პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ანა დოლიძეს სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს"
დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ანა დოლიძეს სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს"

სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს სხდო­მა კა­მა­თის, სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თბ­რალ­დე­ბე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს.

სხდო­მა­ზე, სა­დაც ერთ-ერთ სა­კი­თხად სა­ერ­თო სა­სა­მარ­თლო­ებ­ში საქ­მე­ე­ბის ელექტრო­ნუ­ლი სის­ტე­მით გა­ნა­წი­ლე­ბის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბა, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა არა­მო­სა­მარ­თლე წევ­რს ანა დო­ლი­ძეს სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი სა­ტე­ლე­ვი­ზიო კო­მენ­ტა­რე­ბის გამო "უსაყ­ვე­დუ­რეს".

საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რმა ლე­ვან თევ­ზა­ძემ 10 მა­გა­ლი­თი მო­იყ­ვა­ნა, სა­დაც მისი თქმით, სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით "ანა დო­ლი­ძემ ტყუ­ი­ლე­ბი გა­ავ­რცე­ლა".

"ტყუ­ი­ლი ნო­მე­რი სამი - თქვენ თქვით, რომ "ყვე­ლა კან­დი­და­ტის მი­მართ არ გქონ­დათ კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბის დას­მის სა­შუ­ა­ლე­ბა". მას შემ­დეგ რაც კან­დი­და­ტებ­მა აგი­ცი­ლეს, ჩვენ გა­ვა­კე­თეთ შე­თა­ვა­ზე­ბა, რომ თუ კი­თხვე­ბი გქონ­დათ, და­გე­ტო­ვე­ბი­ნათ ჩვენ­თვის, ჩვენ დავ­სვამ­დით ამ კი­თხვებს და ეს და­ფიქ­სირ­დე­ბო­და ოქ­მში. თქვენ ეს არ გა­ა­კე­თეთ და გა­აგ­რძე­ლეთ ტყუ­ი­ლე­ბის კას­კა­დი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში.

ტყუ­ი­ლი ნო­მე­რი ხუთი - თქვენ თქვით, რომ "ეს არის გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლა ადე­იშ­ვი­ლის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან. მე მათ კლან­საც ვერ ვუ­წო­დებ". საბ­ჭოს მო­სა­მარ­თლე წევ­რებ­მა თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა შე­ვა­ფა­სეთ, რო­გორც არა­ე­თი­კუ­რი და გთხო­ვეთ მეტი კონ­კრე­ტი­კა. თქვე­ნი გან­ცხა­დე­ბა შე­ფას­და, რო­გორც ტყუ­ი­ლი", - მი­მარ­თა ლე­ვან თევ­ზა­ძემ ანა დო­ლი­ძეს. მან ჯამ­ში 10 მსგავ­სი შემ­თხვე­ვა ჩა­მოთ­ვა­ლა და ანა დო­ლი­ძეს სა­ჯა­როდ მო­უ­წო­და, ნუ ეც­დე­ბა საბ­ჭოს დის­კრე­დი­ტა­ცი­ას და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნას.

ანა დო­ლი­ძემ კო­ლე­გე­ბის მიერ მის მი­მართ გა­მოთ­ქმულ მო­საზ­რე­ბებს "ამ­ხა­ნა­გუ­რი სა­სა­მარ­თლო" უწო­და და საბ­ჭოს ურ­ჩია, დღის წეს­რიგ­ში ცალ­კე სა­კი­თხად ჩას­ვან "ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა".

"რაც უფრო ხში­რად და დაწ­ვრი­ლე­ბით მოხ­დე­ბა ჩემი გან­ცხა­დე­ბე­ბი­სად­მი ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა მო­სა­მარ­თლე­ე­ბის მიერ, ჩემ­თვის მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­სი­ხა­რუ­ლოა თუ, რა თქმა უნდა, ეს იქ­ნე­ბა მოქ­ცე­უ­ლი კო­ლე­გი­ა­ლურ და თა­ვა­ზი­ან ფორ­მა­ში. იმ­დე­ნი დრო და­ვუთ­მეთ ჩემი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გან­ხილ­ვას, როცა საქ­მის ელექტრო­ნუ­ლად გა­ნა­წი­ლე­ბის წეს­ზე უნდა გვე­სა­უბ­რა, გთა­ვა­ზობთ, მო­მა­ვალ­ში, უფრო სტრუქ­ტუ­რი­ზე­ბუ­ლი რომ იყოს ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა, დღის წეს­რიგ­ში პირ­ველ ნა­წი­ლად ჩას­ვით ხოლ­მე "ანა დო­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­ხილ­ვა". მა­ინც ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა ამ ხა­სი­ათს იღებს. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ამ­ხა­ნა­გუ­რი სა­სა­მარ­თლო", რო­მე­ლიც ჩემი სა­ჯა­რო საქ­მი­ა­ნო­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ არის მი­მარ­თუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ანა დო­ლი­ძემ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ საბ­ჭოს წევ­რებს შო­რის სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო. ისი­ნი სა­ვარ­ძლე­ბი­დან წა­მოდ­გნენ და კა­მათს აგ­რძე­ლე­ბენ.

დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ანა დოლიძეს სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს"

დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე - ანა დოლიძეს სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს"

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა კამათის, სიტყვიერი დაპირისპირებისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს.

სხდომაზე, სადაც ერთ-ერთ საკითხად საერთო სასამართლოებში საქმეების ელექტრონული სისტემით განაწილების საკითხი განიხილება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა არამოსამართლე წევრს ანა დოლიძეს საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული სატელევიზიო კომენტარების გამო "უსაყვედურეს".

საბჭოს მოსამართლე წევრმა ლევან თევზაძემ 10 მაგალითი მოიყვანა, სადაც მისი თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების მეშვეობით "ანა დოლიძემ ტყუილები გაავრცელა".

"ტყუილი ნომერი სამი - თქვენ თქვით, რომ "ყველა კანდიდატის მიმართ არ გქონდათ კრიტიკული კითხვების დასმის საშუალება". მას შემდეგ რაც კანდიდატებმა აგიცილეს, ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომ თუ კითხვები გქონდათ, დაგეტოვებინათ ჩვენთვის, ჩვენ დავსვამდით ამ კითხვებს და ეს დაფიქსირდებოდა ოქმში. თქვენ ეს არ გააკეთეთ და გააგრძელეთ ტყუილების კასკადი ტელევიზიებში.

ტყუილი ნომერი ხუთი - თქვენ თქვით, რომ "ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ადეიშვილის ნარჩენებისგან. მე მათ კლანსაც ვერ ვუწოდებ". საბჭოს მოსამართლე წევრებმა თქვენი განცხადება შევაფასეთ, როგორც არაეთიკური და გთხოვეთ მეტი კონკრეტიკა. თქვენი განცხადება შეფასდა, როგორც ტყუილი", - მიმართა ლევან თევზაძემ ანა დოლიძეს. მან ჯამში 10 მსგავსი შემთხვევა ჩამოთვალა და ანა დოლიძეს საჯაროდ მოუწოდა, ნუ ეცდება საბჭოს დისკრედიტაციას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

ანა დოლიძემ კოლეგების მიერ მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს "ამხანაგური სასამართლო" უწოდა და საბჭოს ურჩია, დღის წესრიგში ცალკე საკითხად ჩასვან "ანა დოლიძის განცხადებების განხილვა".

"რაც უფრო ხშირად და დაწვრილებით მოხდება ჩემი განცხადებებისადმი ყურადღების მიქცევა მოსამართლეების მიერ, ჩემთვის მხოლოდ და მხოლოდ სასიხარულოა თუ, რა თქმა უნდა, ეს იქნება მოქცეული კოლეგიალურ და თავაზიან ფორმაში. იმდენი დრო დავუთმეთ ჩემი გამონათქვამების განხილვას, როცა საქმის ელექტრონულად განაწილების წესზე უნდა გვესაუბრა, გთავაზობთ, მომავალში, უფრო სტრუქტურიზებული რომ იყოს ჩვენი საქმიანობა, დღის წესრიგში პირველ ნაწილად ჩასვით ხოლმე "ანა დოლიძის განცხადებების განხილვა". მაინც ჩვენი საქმიანობა ამ ხასიათს იღებს. ეს არის ჩვეულებრივი "ამხანაგური სასამართლო", რომელიც ჩემი საჯარო საქმიანობის საწინააღმდეგოდ არის მიმართული", - განაცხადა ანა დოლიძემ.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ საბჭოს წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო. ისინი სავარძლებიდან წამოდგნენ და კამათს აგრძელებენ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები