 16 საათზე, ყიზლარის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში ლოცვის დასრულების შემდეგ, სანადირო თოფით შეიარაღებული ახალგაზრდა "ალაჰ აკბარის" ყვირილით შევარდა და სროლა ატეხა.

რამდენიმე დღით ადრე, 15 თებერვალს, უნცუკულსკის რაიონში, სოფელ ხარაჩთან ახლოს, სპეცოპერაციის ფარგლებში, ტერორისტების აყვანისას დაიღუპა ორი ტერორიზმში ეჭვმიტანილი და ერთი სპეცრაზმელი... არიან დაჭრილებიც, თუმცა მათ ზუსტ რაოდენობას სამართალდამცავი უწყება არ აკონკრეტებს.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დაღესტანი ჩრდილოეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუმორჩილებელი რეგიონია. 2017 წლის განმავლობაში, იქ, ოფიციალურად, 24 შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რა დროსაც 44 ადამიანი დაიღუპა...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე